პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
DJI Agras T40 – რევოლუციური აგრო-დრონი საქართველოშია
DJI Agras T40 – რევოლუციური აგრო-დრონი საქართველოშია

ქარ­თულ ბა­ზარ­ზე DJI Agras T40 გა­მოჩ­ნდა, უახ­ლე­სი აგრო-დრო­ნი, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვავ­დე­ბა მისი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის­გან. ავ­ზე­ბის გაზ­რდი­ლი მო­ცუ­ლო­ბა, შეს­ხუ­რე­ბი­სა და გაფ­რქვე­ვის დახ­ვე­წი­ლი სის­ტე­მე­ბი, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი დაც­ვა, რუ­კე­ბის გე­ნე­რი­რე­ბის ფუნ­ქცია რე­ა­ლურ დრო­ში, მარ­ტი­ვად მა­ნევ­რი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი – ეს მხო­ლოდ ნა­წი­ლია იმი­სა, რაც DJI Agras T40 ფერ­მე­რებს სთა­ვა­ზობს. სწო­რედ ამ მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კულ­ტუ­რე­ბის შე­წამ­ვლა თუ სა­სუ­ქე­ბის გა­ფან­ტვა გა­ცი­ლე­ბით იოლ­დე­ბა, იზ­რდე­ბა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს ხა­რის­ხი და წარ­მო­უდ­გენ­ლად მცირ­დე­ბა მისი შეს­რუ­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო დრო.

მა­ინც რო­გო­რია აგრო-დრო­ნი DJI Agras T40-ს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბი და რა რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა ის? – შე­ვეც­დე­ბით ამ კი­თხვებს ქვე­მოთ დე­ტა­ლუ­რად ვუ­პა­სუ­ხოთ.

შეს­ხუ­რე­ბი­სა და გა­ფან­ტვის ფუნ­ქცი­ე­ბის გაზ­რდი­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი

სა­ნამ უშუ­ა­ლოდ შეს­ხუ­რე­ბი­სა და გამ­ფან­ტვე­ლი სის­ტე­მე­ბის შე­ფა­სე­ბა­ზე გა­და­ვალთ, უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ DJI Agras T40 უძ­ლებს უპ­რე­ცე­დენ­ტოდ დიდ დატ­ვირ­თვას. მას შე­უძ­ლია შეს­ხუ­რე­ბის რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბი­სას 40 კგ-ით იფ­რი­ნოს, გა­ფან­ტვის რე­ჟი­მის შემ­თხვე­ვა­ში კი 50 კგ-ით. გაზ­რდი­ლი ტვირ­თამ­წე­ო­ბა მისი ინო­ვა­ცი­უ­რი კო­აქ­სი­ა­ლუ­რი ორ­მა­გი რო­ტო­რი­სა და ფრთე­ბის გაზ­რდი­ლი ზო­მე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

DJI Agras T40 აღ­ჭურ­ვი­ლია ინო­ვა­ცი­უ­რი ტუმ­ბო­ე­ბით, რომ­ლებ­საც შეს­ხუ­რე­ბის რე­ჟი­მის დროს შე­უძ­ლია წუთ­ში 12 ლიტ­რი სი­თხე გა­აფ­რქვი­ოს. ამას­თან ერ­თად, დრონს გა­აჩ­ნია ორ­მა­გი ატო­მი­ზა­ცი­ის შე­მას­ხუ­რე­ბე­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც წვე­თებს თა­ნა­ბარ ზო­მე­ბად შლის და პრე­პა­რა­ტის უფრო ეფექ­ტი­ა­ნად გა­მო­ყე­ნე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. DJI Agras T40-ის ავზი იზო­ლი­რე­ბუ­ლია სხვა დე­ტა­ლე­ბის­გან, რაც იცავს დრონს კო­რო­ზი­ი­სა და და­ზი­ა­ნე­ბის­გან. მას, ასე­ვე, გა­აჩ­ნია მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრი­და­ნუ­ლი სარ­ქვე­ლი, რო­მე­ლიც გა­მო­რი­ცხავს სი­თხის გა­ჟონ­ვას.

DJI Agras T40-ს კი­დევ ერთი უპი­რა­ტე­სო­ბა, სხვა აგრო-დრო­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, წო­ნის სენ­სო­რია, რო­მე­ლიც აკონ­ტრო­ლებს ავ­ზში დარ­ჩე­ნი­ლი სა­სუ­ქე­ბი­სა თუ პრე­პა­რა­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას და მო­ნა­ცე­მებს პი­ლოტს რე­ა­ლურ დრო­ში აწ­ვდის. ამ­გვარ მო­ნა­ცე­მებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, პი­ლოტს პრო­ცეს­ზე მეტ კონ­ტროლს აძ­ლევს და მის ეფექ­ტი­ა­ნად წარ­მარ­თვა­ში ეხ­მა­რე­ბა.

ამ და სხვა მო­ნა­ცე­მე­ბის წყა­ლო­ბით, დრონს შე­უძ­ლია სა­ათ­ში 1.5 ტონა სა­სუ­ქი გა­ფან­ტოს, და­ფა­როს 21.3 ჰექ­ტა­რი ტე­რი­ტო­რია მინ­დვ­რის კულ­ტუ­რე­ბის, ხოლო 4 ჰექ­ტა­რი ხე­ხი­ლის ბა­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

360 გრა­დუ­სი­ა­ნი რა­და­რი, რუ­კე­ბის გე­ნე­რი­რე­ბა რე­ა­ლურ დრო­ში და მოქ­ნი­ლი მარ­თვის პულ­ტი

DJI Agras T40 აღ­ჭურ­ვი­ლია APAR-ის, იგი­ვე აქ­ტი­უ­რი ფა­ზუ­რი სიხ­ში­რის რა­და­რი­თა და Binocular Vision-ით, რომ­ლე­ბიც დრონს შე­ჯა­ხე­ბე­ბის­გან სა­ი­მე­დოდ იცავს. მათი მეშ­ვე­ო­ბით ის 50 მეტ­რი­დან­ვე აფიქ­სი­რებს ბა­რი­ე­რებს და მარ­ტი­ვად უვ­ლის გვერდს მათ.

DJI Agras T40 იღებს მა­ღა­ლი გარ­ჩე­ვა­დო­ბის ფო­ტო­ებს პი­ლო­ტის­თვის მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი ნე­ბის­მი­ე­რი კუ­თხი­დან. ისი­ნი დის­ტან­ცი­უ­რი მარ­თვის პულ­ტის ეკ­რან­ზე რე­ა­ლურ დრო­ში აი­სა­ხე­ბა. აგრო-დრონს, ასე­ვე, შე­უძ­ლია და­ა­გე­ნე­რი­როს რუ­კე­ბი და უმოკ­ლეს დრო­ში მი­ა­წო­დოს ის პი­ლოტს. რუ­კე­ბი­სა და ფო­ტო­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით პი­ლო­ტი სრულ კონ­ტროლს იღებს პრო­ცეს­ზე, ეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ნე­ბის­მი­ე­რი დროს შეც­ვა­ლოს მარ­შრუ­ტი და მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნოს დრო­ნის არა­ე­ფექ­ტი­ა­ნი ფრე­ნის მან­ძი­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ამ ოპე­რა­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ოფ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში, ინ­ტერ­ნე­ტის გა­რე­შეც შე­საძ­ლე­ბე­ლია.

DJI Agras T40 ქარ­თველ მომ­ხმა­რებ­ლებს სულ ახ­ლა­ხან „აგ­როს­ფე­რომ“ წა­რუდ­გი­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, პრო­დუქ­ტი ჯერ მხო­ლოდ კომ­პა­ნი­ის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­შია ხელ­მი­საწ­ვდო­მი. უახ­ლეს აგრო-დრონ­ზე მეტი დე­ტა­ლის გა­გე­ბა­საც მის ვებ-გვერ­დზე შეძ­ლებთ.

„აგ­როს­ფე­რო“ ინო­ვა­ცი­უ­რი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ი­სა და აგ­რო­ტექ­ნი­კის იმ­პორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის კონ­ცეფ­ცი­ას ეფუძ­ნე­ბა და ქარ­თვე­ლი ფერ­მე­რე­ბის­თვის დღეს არ­სე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

NS

ავტორი:

DJI Agras T40 – რევოლუციური აგრო-დრონი საქართველოშია

DJI Agras T40 – რევოლუციური აგრო-დრონი საქართველოშია

ქართულ ბაზარზე DJI Agras T40 გამოჩნდა, უახლესი აგრო-დრონი, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი წინამორბედებისგან. ავზების გაზრდილი მოცულობა, შესხურებისა და გაფრქვევის დახვეწილი სისტემები, გაძლიერებული დაცვა, რუკების გენერირების ფუნქცია რეალურ დროში, მარტივად მანევრირების შესაძლებლობები – ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც DJI Agras T40 ფერმერებს სთავაზობს. სწორედ ამ მახასიათებლების მეშვეობით სასოფლო-სამეურნეო კულტურების შეწამვლა თუ სასუქების გაფანტვა გაცილებით იოლდება, იზრდება შესრულებული სამუშაოს ხარისხი და წარმოუდგენლად მცირდება მისი შესრულებისთვის საჭირო დრო.

მაინც როგორია აგრო-დრონი DJI Agras T40-ს გაუმჯობესებული ფუნქციები და რა რევოლუციური მახასიათებლებით გამოირჩევა ის? – შევეცდებით ამ კითხვებს ქვემოთ დეტალურად ვუპასუხოთ.

შესხურებისა და გაფანტვის ფუნქციების გაზრდილი შესაძლებლობები

სანამ უშუალოდ შესხურებისა და გამფანტველი სისტემების შეფასებაზე გადავალთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ DJI Agras T40 უძლებს უპრეცედენტოდ დიდ დატვირთვას. მას შეუძლია შესხურების რეჟიმში მუშაობისას 40 კგ-ით იფრინოს, გაფანტვის რეჟიმის შემთხვევაში კი 50 კგ-ით. გაზრდილი ტვირთამწეობა მისი ინოვაციური კოაქსიალური ორმაგი როტორისა და ფრთების გაზრდილი ზომების დამსახურებაა.

DJI Agras T40 აღჭურვილია ინოვაციური ტუმბოებით, რომლებსაც შესხურების რეჟიმის დროს შეუძლია წუთში 12 ლიტრი სითხე გააფრქვიოს. ამასთან ერთად, დრონს გააჩნია ორმაგი ატომიზაციის შემასხურებელი სისტემა, რომელიც წვეთებს თანაბარ ზომებად შლის და პრეპარატის უფრო ეფექტიანად გამოყენებას უზრუნველყოფს. DJI Agras T40-ის ავზი იზოლირებულია სხვა დეტალებისგან, რაც იცავს დრონს კოროზიისა და დაზიანებისგან. მას, ასევე, გააჩნია მაღალტექნოლოგიური ცენტრიდანული სარქველი, რომელიც გამორიცხავს სითხის გაჟონვას.

DJI Agras T40-ს კიდევ ერთი უპირატესობა, სხვა აგრო-დრონებისგან განსხვავებით, წონის სენსორია, რომელიც აკონტროლებს ავზში დარჩენილი სასუქებისა თუ პრეპარატების რაოდენობას და მონაცემებს პილოტს რეალურ დროში აწვდის. ამგვარ მონაცემებზე ხელმისაწვდომობა, პილოტს პროცესზე მეტ კონტროლს აძლევს და მის ეფექტიანად წარმართვაში ეხმარება.

ამ და სხვა მონაცემების წყალობით, დრონს შეუძლია საათში 1.5 ტონა სასუქი გაფანტოს, დაფაროს 21.3 ჰექტარი ტერიტორია მინდვრის კულტურების, ხოლო 4 ჰექტარი ხეხილის ბაღების შემთხვევაში.

360 გრადუსიანი რადარი, რუკების გენერირება რეალურ დროში და მოქნილი მართვის პულტი

DJI Agras T40 აღჭურვილია APAR-ის, იგივე აქტიური ფაზური სიხშირის რადარითა და Binocular Vision-ით, რომლებიც დრონს შეჯახებებისგან საიმედოდ იცავს. მათი მეშვეობით ის 50 მეტრიდანვე აფიქსირებს ბარიერებს და მარტივად უვლის გვერდს მათ.

DJI Agras T40 იღებს მაღალი გარჩევადობის ფოტოებს პილოტისთვის მოსახერხებელი ნებისმიერი კუთხიდან. ისინი დისტანციური მართვის პულტის ეკრანზე რეალურ დროში აისახება. აგრო-დრონს, ასევე, შეუძლია დააგენერიროს რუკები და უმოკლეს დროში მიაწოდოს ის პილოტს. რუკებისა და ფოტოების მეშვეობით პილოტი სრულ კონტროლს იღებს პროცესზე, ეძლევა შესაძლებლობა ნებისმიერი დროს შეცვალოს მარშრუტი და მინიმუმამდე დაიყვანოს დრონის არაეფექტიანი ფრენის მანძილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ოპერაციების შესრულება ოფლაინ რეჟიმში, ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია.

DJI Agras T40 ქართველ მომხმარებლებს სულ ახლახან „აგროსფერომ“ წარუდგინა. შესაბამისად, პროდუქტი ჯერ მხოლოდ კომპანიის მაღაზიათა ქსელშია ხელმისაწვდომი. უახლეს აგრო-დრონზე მეტი დეტალის გაგებასაც მის ვებ-გვერდზე შეძლებთ.

„აგროსფერო“ ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც თანამედროვეობის კონცეფციას ეფუძნება და ქართველი ფერმერებისთვის დღეს არსებულ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/YagGJZvVUXQ" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

NS