სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არახამია უსამშობლო ადამიანია, არც უკრაინაა მისი სამშობლო, არც საქართველო, არც რუსეთი..." - ირაკლი კობახიძე
"არახამია უსამშობლო ადამიანია, არც უკრაინაა მისი სამშობლო, არც საქართველო, არც რუსეთი..." - ირაკლი კობახიძე

რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას აქვს იმე­დი, რომ ჩვენ­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით და­იბ­ლო­კე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ბა­ბიც კი არ არ­სე­ბობს იმის­თვის, რომ დე­კემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი არ მე­ნი­ჭოს.

"თქვენ გუ­შინ მო­ის­მი­ნეთ დე­ტა­ლუ­რი ან­გა­რი­ში 12 პუნ­ქტთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ი­და­ნაც ჩანს, რომ დღემ­დე რისი გა­კე­თე­ბაც შე­იძ­ლე­ბო­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ბა­ბიც კი არ არ­სე­ბობს იმის­თვის, რომ დე­კემ­ბერ­ში კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი არ მოგ­ვე­ნი­ჭოს, თუ სა­მარ­თლი­ა­ნად შე­ფას­დე­ბა ჩვე­ნი ქმე­დე­ბე­ბი, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის პო­ლი­ტი­კუ­რი. როცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის პო­ლი­ტი­კუ­რი, დე­კემ­ბერ­ში ვი­ღა­ცებს შე­უძ­ლი­ათ ზე­მოქ­მე­დე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას აქვს იმე­დი, რომ ერთ-ერთი ვინც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს უარ­ყო­ფით ზე­მოქ­მე­დე­ბას ჩვენ­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა­ზე, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა. ისი­ნი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ ამის­თვის, გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ არა­ხა­მი­ას, და­ნი­ლოვს, პო­დო­ლი­აკს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში "მე­ო­რე ფრონ­ტის“ გახ­სნას ითხოვ­დნენ. იმე­დი მაქვს, სა­ქარ­თვე­ლოს მა­ინც მი­ე­ნი­ჭე­ბა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ უშუ­ა­ლოდ უკ­რა­ი­ნელ პო­ლი­ტი­კო­სებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ და­ვით არა­ხა­მია "უსამ­შობ­ლო ადა­მი­ა­ნია“.

"გუ­შინ რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რი გა­მო­ვი­და და ასე­თი რამ თქვა, რომ ზე­ლენ­სკის შე­უძ­ლია დაბ­ლო­კოს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. ვი­ღა­ცებს ამის იმე­დი აქვთ, რომ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის და­საბ­ლო­კად. რაც შე­ე­ხე­ბა პი­რა­დად არა­ხა­მი­ას, მას სამ­შობ­ლო არა აქვს. არც უკ­რა­ი­ნა არის მისი სამ­შობ­ლო, არც სა­ქარ­თვე­ლო, არც რუ­სე­თი. არ­ცერ­თი სამ­შობ­ლო არ აქვს მას, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უკ­რა­ი­ნა და სა­ქარ­თვე­ლო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ ის იმოქ­მე­დებს არა­პატ­რი­ო­ტუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის კარ­ნა­ხით უკ­რა­ი­ნის ან სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ, ის სხვა ინ­ტე­რე­სე­ბის კარ­ნა­ხით მოქ­მე­დებს, რა­ზეც დე­ტა­ლებ­ში სა­უ­ბა­რი არ მინ­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ეს კაცი ვე­რა­ნა­ი­რად ღი­რე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მას სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

გარ­და ამი­სა, მან აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა­ზე გა­დამ­წყვე­ტი იქ­ნე­ბა არა უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცია, არა­მედ "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ის“.

"უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცია გა­დამ­წყვე­ტი არ იქ­ნე­ბა. გა­დამ­წყვე­ტი იქ­ნე­ბა "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ის“ პო­ზი­ცია. თუ მათ ექ­ნე­ბათ სურ­ვი­ლი, რომ კი­დევ ერთხელ დაბ­ლო­კონ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა, ამის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლი­ათ. 27-დან ნე­ბის­მი­ე­რი ერთი ქვე­ყა­ნა შე­უძ­ლი­ათ გვერ­დით გა­წი­ონ და ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი არ მოგ­ვე­ნი­ჭე­ბა. ფაქ­ტო­რი არის არა უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, არა­მედ "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია“. თუ ისი­ნი დე­კემ­ბერ­ში და­ი­ნა­ხა­ვენ, რომ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია ის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც დღეს გვაქვს, თუ და­ი­ნა­ხა­ვენ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არის სრუ­ლი სიმ­ყა­რე, თუ და­ი­ნა­ხა­ვენ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არის სრუ­ლი სიმ­ყა­რე, რო­გორც დღეს, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, იზ­რდე­ბა ჩვე­ნი შან­სი, რომ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მოგ­ვე­ნი­ჭოს. მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში უღირთ სტა­ტუს­ზე უარი გლო­ბა­ლურ ომის პარ­ტი­ა­ში, თუ და­ი­ნა­ხა­ვენ, რომ ამით ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცი­ას მო­არ­ყე­ვენ“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მომპირკეთებელი
39

გვარი ქართული აქვს, რუსულად ლაპარაკობს, ცხოვრობს უკრაინაში; მისი სამშობლო კი იქაა, სადაც მეტი იშოვება

ჟამთააღმწერი
92

შენი ბელადი რომ იყო იქ, ხომ გვასახელა, მთელმა მსოფლიომ ნახა მისი ფორთხვა და ვისაც არ ეზარებოდა ყველამ დაგვცინა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"არახამია უსამშობლო ადამიანია, არც უკრაინაა მისი სამშობლო, არც საქართველო, არც რუსეთი..." - ირაკლი კობახიძე

"არახამია უსამშობლო ადამიანია, არც უკრაინაა მისი სამშობლო, არც საქართველო, არც რუსეთი..." - ირაკლი კობახიძე

რადიკალურ ოპოზიციას აქვს იმედი, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინის ხელისუფლების მეშვეობით დაიბლოკება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საბაბიც კი არ არსებობს იმისთვის, რომ დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მენიჭოს.

"თქვენ გუშინ მოისმინეთ დეტალური ანგარიში 12 პუნქტთან დაკავშირებით, საიდანაც ჩანს, რომ დღემდე რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა. შესაბამისად, საბაბიც კი არ არსებობს იმისთვის, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭოს, თუ სამართლიანად შეფასდება ჩვენი ქმედებები, მაგრამ გადაწყვეტილება არის პოლიტიკური. როცა გადაწყვეტილება არის პოლიტიკური, დეკემბერში ვიღაცებს შეუძლიათ ზემოქმედება. ამ შემთხვევაში, რადიკალურ ოპოზიციას აქვს იმედი, რომ ერთ-ერთი ვინც განახორციელებს უარყოფით ზემოქმედებას ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, უკრაინის ხელისუფლება იქნება. ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის, გამოიყენებენ არახამიას, დანილოვს, პოდოლიაკს, რომლებიც საქართველოში "მეორე ფრონტის“ გახსნას ითხოვდნენ. იმედი მაქვს, საქართველოს მაინც მიენიჭება კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა კობახიძემ.

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ უშუალოდ უკრაინელ პოლიტიკოსებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დავით არახამია "უსამშობლო ადამიანია“.

"გუშინ რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გამოვიდა და ასეთი რამ თქვა, რომ ზელენსკის შეუძლია დაბლოკოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი. ვიღაცებს ამის იმედი აქვთ, რომ უკრაინის ხელისუფლება იქნება გამოყენებული კანდიდატის სტატუსის დასაბლოკად. რაც შეეხება პირადად არახამიას, მას სამშობლო არა აქვს. არც უკრაინა არის მისი სამშობლო, არც საქართველო, არც რუსეთი. არცერთი სამშობლო არ აქვს მას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინა და საქართველო. აქედან გამომდინარე, თუ ის იმოქმედებს არაპატრიოტული ინტერესების კარნახით უკრაინის ან საქართველოს მიმართ, ის სხვა ინტერესების კარნახით მოქმედებს, რაზეც დეტალებში საუბარი არ მინდა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს კაცი ვერანაირად ღირებული ვერ იქნება იქიდან გამომდინარე, რომ მას სერიოზული პრობლემები აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ასევე:

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადამწყვეტი იქნება არა უკრაინის ხელისუფლების პოზიცია, არამედ "გლობალური ომის პარტიის“.

"უკრაინის ხელისუფლების პოზიცია გადამწყვეტი არ იქნება. გადამწყვეტი იქნება "გლობალური ომის პარტიის“ პოზიცია. თუ მათ ექნებათ სურვილი, რომ კიდევ ერთხელ დაბლოკონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ამის გაკეთება შეუძლიათ. 27-დან ნებისმიერი ერთი ქვეყანა შეუძლიათ გვერდით გაწიონ და ასეთ შემთხვევაში, ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭება. ფაქტორი არის არა უკრაინის ხელისუფლება, არამედ "გლობალური ომის პარტია“. თუ ისინი დეკემბერში დაინახავენ, რომ შენარჩუნებულია ის მდგომარეობა, რომელიც დღეს გვაქვს, თუ დაინახავენ, რომ ხელისუფლებაში არის სრული სიმყარე, თუ დაინახავენ, რომ საზოგადოებაში არის სრული სიმყარე, როგორც დღეს, ასეთ შემთხვევაში, იზრდება ჩვენი შანსი, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს. მხოლოდ იმ შემთხვევაში უღირთ სტატუსზე უარი გლობალურ ომის პარტიაში, თუ დაინახავენ, რომ ამით ქვეყანაში სიტუაციას მოარყევენ“, - განაცხადა კობახიძემ.