პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კამერების წინ შინაურულად ვგრძნობ თავს და ხალხი რომ ტაშს მიკრავს, უფრო მოტივირებული ვარ. მთელი გულით ვმღერი" - 12 წლის მომღერალი, რომელიც სოციალური ქსელების ნამდვილი ვარსკვლავია
"კამერების წინ შინაურულად ვგრძნობ თავს და ხალხი რომ ტაშს მიკრავს, უფრო მოტივირებული ვარ. მთელი გულით ვმღერი" - 12 წლის მომღერალი, რომელიც სოციალური ქსელების ნამდვილი ვარსკვლავია

12 წლის უნი­ჭი­ე­რე­სი მომ­ღე­რა­ლი ნი­კო­ლოზ ხა­რა­ტი ქარ­თუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ნამ­დვი­ლი ვარ­სკვლა­ვია. ის ფარ­თე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­სულ წელს, სა­ბავ­შვო მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექტ "რა­ნი­ნა­დან" გა­იც­ნო. თუმ­ცა არც პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შემ­ცი­რე­ბუ­ლა მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი და მისი პო­პუ­ლა­რო­ბა.

ნი­კო­ლო­ზის სიმ­ღე­რე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად ვრცელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და დიდ რე­ზო­ნანსსა და მო­წო­ნე­ბა­საც იმ­სა­ხუ­რებს.

  • გა­თა­ვა­ზობთ არ­ქი­ვი­დან ინ­ტერ­ვი­უს, რო­მე­ლიც ჩა­წე­რი­ლია 2022 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში

- ვინ არის ნი­კო­ლოზ ხა­რა­ტი?

- 12 წლის ბი­ჭია, რო­მე­ლიც 186-ე სკო­ლა­ში სწავ­ლობს, ყვე­ლამ იცის, რომ სიმ­ღე­რა მიყ­ვარს, ვუკ­რავ ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე და დავ­დი­ვარ ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­მუ­სი­კო სკო­ლა­ში, სა­დაც მე­სა­მე კლას­ში ვარ.

- რა არის შენი ჰობი?

- ბევ­რი ჰობი მაქვს, ძა­ლი­ან ბევ­რი, რომ­ლით და­ვი­წყო არც ვიცი, მიყ­ვარს მო­ტო­ციკ­ლე­ტით სე­ირ­ნო­ბა, ასე­ვე, მან­ქა­ნით; კი­დევ, მთა­ში სი­ა­რუ­ლი, თხი­ლა­მუ­რით სრი­ა­ლი, ჯი­რი­თი, ცურ­ვა და წყალ­ბურ­თი. ჩე­მით ვა­წყობ და ვშლი მო­ტო­ციკ­ლეტს.

- შენი სიმ­ღე­რის ამ­ბა­ვი მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ იცის, ახლა ისიც მოგ­ვი­ყე­ვი, რო­დის და­ი­წყე სიმ­ღე­რა?

- პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მე­ლო­დი­ებს ვყვე­ბო­დი ხოლ­მე, ლა­პა­რა­კიც არ ვი­ცო­დი და ღი­ღი­ნით გა­მოვ­ხა­ტავ­დი ყვე­ლა­ფერს, ჯერ მე აღ­მო­ვა­ჩი­ნე ნიჭი და მერე დე­დამ. 3 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც სიმ­ღე­რა­ზე შე­მიყ­ვა­ნეს და იმის შემ­დეგ სულ ვმღე­რი.

- ყვე­ლას გვა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ მოხ­ვდი "რა­ნი­ნა­ში"?

- ცოტა და­უ­ჯე­რე­ბე­ლი და უც­ნა­უ­რი ამ­ბა­ვია, ეგე­თი უც­ნა­უ­რი ამ­ბე­ბი ხში­რად არ ხდე­ბა. დე­და­ჩემს უნ­დო­და, რომ "რა­ნი­ნა­ში" მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სრუ­ლი­ად და­უ­გეგ­მა­ვად ტე­ლე­ფონ­ში სა­რე­გის­ტრა­ციო ფორ­მა შე­ავ­სო, არ ჰქონ­და იმე­დი, რომ მოვ­ხვდე­ბო­დი, მაგ­რამ სცა­და. ჰოდა, რად­გან "რა­ნი­ნა­ში" მოხ­ვედ­რის იმე­დი არ გვქონ­და, ბა­კუ­რი­ან­ში წა­ვე­დით, თან ფეხი მქონ­და მო­ტე­ხი­ლი და ახალს არა­ფერს ვე­ლო­დით.

- ისიც მოგ­ვი­ყე­ვი, ფეხი რო­გორ მო­ი­ტე­ხე…

- სა­სა­ცი­ლო ამ­ბა­ვია... ფეხი ოპე­რა­ში მო­ვი­ტე­ხე, დიდი კი­ბი­დან გად­მოვ­ხტი და მო­ტე­ხი­ლი ფე­ხით ვუ­ყუ­რე ოპე­რას, მტკი­ო­და, მაგ­რამ დე­დამ არ და­მი­ჯე­რა და მა­ინც ბო­ლომ­დე დავ­რჩით. სახ­ლში რომ მი­ვე­დი, მივ­ხვდი, ფეხს მი­ვათ­რევ­დი, ექიმ­თან მი­მიყ­ვა­ნეს და აღ­მოჩ­ნდა, რომ მო­ტე­ხი­ლი მქონ­და.

- ვხე­დავ, რომ ცელ­ქი ბიჭი ხარ…

- დიახ, ძა­ლი­ან ცელ­ქი ვარ, ჩემი დები არ არი­ან ცელ­ქე­ბი, მხო­ლოდ მე ვარ. არც ფრთხი­ლი ვარ, სულ ხი­ფათ­ში ვეხ­ვე­ვი ხოლ­მე.

- გა­ვაგ­რძე­ლოთ "რა­ნი­ნამ­დე" მის­ვლის ამ­ბა­ვი…

- წა­ვე­დით ბა­კუ­რი­ან­ში, დე­დას არ ახ­სოვ­და, რომ და­მა­რე­გის­ტრი­რა და ერთ დღეს, ტე­ლე­ფონ­ზე უცხო ნომ­რი­დან და­უ­რე­კეს, უთხრეს, რომ შე­მარ­ჩი­ეს და კას­ტინგზე და­მი­ბა­რეს. ყა­ვარ­ჯნე­ბით ჩა­მო­ვე­დი კას­ტინგზე, სა­დაც დათო არჩვა­ძის ერთი სიმ­ღე­რა და let my people go ვიმ­ღე­რე. სიმ­ღე­რას რომ მოვ­რჩი, მი­თხრეს, კარ­გი ბიჭი ხარო, მაგ­რამ მე­ო­რე კას­ტინგზე და­მი­ბა­რებ­დნენ თუ არა, არ ვი­ცო­დი. რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ, და­მი­რე­კეს და უკვე ამორ­ჩე­უ­ლი ბავ­შვე­ბის კას­ტინგზე მის­ვლაც მთხო­ვეს, ისევ ბა­კუ­რი­ან­ში მივ­დი­ო­დით და გზი­დან მოვ­ბრუნ­დით. გზა­ში ვტი­რო­დი, ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, თან ფე­ხიც მტკი­ო­და. კას­ტინგზე რომ ვი­ყა­ვი, დე­დას მი­ვუბ­რუნ­დი და ვკი­თხე, რა ვიმ­ღე­რო მეთ­ქი, არ ვი­ყა­ვი მზად შემ­დეგ ტურ­ში გა­დას­ვლის­თვის და არც არა­ფე­რი მქონ­და მომ­ზა­დე­ბუ­ლი. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

სენაკელი
2

აღმოჩენაა,იმდენი ვიხალისე მოსმენით ვიდეოს რამოდენიმეჯერ ვუყურე,ეს ნამდვილად უფლისგან მომადლებული ნიჭია -წარმატებები ყველგან...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"კამერების წინ შინაურულად ვგრძნობ თავს და ხალხი რომ ტაშს მიკრავს, უფრო მოტივირებული ვარ. მთელი გულით ვმღერი" - 12 წლის მომღერალი, რომელიც სოციალური ქსელების ნამდვილი ვარსკვლავია

"კამერების წინ შინაურულად ვგრძნობ თავს და ხალხი რომ ტაშს მიკრავს, უფრო მოტივირებული ვარ. მთელი გულით ვმღერი" - 12 წლის მომღერალი, რომელიც სოციალური ქსელების ნამდვილი ვარსკვლავია

12 წლის უნიჭიერესი მომღერალი ნიკოლოზ ხარატი ქართული სოციალური ქსელების ნამდვილი ვარსკვლავია. ის ფართე საზოგადოებამ გასულ წელს, საბავშვო მუსიკალური პროექტ "რანინადან" გაიცნო. თუმცა არც პროექტის დასრულების შემდეგ შემცირებულა მის მიმართ ინტერესი და მისი პოპულარობა.

ნიკოლოზის სიმღერები პერიოდულად ვრცელდება სოციალურ ქსელებში და დიდ რეზონანსსა და მოწონებასაც იმსახურებს.

  • გათავაზობთ არქივიდან ინტერვიუს, რომელიც ჩაწერილია 2022 წლის ოქტომბერში

- ვინ არის ნიკოლოზ ხარატი?

- 12 წლის ბიჭია, რომელიც 186-ე სკოლაში სწავლობს, ყველამ იცის, რომ სიმღერა მიყვარს, ვუკრავ ფორტეპიანოზე და დავდივარ ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში, სადაც მესამე კლასში ვარ.

- რა არის შენი ჰობი?

- ბევრი ჰობი მაქვს, ძალიან ბევრი, რომლით დავიწყო არც ვიცი, მიყვარს მოტოციკლეტით სეირნობა, ასევე, მანქანით; კიდევ, მთაში სიარული, თხილამურით სრიალი, ჯირითი, ცურვა და წყალბურთი. ჩემით ვაწყობ და ვშლი მოტოციკლეტს.

- შენი სიმღერის ამბავი მთელმა საქართველომ იცის, ახლა ისიც მოგვიყევი, როდის დაიწყე სიმღერა?

- პატარა ვიყავი, მელოდიებს ვყვებოდი ხოლმე, ლაპარაკიც არ ვიცოდი და ღიღინით გამოვხატავდი ყველაფერს, ჯერ მე აღმოვაჩინე ნიჭი და მერე დედამ. 3 წლის ვიყავი, როდესაც სიმღერაზე შემიყვანეს და იმის შემდეგ სულ ვმღერი.

- ყველას გვაინტერესებს, როგორ მოხვდი "რანინაში"?

- ცოტა დაუჯერებელი და უცნაური ამბავია, ეგეთი უცნაური ამბები ხშირად არ ხდება. დედაჩემს უნდოდა, რომ "რანინაში" მიმეღო მონაწილეობა და სრულიად დაუგეგმავად ტელეფონში სარეგისტრაციო ფორმა შეავსო, არ ჰქონდა იმედი, რომ მოვხვდებოდი, მაგრამ სცადა. ჰოდა, რადგან "რანინაში" მოხვედრის იმედი არ გვქონდა, ბაკურიანში წავედით, თან ფეხი მქონდა მოტეხილი და ახალს არაფერს ველოდით.

- ისიც მოგვიყევი, ფეხი როგორ მოიტეხე…

- სასაცილო ამბავია... ფეხი ოპერაში მოვიტეხე, დიდი კიბიდან გადმოვხტი და მოტეხილი ფეხით ვუყურე ოპერას, მტკიოდა, მაგრამ დედამ არ დამიჯერა და მაინც ბოლომდე დავრჩით. სახლში რომ მივედი, მივხვდი, ფეხს მივათრევდი, ექიმთან მიმიყვანეს და აღმოჩნდა, რომ მოტეხილი მქონდა.

- ვხედავ, რომ ცელქი ბიჭი ხარ…

- დიახ, ძალიან ცელქი ვარ, ჩემი დები არ არიან ცელქები, მხოლოდ მე ვარ. არც ფრთხილი ვარ, სულ ხიფათში ვეხვევი ხოლმე.

- გავაგრძელოთ "რანინამდე" მისვლის ამბავი…

- წავედით ბაკურიანში, დედას არ ახსოვდა, რომ დამარეგისტრირა და ერთ დღეს, ტელეფონზე უცხო ნომრიდან დაურეკეს, უთხრეს, რომ შემარჩიეს და კასტინგზე დამიბარეს. ყავარჯნებით ჩამოვედი კასტინგზე, სადაც დათო არჩვაძის ერთი სიმღერა და let my people go ვიმღერე. სიმღერას რომ მოვრჩი, მითხრეს, კარგი ბიჭი ხარო, მაგრამ მეორე კასტინგზე დამიბარებდნენ თუ არა, არ ვიცოდი. რამდენიმე კვირის შემდეგ, დამირეკეს და უკვე ამორჩეული ბავშვების კასტინგზე მისვლაც მთხოვეს, ისევ ბაკურიანში მივდიოდით და გზიდან მოვბრუნდით. გზაში ვტიროდი, ვნერვიულობდი, თან ფეხიც მტკიოდა. კასტინგზე რომ ვიყავი, დედას მივუბრუნდი და ვკითხე, რა ვიმღერო მეთქი, არ ვიყავი მზად შემდეგ ტურში გადასვლისთვის და არც არაფერი მქონდა მომზადებული. განაგრძეთ კითხვა