სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სთხოვო ელჩს, დატოვოს უკრაინა, უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს" - კულება
"სთხოვო ელჩს, დატოვოს უკრაინა, უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს" - კულება

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, დმიტ­რო კუ­ლე­ბას გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის კად­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ „ყვე­ლა­ფერ­მა დუ­ღი­ლის წერ­ტილს მი­აღ­წია“, რის გა­მოც კი­ევ­მა „მკვეთ­რი, მაგ­რამ სა­მარ­თლი­ა­ნი ნა­ბი­ჯი“ გა­დად­გა.

"რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო რა­ღა­ცით უკ­მა­ყო­ფი­ლოა, პირ­ვე­ლი რე­აქ­ცია არის პრო­ტეს­ტი. მე­ო­რე არის ელ­ჩის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­თვის გა­მო­ძა­ხე­ბა და რე­აქ­ცი­ის მე­სა­მე დონე, რამ­დე­ნი­მე სა­ფე­ხუ­რით მა­ღა­ლი სიმ­ძი­მით, არის სთხო­ვო ამ ქვეყ­ნის ელჩს, თა­ვის მთავ­რო­ბას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­თვის უკ­რა­ი­ნა და­ტო­ვოს. დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში ეს უკი­დუ­რე­სად მკაც­რი ფორ­მაა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამას იმ­სა­ხუ­რებს“, – გა­ნა­ცხა­და კუ­ლე­ბამ.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ელჩს სამ­შა­ბათს დი­ლით და­ი­ბა­რე­ბენ, რის შემ­დე­გაც „მას­თან სა­თა­ნა­დო სა­უ­ბა­რი ექ­ნე­ბათ“.

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ნამ­დვი­ლად სურს სა­ა­კაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლით დას­ჯა პი­რა­დი სი­ძულ­ვი­ლი­სა და შუ­რის­ძი­ე­ბის გამო და ისი­ნი მოქ­მე­დე­ბენ ძვე­ლი სტა­ლი­ნუ­რი მე­თო­დით.

„თუ ისი­ნი სა­ა­კაშ­ვილს სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კის­თვის საფრ­თხედ მი­იჩ­ნე­ვენ - მის­ცენ უფ­ლე­ბა, და­ტო­ვოს სა­ქარ­თვე­ლო, დაე, მშვი­დად იცხოვ­როს უკ­რა­ი­ნა­ში ან მსოფ­ლი­ოს სხვა ქვე­ყა­ნა­ში და გა­ნაგ­რძეთ იქ ცხოვ­რე­ბა, რუ­სეთ­თან და­ახ­ლო­ე­ბა, თუ თქვენ ასე გინ­დათ, მაგ­რამ ჩვენ ვხე­დავთ ბრმა, უბ­რა­ლოდ, სას­ტიკ პო­ლი­ტი­კას - მის სიკ­ვდი­ლამ­დე მიყ­ვა­ნას“, - აღ­ნიშ­ნა უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Fara
1

იმსახურებს,მეც თანახმვა ვარ იმით,რომ თვითონ არ გაუშვა შვებულებაში,უკრაინის ელჩი საქართველოში,ღორის ტილი ფეხზე დაისვიო მაგათზეა,შემდეგში უფრო გაიჯეჯილებენ,პასუხი რომ არ მიიღეს'

ბათუმელი
10

ხელის გულზე ჩანს მიშას აშკარა დანაშაულები! რაც გააკეთა ქვეყნიზა უკვე ანაზღაურებული აქვს .მილიონერია! საიდან.. მოიხადოს და აგოს პასუხი! მერე სადაც უნდა წავიდეს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

"სთხოვო ელჩს, დატოვოს უკრაინა, უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს" - კულება

"სთხოვო ელჩს, დატოვოს უკრაინა, უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს" - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის კადრების გამოქვეყნების შემდეგ „ყველაფერმა დუღილის წერტილს მიაღწია“, რის გამოც კიევმა „მკვეთრი, მაგრამ სამართლიანი ნაბიჯი“ გადადგა.

"როდესაც სახელმწიფო რაღაცით უკმაყოფილოა, პირველი რეაქცია არის პროტესტი. მეორე არის ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახება და რეაქციის მესამე დონე, რამდენიმე საფეხურით მაღალი სიმძიმით, არის სთხოვო ამ ქვეყნის ელჩს, თავის მთავრობასთან კონსულტაციებისთვის უკრაინა დატოვოს. დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს“, – განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, საქართველოს ელჩს სამშაბათს დილით დაიბარებენ, რის შემდეგაც „მასთან სათანადო საუბარი ექნებათ“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად სურს სააკაშვილის სიკვდილით დასჯა პირადი სიძულვილისა და შურისძიების გამო და ისინი მოქმედებენ ძველი სტალინური მეთოდით.

„თუ ისინი სააკაშვილს საშინაო პოლიტიკისთვის საფრთხედ მიიჩნევენ - მისცენ უფლება, დატოვოს საქართველო, დაე, მშვიდად იცხოვროს უკრაინაში ან მსოფლიოს სხვა ქვეყანაში და განაგრძეთ იქ ცხოვრება, რუსეთთან დაახლოება, თუ თქვენ ასე გინდათ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ბრმა, უბრალოდ, სასტიკ პოლიტიკას - მის სიკვდილამდე მიყვანას“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.