მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოციალურ ქსელში ვანო მერაბიშვილზე თავდასხმის ამსახველი კადრები ვრცელდება (ვიდეო) - რას აცხადებენ "ქართულ ოცნებაში" ამის თაობაზე?
სოციალურ ქსელში ვანო მერაბიშვილზე თავდასხმის ამსახველი კადრები ვრცელდება (ვიდეო) - რას აცხადებენ "ქართულ ოცნებაში" ამის თაობაზე?

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი ვრცელ­დე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფილ მი­ნისტრს ვანო მე­რა­ბიშ­ვილს ვა­კე­ში ფი­ზი­კუ­რად გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის (უც­ნო­ბი) სიძე, გი­ორ­გი (გი­გი­შა) შა­რა­ში­ძე გაუს­წორ­და. შემ­თხვე­ვა ა.წ. 2 იან­ვარს, ვა­კე­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ აფ­თი­აქ­ში მოხ­და.

"და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და ჩემს და ვანო მე­რა­ბიშ­ვილს შო­რის აფ­თი­აქ­ში. და­პი­რის­პი­რე­ბა­საც ვერ და­ვარ­ქმევ, რად­გან პირ­ვე­ლი­ვე წა­მე­ბი­დან გა­იქ­ცა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სია, მე ჩავ­თვა­ლე თავი ვალ­დე­ბუ­ლად. არც გა­მო­ძი­ე­ბას ვე­მა­ლე­ბი და არც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­ვურ­ბი­ვარ. თუ სა­ჭი­რო გახ­და, და­ნარ­ჩენ­ზე პა­სუხს გავ­ცემ სა­მარ­თალ­დამ­ცველ ორ­გა­ნო­ებს. და­ნარ­ჩე­ნი, თუ ცოტა მა­ინც ვაჟ­კა­ცო­ბა შერ­ჩე­ნია, თვი­თონ თქვას," - აცხა­დებ­და იმ­ჟა­მად გი­გი­შა შა­რა­ში­ძე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გი­გი­შა შა­რა­ში­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში 2017 წელ­საც მო­ექ­ცა, რო­დე­საც გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე მა­შინ­დელ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს და­უ­პი­რის­პირ­და. და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი კი სწო­რედ მისი სიძე გახ­ლდათ.

გი­გი­შა შა­რა­ში­ძე, "სიტ­რო­ენ ჯორ­ჯი­ას" დი­რექ­ტო­რი იყო. სიძე-სი­მამ­რი აცხა­დებ­დნენ, რომ სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბი არას­წო­რად ტარ­დე­ბო­და და ამის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­აც ჰქონ­დათ.

მა­შინ შა­რა­ში­ძემ ე.წ. კარ­ტე­ლურ გა­რი­გე­ბებ­ზე დო­კუ­მენ­ტა­ცია კან­ცე­ლა­რი­ა­ში მი­ი­ტა­ნა, სა­ღა­მოს კი, უც­ნო­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­ვი­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, პრე­მი­ე­რის­თვის გაგ­ზავ­ნი­ლი მე­სი­ჯე­ბი სა­ხალ­ხოდ წა­უ­კი­თხა.

გი­გი­შა წლე­ბია უც­ნო­ბის ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლის, ირი­ნა გა­ჩე­ჩი­ლა­ძის მე­უღ­ლეა.

ვერ ვხე­დავ მი­ზეზს, რა­ტომ შე­გიძ­ლი­ათ თქვათ, რომ კად­რე­ბის უფრო დიდი და სრუ­ლი ვერ­სი­ის გავ­რცე­ლე­ბა შე­დი­ო­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ინ­ტე­რე­სებ­ში - არ შე­იძ­ლე­ბა ეს გა­გე­ბუ­ლი იყოს, რო­გორც და­ში­ნე­ბის მცდე­ლო­ბა, - ამის შე­სა­ხებ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა კი­თხვას, კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბით, სა­დაც ჩანს, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვილს სცე­მენ, ცდი­ლობს თუ არა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ოპო­ნენ­ტე­ბი და­ა­ში­ნოს.

მისი თქმით, მსგავ­სი ბრალ­დე­ბე­ბის წა­მო­ყე­ნე­ბა უა­პე­ლა­ცი­ოდ ხდე­ბა.

ოპო­ზი­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ამ კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ოპო­ნენ­ტე­ბის და­ში­ნე­ბას ცდი­ლობს.

ამის თა­ო­ბა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძეს ჰკი­თხეს.

"უა­პე­ლა­ცი­ოდ ამ­ბობთ ხოლ­მე, თით­ქოს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის" სა­სარ­გებ­ლო და ხელ­საყ­რე­ლი იყო, მე კიდე ვერ ვხე­დავ მი­ზეზს, რა­ტომ შე­გიძ­ლი­ათ თქვათ, რომ მა­გა­ლი­თად ამ კად­რე­ბის ან უფრო დიდი და სრუ­ლი ვერ­სი­ის გავ­რცე­ლე­ბა შე­დი­ო­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ინ­ტე­რე­სებ­ში. მე ამას ვერ ვხე­დავ. იმის თქმა, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ინ­ტერპრე­ტი­რე­ბუ­ლი რო­გორც და­ში­ნე­ბის მცდე­ლო­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია, არამც და არამც არ შე­იძ­ლე­ბა ეს გა­გე­ბუ­ლი იყოს რო­გორც და­ში­ნე­ბის მცდე­ლო­ბა”, - გა­ნა­ცხა­და სარ­ჯვე­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ნე­ბის­მი­ე­რი ძა­ლა­დო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია.

მას ასე­ვე ჰკი­თხეს, თუ რა­ტომ არ ითა­ნამ­შრომ­ლა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას­თან, რა­ზეც სარ­ჯვე­ლა­ძე პა­სუ­ხობს, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას ბევ­რი მი­ზე­ზით, მათ შო­რის, მე­რა­ბიშ­ვი­ლის მენ­ტა­ლი­ტე­ტით ან იმით, რომ "რა­ი­მე აქვს და­სა­მა­ლი“.

"მე არ ვიცი, რა მენ­ტა­ლი­ტე­ტით ხელ­მძღვა­ნე­ლობს რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ასეთ დროს ასე გეგ­მავს ურ­თი­ერ­თო­ბას სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან, მაგ­რამ არ ვიცი, აქ შე­იძ­ლე­ბა მი­ზეზ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა იყოს, შე­იძ­ლე­ბა მენ­ტა­ლი­ტე­ტი აქვს ასე­თი, შე­იძ­ლე­ბა და­სა­მა­ლი აქვს რა­ი­მე”, - გა­ნა­ცხა­და სარ­ჯვე­ლა­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
))))
2

ყოჩაღ ვანო.კარგი ბლოკები აუღო.თითქმის არც მოხვედრია საერთოდ.

ჰაჰა
2

დაცვით იარეთ, ნაცებო, ყველამ და ხალხიც დასაქმდება. მარტო გვარამია 10 კაცს ასაქმებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

სოციალურ ქსელში ვანო მერაბიშვილზე თავდასხმის ამსახველი კადრები ვრცელდება (ვიდეო) - რას აცხადებენ "ქართულ ოცნებაში" ამის თაობაზე?

სოციალურ ქსელში ვანო მერაბიშვილზე თავდასხმის ამსახველი კადრები ვრცელდება (ვიდეო) - რას აცხადებენ "ქართულ ოცნებაში" ამის თაობაზე?

სოციალურ ქსელში ვანო მერაბიშვილზე თავდასხმის ამსახველი კადრები ვრცელდება. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ვაკეში ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიორგი (გიგიშა) შარაშიძე გაუსწორდა. შემთხვევა ა.წ. 2 იანვარს, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში მოხდა.

"დაპირისპირება მოხდა ჩემს და ვანო მერაბიშვილს შორის აფთიაქში. დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევ, რადგან პირველივე წამებიდან გაიქცა ვანო მერაბიშვილი. იქიდან გამომდინარე რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მე ჩავთვალე თავი ვალდებულად. არც გამოძიებას ვემალები და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ. თუ საჭირო გახდა, დანარჩენზე პასუხს გავცემ სამართალდამცველ ორგანოებს. დანარჩენი, თუ ცოტა მაინც ვაჟკაცობა შერჩენია, თვითონ თქვას," - აცხადებდა იმჟამად გიგიშა შარაშიძე.

აღსანიშნავია, რომ გიგიშა შარაშიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2017 წელსაც მოექცა, როდესაც გია გაჩეჩილაძე მაშინდელ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს დაუპირისპირდა. დაპირისპირების მიზეზი კი სწორედ მისი სიძე გახლდათ.

გიგიშა შარაშიძე, "სიტროენ ჯორჯიას" დირექტორი იყო. სიძე-სიმამრი აცხადებდნენ, რომ სახელმწიფო შესყიდვები არასწორად ტარდებოდა და ამის დამამტკიცებელი დოკუმენტაციაც ჰქონდათ.

მაშინ შარაშიძემ ე.წ. კარტელურ გარიგებებზე დოკუმენტაცია კანცელარიაში მიიტანა, საღამოს კი, უცნობი ტელევიზიით გამოვიდა და საზოგადოებას, პრემიერისთვის გაგზავნილი მესიჯები სახალხოდ წაუკითხა.

გიგიშა წლებია უცნობის ერთადერთი ქალიშვილის, ირინა გაჩეჩილაძის მეუღლეა.

ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ შეგიძლიათ თქვათ, რომ კადრების უფრო დიდი და სრული ვერსიის გავრცელება შედიოდა "ქართული ოცნების" ინტერესებში - არ შეიძლება ეს გაგებული იყოს, როგორც დაშინების მცდელობა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, კადრების გავრცელებით, სადაც ჩანს, რომ ვანო მერაბიშვილს სცემენ, ცდილობს თუ არა „ქართული ოცნება“ ოპონენტები დააშინოს.

მისი თქმით, მსგავსი ბრალდებების წამოყენება უაპელაციოდ ხდება.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ კადრების გავრცელებით ხელისუფლება ოპონენტების დაშინებას ცდილობს.

ამის თაობაზე ჟურნალისტებმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს ჰკითხეს.

"უაპელაციოდ ამბობთ ხოლმე, თითქოს "ქართული ოცნებისთვის" სასარგებლო და ხელსაყრელი იყო, მე კიდე ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ შეგიძლიათ თქვათ, რომ მაგალითად ამ კადრების ან უფრო დიდი და სრული ვერსიის გავრცელება შედიოდა "ქართული ოცნების" ინტერესებში. მე ამას ვერ ვხედავ. იმის თქმა, რომ ეს შეიძლება იყოს ინტერპრეტირებული როგორც დაშინების მცდელობა, რასაკვირველია, კატეგორიულად მიუღებელია, არამც და არამც არ შეიძლება ეს გაგებული იყოს როგორც დაშინების მცდელობა”, - განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია.

მას ასევე ჰკითხეს, თუ რატომ არ ითანამშრომლა ვანო მერაბიშვილმა ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებასთან, რაზეც სარჯველაძე პასუხობს, რომ ეს შეიძლება აიხსნას ბევრი მიზეზით, მათ შორის, მერაბიშვილის მენტალიტეტით ან იმით, რომ "რაიმე აქვს დასამალი“.

"მე არ ვიცი, რა მენტალიტეტით ხელმძღვანელობს რომელიმე კონკრეტული ადამიანი, რომელიც ასეთ დროს ასე გეგმავს ურთიერთობას სახელმწიფო დაწესებულებებთან, მაგრამ არ ვიცი, აქ შეიძლება მიზეზთა ერთობლიობა იყოს, შეიძლება მენტალიტეტი აქვს ასეთი, შეიძლება დასამალი აქვს რაიმე”, - განაცხადა სარჯველაძემ.