ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესიდან გავრცელებულ კადრების ეხმაურება და აცხადებს, რომ რასაც „ქართული ოცნება“ ყოფილ პრეზიდენტს უკეთებს, არაადამიანურია.
"რასაც „ქართული ოცნება“ ყოფილ პრეზიდენტს უკეთებს, არაადამიანურია. ეს მთელი ერის პასუხისმგებლობაა. წამება აკრძალულია საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ჯერ კიდევ მაქვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმედი, რომ შეწყალების გამბედაობა ექნება”, - წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“.