ავტორი:

"გაუგებარი და საფუძველს მოკლებული იყო გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისგან მოვისმინეთ, მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ" - დარჩიაშვილი

"გაუგებარი და საფუძველს მოკლებული იყო გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისგან მოვისმინეთ, მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ" - დარჩიაშვილი

ჩვენ ძალიან აქტიურად ვეხმარებოდით უკრაინას ჰუმანიტარული თვალსაზრისით,პოლიტიკურ, დიპლომატიური ხაზით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ღირსეული დამოკიდებულება პარტნიორის მისამართით, ამას გავაგრძელებთ და ერთ-ერთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, თუ გადაწყვეტილება ჩვენს მიმართ, ამ ხაზს ვერ შეგვაცვლევინებს , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა უკრაინის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს ელჩს უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილს 48 საათში ქვეყნის დატოვებას სთავაზობს.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველოს პოზიცია ნათლად იყო გამოხატული და რა თქმა უნდა, ეს ზუსტად ასახავს იმ პოზიციას, რომელიც ქვეყანას აქვს.

„პირველ რიგში, მე მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ელჩს უკრაინაში და თითოეულ დიპლომატს,რომლებიც ძალიან რთულ პერიოდში და ძალიან რთულ გარემოში ერთი მხრივ, საქართველოს საუკეთესო ინტერესებს ემსახურებოდნენ კიევში, უკრაინაში და მეორე მხრივ- ეს იყო მათი დამოკიდებულება ადგილზე აქტიურად დაეჭირათ მხარი უკრაინისთვის, უკრაინელი ხალხისთვის და არცერთ დიპლომატს მუშაობა ერთი დღე არ გაუჩერებია, კიევი არ დაუტოვებია. შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარი და საფუძველს მოკლებული იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისგან მოვისმინეთ. მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ.

ჩვენ ტრადიციულად აქამდე, გვქონდა ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსისგან გაუგებარი, უსამართლო დამოკიდებულება მოვისმინეთ საქართველოს მისამართით. ჩვენ ტრადიციულად ვინარჩუნებთ სიმშვიდეს, ჩვენი ეს დამოკიდებულება მეგობარი ხალხის და ქვეყნის მისამართით. ჩვენ მომავალში დრო აუცილებლად გვექნება იმისთვის ,რომ ამ საკითხებზე ორმხრივ ფორმატებში ვიმსჯელოთ. თუმცა, დღეს ჩვენ ტრადიციულად ვარჩევთ იმ პოზიციას, რომელიც გვაქვს, გამოვხატეთ. ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება. შესაბამისად, როგორც ვისაუბრეთ, ელჩი საქართველოში უახლოეს პერიოდში დაბრუნდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ საფუძველი, რომელიც ამ გაუგებარი გადაწყვეტილების განმაპირობებელი გახდა. ვფიქრობთ,რომ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია.

ყველა საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ რაოდენ პასუხისმგებლობით ეკიდება სახელმწიფო ყველა პატიმრის უფლებებს და მათ შორის, ბატონი სააკაშვილის, შესაბამისად, თავად ეს საკითხიც საფუძველს მოკლებულია, რადგან ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო,როგორც მოვისმინეთ, სწორედ ამ საკითხით. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის,უკრაინის მხარდაჭერას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, როგორც აქამდე იყო. ჩვენ ძალიან აქტიურად ვეხმარებოდით უკრაინას ჰუმანიტარული თვალსაზრისით,პოლიტიკურ, დიპლომატიური ხაზით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორის მისამართით, ჩვენ ამას გავაგრძელებთ და ერთ-ერთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, თუ გადაწყვეტილება ჩვენს მიმართ ამ ხაზს ვერ შეგვაცვლევინებს“ , - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.