პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდა ვივარაუდოთ, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბება" - ზელენსკის გადაწყვეტილება და კრიზისი საქართველო-უკრაინის ურთიერთობაში
"უნდა ვივარაუდოთ, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბება" - ზელენსკის გადაწყვეტილება და კრიზისი საქართველო-უკრაინის ურთიერთობაში
  • ფოტო: არ­ქი­ვი­დან

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ 2 ივ­ლისს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვს. მი­სი­ვე თქმით, ის ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმის­თვის, რომ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე და სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­შია და­კა­ვე­ბუ­ლი, უკ­რა­ი­ნა­ში და­აბ­რუ­ნოს.

ზე­ლენ­კის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ელჩს, თბი­ლის­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის მიზ­ნით, 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­ე­ვის და­ტო­ვე­ბას სთა­ვა­ზობს.

"სწო­რედ ახლა რუ­სე­თი კლავს უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხე­ლით.

ჩვენ არა­ერ­თხელ მო­ვუ­წო­დეთ ოფი­ცი­ა­ლურ თბი­ლისს, შე­წყვი­ტოს ეს და­ცინ­ვა და შე­თან­ხმდეს სა­ა­კაშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე. ჩვენ­მა პარტნი­ო­რებ­მა ასე­ვე შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს სხვა­დას­ხვა სა­მაშ­ვე­ლო ვა­რი­ან­ტე­ბი.

დღეს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­ვა­ვა­ლე, რომ და­ურ­ე­კოს სა­ქარ­თვე­ლოს ელჩს უკ­რა­ი­ნა­ში, გა­მო­ხა­ტოს მის წი­ნა­შე ძლი­ე­რი პრო­ტეს­ტი და შეს­თა­ვა­ზოს უკ­რა­ი­ნის და­ტო­ვე­ბა 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქთან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­თვის.

კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნას გა­დას­ცეს სა­ჭი­რო მკურ­ნა­ლო­ბი­სა და ზრუნ­ვის­თვის და მე მო­ვუ­წო­დებ ჩვენს პარტნი­ო­რებს, არ უგუ­ლე­ბელ­ყოთ ეს ვი­თა­რე­ბა და გა­და­არ­ჩი­ნოთ ეს ადა­მი­ა­ნი.

ევ­რო­პა­ში არ­ცერთ ძა­ლას არ აქვს უფ­ლე­ბა სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯოს ადა­მი­ა­ნე­ბი, სი­ცო­ცხლე არის ძი­რი­თა­დი ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მისი თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბის სა­კითხს "ყვე­ლა ინ­სტი­ტუ­ტი“, მათ შო­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნა­ში მოქ­მე­დი სა­ელ­ჩო­ე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ამ გან­ცხა­დე­ბას შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი უწო­დეს. "უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცია ჩვენ­თვის არის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი, თუმ­ცა ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, თუნ­დაც ცალ­მხრი­ვი მე­გობ­რო­ბის რე­ჟიმ­ში დავ­რჩეთ უკ­რა­ი­ნას­თან, რად­გან ეს ქვე­ყა­ნა არის დღეს ომის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ორ ქვე­ყა­ნას შო­რის შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე Ambebi.ge-სთან სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ჯიპა-ს პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე სა­უბ­რობს:

"ქარ­თულ-უკ­რა­ი­ნუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ფუ­ჭე­ბა ომამ­დე და­ი­წყო და მო­ყო­ლე­ბუ­ლი 2021 წლი­დან მოვ­ლე­ნე­ბი ნელ-ნელა ვი­თარ­დე­ბო­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი არა მხო­ლოდ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, არა­მედ ომამ­დე და ომის პე­რი­ოდ­ში არ­სე­ბულ რი­ტო­რი­კა­საც უკავ­შირ­დე­ბა. უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უარ­ყო­ფი­თი "სიგ­ნა­ლია“, ვი­ნა­ი­დან ზე­ლენ­სკის მო­კავ­ში­რე­ებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი ამ სა­კი­თხზე საკ­მა­ოდ ნე­გა­ტი­უ­რად აღიქ­ვეს.

თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­წყვე­ტას არ ნიშ­ნავს. ელჩი, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად გა­ივ­ლის დე­ტა­ლურ კონ­სულ­ტა­ცი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, მაგ­რამ თუ მის ვი­ზიტს ამ ყვე­ლაფ­რის გა­მოს­წო­რე­ბის მცდე­ლო­ბა ან რი­ტო­რი­კის შეც­ვლა არ მოჰ­ყვე­ბა, უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ შო­რე­ულ პერ­სპექ­ტი­ვა­ში, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა კი­დევ უფრო და­ი­ძა­ბე­ბა“.

"თუ თავს გა­ვა­ნე­ბებთ იმას, ვის მოს­წონს, ან არ მოს­წონს ზე­ლენ­სკის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და პრაქ­ტი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­დე­გე­ბის ენა­ზე ვი­სა­უბ­რებთ, მარ­ტი­ვად და­ვი­ნა­ხავთ, რომ უკ­რა­ი­ნის ომში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ახა­ლი მსოფ­ლიო წეს­რი­გის დამ­კვიდ­რე­ბის ერთ-ერთი მცი­რე ელე­მენ­ტი იქ­ნე­ბა ცი­ხე­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რო­ბი­თი ღა­რი­ბაშ­ვი­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბა…" - მი­იჩ­ნევს პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხთა ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი.

მისი აზ­რით, ზე­ლენ­სკის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლის თე­მა­ზე უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი და სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი­საა.

"ზე­ლენ­სკიმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო მი­შას გამო” - ნა­რა­ტი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კუ­სი­ის ამ კუ­თხით წარ­მარ­თვა რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბის და­ვიწ­რო­ვე­ბა და მხო­ლოდ უმ­ძი­მე­სი გრძელ­ვა­დი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პრობ­ლე­მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" პა­ექ­რო­ბის პრიზ­მა­ში გა­დაყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბაა, რაც ისევ და ისევ ამ ორი პარ­ტი­ის ინ­ტე­რე­სებ­შია.

სი­ნამ­დვი­ლე­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბი ბევ­რად უფრო სე­რი­ო­ზულ და სის­ტე­მურ ხა­სი­ათს ატა­რებს.

უკ­რა­ი­ნა არის გლო­ბა­ლუ­რი ომის წინა ხაზ­ზე და ბუ­ნებ­რი­ვია სა­კუ­თა­რი პარტნი­ო­რე­ბის­გან ითხოვს მაქ­სი­მა­ლურ სო­ლი­და­რო­ბას, თა­ნად­გო­მას და მკვეთ­რი ფრონ­ტის ხა­ზის გა­მოკ­ვე­თას.

თუ თქვენ ვი­ღა­ცას მე­გობ­რო­ბას ეფი­ცე­ბით, მას აქვს სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო კონ­ფლიქ­ტი ვი­ღა­ცას­თან და თქვენ იმ “ვი­ღა­ცას­თან” აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობთ, ბუ­ნებ­რი­ვია, მე­გო­ბარს უჩ­ნდე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი კი­თხვე­ბი თქვენს მი­მართ.

რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი ეს არის და არა მიშა, რაც დიდი, სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მის მხო­ლოდ ერთი კომ­პო­ნენ­ტია", - წერს ექ­სპერ­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ 2021 წლის 28 სექ­ტემ­ბერს გა­ნა­ცხა­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მან "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე და­წე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 1-ლ ოქ­ტომ­ბერს, დი­ლით ჩა­მო­ვი­და.

იმა­ვე დღეს, სა­ღა­მოს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და. ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი თბი­ლი­სის გა­რეთ, ქა­ლაქ რუს­თა­ვის მე-5 სა­პყრო­ბი­ლე­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ამ ეტაპ­ზე კი კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში" გა­დის მკურ­ნა­ლო­ბის კურსს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 84 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
112
27

საცოდავებო,ვინმე დაგრჩათ მეგობარი მსოფლიოში? მეოცნებე რაშისტებო!!!

ეჰ ზელე, ზელე
14

ასეთი რა კომპრომატი აქვს მიჰას შენზე, რომ მთელი საქართველო გააერთიანე შენს წინააღმდეგ. თუ ორივე ვლადიმირის მარიონეტები ხათ?

 

ავტორი:

"უნდა ვივარაუდოთ, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბება" - ზელენსკის გადაწყვეტილება და კრიზისი საქართველო-უკრაინის ურთიერთობაში

"უნდა ვივარაუდოთ, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბება" - ზელენსკის გადაწყვეტილება და კრიზისი საქართველო-უკრაინის ურთიერთობაში
  • ფოტო: არქივიდან

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას ითხოვს. მისივე თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის მოქალაქე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად საქართველოშია დაკავებული, უკრაინაში დააბრუნოს.

ზელენკის განცხადებით, უკრაინა საქართველოს ელჩს, თბილისთან კონსულტაციის მიზნით, 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას სთავაზობს.

"სწორედ ახლა რუსეთი კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლების ხელით.

ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს დაცინვა და შეთანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ჩვენმა პარტნიორებმა ასევე შემოგვთავაზეს სხვადასხვა სამაშველო ვარიანტები.

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, რომ დაურეკოს საქართველოს ელჩს უკრაინაში, გამოხატოს მის წინაშე ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქთან კონსულტაციებისთვის.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს საჭირო მკურნალობისა და ზრუნვისთვის და მე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, არ უგულებელყოთ ეს ვითარება და გადაარჩინოთ ეს ადამიანი.

ევროპაში არცერთ ძალას არ აქვს უფლება სიკვდილით დასაჯოს ადამიანები, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება“, - ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში.

მისი თქმით, სააკაშვილის დაბრუნების საკითხს "ყველა ინსტიტუტი“, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოსა და უკრაინაში მოქმედი საელჩოები განიხილავენ.

საქართველოს ხელისუფლებაში ამ განცხადებას შეურაცხმყოფელი უწოდეს. "უკრაინის ხელისუფლების პოზიცია ჩვენთვის არის შეურაცხმყოფელი, თუმცა ჩვენი სურვილია, თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინასთან, რადგან ეს ქვეყანა არის დღეს ომის მდგომარეობაში", - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ორ ქვეყანას შორის შექმნილ ვითარებაზე Ambebi.ge-სთან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპა-ს პროფესორი გიორგი კობერიძე საუბრობს:

"ქართულ-უკრაინული ურთიერთობების გაფუჭება ომამდე დაიწყო და მოყოლებული 2021 წლიდან მოვლენები ნელ-ნელა ვითარდებოდა. ეს ყველაფერი არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ ომამდე და ომის პერიოდში არსებულ რიტორიკასაც უკავშირდება. უკრაინის პრეზიდენტის განცხადება საქართველოსთვის უარყოფითი "სიგნალია“, ვინაიდან ზელენსკის მოკავშირეებმა საქართველოს ხელისუფლების კომენტარები ამ საკითხზე საკმაოდ ნეგატიურად აღიქვეს.

თუმცა ეს ყველაფერი უკრაინასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ ნიშნავს. ელჩი, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საკმაოდ აქტიურად გაივლის დეტალურ კონსულტაციას ხელისუფლებასთან, მაგრამ თუ მის ვიზიტს ამ ყველაფრის გამოსწორების მცდელობა ან რიტორიკის შეცვლა არ მოჰყვება, უნდა ვივარაუდოთ, რომ შორეულ პერსპექტივაში, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბება“.

"თუ თავს გავანებებთ იმას, ვის მოსწონს, ან არ მოსწონს ზელენსკის გადაწყვეტილება და პრაქტიკული პოლიტიკური შედეგების ენაზე ვისაუბრებთ, მარტივად დავინახავთ, რომ უკრაინის ომში გამარჯვების შემდეგ ახალი მსოფლიო წესრიგის დამკვიდრების ერთ-ერთი მცირე ელემენტი იქნება ციხეში სააკაშვილის პირობითი ღარიბაშვილით ჩანაცვლება…" - მიიჩნევს პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილი.

მისი აზრით, ზელენსკის გადაწყვეტილების მიზეზები სააკაშვილის თემაზე უფრო სერიოზული და სისტემური ხასიათისაა.

"ზელენსკიმ გადაწყვეტილება მიიღო მიშას გამო” - ნარატივი და პოლიტიკური დისკუსიის ამ კუთხით წარმართვა რეალური მიზეზების დავიწროვება და მხოლოდ უმძიმესი გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი პრობლემის ხელისუფლების და "ნაცმოძრაობის" პაექრობის პრიზმაში გადაყვანის მცდელობაა, რაც ისევ და ისევ ამ ორი პარტიის ინტერესებშია.

სინამდვილეში გადაწყვეტილების მიზეზები ბევრად უფრო სერიოზულ და სისტემურ ხასიათს ატარებს.

უკრაინა არის გლობალური ომის წინა ხაზზე და ბუნებრივია საკუთარი პარტნიორებისგან ითხოვს მაქსიმალურ სოლიდარობას, თანადგომას და მკვეთრი ფრონტის ხაზის გამოკვეთას.

თუ თქვენ ვიღაცას მეგობრობას ეფიცებით, მას აქვს სამკვდრო-სასიცოცხლო კონფლიქტი ვიღაცასთან და თქვენ იმ “ვიღაცასთან” აქტიურად თანამშრომლობთ, ბუნებრივია, მეგობარს უჩნდება სერიოზული კითხვები თქვენს მიმართ.

რეალური მიზეზი ეს არის და არა მიშა, რაც დიდი, სისტემური პრობლემის მხოლოდ ერთი კომპონენტია", - წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების შესახებ 2021 წლის 28 სექტემბერს განაცხადა. მოგვიანებით, მან "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საქართველოში 1-ლ ოქტომბერს, დილით ჩამოვიდა.

იმავე დღეს, საღამოს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილის დაკავების შესახებ განაცხადა. ყოფილი პრეზიდენტი თბილისის გარეთ, ქალაქ რუსთავის მე-5 საპყრობილეში გადაიყვანეს, ამ ეტაპზე კი კლინიკა "ვივამედში" გადის მკურნალობის კურსს.

იხილეთ ასევე: