პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიჭები გეგუთელები არიან, უფროსი 34 წლის იყო, დანარჩენები 20-24 წლისანი თუ იქნებოდნენ, გოგონებს არ ვიცნობთ" - რას ჰყვებიან უმძიმეს ავარიაზე დაღუპულთა ახლობლები?
"ბიჭები გეგუთელები არიან, უფროსი 34 წლის იყო, დანარჩენები 20-24 წლისანი თუ იქნებოდნენ, გოგონებს არ ვიცნობთ" - რას ჰყვებიან უმძიმეს ავარიაზე დაღუპულთა ახლობლები?
  • ფოტო: სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან

დღეს გამ­თე­ნი­ი­სას უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორტთან, სა­დაც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 5 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან­ქა­ნა­ში 6 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, ავ­ტო­მან­ქა­ნა ბე­ტო­ნის კონ­სტრუქ­ცი­ას შე­ე­ჯა­ხა, გზი­დან გა­და­ვარ­და და აფეთ­ქდა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 4 ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, მე­ხუ­თე - კლი­ნი­კა­ში, გა­დარ­ჩე­ნი­ლი და მძი­მედ და­შა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნა ამ ეტაპ­ზე თბი­ლი­სის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­შია გად­მოყ­ვა­ნი­ლი.

რო­გორც გა­ირ­კვა, ოთხი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი ბიჭი წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გე­გუ­თის მკვიდ­რი იყო.

ნიკა მჟა­ვია, სო­ფელ გე­გუ­თის რწმუ­ნე­ბუ­ლი:

"არა­ვინ იცის, რა და რო­გორ მოხ­და, მთე­ლი სო­ფე­ლი ამ ახალ­გაზ­რდა ბი­ჭებს გლო­ვობს. ბი­ჭე­ბი გე­გუ­თე­ლე­ბი არი­ან, გო­გო­ნე­ბი - არა. რო­გორც გავ­რცელ­და, ერთი გო­გო­ნა გარ­დაც­ვლი­ლა, მე­ო­რე კი თბი­ლის­ში გა­და­უყ­ვა­ნი­ათ, ისიც მძი­მედ არის. გო­გო­ნე­ბის ვი­ნა­ო­ბა არ ვი­ცით, ჩვე­ნე­ბუ­რე­ბი არ არი­ან. ოთხი­ვე­ნი - ლაშა წი­ქო­რა­ძე, მა­მუ­კა ბრეგ­ვა­ძე, ჯუბა კუ­ხი­ა­ნი­ძე, გი­ორ­გი მა­მი­სე­იშ­ვი­ლი კარგი ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ. მათ­გან ჯუბა ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი (34 წლის) იყო, არ­ცერ­თი მათ­გა­ნი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ არის, 20-24 წლი­სა­ნი არი­ან. ოთხი­ვე­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს გე­გუთ­ში“.

და­ნი­ელ შა­ლი­კაშ­ვი­ლი ლა­შას და ჯუ­ბას მე­გო­ბა­რი:

"სი­ტყვებს თავს ვერ ვუყ­რი, არ შე­მიძ­ლია, მთე­ლი დღეა სამ­სა­ხურ­ში ცრემ­ლებს ვიშ­რობ. სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით, ვერ ვა­ხერ­ხებ გე­გუთ­ში ჩას­ვლას, იქ მინ­და ვიყო, მაგ­რამ სამ­სა­ხუ­რის გამო არ გა­მო­დის. ლაშა წლე­ბის წინ გა­ვი­ცა­ნი, ტან­ვარ­ჯიშ­ზე ერ­თად დავ­დი­ო­დით ადრე. ასე­თი ხა­ლი­სი­ა­ნი, მუ­დამ ღი­მი­ლი­ა­ნი და ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი ცოტა მი­ნა­ხავს. მას პა­ტა­რა ძმა ჰყავს, მახ­სოვს, რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რი იყო ძმას რომ ელო­დე­ბო­და, მზე და მთვა­რე ამოს­დი­ო­და მას­ზე. ჯუბა ჩემი მე­ზო­ბე­ლი და ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩემი ოჯა­ხის წევ­რი იყო, მის ხელ­ში გა­ვი­ზარ­დე.. ორი­ვე ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, მძი­მეა მათ­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი. ჯუბა იყო ყვე­ლას გა­ჭირ­ვე­ბის ტალკ­ვე­სი, ოღონდ ვინ­მეს რამე დას­ჭი­რე­ბო­და, მზად იყო და­სახ­მა­რებ­ლად, თან ჰყვე­ბო­და ადა­მი­ა­ნებს, სი­ცო­ცხლე უყ­ვარ­და ძა­ლი­ან. ლა­შაც და ჯუ­ბაც (და­ნარ­ჩე­ნებს შო­რი­დან ვიც­ნობ) ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და..."

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკუცელა
2

გადამეტებული სიჩქარეა ყოველთვის ესეთი შედეგის მომტანი, ნელა ვინც დადის ყველა ასწრებს შესაბამის რეაგირებას და ცუდი შედეგის თავიდან არიდებას.

ფატი
5

ოი.რა ხდება ეს...ვუსამძიმრებ ოჯახს და საქართველოს ....სადაა ამდენი დასაკარგი შვილები....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"ბიჭები გეგუთელები არიან, უფროსი 34 წლის იყო, დანარჩენები 20-24 წლისანი თუ იქნებოდნენ, გოგონებს არ ვიცნობთ" - რას ჰყვებიან უმძიმეს ავარიაზე დაღუპულთა ახლობლები?

"ბიჭები გეგუთელები არიან, უფროსი 34 წლის იყო, დანარჩენები 20-24 წლისანი თუ იქნებოდნენ, გოგონებს არ ვიცნობთ" - რას ჰყვებიან უმძიმეს ავარიაზე დაღუპულთა ახლობლები?
  • ფოტო: სოციალური ქსელიდან

დღეს გამთენიისას უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ქუთაისის აეროპორტთან, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში 6 ადამიანი იმყოფებოდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავტომანქანა ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა, გზიდან გადავარდა და აფეთქდა. არსებული ინფორმაციით, 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მეხუთე - კლინიკაში, გადარჩენილი და მძიმედ დაშავებული გოგონა ამ ეტაპზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადმოყვანილი.

როგორც გაირკვა, ოთხივე გარდაცვლილი ბიჭი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის მკვიდრი იყო.

ნიკა მჟავია, სოფელ გეგუთის რწმუნებული:

"არავინ იცის, რა და როგორ მოხდა, მთელი სოფელი ამ ახალგაზრდა ბიჭებს გლოვობს. ბიჭები გეგუთელები არიან, გოგონები - არა. როგორც გავრცელდა, ერთი გოგონა გარდაცვლილა, მეორე კი თბილისში გადაუყვანიათ, ისიც მძიმედ არის. გოგონების ვინაობა არ ვიცით, ჩვენებურები არ არიან. ოთხივენი - ლაშა წიქორაძე, მამუკა ბრეგვაძე, ჯუბა კუხიანიძე, გიორგი მამისეიშვილი კარგი ახალგაზრდები იყვნენ. მათგან ჯუბა ყველაზე უფროსი (34 წლის) იყო, არცერთი მათგანი დაოჯახებული არ არის, 20-24 წლისანი არიან. ოთხივენი ადგილზე დაიღუპა, საშინელება ტრიალებს გეგუთში“.

დანიელ შალიკაშვილი ლაშას და ჯუბას მეგობარი:

"სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, არ შემიძლია, მთელი დღეა სამსახურში ცრემლებს ვიშრობ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერ ვახერხებ გეგუთში ჩასვლას, იქ მინდა ვიყო, მაგრამ სამსახურის გამო არ გამოდის. ლაშა წლების წინ გავიცანი, ტანვარჯიშზე ერთად დავდიოდით ადრე. ასეთი ხალისიანი, მუდამ ღიმილიანი და ერთგული მეგობარი ცოტა მინახავს. მას პატარა ძმა ჰყავს, მახსოვს, როგორი ბედნიერი იყო ძმას რომ ელოდებოდა, მზე და მთვარე ამოსდიოდა მასზე. ჯუბა ჩემი მეზობელი და ფაქტობრივად, ჩემი ოჯახის წევრი იყო, მის ხელში გავიზარდე.. ორივე ძალიან კარგი ადამიანი იყო, მძიმეა მათზე წარსულში საუბარი. ჯუბა იყო ყველას გაჭირვების ტალკვესი, ოღონდ ვინმეს რამე დასჭირებოდა, მზად იყო დასახმარებლად, თან ჰყვებოდა ადამიანებს, სიცოცხლე უყვარდა ძალიან. ლაშაც და ჯუბაც (დანარჩენებს შორიდან ვიცნობ) ყველას ძალიან უყვარდა..."