პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"და, აი, ჩვენ აქ ვართ - მამმა მია!" ქუთაისში მიემგზავრება
"და, აი, ჩვენ აქ ვართ - მამმა მია!" ქუთაისში მიემგზავრება

მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სივ­რცე „თე­ატ­რის“ მი­უ­ზიკ­ლი „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამ­მა მია!“ ქუ­თა­ის­ში, ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტულ თე­ატ­რში გა­ცო­ცხლდე­ბა და სტუმ­რებს იტა­ლი­ის კუნ­ძულ პან­ტე­ლე­რი­ა­ზე დატ­რი­ა­ლე­ბულ ამ­ბებს მო­უ­თხრობს.

„მა­ხა­რებს ის ფაქ­ტი, რომ „თე­ატ­რი“ მამ­მა მიას ახლა ქუ­თა­ი­სე­ლებ­სა და იქ მოგ­ზა­ურ ტუ­რის­ტებს წა­რუდ­გენს და გა­მორ­ჩე­უ­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი­სა და მომ­ღერ­ლე­ბის მიერ შეს­რუ­ლე­ბი ABBA-ს სიმ­ღე­რე­ბი ჩვენს საყ­ვა­რელ ქა­ლაქ­შიც გაჟ­ღერ­დე­ბა. ვფიქ­რობ, სტუმ­რე­ბი მო­ი­ხიბ­ლე­ბი­ან სიყ­ვა­რუ­ლის იმ ბედ­ნი­ე­რი და სევ­დი­ა­ნი ამ­ბე­ბით, რომ­ლებ­საც წარ­მოდ­გე­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ მო­ვუ­თხრობთ“, – ამ­ბობს „თე­ატ­რის“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, ზაალ ჩი­ქო­ბა­ვა.

მი­უ­ზიკ­ლი „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამ­მა მია“ სპე­ცი­ა­ლუ­რად „თე­ატ­რის­თვის“ შექ­მნილ, ადაპ­ტი­რე­ბულ სცე­ნარს ეფუძ­ნე­ბა. წარ­მოდ­გე­ნის­თვის ქარ­თულ ენა­ზე ითარ­გმნა და ადაპ­ტირ­და ლე­გენ­და­რუ­ლი ABBA-ს სიმ­ღე­რე­ბიც. მისი პრე­მი­ე­რა „თე­ატ­რში“ თე­ბერ­ვალ­ში შედ­გა და ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის დიდი მო­წო­ნე­ბა მა­ლე­ვე და­იმ­სა­ხუ­რა.

მი­უ­ზიკ­ლის დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რი ზაალ ჩი­ქო­ბა­ვაა, ინ­სცე­ნი­რე­ბა კი თეა ყიფ­ში­ძეს ეკუთ­ვნის. წარ­მოდ­გე­ნის მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლია თა­მუ­ნა არჩვა­ძე, კოს­ტი­უ­მე­ბის მხატ­ვა­რი ლაშა ჯო­ხა­ძე, ქო­რე­ოგ­რა­ფი კი გი­ორ­გი ტო­რი­აშ­ვი­ლი. დად­გმა­ში „და, აი, ჩვენ აქ ვართ — მამ­მა მია“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ გა­მორ­ჩე­უ­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი და მუ­სი­კო­სე­ბი, მათ შო­რის, ანა ქურ­თუ­ბა­ძე, რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი, გიგი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი, ან­დრია გვე­ლე­სი­ა­ნი, სან­დრო კა­ხე­თე­ლი­ძე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი სხვა არ­ტის­ტე­ბი.

მა­ყუ­რე­ბელ­თა თხოვ­ნით წარ­მოდ­გე­ნა „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამ­მა მია“ ქუ­თა­ი­სის ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტულ თე­ატ­რში 22 ივ­ლისს ორ­ჯერ, 17:00-სა და 20:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

დღის წარ­მოდ­გე­ნის ბი­ლე­თე­ბი: https://tkt.ge/event/355653/miuzikli-da-ai-chven-aq-vart-mamma-mia-qutaisshi

სა­ღა­მოს წარ­მოდ­გე­ნის ბი­ლე­თე­ბი: https://tkt.ge/event/353499/miuzikli-da-ai-chven-aq-vart-mamma-mia-qutaisshi

დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის ეწ­ვი­ეთ „თე­ატ­რის“ ფე­ის­ბუქ გვერდს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"და, აი, ჩვენ აქ ვართ - მამმა მია!" ქუთაისში მიემგზავრება

"და, აი, ჩვენ აქ ვართ - მამმა მია!" ქუთაისში მიემგზავრება

მულტიფუნქციური სივრცე „თეატრის“ მიუზიკლი „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია!“ ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაცოცხლდება და სტუმრებს იტალიის კუნძულ პანტელერიაზე დატრიალებულ ამბებს მოუთხრობს.

„მახარებს ის ფაქტი, რომ „თეატრი“ მამმა მიას ახლა ქუთაისელებსა და იქ მოგზაურ ტურისტებს წარუდგენს და გამორჩეული ქართველი მსახიობებისა და მომღერლების მიერ შესრულები ABBA-ს სიმღერები ჩვენს საყვარელ ქალაქშიც გაჟღერდება. ვფიქრობ, სტუმრები მოიხიბლებიან სიყვარულის იმ ბედნიერი და სევდიანი ამბებით, რომლებსაც წარმოდგენის განმავლობაში მათ მოვუთხრობთ“, – ამბობს „თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ზაალ ჩიქობავა.

მიუზიკლი „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია“ სპეციალურად „თეატრისთვის“ შექმნილ, ადაპტირებულ სცენარს ეფუძნება. წარმოდგენისთვის ქართულ ენაზე ითარგმნა და ადაპტირდა ლეგენდარული ABBA-ს სიმღერებიც. მისი პრემიერა „თეატრში“ თებერვალში შედგა და ქართველი და უცხოელი სტუმრების დიდი მოწონება მალევე დაიმსახურა.

მიუზიკლის დამდგმელი რეჟისორი ზაალ ჩიქობავაა, ინსცენირება კი თეა ყიფშიძეს ეკუთვნის. წარმოდგენის მუსიკალური ხელმძღვანელია თამუნა არჩვაძე, კოსტიუმების მხატვარი ლაშა ჯოხაძე, ქორეოგრაფი კი გიორგი ტორიაშვილი. დადგმაში „და, აი, ჩვენ აქ ვართ — მამმა მია“ მონაწილეობას იღებენ გამორჩეული ქართველი მსახიობები და მუსიკოსები, მათ შორის, ანა ქურთუბაძე, რუსკა მაყაშვილი, გიგი დედალამაზიშვილი, ანდრია გველესიანი, სანდრო კახეთელიძე და საზოგადოებისთვის საყვარელი სხვა არტისტები.

მაყურებელთა თხოვნით წარმოდგენა „და, აი, ჩვენ აქ ვართ – მამმა მია“ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 22 ივლისს ორჯერ, 17:00-სა და 20:00 საათზე გაიმართება.

დღის წარმოდგენის ბილეთები: https://tkt.ge/event/355653/miuzikli-da-ai-chven-aq-vart-mamma-mia-qutaisshi

საღამოს წარმოდგენის ბილეთები: https://tkt.ge/event/353499/miuzikli-da-ai-chven-aq-vart-mamma-mia-qutaisshi

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ „თეატრის“ ფეისბუქ გვერდს.

NS