კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წერასთან რიგითმა ადამიანურმა ისტორიებმა მიმიყვანა, რომლებიც ჩვენ გარშემო არსებობენ" - გაიცანით "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023"-ის ერთ-ერთი გამარჯვებული ავტორი, რომლის ნამუშევარმა მკითხველის დიდი მოწონება დაიმსახურა
"წერასთან რიგითმა ადამიანურმა ისტორიებმა მიმიყვანა, რომლებიც ჩვენ გარშემო არსებობენ" - გაიცანით "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023"-ის ერთ-ერთი გამარჯვებული ავტორი, რომლის ნამუშევარმა მკითხველის დიდი მოწონება დაიმსახურა

მათე ბა­ღაშ­ვი­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-ის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის “გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2023-ის“ ერთ-ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. მის­მა ნა­მუ­შე­ვარ­მა „ბე­ტო­ნე­ბის იქით“ მკი­თხვე­ლის დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და ხალ­ხის რჩე­უ­ლი გახ­და. ამ­ჯე­რად ავ­ტო­რი მენ­ტორ­თან ერ­თად სა­დე­ბი­უ­ტო წიგნ­ზე მუ­შა­ობს, რო­მელ­საც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში მალე გა­მოს­ცემს.

მათე ბა­ღაშ­ვი­ლი 22 წლი­საა და ამ­ჟა­მად მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სტუ­დენ­ტია. მისი ნა­მუ­შევ­რის წყა­რო, რო­მელ­საც მალე წიგ­ნა­დაც ვი­ხი­ლავთ, გე­ტო­ში ცხოვ­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, იქ დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლურ-კულ­ტუ­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბია. რო­გორც ავ­ტო­რი ამ­ბობს, „ბე­ტო­ნე­ბის იქით“ მისი ბავ­შვო­ბის აკ­რძა­ლუ­ლი ად­გი­ლია - გრძე­ლი ბე­ტო­ნის კე­დე­ლი, რომ­ლი­თაც მისი უბა­ნი ყვე­ლას­თვის „სა­ში­ში“ სივ­რცის­გან იყო გა­მო­ყო­ფი­ლი, ასო­ცირ­დე­ბა გა­ურ­კვე­ველ და უსა­ფუძ­ვლო შიშ­თან, რო­მე­ლიც პრი­მი­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­აღ­ში წარ­მო­იშ­ვა. ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ფაქ­ტე­ბი­თა და ილუ­ზი­ე­ბით ნა­კარ­ნა­ხე­ბი ნა­წარ­მო­ე­ბი “ბე­ტო­ნე­ბის იქით” გვიყ­ვე­ბა გა­რე­უბ­ნე­ლი ბი­ჭის შე­სა­ხებ ის­ტო­რი­ას, რომ­ლის­თვი­საც მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ყვე­ლა­ზე მძაფ­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი 12 წლის ასაკ­ში მისი მო­ნას­ტერ­ში გაშ­ვე­ბი­დან იწყე­ბა...

გა­მარ­ჯო­ბა, ვინ არის მათე ბა­ღაშ­ვი­ლი? გაგ­ვე­ცა­ნი...

- გა­მარ­ჯო­ბა, პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბას გიხ­დით მთე­ლი იმ რიგი შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის, რო­მე­ლიც ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­მე­ცით. ვფიქ­რობ, რომ მათე ბა­ღაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის რი­გი­თი წევ­რია, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლით ვე­რაფ­რით და­იკ­ვეხ­ნის. მათე ბა­ღაშ­ვი­ლის­ნა­ირ ადა­მი­ა­ნებს ყო­ველ­დღე ხვდე­ბით ქუ­ჩებ­ში, სამ­სა­ხუ­რებ­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში და ყვე­ლა იმ სივ­რცე­ში, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნილ­ნი ხართ ამა თუ იმ სა­ხით. საკ­მა­ოდ ხმა­მაღ­ლა ჟღერს შე­კი­თხვა „ვინ არის მათე ბა­ღაშ­ვი­ლი“ და ვერ ვა­კავ­ში­რებ თავს ამ შე­კი­თხვის პა­თოს­თან. რთუ­ლია გან­სა­ზღვრო ვინ ხარ ცხოვ­რე­ბის იმ ეტაპ­ზე, როცა ძი­ე­ბის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მა­შა­სა­და­მე, ეს შე­კი­თხვაც რთუ­ლია სა­პა­სუ­ხოდ. ახლა შე­მიძ­ლია ვი­ბორ­ძი­კო, მოკ­ლედ და კონ­კრე­ტუ­ლად შევ­ძლო იმის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს რი­გი­თი მათე ბა­ღაშ­ვი­ლი, მაგ­რამ, მი­მაჩ­ნია, რომ წი­ნა­და­დე­ბე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან შე­კავ­ში­რე­ბის პრო­ცეს­ში და­ვი­კარ­გე­ბი და სა­ღერ­ღე­ლი ამე­რე­ვა. დაე, წინა სამ­მა აბ­ზაც­მა თქვას ჩემს შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი - თუ, რა თქმა უნდა, მათ ექ­ნე­ბათ იმის პო­ტენ­ცი­ა­ლი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემი პირ­და­პი­რი ჩა­რე­ვის გა­რე­შე შეძ­ლონ.

რა იყო შენი ინ­სპი­რა­ცია მწერ­ლო­ბის კა­რი­ე­რის და­სა­წყე­ბად?

- ჯერ კი­დევ საკ­მა­ოდ რთუ­ლია ჩემ­თვის მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის­თვის სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვა. მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში ვგუ­ლის­ხმობ „მწერ­ლო­ბის კა­რი­ე­რას“, „წიგ­ნის გა­მო­ცე­მას“. რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ ასე­თი სი­ტყვა­თა შე­თან­ხმე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის ჯერ კი­დევ ად­რეა. არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა ეს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმ ში­შით, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ჩემს პირ­ველ ნა­ბი­ჯებ­თან ამ სამ­ყა­რო­ში, მაგ­რამ, ფაქ­ტია, რომ ეს გან­ცდა არ­სე­ბობს და ყვე­ლა და­ნარ­ჩენს აქ­ტი­უ­რად ჩრდი­ლავს, მათ შო­რის აღ­ტა­ცე­ბას, სი­ა­მა­ყეს ან სხვას. მწერ­ლო­ბის კა­რი­ე­რის არ ვიცი, მაგ­რამ წერა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მა­შინ შე­მო­იჭ­რა, როცა ჩემ­თვის ძა­ლი­ან ახ­ლო­ბელ­მა და პა­ტივ­სა­ცემ­მა ადა­მი­ან­მა ბნელ 90-ია­ნებ­ში მისი გა­ტა­ცე­ბის ამ­ბა­ვი მო­მიყ­ვა ყვე­ლა იმ ინ­ტი­მუ­რი და ღრმა ადა­მი­ა­ნუ­რი გან­ცდე­ბით, რო­მე­ლიც ლა­იტ­მო­ტი­ვად გას­დევ­და მთელ ამ ამ­ბავს. მახ­სოვს, მა­შინ დის­ტო­პი­უ­რი ის­ტო­რი­ის შექ­მნას ვე­ჭი­დე­ბო­დი და მთე­ლი ჩემი ძალა და ღონე ჩა­ვან­თხიე მის შექ­მნას, მაგ­რამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და­წყე­ბულ­მა უე­ცარ­მა დის­ტო­პი­ურ­მა მოვ­ლე­ნებ­მა წე­რაც და­მა­ვი­წყა, კი­თხვაც და მარ­ტი­ვი მო­ტო­რუ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც. ზო­გა­დად, წე­რას­თან რი­გით­მა ადა­მი­ა­ნურ­მა ის­ტო­რი­ებ­მა მი­მიყ­ვა­ნა, ის­ტო­რი­ებ­მა, რომ­ლე­ბიც ჩვენ გარ­შე­მო არ­სე­ბო­ბენ, არ­სე­ბო­ბენ და პრო­ტა­გო­ნის­ტებ­თან ერ­თად ქრე­ბი­ან იმ ერთ უბე­დურ წამს, როცა ადა­მი­ა­ნი წყვეტს სი­ცო­ცხლეს. აღ­მოჩ­ნდა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის მოს­მე­ნა და ამ ის­ტო­რი­ე­ბის ჩემს გო­ნე­ბა­ში აღ­ბეჭდ­ვა გა­მომ­დის. აი, ფურ­ცელ­ზე ამ ის­ტო­რი­ე­ბის გად­მო­ტა­ნა რო­გორ გა­მომ­დის - ეს მკი­თხველ­მა შე­ა­ფა­სოს.

ლი­ტე­რა­ტუ­რის რო­მე­ლი ჟან­რე­ბი გა­ინ­ტე­რე­სებს ყვე­ლა­ზე მე­ტად, შენ რო­მე­ლი აირ­ჩიე და რა­ტომ?

- ისე გა­მო­ვი­და, რომ ჩემი დიდი ბე­ბი­ის წყა­ლო­ბით, რო­მელ­თა­ნაც კი­თხვის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი მქონ­და ხოლ­მე (ოღონდ მან ეს არ იცო­და და ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი ჩემს გო­ნე­ბა­ში­ვე იხარ­შე­ბო­და და ისინ­ჯე­ბო­და), კი­თხვის კულ­ტუ­რა „არას­წო­რად“ ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და და 10-11 წლის ასაკ­ში და შემ­დგო­მაც - თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ჟამს, ასაკ­თან შე­უ­სა­ბა­მო წიგ­ნებს ვირ­ჩევ­დი სა­კი­თხა­ვად. ამის გამო, რა­ღაც პე­რი­ოდ­ში სა­ერ­თოდ გავ­წყვი­ტე კი­თხვა და შემ­დგომ ბიტ­ნი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბის აღ­მო­ჩე­ნამ კვლავ მი­მაბ­რუ­ნა ჩემი ბავ­შვო­ბის ერ­თა­დერთ თავ­შე­საქ­ცევ სივ­რცეს­თან. ჯეკ კე­რუ­ა­კი, კენ კიზი, უი­ლი­ამ ბე­რო­უ­ზი, ალენ გინზბერ­გი - ეს ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რო­მელ­თაც სა­თავ­გა­და­სავ­ლო რო­მა­ნე­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი გა­მი­ჩი­ნეს და აღ­მიძ­რეს სურ­ვი­ლი უფრო გა­მე­ფარ­თო­ე­ბი­ნა ჩემი თვალ­სა­წი­ე­რი.

სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სივ­რცე­ებ­მა, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბაც თით­ქმის სა­კუ­თარ ტყავ­ზე გა­მოვ­ცა­დე, ტრა­გე­დი­ებს, კო­მე­დი­ებს, ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ტი­კურ სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რას მა­ზი­ა­რეს და არ­სე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი სრუ­ლი­ად და­მიმ­სხვრი­ეს ან ამო­მი­ყი­რა­ვეს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ისე გა­მო­ვი­და, რომ ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო გა­მოც­დი­ლე­ბე­ბი ავ­სებ­და ერთ მთლი­ან სუ­რათს, მიმ­ყა­რებ­და გან­ცდებ­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს მთელ რიგ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სა­კი­თხებ­ზე და ყო­ველ­დღი­ურ ადა­მი­ა­ნურ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე.

მოგ­ვი­ყე­ვი შენი ტექ­სტის რე­დაქ­ტი­რე­ბის და სა­ბო­ლოო და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცე­სის შე­სა­ხებ. რო­გორ გა­და­წყვი­ტე რა შეც­ვა­ლო, წა­შა­ლო ან და­ა­მა­ტო?

- ტექ­სტის რე­დაქ­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი ჩემ­თვის ადა­მი­ა­ნუ­რად ყვე­ლა­ზე რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ვუ­ყუ­რებ­დი სა­კუ­თარ ტექსტს და გარ­კვე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბის სა­ერ­თოდ ალაგმვა მსურ­და, ზო­გი­ერთ მო­ნაკ­ვეთს კი დიდი გუ­ლის­ტკი­ვი­ლით ვემ­შვი­დო­ბე­ბო­დი, რად­გან რე­დაქ­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში მივ­ხვდი, რომ დი­ლე­მა­თა ომში ვი­ყა­ვი ჩათ­რე­უ­ლი. სტრუქ­ტუ­რა მთლი­ა­ნად შევ­ცვა­ლე წმინ­და პი­როვ­ნუ­ლი იმ­პულ­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მივ­ყვე­ბო­დი პერ­სო­ნა­ჟებს და ის­ტო­რი­ებს, რომ­ლე­ბიც მათ გარ­შე­მო დღი­თი­დღე ვი­თარ­დე­ბო­და. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბოლო ერთი წე­ლია ამ პერ­სო­ნა­ჟე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და ზო­გა­დად, მათ ბედ­ზე ვზრუ­ნავ. გარ­და ამი­სა, რე­დაქ­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იყო ჩემი მენ­ტო­რი - ბა­ტო­ნი გელა ჩქვა­ნა­ვა, რო­მელ­საც უღ­რმე­სი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო. მისი სიღ­რმი­სე­უ­ლი რჩე­ვე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, უკუ­კავ­ში­რი თი­თო­ე­ულ მო­ნაკ­ვეთ­ზე და პერ­სო­ნაჟ­ზე და­მეხ­მა­რა ტექ­სტის გამ­თლი­ა­ნე­ბა­ში და მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ელ­ფე­რის შე­ძე­ნა­ში. გარ­და ტექ­სტის სრულ­ყო­ფი­სა, ბა­ტო­ნი გელა სხვა პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბის გან­მტკი­ცე­ბა­შიც და­მეხ­მა­რა და მენ­ტა­ლუ­რად მო­მამ­ზა­და შემ­დგო­მი პრო­ცე­სე­ბის­თვის.

რო­გო­რი გან­ცდა იყო, რო­დე­საც პირ­ვე­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნე შენი ნა­წარ­მო­ე­ბი?

- მა­შინ ვერ ვი­აზ­რებ­დი რა ხდე­ბო­და ჩემს თავს. ეს გა­უ­აზ­რებ­ლო­ბა და გა­უ­გებ­რო­ბა, რო­გორც მიხ­ვდე­ბო­დით, დღემ­დე გა­მომ­ყვა და ჩემი ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი და­ი­კა­ვა. პირ­ვე­ლი შეგ­რძნე­ბა იყო, რომ მე­გო­ნა გავ­შიშ­ვლდი. რე­დაქ­ტი­რე­ბი­სა და ტექ­სტში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დგომ ეს სი­შიშ­ვლე უფრო ცხა­დი და ხელ­შე­სა­ხე­ბი გახ­და.

რო­გორ ავი­თა­რებ წე­რის სტილს? გყავს საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რი ან წიგ­ნი, რო­მე­ლიც გავ­ლე­ნას ახ­დენს შენს შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე?

- პირ­ველ რიგ­ში, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, რომ წიგ­ნებ­თან, ფილ­მებ­თან, მუ­სი­კას­თან, ლექ­სი­კო­ნებ­თან კავ­ში­რი არ გავ­წყვი­ტო, რად­გან ფუნ­და­მენ­ტურ ცოდ­ნას ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან ვი­ღებ. ამას გარ­და, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და ის­ტო­რი­ე­ბის მოს­მე­ნა მეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნით ფორ­მა მივ­ცე ჩემს „შე­მოქ­მე­დე­ბას“. ვფიქ­რობ, რომ ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ის­ტო­რი­ებ­თან ერ­თად მათი თხრო­ბის მა­ნე­რა, ჟეს­ტი­კუ­ლა­ცია და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბაც კრავს ჩემს წე­რის სტილს. ბოლო პე­რი­ოდ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბა ჩემი ინ­ტე­რე­სის მთა­ვარ სფე­როდ იქცა. არ­ჩილ ქი­ქო­ძე, ანა კორ­ძა­ია-სა­მა­დაშ­ვი­ლი, თამ­თა მე­ლაშ­ვი­ლი, ნინო ხა­რა­ტიშ­ვი­ლი, აკა მორ­ჩი­ლა­ძე და სხვა ბევ­რი ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი, თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბით მიქ­მნი­ან გან­ცდას, რომ ქარ­თულ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რამ ფერი იც­ვა­ლა და სა­ერ­თოდ სხვა სიბ­რტყე­ში გა­და­ვი­და. აგ­რეთ­ვე, მის­ტი­ციზ­მის, ეზო­თე­რი­კი­სა და ოკულ­ტიზ­მის კო­რი­ფე - უმ­ბერ­ტო ეკო - იქცა ჩემს ჯა­დოს­ნურ აღ­მო­ჩე­ნად ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია.

რამ­დე­ნად არის ახ­ლოს „ბე­ტო­ნე­ბის იქით“ შენს რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას­თან? რა გახ­და ამ წიგ­ნის და­წე­რის ინ­სპი­რა­ცია?

- „ბე­ტო­ნე­ბის იქით“ ჩემ გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი და ფან­ტა­ზი­ი­დან აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბის ნა­ზა­ვია. თა­ვი­დან მე­ში­ნო­და, რომ ტექ­სტი „გა­მოვ­ჭყი­პე“ ადა­მი­ა­ნუ­რი ტრა­გე­დი­ე­ბით, ვფიქ­რობ­დი, რომ ამას შე­ეძ­ლო მკი­თხვე­ლი და­ეფრ­თხო, მაგ­რამ ისევ ჩემი მენ­ტო­რის დახ­მა­რე­ბით, ეს ში­შიც გა­მი­ქარ­წყლდა. დარ­დი, რომ­ლი­თაც მთლი­ა­ნად მო­ცულ­ნი ვართ, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა, რო­მელ­საც თუ გა­და­ვახ­ტე­ბით, თუ თა­ვის დრო­ზე თვა­ლებ­ში არ ჩავ­ხე­დავთ, ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ოდ­ში დაგ­ვეს­ხმე­ბა თავს. ტექ­სტის პრო­ლო­გი და ეპი­ლო­გი ერ­თმა­ნეთს აცო­ცხლებს და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ რო­მა­ნის ფი­ნა­ლის გაგ­რძე­ლე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ინ­ტი­მუ­რი ნა­წი­ლია. ჩემი რა­ჭის სახ­ლი და გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი გან­ცდე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ სახ­ლის მი­მართ მაქვს იქცა ერ­თგვარ ორი­ენ­ტი­რად რე­დაქ­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში. ამ ტექ­სტით სა­ბო­ლო­ოდ და­ვემ­შვი­დო­ბე მა­ხინჯ წარ­სულს, რომ­ლის ქა­ო­სუ­რი მდი­ნა­რე­ბაც არ აცხრობ­და ში­ნა­გან ვნე­ბა­თა­ღელ­ვას, და­უს­რუ­ლე­ბელ თვით­დესტრუქ­ცი­ას.

რა შეც­ვა­ლა შენს ცხოვ­რე­ბა­ში კონ­კურ­სმა „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2023“ ?

- უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ კონ­კურ­სმა ჩემი პი­როვ­ნუ­ლი ზრდა და­აჩ­ქა­რა. თუ აქამ­დე მეხ­სი­ე­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ნაპ­რა­ლებს ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დი, ახლა უფრო ყუ­რა­დღე­ბი­თა და საბ­რძო­ლო გან­წყო­ბით ვარ აღ­ჭურ­ვი­ლი. ჩემ გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ასი ყუ­რი­თა და ასი თვა­ლით ვაკ­ვირ­დე­ბი და ვუს­მენ, ვი­ნიშ­ნავ ყვე­ლა იმ დი­ა­ლოგს, რო­მელ­საც ვთვლი, რომ გაგ­რძე­ლე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს, დავ­დი­ვარ ყურ­სას­მე­ნე­ბის გა­რე­შე ქუ­ჩა­ში (მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ), რათა ცო­ცხა­ლი პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე ვიყო.

სად პო­უ­ლობ შთა­გო­ნე­ბას სი­უ­ჟე­ტე­ბის და პერ­სო­ნა­ჟე­ბის შე­საქ­მნე­ლად?

- ყურს ვუგ­დებ ყვე­ლა დი­ა­ლოგს, რო­მე­ლიც პირ­და­პირ თუ ირი­ბად მე­ხე­ბა. გუ­ლის­ყუ­რით ვუს­მენ ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე უმ­ნიშ­ვნე­ლო ადა­მი­ა­ნის სა­უ­ბარ­საც კი. ბუ­ნებ­რი­ვად და არა ძა­ლით. ვაკ­ვირ­დე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ქცე­ვას, მათ გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბას, ჟეს­ტებს. და­ჟი­ნე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბი მათ ჰა­ბი­ტუსს. ვცდი­ლობ არ დავ­კარ­გო კავ­ში­რი ბუ­ნე­ბას­თან.

რას ურ­ჩევ­დი დამ­წყებ მწერ­ლებს, რომ­ლებ­საც უნ­დათ გან­ვი­თარ­დნენ და გა­მო­აქ­ვეყ­ნონ თა­ვი­სი ნა­წე­რე­ბი?

- ჩემი მწი­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დიდი ალ­ბა­თო­ბით, რჩე­ვე­ბი ნაკ­ლე­ბად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი შე­იძ­ლე­ბა გა­მოდ­გეს, მაგ­რამ ამ პრო­ცეს­ში მი­ღე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი­დან შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მუდ­მი­ვი სწრაფ­ვა ცოდ­ნის მი­ღე­ბი­სა არის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი იმი­სათ­ვის, რომ ტექ­სტი შედ­გეს. ხში­რად რა­ღაც ის­ტო­რი­ე­ბი გა­და­ღე­ჭი­ლად გვეჩ­ვე­ნე­ბა, რის გა­მოც მათ მი­მართ სი­ახ­ლო­ვე გარ­კვე­ულ მო­მენ­ტში შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვე­კარ­გოს. და­ფიქ­რდით ამ ის­ტო­რი­ებ­ზე და შე­ხე­დეთ სხვა თვა­ლით. იქ­ნებ, თქვენ­ში არის ამ ამ­ბე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პა­რა­დიგ­მი­დან წარ­მოდ­გე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი. არ გა­წყვი­ტოთ კავ­ში­რი ბუ­ნე­ბას­თან და იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც დღეს თუ ხვალ ჩვენს გვერ­დით აღარ იქ­ნე­ბი­ან - ბე­ბი­ებ­თან, ბა­ბუ­ებ­თან და ზო­გა­დად, ხან­დაზ­მულ ადა­მი­ა­ნებ­თან. უეჭ­ვე­ლია, რომ მათ მხრებ­ზე მო­კი­დე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბის გუდა-ნა­ბად­ში თქვენ­თვის ძა­ლი­ან სა­ჭი­რო რა­ღა­ცებს იპო­ვით.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგი
0

ბევრი წარმატება მათე! კარგი ადამიანი ხარ!

ლალი ნაზარაშვილი
0

ბედნიერებაა ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდების არსებობა, რომელიც იმედით და სიამაყით მავსებს .

მჯერა, რომ სწორედ ასეთ ახალგაზრდებს შეუძლიათ შექმნან ისეთი ვქვეყანა, რომელზეც ოცნებობენ .

მიყვარს მათეს ხელწერა, ჰარმონიულ-- მელოდიური ნოტებივით, თითქოს მათთან ერთად დასრიალებ კლავიშებზე და შენც მისი იდუმალი სამყაროს ნაწილი ხდები.

 წარმატებებს ვუსურვებ კიდევ და მრავალჯერ.💜

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"წერასთან რიგითმა ადამიანურმა ისტორიებმა მიმიყვანა, რომლებიც ჩვენ გარშემო არსებობენ" - გაიცანით "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023"-ის ერთ-ერთი გამარჯვებული ავტორი, რომლის ნამუშევარმა მკითხველის დიდი მოწონება დაიმსახურა

"წერასთან რიგითმა ადამიანურმა ისტორიებმა მიმიყვანა, რომლებიც ჩვენ გარშემო არსებობენ" - გაიცანით "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023"-ის ერთ-ერთი გამარჯვებული ავტორი, რომლის ნამუშევარმა მკითხველის დიდი მოწონება დაიმსახურა

მათე ბაღაშვილი გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ლიტერატურული კონკურსის “გახდი ბესტსელერის ავტორი 2023-ის“ ერთ-ერთი გამარჯვებულია. მისმა ნამუშევარმა „ბეტონების იქით“ მკითხველის დიდი მოწონება დაიმსახურა და ხალხის რჩეული გახდა. ამჯერად ავტორი მენტორთან ერთად სადებიუტო წიგნზე მუშაობს, რომელსაც გამომცემლობა „პალიტრა L” კონკურსის ფარგლებში მალე გამოსცემს.

მათე ბაღაშვილი 22 წლისაა და ამჟამად მასობრივი კომუნიკაციების სტუდენტია. მისი ნამუშევრის წყარო, რომელსაც მალე წიგნადაც ვიხილავთ, გეტოში ცხოვრების თავისებურებები, იქ დამკვიდრებული სოციალურ-კულტურული ღირებულებებია. როგორც ავტორი ამბობს, „ბეტონების იქით“ მისი ბავშვობის აკრძალული ადგილია - გრძელი ბეტონის კედელი, რომლითაც მისი უბანი ყველასთვის „საშიში“ სივრცისგან იყო გამოყოფილი, ასოცირდება გაურკვეველ და უსაფუძვლო შიშთან, რომელიც პრიმიტიული საზოგადოების წიაღში წარმოიშვა. ავტობიოგრაფიული ფაქტებითა და ილუზიებით ნაკარნახები ნაწარმოები “ბეტონების იქით” გვიყვება გარეუბნელი ბიჭის შესახებ ისტორიას, რომლისთვისაც მეხსიერებაში ჩარჩენილი ყველაზე მძაფრი და მნიშვნელოვანი ამბები 12 წლის ასაკში მისი მონასტერში გაშვებიდან იწყება...

გამარჯობა, ვინ არის მათე ბაღაშვილი? გაგვეცანი...

- გამარჯობა, პირველ რიგში, მადლობას გიხდით მთელი იმ რიგი შესაძლებლობისთვის, რომელიც ამ დროის განმავლობაში მომეცით. ვფიქრობ, რომ მათე ბაღაშვილი საზოგადოების რიგითი წევრია, რომელიც განსაკუთრებულით ვერაფრით დაიკვეხნის. მათე ბაღაშვილისნაირ ადამიანებს ყოველდღე ხვდებით ქუჩებში, სამსახურებში, უნივერსიტეტებში და ყველა იმ სივრცეში, სადაც წარმოდგენილნი ხართ ამა თუ იმ სახით. საკმაოდ ხმამაღლა ჟღერს შეკითხვა „ვინ არის მათე ბაღაშვილი“ და ვერ ვაკავშირებ თავს ამ შეკითხვის პათოსთან. რთულია განსაზღვრო ვინ ხარ ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა ძიების პროცესი მიმდინარეობს. მაშასადამე, ეს შეკითხვაც რთულია საპასუხოდ. ახლა შემიძლია ვიბორძიკო, მოკლედ და კონკრეტულად შევძლო იმის ჩამოყალიბება ვინ შეიძლება იყოს რიგითი მათე ბაღაშვილი, მაგრამ, მიმაჩნია, რომ წინადადებების ერთმანეთთან შეკავშირების პროცესში დავიკარგები და საღერღელი ამერევა. დაე, წინა სამმა აბზაცმა თქვას ჩემს შესახებ ყველაფერი - თუ, რა თქმა უნდა, მათ ექნებათ იმის პოტენციალი, რომ ეს ყველაფერი ჩემი პირდაპირი ჩარევის გარეშე შეძლონ.

რა იყო შენი ინსპირაცია მწერლობის კარიერის დასაწყებად?

- ჯერ კიდევ საკმაოდ რთულია ჩემთვის მიმდინარე პროცესებისთვის სახელის დარქმევა. მიმდინარე პროცესებში ვგულისხმობ „მწერლობის კარიერას“, „წიგნის გამოცემას“. რატომღაც მგონია, რომ ასეთი სიტყვათა შეთანხმებების გამოყენებისთვის ჯერ კიდევ ადრეა. არ ვიცი, შეიძლება ეს განპირობებულია იმ შიშით, რომელიც დაკავშირებულია ჩემს პირველ ნაბიჯებთან ამ სამყაროში, მაგრამ, ფაქტია, რომ ეს განცდა არსებობს და ყველა დანარჩენს აქტიურად ჩრდილავს, მათ შორის აღტაცებას, სიამაყეს ან სხვას. მწერლობის კარიერის არ ვიცი, მაგრამ წერა ჩემს ცხოვრებაში მაშინ შემოიჭრა, როცა ჩემთვის ძალიან ახლობელმა და პატივსაცემმა ადამიანმა ბნელ 90-იანებში მისი გატაცების ამბავი მომიყვა ყველა იმ ინტიმური და ღრმა ადამიანური განცდებით, რომელიც ლაიტმოტივად გასდევდა მთელ ამ ამბავს. მახსოვს, მაშინ დისტოპიური ისტორიის შექმნას ვეჭიდებოდი და მთელი ჩემი ძალა და ღონე ჩავანთხიე მის შექმნას, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში დაწყებულმა უეცარმა დისტოპიურმა მოვლენებმა წერაც დამავიწყა, კითხვაც და მარტივი მოტორული ფუნქციების განხორციელებაც. ზოგადად, წერასთან რიგითმა ადამიანურმა ისტორიებმა მიმიყვანა, ისტორიებმა, რომლებიც ჩვენ გარშემო არსებობენ, არსებობენ და პროტაგონისტებთან ერთად ქრებიან იმ ერთ უბედურ წამს, როცა ადამიანი წყვეტს სიცოცხლეს. აღმოჩნდა, რომ ადამიანების მოსმენა და ამ ისტორიების ჩემს გონებაში აღბეჭდვა გამომდის. აი, ფურცელზე ამ ისტორიების გადმოტანა როგორ გამომდის - ეს მკითხველმა შეაფასოს.

ლიტერატურის რომელი ჟანრები გაინტერესებს ყველაზე მეტად, შენ რომელი აირჩიე და რატომ?

- ისე გამოვიდა, რომ ჩემი დიდი ბებიის წყალობით, რომელთანაც კითხვის ჩემპიონატები მქონდა ხოლმე (ოღონდ მან ეს არ იცოდა და ჩემპიონატები ჩემს გონებაშივე იხარშებოდა და ისინჯებოდა), კითხვის კულტურა „არასწორად“ ჩამომიყალიბდა და 10-11 წლის ასაკში და შემდგომაც - თინეიჯერობის ჟამს, ასაკთან შეუსაბამო წიგნებს ვირჩევდი საკითხავად. ამის გამო, რაღაც პერიოდში საერთოდ გავწყვიტე კითხვა და შემდგომ ბიტნიკური მოძრაობის აღმოჩენამ კვლავ მიმაბრუნა ჩემი ბავშვობის ერთადერთ თავშესაქცევ სივრცესთან. ჯეკ კერუაკი, კენ კიზი, უილიამ ბეროუზი, ალენ გინზბერგი - ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც სათავგადასავლო რომანების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამიჩინეს და აღმიძრეს სურვილი უფრო გამეფართოებინა ჩემი თვალსაწიერი.

საუნივერსიტეტო სივრცეებმა, რომელთა უმრავლესობაც თითქმის საკუთარ ტყავზე გამოვცადე, ტრაგედიებს, კომედიებს, ფსიქოანალიტიკურ სამეცნიერო ლიტერატურას მაზიარეს და არსებული წარმოდგენები სრულიად დამიმსხვრიეს ან ამომიყირავეს. საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აღმოცენებული სალიტერატურო გამოცდილებები ავსებდა ერთ მთლიან სურათს, მიმყარებდა განცდებსა და დამოკიდებულებებს მთელ რიგ ცხოვრებისეულ საკითხებზე და ყოველდღიურ ადამიანურ გამოწვევებზე.

მოგვიყევი შენი ტექსტის რედაქტირების და საბოლოო დამუშავების პროცესის შესახებ. როგორ გადაწყვიტე რა შეცვალო, წაშალო ან დაამატო?

- ტექსტის რედაქტირების პროცესი ჩემთვის ადამიანურად ყველაზე რთული აღმოჩნდა. ვუყურებდი საკუთარ ტექსტს და გარკვეული მონაკვეთების საერთოდ ალაგმვა მსურდა, ზოგიერთ მონაკვეთს კი დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებოდი, რადგან რედაქტირების პროცესში მივხვდი, რომ დილემათა ომში ვიყავი ჩათრეული. სტრუქტურა მთლიანად შევცვალე წმინდა პიროვნული იმპულსებიდან გამომდინარე. მივყვებოდი პერსონაჟებს და ისტორიებს, რომლებიც მათ გარშემო დღითიდღე ვითარდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ერთი წელია ამ პერსონაჟების განვითარებაზე და ზოგადად, მათ ბედზე ვზრუნავ. გარდა ამისა, რედაქტირების პროცესში ჩართული იყო ჩემი მენტორი - ბატონი გელა ჩქვანავა, რომელსაც უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო. მისი სიღრმისეული რჩევები და რეკომენდაციები, უკუკავშირი თითოეულ მონაკვეთზე და პერსონაჟზე დამეხმარა ტექსტის გამთლიანებაში და მისთვის განსაკუთრებული ელფერის შეძენაში. გარდა ტექსტის სრულყოფისა, ბატონი გელა სხვა პიროვნული თვისების განმტკიცებაშიც დამეხმარა და მენტალურად მომამზადა შემდგომი პროცესებისთვის.

როგორი განცდა იყო, როდესაც პირველად გამოაქვეყნე შენი ნაწარმოები?

- მაშინ ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა ჩემს თავს. ეს გაუაზრებლობა და გაუგებრობა, როგორც მიხვდებოდით, დღემდე გამომყვა და ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი დაიკავა. პირველი შეგრძნება იყო, რომ მეგონა გავშიშვლდი. რედაქტირებისა და ტექსტში შეტანილი ცვლილებების შემდგომ ეს სიშიშვლე უფრო ცხადი და ხელშესახები გახდა.

როგორ ავითარებ წერის სტილს? გყავს საყვარელი ავტორი ან წიგნი, რომელიც გავლენას ახდენს შენს შემოქმედებაზე?

- პირველ რიგში, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ წიგნებთან, ფილმებთან, მუსიკასთან, ლექსიკონებთან კავშირი არ გავწყვიტო, რადგან ფუნდამენტურ ცოდნას ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ვიღებ. ამას გარდა, ცნობისმოყვარეობა და ისტორიების მოსმენა მეხმარება იმაში, რომ მიღებული ცოდნით ფორმა მივცე ჩემს „შემოქმედებას“. ვფიქრობ, რომ ცალკეული ადამიანების ისტორიებთან ერთად მათი თხრობის მანერა, ჟესტიკულაცია და ამ ყველაფერზე დაკვირვებაც კრავს ჩემს წერის სტილს. ბოლო პერიოდში თანამედროვე ქართული მწერლობა ჩემი ინტერესის მთავარ სფეროდ იქცა. არჩილ ქიქოძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, თამთა მელაშვილი, ნინო ხარატიშვილი, აკა მორჩილაძე და სხვა ბევრი ქართველი მწერალი, თავისი შემოქმედებით მიქმნიან განცდას, რომ ქართულმა ლიტერატურამ ფერი იცვალა და საერთოდ სხვა სიბრტყეში გადავიდა. აგრეთვე, მისტიციზმის, ეზოთერიკისა და ოკულტიზმის კორიფე - უმბერტო ეკო - იქცა ჩემს ჯადოსნურ აღმოჩენად ბოლო რამდენიმე წელია.

რამდენად არის ახლოს „ბეტონების იქით“ შენს რეალურ ცხოვრებასთან? რა გახდა ამ წიგნის დაწერის ინსპირაცია?

- „ბეტონების იქით“ ჩემ გარშემო არსებული და ფანტაზიიდან აღმოცენებული ისტორიების ნაზავია. თავიდან მეშინოდა, რომ ტექსტი „გამოვჭყიპე“ ადამიანური ტრაგედიებით, ვფიქრობდი, რომ ამას შეეძლო მკითხველი დაეფრთხო, მაგრამ ისევ ჩემი მენტორის დახმარებით, ეს შიშიც გამიქარწყლდა. დარდი, რომლითაც მთლიანად მოცულნი ვართ, თითოეული ჩვენგანის ცხოვრებისეული გამოწვევაა, რომელსაც თუ გადავახტებით, თუ თავის დროზე თვალებში არ ჩავხედავთ, ყველაზე რთულ პერიოდში დაგვესხმება თავს. ტექსტის პროლოგი და ეპილოგი ერთმანეთს აცოცხლებს და შეიძლება ითქვას, რომ რომანის ფინალის გაგრძელება ჩემი ცხოვრების ყველაზე ინტიმური ნაწილია. ჩემი რაჭის სახლი და გამძაფრებული განცდები, რომლებიც ამ სახლის მიმართ მაქვს იქცა ერთგვარ ორიენტირად რედაქტირების პროცესში. ამ ტექსტით საბოლოოდ დავემშვიდობე მახინჯ წარსულს, რომლის ქაოსური მდინარებაც არ აცხრობდა შინაგან ვნებათაღელვას, დაუსრულებელ თვითდესტრუქციას.

რა შეცვალა შენს ცხოვრებაში კონკურსმა „გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“ ?

- უნდა აღინიშნოს, რომ კონკურსმა ჩემი პიროვნული ზრდა დააჩქარა. თუ აქამდე მეხსიერებაში არსებულ ნაპრალებს ყურადღებას არ ვაქცევდი, ახლა უფრო ყურადღებითა და საბრძოლო განწყობით ვარ აღჭურვილი. ჩემ გარშემო მიმდინარე მოვლენებს ასი ყურითა და ასი თვალით ვაკვირდები და ვუსმენ, ვინიშნავ ყველა იმ დიალოგს, რომელსაც ვთვლი, რომ გაგრძელების პოტენციალი აქვს, დავდივარ ყურსასმენების გარეშე ქუჩაში (მაქსიმალურად ვცდილობ), რათა ცოცხალი პროცესის მონაწილე ვიყო.

სად პოულობ შთაგონებას სიუჟეტების და პერსონაჟების შესაქმნელად?

- ყურს ვუგდებ ყველა დიალოგს, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად მეხება. გულისყურით ვუსმენ ჩემთვის ყველაზე უმნიშვნელო ადამიანის საუბარსაც კი. ბუნებრივად და არა ძალით. ვაკვირდები ადამიანების ქცევას, მათ გამომეტყველებას, ჟესტებს. დაჟინებით ვაკვირდები მათ ჰაბიტუსს. ვცდილობ არ დავკარგო კავშირი ბუნებასთან.

რას ურჩევდი დამწყებ მწერლებს, რომლებსაც უნდათ განვითარდნენ და გამოაქვეყნონ თავისი ნაწერები?

- ჩემი მწირი გამოცდილებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, რჩევები ნაკლებად პროფესიონალური შეიძლება გამოდგეს, მაგრამ ამ პროცესში მიღებული გაკვეთილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ მუდმივი სწრაფვა ცოდნის მიღებისა არის ყველაზე მთავარი იმისათვის, რომ ტექსტი შედგეს. ხშირად რაღაც ისტორიები გადაღეჭილად გვეჩვენება, რის გამოც მათ მიმართ სიახლოვე გარკვეულ მომენტში შეიძლება დაგვეკარგოს. დაფიქრდით ამ ისტორიებზე და შეხედეთ სხვა თვალით. იქნებ, თქვენში არის ამ ამბების განსხვავებული პარადიგმიდან წარმოდგენის შესაძლებლობა და ადამიანური რესურსი. არ გაწყვიტოთ კავშირი ბუნებასთან და იმ ადამიანებთან, რომლებიც დღეს თუ ხვალ ჩვენს გვერდით აღარ იქნებიან - ბებიებთან, ბაბუებთან და ზოგადად, ხანდაზმულ ადამიანებთან. უეჭველია, რომ მათ მხრებზე მოკიდებული ისტორიების გუდა-ნაბადში თქვენთვის ძალიან საჭირო რაღაცებს იპოვით.

R