მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩეჩნეთში თავს დაესხნენ ადვოკატს და "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტს - გზა გადაუჭრეს, სცემდნენ ხელკეტებითა და წიხლებით, ჟურნალისტს გადამტვრეული აქვს თითები
ჩეჩნეთში თავს დაესხნენ ადვოკატს და "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტს - გზა გადაუჭრეს, სცემდნენ ხელკეტებითა და წიხლებით, ჟურნალისტს გადამტვრეული აქვს თითები

4 ივ­ლისს, და­ახ­ლო­ე­ბით გამ­თე­ნი­ის ხუთ სა­ათ­ზე, ჩეჩ­ნეთ­ში, აე­რო­პორ­ტი­დან გროზ­ნოს­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე უც­ნო­ბი პი­რე­ბი თავს და­ესხნენ "ნო­ვა­ია გა­ზე­ტას" ჟურ­ნა­ლისტს, ელე­ნა მი­ლა­ში­ნას და ად­ვო­კატ ალექ­სან­დრე ნე­მოვს. ორი­ვე მათ­გა­ნი სას­ტი­კად არის ნა­წა­მე­ბი.

ნე­მო­ვი ყო­ფი­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ჩე­ჩე­ნი აქ­ტი­ვის­ტე­ბის, აბუ­ბა­ქარ და იბ­რა­გიმ იან­გულ­ბა­ე­ვე­ბის დე­დის, ზა­რე­მა მუ­სა­ე­ვას ად­ვო­კა­ტია.

"ნო­ვა­ია გა­ზე­ტას" ჟურ­ნა­ლის­ტი, ად­ვო­კატ­თან ერ­თად, გრზო­ნო­ში სწო­რედ ზა­რე­მა მუ­სა­ე­ვას სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­სას­წრე­ბად მი­დი­ო­და. ქალს ბრა­ლად ედე­ბა პო­ლი­ცი­ე­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფა.

ეს არ არის ჩეჩ­ნეთ­ში ად­ვო­კა­ტებ­ზე და ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე თავ­დას­ხმის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, მაგ­რამ არ­ცერ­თი წინა ინ­ცი­დენ­ტი არ გა­მო­უ­ძი­ე­ბი­ათ და არა­ვინ დას­ჯი­ლა.

  • რო­გორც kavkazr.com წერს, აე­რო­პორ­ტი­დან გროზ­ნოს­კონ მი­მა­ვალ ად­ვო­კა­ტის მან­ქა­ნას, რო­მელ­შიც ჟურ­ნა­ლის­ტიც იმ­ყო­ფე­ბო­და, გზა გა­და­უჭ­რა სამ­მა მან­ქა­ნამ, რო­მელ­შიც ია­რა­ღი­თა და ხელ­კე­ტე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი ის­ხდნენ.

ისი­ნი ჟურ­ნა­ლისტსა და ად­ვო­კატს ხელ­კე­ტე­ბი­თა და წიხ­ლე­ბით ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დებ­დნენ და მოკ­ვლით ემუქ­რე­ბოდ­ნენ. თავ­დამ­სხმე­ლებ­მა მათ გა­უ­ნად­გუ­რეს ყვე­ლა ის ტექ­ნი­კა, რო­მე­ლიც თან ჰქონ­დათ.

სას­ტი­კად აწა­მეს ჟურ­ნა­ლის­ტი, მას თმა გა­და­პარ­სეს, თი­თე­ბი და­ამ­ტვრი­ეს და გარ­და ამი­სა, თავ­ზე მწვა­ნე სი­თხე გა­და­ას­ხეს. ნა­წა­მე­ბი არის ად­ვო­კა­ტიც.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავთო
4

მიშას დროს პარლამენტარებსაც სცემდნენ, თან სასიკვდილოთ.

ქართველი
18

ინგა გრიგოლია და ეკა მიშველაძე უნდა ჩააგდო ამაზე უარეს დღეში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ჩეჩნეთში თავს დაესხნენ ადვოკატს და "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტს - გზა გადაუჭრეს, სცემდნენ ხელკეტებითა და წიხლებით, ჟურნალისტს გადამტვრეული აქვს თითები

ჩეჩნეთში თავს დაესხნენ ადვოკატს და "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტს - გზა გადაუჭრეს, სცემდნენ ხელკეტებითა და წიხლებით, ჟურნალისტს გადამტვრეული აქვს თითები

4 ივლისს, დაახლოებით გამთენიის ხუთ საათზე, ჩეჩნეთში, აეროპორტიდან გროზნოსკენ მიმავალ გზაზე უცნობი პირები თავს დაესხნენ "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტს, ელენა მილაშინას და ადვოკატ ალექსანდრე ნემოვს. ორივე მათგანი სასტიკად არის ნაწამები.

ნემოვი ყოფილი ოპოზიციურად განწყობილი ჩეჩენი აქტივისტების, აბუბაქარ და იბრაგიმ იანგულბაევების დედის, ზარემა მუსაევას ადვოკატია.

"ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტი, ადვოკატთან ერთად, გრზონოში სწორედ ზარემა მუსაევას სასამართლო პროცესზე დასასწრებად მიდიოდა. ქალს ბრალად ედება პოლიციელის შეურაცხყოფა.

ეს არ არის ჩეჩნეთში ადვოკატებზე და ჟურნალისტებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა, მაგრამ არცერთი წინა ინციდენტი არ გამოუძიებიათ და არავინ დასჯილა.

  • როგორც kavkazr.com წერს, აეროპორტიდან გროზნოსკონ მიმავალ ადვოკატის მანქანას, რომელშიც ჟურნალისტიც იმყოფებოდა, გზა გადაუჭრა სამმა მანქანამ, რომელშიც იარაღითა და ხელკეტებით შეიარაღებული პირები ისხდნენ.

ისინი ჟურნალისტსა და ადვოკატს ხელკეტებითა და წიხლებით ფიზიკურად უსწორდებდნენ და მოკვლით ემუქრებოდნენ. თავდამსხმელებმა მათ გაუნადგურეს ყველა ის ტექნიკა, რომელიც თან ჰქონდათ.

სასტიკად აწამეს ჟურნალისტი, მას თმა გადაპარსეს, თითები დაამტვრიეს და გარდა ამისა, თავზე მწვანე სითხე გადაასხეს. ნაწამები არის ადვოკატიც.