პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკი 7 წლის იყო, როცა თავის მომავალ ცოლს ტელევიზორში უყურებდა, როგორ გახდა მის მსოფლიო და... - რას ჰყვება პრიანკა ჩოპრა სიყვარულის ამბავზე
ნიკი 7 წლის იყო, როცა  თავის მომავალ ცოლს ტელევიზორში უყურებდა, როგორ გახდა მის მსოფლიო და...  - რას ჰყვება პრიანკა ჩოპრა სიყვარულის ამბავზე

პრი­ან­კა ჩოპ­რა და ნიკ ჯო­ნა­სი ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის ფა­ვო­რი­ტი ვარ­სკვლა­ვუ­რი წყვი­ლია. რო­მან­ტი­კა, სიყ­ვა­რუ­ლი და იუ­მო­რი, რო­მე­ლიც ყვე­ლა მათ სა­ჯა­რო გა­მო­ჩე­ნას ახ­ლავს თან, ფა­ნებს კი­დევ უფრო მე­ტად ხიბ­ლავთ. წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ სა­ხო­გა­დო­ე­ბამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­ი­გო, თუმ­ცა ბევ­რმა არ იცის, რომ მათი ამ­ბა­ვი გა­ცი­ლე­ბით ადრე და­ი­წყო. პრი­ან­კა­სა და ნიკს შო­რის 10-წლი­ა­ნი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბაა.

ჯერ კი­დევ 2000 წელს, როცა ინ­დო­ელ გო­გო­ნას, "მის მსოფ­ლი­ოს" ტი­ტუ­ლი მი­ა­ნი­ჭეს, ნიკი 7 წლის იყო და თა­ვის მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს ტე­ლე­ვი­ზორ­ში უყუ­რებ­და. ნი­კის დე­დას, დე­ნის­საც მკა­ფი­ოდ ახ­სოვს ეს დღე.

The Jennifer Hudson Show-ს ერთ-ერთი ეპი­ზოდ­ში პრი­ან­კა ჩოპ­რამ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ნამ ის და მისი 10 წლით უმ­ცრო­სი ქმა­რი, ნიკ ჯო­ნა­სი ერ­თმა­ნეთს გა­იც­ნობ­დნენ, ნიკი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტე­ლე­ვი­ზორ­ში უყუ­რებ­და ჩოპ­რას ფილ­მებს და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის ქვეშ იყო.

"გა­და­სა­რე­ვი ის­ტო­რი­აა",- აღ­ნიშ­ნა ინ­დო­ელ­მა ვარ­სკვლავ­მა.

2000 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი პრი­ან­კას დე­დამ­თილს, დე­ნის მი­ლერ-ჯო­ნას­საც ახ­სოვს. მან რძალს უამ­ბო, რომ მთე­ლი ოჯა­ხი უყუ­რებ­და.

ამ გა­მარ­ჯვე­ბამ პრი­ან­კას კა­რი­ე­რა კი­დევ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­ხა­და: გო­გო­ნამ ბო­ლი­ვუ­დი­დან ჰო­ლი­ვუდ­ში მა­ლე­ვე გა­და­ი­ნაც­ვლა.

ჩოპ­რამ გა­და­ცე­მა­ში თქვა, რომ პრეს­ტი­ჟუ­ლი ტი­ტუ­ლის მი­ღე­ბი­სას ასა­კით ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო: "სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დი რას ვა­კე­თებ­დი, ან რას მო­ი­ცავ­და ეს სამ­ყა­რო, საკ­მა­რი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქო­ნია", - გან­მარ­ტავს ვარ­სკვლა­ვი.

და­ჯილ­დო­ე­ბის დროს ჩოპ­რას ცხა­დია, წარ­მოდ­გე­ნაც კი არ ჰქონ­და, რომ მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე მთელ ოჯახ­თან ერ­თად უყუ­რებ­და მის გა­მოს­ვლას. პრი­ან­კა იხ­სე­ნებს, რო­გორ უყ­ვე­ბო­და დე­დამ­თი­ლი ამ დღის შე­სა­ხებ:

ნი­კის მა­მას ძა­ლი­ან ჰყვა­რე­ბია სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სე­ბის ყუ­რე­ბა. ნიკი მას­თან ერ­თად დამ­ჯდა­რა და უყუ­რებ­და, რო­გორ ად­გამ­დნენ გვირ­გვინს გა­მარ­ჯვე­ბულ ჩოპ­რას.

პრი­ან­კას ნა­წი­ლობ­რივ სჯე­რა, რომ მისი და ნი­კის ურ­თი­ერ­თო­ბა ბე­დის­წე­რით იყო გან­სა­ზღვრუ­ლი და მისი თქმით, ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს იმი­ტომ ხვდე­ბი­ან, რომ ერ­თად ძვირ­ფა­სი მო­გო­ნე­ბე­ბი შექ­მნან.

წყა­რო: brightside

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
??
3

ეს ჩოპრა ჩვენი ელისაშვილის ქალის ბიძაშვილი ხომ არაა? გადმოგდებული ენით მივამსგავსე.

ზურაბ
6

აი ეს არის დიადი გლეხური ჭეშმარიტება, როგორც იტყოდა ოსტაპ ბენდერი

ავტორი:

ნიკი 7 წლის იყო, როცა თავის მომავალ ცოლს ტელევიზორში უყურებდა, როგორ გახდა მის მსოფლიო და... - რას ჰყვება პრიანკა ჩოპრა სიყვარულის ამბავზე

ნიკი 7 წლის იყო, როცა  თავის მომავალ ცოლს ტელევიზორში უყურებდა, როგორ გახდა მის მსოფლიო და...  - რას ჰყვება პრიანკა ჩოპრა სიყვარულის ამბავზე

პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი ათასობით ადამიანის ფავორიტი ვარსკვლავური წყვილია. რომანტიკა, სიყვარული და იუმორი, რომელიც ყველა მათ საჯარო გამოჩენას ახლავს თან, ფანებს კიდევ უფრო მეტად ხიბლავთ. წყვილის ურთიერთობის შესახებ სახოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიგო, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ მათი ამბავი გაცილებით ადრე დაიწყო. პრიანკასა და ნიკს შორის 10-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა.

ჯერ კიდევ 2000 წელს, როცა ინდოელ გოგონას, "მის მსოფლიოს" ტიტული მიანიჭეს, ნიკი 7 წლის იყო და თავის მომავალ მეუღლეს ტელევიზორში უყურებდა. ნიკის დედას, დენისსაც მკაფიოდ ახსოვს ეს დღე.

The Jennifer Hudson Show-ს ერთ-ერთი ეპიზოდში პრიანკა ჩოპრამ აღნიშნა, რომ სანამ ის და მისი 10 წლით უმცროსი ქმარი, ნიკ ჯონასი ერთმანეთს გაიცნობდნენ, ნიკი წლების განმავლობაში ტელევიზორში უყურებდა ჩოპრას ფილმებს და შთაბეჭდილების ქვეშ იყო.

"გადასარევი ისტორიაა",- აღნიშნა ინდოელმა ვარსკვლავმა.

2000 წელს ჩატარებული სილამაზის კონკურსი პრიანკას დედამთილს, დენის მილერ-ჯონასსაც ახსოვს. მან რძალს უამბო, რომ მთელი ოჯახი უყურებდა.

ამ გამარჯვებამ პრიანკას კარიერა კიდევ უფრო წარმატებული გახადა: გოგონამ ბოლივუდიდან ჰოლივუდში მალევე გადაინაცვლა.

ჩოპრამ გადაცემაში თქვა, რომ პრესტიჟული ტიტულის მიღებისას ასაკით ძალიან პატარა იყო: "საერთოდ არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, ან რას მოიცავდა ეს სამყარო, საკმარისი გამოცდილება არ მქონია", - განმარტავს ვარსკვლავი.

დაჯილდოების დროს ჩოპრას ცხადია, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მომავალი მეუღლე მთელ ოჯახთან ერთად უყურებდა მის გამოსვლას. პრიანკა იხსენებს, როგორ უყვებოდა დედამთილი ამ დღის შესახებ:

ნიკის მამას ძალიან ჰყვარებია სილამაზის კონკურსების ყურება. ნიკი მასთან ერთად დამჯდარა და უყურებდა, როგორ ადგამდნენ გვირგვინს გამარჯვებულ ჩოპრას.

პრიანკას ნაწილობრივ სჯერა, რომ მისი და ნიკის ურთიერთობა ბედისწერით იყო განსაზღვრული და მისი თქმით, ადამიანები ერთმანეთს იმიტომ ხვდებიან, რომ ერთად ძვირფასი მოგონებები შექმნან.

წყარო: brightside

მოამზადა: ანა სიბოშვილმა