პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიუზიკლს "და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია!" ბათუმის საზაფხულო თეატრი უმასპინძლებს
მიუზიკლს "და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია!" ბათუმის საზაფხულო თეატრი უმასპინძლებს

24, 25 და 26 ივ­ლისს ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში ლე­გენ­და­რუ­ლი ABBA-ს სიმ­ღე­რე­ბი ქარ­თუ­ლად გაჟ­ღერ­დე­ბა და მა­ყუ­რებ­ლე­ბი იტა­ლი­ის კუნ­ძულ პან­ტე­ლე­რი­ა­ზე დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი გა­სა­ო­ცა­რი ამ­ბე­ბის ეპი­ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან. საქ­მე ისაა, რომ ამ დღე­ებ­ში ბა­თუ­მის სა­ზა­ფხუ­ლო თე­ატ­რში წარ­მოდ­გე­ნა „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამ­მა მია!“ გა­ი­მარ­თე­ბა.

„ქუ­თა­ის­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ „თე­ატ­რი“ მამ­მა მიას ბა­თუ­მე­ლებს, ქარ­თველ და უცხო­ელ დამ­სვე­ნებ­ლებს წა­რუდ­გენს. სა­სი­ა­მოვ­ნოა ის ფაქ­ტი, რომ მი­უ­ზიკ­ლი თბი­ლისს გას­ცდა და მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სხვა გა­მორ­ჩე­ულ ქა­ლა­ქებ­შიც ემოგ­ზა­უ­რა. იმე­დი გვაქვს, დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბა ისი­ა­მოვ­ნებს აქ მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბე­ბი­თა და ABBA-ს ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი სიმ­ღე­რე­ბით“, – ამ­ბობს „თე­ატ­რის“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, ზაალ ჩი­ქო­ბა­ვა.

მი­უ­ზიკ­ლი „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამ­მა მია“ სპე­ცი­ა­ლუ­რად „თე­ატ­რის­თვის“ შექ­მნილ, ადაპ­ტი­რე­ბულ სცე­ნარს ეფუძ­ნე­ბა. წარ­მოდ­გე­ნის­თვის ქარ­თულ ენა­ზე ითარ­გმნა და ადაპ­ტირ­და ლე­გენ­და­რუ­ლი ABBA-ს სიმ­ღე­რე­ბიც. მისი პრე­მი­ე­რა „თე­ატ­რში“ თე­ბერ­ვალ­ში შედ­გა და ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის დიდი მო­წო­ნე­ბა მა­ლე­ვე და­იმ­სა­ხუ­რა.

მი­უ­ზიკ­ლის დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რი ზაალ ჩი­ქო­ბა­ვაა, ინ­სცე­ნი­რე­ბა კი თეა ყიფ­ში­ძეს ეკუთ­ვნის. წარ­მოდ­გე­ნის მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლია თა­მუ­ნა არჩვა­ძე, კოს­ტი­უ­მე­ბის მხატ­ვა­რი ლაშა ჯო­ხა­ძე, ქო­რე­ოგ­რა­ფი კი გი­ორ­გი ტო­რი­აშ­ვი­ლი. დად­გმა­ში „და, აი, ჩვენ აქ ვართ — მამ­მა მია“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ გა­მორ­ჩე­უ­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი და მუ­სი­კო­სე­ბი, მათ შო­რის, ანა ქურ­თუ­ბა­ძე, რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი, გიგი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი, ან­დრია გვე­ლე­სი­ა­ნი, სან­დრო კა­ხე­თე­ლი­ძე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი სხვა არ­ტის­ტე­ბი.

24 ივ­ლი­სის ბი­ლე­თე­ბი: https://tkt.ge/event/354420/miuzikli-da-ai-chven-aq-vart-mamma-mia-batumshi

25 ივ­ლი­სის ბი­ლე­თე­ბი: https://tkt.ge/event/354422/miuzikli-da-ai-chven-aq-vart-mamma-mia-batumshi

26 ივ­ლი­სის ბი­ლე­თე­ბი: https://tkt.ge/event/353505/miuzikli-da-ai-chven-aq-vart-mamma-mia-batumshi

დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის ეწ­ვი­ეთ „თე­ატ­რის“ ფე­ის­ბუქ გვერდს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

მიუზიკლს "და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია!" ბათუმის საზაფხულო თეატრი უმასპინძლებს

მიუზიკლს "და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია!" ბათუმის საზაფხულო თეატრი უმასპინძლებს

24, 25 და 26 ივლისს ბათუმის ბულვარში ლეგენდარული ABBA-ს სიმღერები ქართულად გაჟღერდება და მაყურებლები იტალიის კუნძულ პანტელერიაზე დატრიალებული გასაოცარი ამბების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან. საქმე ისაა, რომ ამ დღეებში ბათუმის საზაფხულო თეატრში წარმოდგენა „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია!“ გაიმართება.

„ქუთაისში მოგზაურობის შემდეგ „თეატრი“ მამმა მიას ბათუმელებს, ქართველ და უცხოელ დამსვენებლებს წარუდგენს. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მიუზიკლი თბილისს გასცდა და მიეცა შესაძლებლობა საქართველოს სხვა გამორჩეულ ქალაქებშიც ემოგზაურა. იმედი გვაქვს, დამსწრე საზოგადოება ისიამოვნებს აქ მოთხრობილი ამბებითა და ABBA-ს ყველასთვის საყვარელი სიმღერებით“, – ამბობს „თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ზაალ ჩიქობავა.

მიუზიკლი „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია“ სპეციალურად „თეატრისთვის“ შექმნილ, ადაპტირებულ სცენარს ეფუძნება. წარმოდგენისთვის ქართულ ენაზე ითარგმნა და ადაპტირდა ლეგენდარული ABBA-ს სიმღერებიც. მისი პრემიერა „თეატრში“ თებერვალში შედგა და ქართველი და უცხოელი სტუმრების დიდი მოწონება მალევე დაიმსახურა.

მიუზიკლის დამდგმელი რეჟისორი ზაალ ჩიქობავაა, ინსცენირება კი თეა ყიფშიძეს ეკუთვნის. წარმოდგენის მუსიკალური ხელმძღვანელია თამუნა არჩვაძე, კოსტიუმების მხატვარი ლაშა ჯოხაძე, ქორეოგრაფი კი გიორგი ტორიაშვილი. დადგმაში „და, აი, ჩვენ აქ ვართ — მამმა მია“ მონაწილეობას იღებენ გამორჩეული ქართველი მსახიობები და მუსიკოსები, მათ შორის, ანა ქურთუბაძე, რუსკა მაყაშვილი, გიგი დედალამაზიშვილი, ანდრია გველესიანი, სანდრო კახეთელიძე და საზოგადოებისთვის საყვარელი სხვა არტისტები.

24 ივლისის ბილეთები: https://tkt.ge/event/354420/miuzikli-da-ai-chven-aq-vart-mamma-mia-batumshi

25 ივლისის ბილეთები: https://tkt.ge/event/354422/miuzikli-da-ai-chven-aq-vart-mamma-mia-batumshi

26 ივლისის ბილეთები: https://tkt.ge/event/353505/miuzikli-da-ai-chven-aq-vart-mamma-mia-batumshi

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ „თეატრის“ ფეისბუქ გვერდს.

NS