სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფორმულაში“ აცხადებენ, რომ მიშა მშვილდაძეზე მომხდარი თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სუს-ის გამომძიებელია
"ფორმულაში“ აცხადებენ, რომ მიშა მშვილდაძეზე მომხდარი თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სუს-ის გამომძიებელია

ერთ-ერთი პირი, რო­მე­ლიც ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას“ დამ­ფუძ­ნე­ბელ მიშა მშვილ­და­ძე­ზე მომ­ხდარ თავ­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, სუს-ის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, გი­ორ­გი მუმ­ლა­ძეა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცია ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ვახო სა­ნა­ი­ამ, და­ვით ქა­ში­აშ­ვილ­მა და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის კი­დევ-ერ­თმა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ზუკა გუმ­ბა­რი­ძემ გა­აც­ნეს.

მათი თქმით, ინ­ფორ­მა­ცია უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აქვთ.

ამას­თან, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გი­ნეს კად­რე­ბი, რო­მე­ლიც მეტ­რო "დე­ლი­სის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას ასა­ხავს.

"ფორ­მუ­ლას“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი პირი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ კად­რებ­ში ჩანს, თავ­დას­ხმის ფი­გუ­რან­ტი, სუს-ის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი გი­ორ­გი მუმ­ლა­ძეა. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, გი­ორ­გი მუმ­ლა­ძე სუსი-ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის, ლე­ვან ახო­ბა­ძის ნათ­ლუ­ლია. მა­თი­ვე თქმით, მშვილ­და­ძე­ზე მომ­ხდარ თავ­დას­ხმას კი ლე­ვან ახო­ბა­ძე კუ­რი­რებ­და.

"გი­ორ­გი მუ­ლა­ძე მუ­შა­ობ­და შსს-ში და რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც სუსი-ის ქა­ლა­ქის გა­მომ­ძი­ებ­ლად გა­და­იყ­ვა­ნა მის­მა ნათ­ლი­ამ, ლე­ვან ახო­ბა­ძემ, რო­მე­ლიც 2022 წლი­დან სუს-ის უფ­რო­სის, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის, მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებს. გი­ორ­გი მუმ­ლა­ძე, რო­მე­ლიც მიშა მშვილ­და­ძე­ზე თავ­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფი­გუ­რან­ტია [მომ­ხდა­რის] იმი­ტომ, რომ, რო­დე­საც მიშა მშვილ­და­ძე დე­ლი­სი­დან გა­მო­დის, მას მიჰ­ყვე­ბა, თავ­დას­ხმის პრო­ცესს ბო­ლომ­დე ეს­წრე­ბა. ყვე­ლა­ზე ბო­ლოს ის და მისი მე­წყვი­ლე ტო­ვე­ბენ ვაჟა ფშა­ვე­ლას გამ­ზირს. გი­ორ­გი მუმ­ლა­ძე არის გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის, ლე­ვან ახო­ბა­ძის ნათ­ლუ­ლი და მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით მოხ­და მუმ­ლა­ძის სუს-ში გა­დაყ­ვა­ნა. ასე­ვე, წყა­რო გვი­დას­ტუ­რებს, რომ მიშა მშვილ­და­ძე­ზე თავ­დას­ხმას კუ­რი­რებ­და თა­ვად ლე­ვან ახო­ბა­ძე, სწო­რედ მას ჰყავ­და პი­რად კონ­ტროლ­ზე აყ­ვა­ნი­ლი“, - აცხა­დე­ბენ ტე­ლე­კომ­პა­ნია ფორ­მუ­ლა­ში.

ტე­ლე­ვი­ზი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებს გი­ორ­გი მუმ­ლა­ძის მამა ზურა მუმ­ლა­ძე. 2017-18 წლებ­ში შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ის სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ოპე­რა­ტი­უ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი იყო.

"გი­ორ­გი მუმ­ლა­ძეს­თან მოძ­რა­ობს კი­დევ ერთი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს ლე­ვან ახო­ბა­ძის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბის ქვეშ მყოფ სამ­სა­ხურ­ში. სა­მი­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც თავ­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, წყა­რო გვი­დას­ტუ­რებს, რომ ამ დე­პარ­ტა­მენტს ეკუთ­ვნის“ , - აცხა­დე­ბენ "ფორ­მუ­ლა­ში’.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის თქმით, მიშა მშვილ­და­ძე­ზე მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმა არის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, რის გა­მოც სას­წრა­ფო რე­ა­გი­რე­ბას ითხო­ვენ. "ფორ­მუ­ლას“ ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ზუკა გუმ­ბე­რი­ძე მო­უ­წო­დებს სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს გა­მო­ი­ძი­ოს, რა­ტომ იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი "ფორ­მუ­ლას“ ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლის, მიშა მშვილ­და­ძის ცე­მის ფაქ­ტში, ასე­ვე მან სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბულ დიპ­ლო­მა­ტებ­საც მი­მარ­თა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
0

თუ კარგად დააკვირდებით მანდ ბიძოსაც დაინახავთ, უკანა პლანზე , ბეისბოლის ბიტით ხელში. 

ალექს
0

სუსი ეძახე შენა და კარგად კი ჟეჟა თავის ჯინჟილაკებითა !

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ფორმულაში“ აცხადებენ, რომ მიშა მშვილდაძეზე მომხდარი თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სუს-ის გამომძიებელია

"ფორმულაში“ აცხადებენ, რომ მიშა მშვილდაძეზე მომხდარი თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სუს-ის გამომძიებელია

ერთ-ერთი პირი, რომელიც ტელეკომპანია "ფორმულას“ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობს, სუს-ის გამომძიებელი, გიორგი მუმლაძეა. აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა ვახო სანაიამ, დავით ქაშიაშვილმა და ტელეკომპანიის კიდევ-ერთმა დამფუძნებელმა ზუკა გუმბარიძემ გააცნეს.

მათი თქმით, ინფორმაცია უტყუარი მტკიცებულების საფუძველზე აქვთ.

ამასთან, ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა საზოგადოებას წარუდგინეს კადრები, რომელიც მეტრო "დელისის“ მიმდებარე ტერიტორიას ასახავს.

"ფორმულას“ ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი, რომელიც აღნიშნულ კადრებში ჩანს, თავდასხმის ფიგურანტი, სუს-ის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა. ტელეკომპანიის ცნობით, გიორგი მუმლაძე სუსი-ის უფროსის მოადგილის, ლევან ახობაძის ნათლულია. მათივე თქმით, მშვილდაძეზე მომხდარ თავდასხმას კი ლევან ახობაძე კურირებდა.

"გიორგი მულაძე მუშაობდა შსს-ში და რამდენიმე თვეა, რაც სუსი-ის ქალაქის გამომძიებლად გადაიყვანა მისმა ნათლიამ, ლევან ახობაძემ, რომელიც 2022 წლიდან სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, მოადგილის თანამდებობას იკავებს. გიორგი მუმლაძე, რომელიც მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში მონაწილეობს, ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია [მომხდარის] იმიტომ, რომ, როდესაც მიშა მშვილდაძე დელისიდან გამოდის, მას მიჰყვება, თავდასხმის პროცესს ბოლომდე ესწრება. ყველაზე ბოლოს ის და მისი მეწყვილე ტოვებენ ვაჟა ფშაველას გამზირს. გიორგი მუმლაძე არის გრიგოლ ლილუაშვილის, ლევან ახობაძის ნათლული და მისი ინიციატივით მოხდა მუმლაძის სუს-ში გადაყვანა. ასევე, წყარო გვიდასტურებს, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას კურირებდა თავად ლევან ახობაძე, სწორედ მას ჰყავდა პირად კონტროლზე აყვანილი“, - აცხადებენ ტელეკომპანია ფორმულაში.

ტელევიზიის ინფორმაციით, ასევე მაღალ თანამდებობას იკავებს გიორგი მუმლაძის მამა ზურა მუმლაძე. 2017-18 წლებში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი იყო.

"გიორგი მუმლაძესთან მოძრაობს კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც მუშაობს ლევან ახობაძის დაქვემდებარების ქვეშ მყოფ სამსახურში. სამივე ავტომანქანა, რომელიც თავდასხმაში მონაწილეობს, წყარო გვიდასტურებს, რომ ამ დეპარტამენტს ეკუთვნის“ , - აცხადებენ "ფორმულაში’.

ტელეკომპანიის თქმით, მიშა მშვილდაძეზე მომხდარი თავდასხმა არის ორგანიზებული, რის გამოც სასწრაფო რეაგირებას ითხოვენ. "ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზუკა გუმბერიძე მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოიძიოს, რატომ იყვნენ ჩართულები სამართალდამცველები "ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტში, ასევე მან საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებსაც მიმართა.