მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეთრ სახლში ნაპოვნი თეთრი ნივთიერება კოკაინი აღმოჩნდა - მედიის ცნობით, ნარკოტიკი ნივთების შესანახ კარადაში იპოვეს
თეთრ სახლში ნაპოვნი თეთრი ნივთიერება კოკაინი აღმოჩნდა - მედიის ცნობით,  ნარკოტიკი ნივთების შესანახ კარადაში იპოვეს

თეთ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა, რომ­ლის გა­მოც გა­სულ კვი­რას ღა­მით თეთრ სახ­ლში გა­და­უ­დე­ბე­ლი ევა­კუ­ა­ცია გა­მო­ცხად­და, კო­კა­ი­ნი აღ­მოჩ­ნდა.

"ნივ­თი­ე­რე­ბა შე­ნო­ბა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის რუ­ტი­ნუ­ლი შე­მოწ­მე­ბის დროს, სა­მუ­შაო ზო­ნა­ში იპო­ვეს", - გა­ნა­ცხა­და აშშ-ის სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხურ­მა.

ნარ­კო­ტი­კის თეთრ სახ­ლში აღ­მო­ჩე­ნი­სას ჯო ბა­ი­დე­ნი და მისი ოჯა­ხი კემპ დე­ვი­დის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

"მას შემ­დეგ, რაც სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის ოფიც­რებ­მა და­სავ­ლე­თის ფრთის სა­მუ­შაო ზო­ნა­ში თეთ­რი ფხვნი­ლი იპო­ვეს, თეთ­რი სახ­ლი სიფრ­თხი­ლის მიზ­ნით და­ი­ხუ­რა", - გა­ნუ­ცხა­და სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის სპი­კერ­მა BBC-ის. სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რი იმის გარ­კვე­ვა­საც ცდი­ლობს, თუ რო­გორ მოხ­ვდა ნივ­თი­ე­რე­ბა თეთრ სახ­ლში.

CBS News-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, ნარ­კო­ტი­კი ნივ­თე­ბის შე­სა­ნახ კა­რა­და­ში იპო­ვეს, რო­მელ­საც ჩვე­უ­ლებ­რივ, თეთ­რი სახ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და სტუმ­რე­ბი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის შე­სა­ნა­ხად იყე­ნე­ბენ.

და­სავ­ლე­თის ფრთა არის თეთ­რი სახ­ლის დიდი, მრა­ვალ­დო­ნი­ა­ნი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც საპ­რე­ზი­დენ­ტო ოფი­სებს მო­ი­ცავს, მათ შო­რის ოვა­ლურ ოთახს. აქ­ვეა გან­თავ­სე­ბუ­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის, თეთ­რი სახ­ლის შტა­ბის უფ­რო­სის და პრესმდივ­ნის ოფი­სე­ბი. მე­დი­ის ცნო­ბით, შე­ნო­ბის ამ ნა­წილ­თან თეთ­რი სახ­ლის კი­დევ ასო­ბით სხვა თა­ნამ­შრო­მელს აქვს წვდო­მა.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.
0

ვერ დავიჯერებ, მაგი თაგვის წამალი იქნებოდა, კოკაინი არა.

ჯუნეწერი
2

პუტინმა ჩადო უჩუმრად უეჭველი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

თეთრ სახლში ნაპოვნი თეთრი ნივთიერება კოკაინი აღმოჩნდა - მედიის ცნობით, ნარკოტიკი ნივთების შესანახ კარადაში იპოვეს

თეთრ სახლში ნაპოვნი თეთრი ნივთიერება კოკაინი აღმოჩნდა - მედიის ცნობით,  ნარკოტიკი ნივთების შესანახ კარადაში იპოვეს

თეთრი ნივთიერება, რომლის გამოც გასულ კვირას ღამით თეთრ სახლში გადაუდებელი ევაკუაცია გამოცხადდა, კოკაინი აღმოჩნდა.

"ნივთიერება შენობაში უსაფრთხოების რუტინული შემოწმების დროს, სამუშაო ზონაში იპოვეს", - განაცხადა აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა.

ნარკოტიკის თეთრ სახლში აღმოჩენისას ჯო ბაიდენი და მისი ოჯახი კემპ დევიდის რეზიდენციაში იმყოფებოდნენ.

"მას შემდეგ, რაც საიდუმლო სამსახურის ოფიცრებმა დასავლეთის ფრთის სამუშაო ზონაში თეთრი ფხვნილი იპოვეს, თეთრი სახლი სიფრთხილის მიზნით დაიხურა", - განუცხადა საიდუმლო სამსახურის სპიკერმა BBC-ის. საიდუმლო სამსახური იმის გარკვევასაც ცდილობს, თუ როგორ მოხვდა ნივთიერება თეთრ სახლში.

CBS News-ის ინფორმაციით კი, ნარკოტიკი ნივთების შესანახ კარადაში იპოვეს, რომელსაც ჩვეულებრივ, თეთრი სახლის თანამშრომლები და სტუმრები მობილური ტელეფონების შესანახად იყენებენ.

დასავლეთის ფრთა არის თეთრი სახლის დიდი, მრავალდონიანი ნაწილი, რომელიც საპრეზიდენტო ოფისებს მოიცავს, მათ შორის ოვალურ ოთახს. აქვეა განთავსებული ვიცე-პრეზიდენტის, თეთრი სახლის შტაბის უფროსის და პრესმდივნის ოფისები. მედიის ცნობით, შენობის ამ ნაწილთან თეთრი სახლის კიდევ ასობით სხვა თანამშრომელს აქვს წვდომა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა