3 ივლისს, 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი კვერნაძემ რომში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და იტალიური "ფროზინონეს" რიგებში ჩაირიცხა. კლუბი სერია A - ში წელს გადავიდა. კვერნაძე ხვიჩა კვარაცხელიას და ლუკა ლოჩოშვილის შემდეგ, მე-3 ქართველი იქნება, რომელიც იტალიური ლიგის უმაღლეს დივიზიონში ითამაშებს.
სერია A - ში დაბრუნებულმა "ფროზონონემ" ქართველი იჯარის წესით აიყვანა და შემდეგ ფოთის "კოლხეთისგან" ოფციის წესით მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნება.
კვერნაძე ოფიციალურად სწორედ ფოთის "კოლხეთს" ეკუთვნის, ბათუმის "დინამოში" კი განათხოვრებით თამაშობდა. "ფროზინონეს" მთავარ მწვრთნელად ახლახან ეუსებიო დი ფრანჩესკო დაინიშნა.
შეგახსენებთ, კვერნაძე ბათუმის "დინამოში" თამაშობდა, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანეს, თუმცა საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდა.
გიორგი 2003 წლის 7 თებერვალს დაიბადა.
სიმაღლით 183 სმ -ია, 67 კგ-ს იწონის.
თამაშობს თავდამსხმელის პოზიციაზე.
areanapoli:
"ქართველი "ფროზინონეს" ახალი შენაძენია, რომელიც ცდილობს "კვარას" სტილის ტალანტი იპოვოს. ის სერია A-ში გადასული გუნდისთვის დაპირებული საჩუქარია. 20 წლის კვერნაძე შეეცდება იტალიაში თავისი თანამემამულის გზა გაიაროს. ახალწვეული 188 სანტიმეტრი სიმაღლისაა და მისი გაბარიტები მწვრთნელს მრავალმხრივ შეუძლია გამოიყენოს. ისე ჩანს, თითქოს ძალიან ნელა მოქმედებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, დრიბლინგისას სწრაფი და სხარტია".
numero-diez: "შესაძლოა, ახალი კვარაცხელიას ძიებაში, პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფერია".
football24: "ქართული ციებ-ცხელება - სერია A-ს ახალწვეულმა იტალიაში ხვიჩას "ტყუპისცალი" ჩაიყვანა. იტალიური კლუბები ახალი ნიჭიერი ფეხბურთელების ძიებისას ქართულ საფეხბურთო ბაზარს ყურადღებით აკვირდებიან. "ნაპოლიში" კვარაცხელიას გადასვლა ძალიან წარმატებული გამოდგა. ქართველი უმალ გუნდის ლიდერი გახდა და სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა.