მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასშტაბური არეულობა გრძელდება: თავდასხმა ერთ-ერთი მერის სახლზე და მოკლული ბიჭის ბებიის მოწოდება სიმშვიდისკენ - რა ხდებოდა გასულ ღამეს საფრანგეთში?
მასშტაბური არეულობა გრძელდება: თავდასხმა ერთ-ერთი მერის სახლზე და მოკლული ბიჭის ბებიის მოწოდება სიმშვიდისკენ - რა ხდებოდა გასულ ღამეს საფრანგეთში?

საფ­რან­გეთ­ში გრძელ­დე­ბა არე­უ­ლო­ბა, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ე­ლის მიერ 17 წლის მო­ზარ­დის, ნა­ჰე­ლის მოკ­ვლას მოჰ­ყვა. პრო­ტეს­ტმა ძა­ლა­დობ­რი­ვი ფორ­მა მი­ი­ღო, დე­მონ­სტრა­ტებ­მა და­არ­ბი­ეს სხვა­დას­ხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი შე­ნო­ბე­ბი. იყო შე­ტა­კე­ბე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან, თუმ­ცა შა­ბათ­თან შე­და­რე­ბით, კვი­რას მთე­ლი საფ­რან­გე­თის მას­შტა­ბით, ვი­თა­რე­ბა ნაკ­ლე­ბად და­ძა­ბუ­ლი იყო. ელი­სეს სა­სახ­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ 3 ივ­ლისს, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი ქვეყ­ნის პრე­მი­ერს, ში­ნა­გან საქ­მე­თა და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრებს ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 19:00 სა­ათ­ზე შეხ­ვდე­ბა, რათა ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ და­ი­ლა­პა­რა­კონ.

კვი­რას, წინა ღა­მით მომ­ხდა­რი არე­უ­ლო­ბის შემ­დეგ, უშიშ­რო­ე­ბის ძა­ლებს, საფ­რან­გე­თის მას­შტა­ბით, 45,000-ზე მეტი პო­ლი­ცი­ე­ლი და ჟან­დარ­მი ჰყავთ გან­ლა­გე­ბუ­ლი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ნა­ჰელ მერ­ზუ­კის ბე­ბი­ამ კვი­რას აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­მარ­თა თხოვ­ნით, რომ "არ და­ა­ზი­ა­ნონ სკო­ლე­ბი, არ და­ამ­ტვრი­ონ ავ­ტო­ბუ­სე­ბი, რად­გან იმ ავ­ტო­ბუ­სებ­ში შე­საძ­ლოა დე­დე­ბი და ბავ­შვე­ბიც იყ­ვნენ.”

სამ­შა­ბა­თი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ, და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის ბევ­რი არას­რულ­წლო­ვა­ნია. ამის თა­ო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ჟე­რალდ დარ­მა­ნინ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ 2000-ზე მეტი და­კა­ვე­ბუ­ლის სა­შუ­ა­ლო ასა­კი 17 წე­ლია.

  • "მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა"
ასევე დაგაინტერესებთ
11:03 / 29-06-2023

საპროტესტო აქციები საფრანგეთში 17 წლის მოზარდის მკვლელობის გამო - აქტივისტებმა მერიის, პოლიციისა და სასწავლო დაწესებულებების შენობები დაარბიეს (ფოტოები)

10:01 / 30-06-2023

"მითხრა, - "დედა, მიყვარხარ“, ერთი საათის შემდეგ კი მატყობინებენ, რომ მოკლეს..." - ვინ იყო 17 წლის მოზარდი, რომელიც საფრანგეთში პოლიციამ მოკლა და რა მოხდა საბედისწერო დღეს

12:13 / 02-07-2023

საფრანგეთში პოლიციის მიერ 17 წლის ახალგაზრდის მკვლელობას არეულობა მოჰყვა შვეიცარიაშიც - დააკვეს 7 პირი, რომელთაგან ერთი ქართველია

09:56 / 03-07-2023

მასშტაბური არეულობა გრძელდება: თავდასხმა ერთ-ერთი მერის სახლზე და მოკლული ბიჭის ბებიის მოწოდება სიმშვიდისკენ - რა ხდებოდა გასულ ღამეს საფრანგეთში?

კვი­რას, პა­რი­ზის ერთ-ერთი გა­რე­უბ­ნის მერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მის სახ­ლს თავს და­ესხნენ და ამას მისი ოჯა­ხის "მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა" უწო­და.

”დი­ლის 1:30 სა­ათ­ზე, როცა მე­რი­ა­ში ვი­ყა­ვი, უც­ნო­ბი პი­რე­ბი მან­ქა­ნით შე­ე­ჯახ­ნენ ჩემს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს, შემ­დეგ კი ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს. ამ დროს შე­ნო­ბა­ში ჩემს მე­უღ­ლეს და ორ მცი­რე­წლო­ვან შვილს ეძი­ნათ”, - გა­ნა­ცხა­და პა­რი­ზის სამ­ხრეთ გა­რე­უ­ბან­ში მდე­ბა­რე კო­მუ­ნის L'Haÿ-les-Roses-ის მერ­მა, ვინ­სენტ ჟანბ­რუნ­მა.

"ბავ­შვე­ბის დაც­ვი­სას და თავ­დამ­სხმე­ლე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის მცდე­ლო­ბი­სას, და­შავ­და ჩემი მე­უღ­ლე და შვი­ლი“.

ჟანბ­რუნ­მა და­ა­მა­ტა, რომ ამ სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­ის აღ­სა­წე­რად სი­ტყვე­ბი არ ჰყოფ­ნის და პო­ლი­ცი­ას და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რებს დახ­მა­რე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

კრე­ტე­ი­ლის პრო­კუ­რა­ტუ­რამ ინ­ცი­დენ­ტი "მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბად" შე­ა­ფა­სა. პრო­კუ­რორ სტე­ფან ჰარ­დუ­ი­ნის თქმით, ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი მან­ქა­ნა ჟანბ­რუ­ნის სა­კუთ­რე­ბა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით და­ახ­ლო­ე­ბით 1:30 სა­ათ­ზე შე­იჭ­რა.

მე­რის მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი - 5 და 7 წლის, უკა­ნა ბაღ­ში გა­იქ­ცნენ. პრო­კუ­რო­რის თქმით, გაქ­ცე­ვი­სას მე­რის მე­უღ­ლემ წვი­ვი და­ი­ზი­ა­ნა.

"ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დე­ბა იმი­სათ­ვის, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და­ი­სა­ჯონ“, - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

  • ასო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბამ უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბი და სპეც­რაზ­მი მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გა­ნა­თავ­სა, არე­უ­ლო­ბა კვლავ გაგ­რძელ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცე­მე­ბით, საფ­რან­გეთ­ში 3 ივ­ლი­სის ღა­მით 700-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ და­შავ­და 45 პო­ლი­ცი­ე­ლი და ჟან­დარ­მი, და­ზი­ან­და 74 შე­ნო­ბა, მათ შო­რის 26 პო­ლი­ცი­ი­სა და ჟან­დარ­მის გან­ყო­ფი­ლე­ბა, და­იწ­ვა 577 მან­ქა­ნა.

ამავდრო­უ­ლად, ჩი­ნეთ­მა საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რებ თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებს სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­და მას შემ­დეგ, რაც ქა­ლაქ მარ­სელ­ში ჩი­ნუ­რი ტუ­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფის ავ­ტო­ბუ­სის მი­ნე­ბი ჩა­ამ­ტვრი­ეს, შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე ტუ­რის­ტი მსუ­ბუ­ქად და­შავ­და.

მარ­სელ­ში ჩი­ნე­თის გე­ნე­რა­ლურ­მა სა­კონ­სუ­ლომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნა და საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­და, უზ­რუნ­ველ­ყოს ჩი­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და მათი ქო­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა არე­უ­ლო­ბის ფონ­ზე.

სა­მი­ნის­ტრო­ში არ აკონ­კრე­ტე­ბენ, რო­დის მოხ­და ინ­ცი­დენ­ტი და რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. ნათ­ქვა­მია, რომ შემ­თხვე­ვის შემ­დეგ ტუ­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფის ყვე­ლა წევ­რმა საფ­რან­გე­თი და­ტო­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, საფ­რან­გეთ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­სულ კვი­რას მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც პო­ლი­ცი­ელ­მა 17 წლის ახალ­გაზ­რდა, ნა­ჰელ მერ­ზუ­კი საგ­ზაო წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო გა­ა­ჩე­რა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა, რის შე­დე­გა­დაც მო­ზარ­დი გარ­და­იც­ვა­ლა. ლო­ზუნ­გით - "სა­მარ­თა­ლი ნა­ჰე­ლის­თვის“ და­წყე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო მსვლე­ლო­ბე­ბი არე­უ­ლო­ბა­სა და ძა­ლა­დო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. დე­მონ­სტრან­ტე­ბის ნა­წი­ლი ანად­გუ­რებს მა­ღა­ზი­ებ­სა და სხვა შე­ნო­ბებს, ავ­ტო­მო­ბი­ლებს, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს.

ახალ­გაზ­რდის სიკ­ვდილ­მა გა­ა­ჩი­ნა კი­თხვე­ბი იმის შე­სა­ხებ, იყო თუ არა მისი მკვლე­ლო­ბა რა­სობ­რი­ვად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი.

პო­ლი­ცი­ის ოფი­ცერს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით მკვლე­ლო­ბა­ში და წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Jaguar
2

Დღეს ველაპარაკებოდი ერთ მაროკოელს და მითხრა ფრანგები მაგარი რასისტები არიანო, ჩვენ მუსლიმებს სრული უფლება უნდა გვქონდესო, 

Ეგ იცის ზედმეტმა თავისუფლებამ და დემოკრატიამ, იმედია საქართველოში იგივე არ მოხდება...

არეულობა
22

ჯერ სად ხართ უკრაინის ომი მოგონება იქნება რაც ევროპას და ამერიკას ელის შიდაარეულობებით, ნელ-ნელა ძალას იკრებს ისე რომ ვერაფერი ვერ შეაჩერებს პროცესებს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

მასშტაბური არეულობა გრძელდება: თავდასხმა ერთ-ერთი მერის სახლზე და მოკლული ბიჭის ბებიის მოწოდება სიმშვიდისკენ - რა ხდებოდა გასულ ღამეს საფრანგეთში?

მასშტაბური არეულობა გრძელდება: თავდასხმა ერთ-ერთი მერის სახლზე და მოკლული ბიჭის ბებიის მოწოდება სიმშვიდისკენ - რა ხდებოდა გასულ ღამეს საფრანგეთში?

საფრანგეთში გრძელდება არეულობა, რომელიც პოლიციელის მიერ 17 წლის მოზარდის, ნაჰელის მოკვლას მოჰყვა. პროტესტმა ძალადობრივი ფორმა მიიღო, დემონსტრატებმა დაარბიეს სხვადასხვა საზოგადოებრივი შენობები. იყო შეტაკებები სამართალდამცველებთან, თუმცა შაბათთან შედარებით, კვირას მთელი საფრანგეთის მასშტაბით, ვითარება ნაკლებად დაძაბული იყო. ელისეს სასახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ 3 ივლისს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყნის პრემიერს, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს ადგილობრივი დროით 19:00 საათზე შეხვდება, რათა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ დაილაპარაკონ.

კვირას, წინა ღამით მომხდარი არეულობის შემდეგ, უშიშროების ძალებს, საფრანგეთის მასშტაბით, 45,000-ზე მეტი პოლიციელი და ჟანდარმი ჰყავთ განლაგებული.

საინტერესოა, რომ ნაჰელ მერზუკის ბებიამ კვირას აქციის მონაწილეებს მიმართა თხოვნით, რომ "არ დააზიანონ სკოლები, არ დაამტვრიონ ავტობუსები, რადგან იმ ავტობუსებში შესაძლოა დედები და ბავშვებიც იყვნენ.”

სამშაბათიდან მოყოლებული, საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, დაკავებულთა შორის ბევრი არასრულწლოვანია. ამის თაობაზე განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა და აღნიშნა, რომ 2000-ზე მეტი დაკავებულის საშუალო ასაკი 17 წელია.

  • "მკვლელობის მცდელობა"

კვირას, პარიზის ერთ-ერთი გარეუბნის მერმა განაცხადა, რომ მის სახლს თავს დაესხნენ და ამას მისი ოჯახის "მკვლელობის მცდელობა" უწოდა.

”დილის 1:30 საათზე, როცა მერიაში ვიყავი, უცნობი პირები მანქანით შეეჯახნენ ჩემს საცხოვრებელ სახლს, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს. ამ დროს შენობაში ჩემს მეუღლეს და ორ მცირეწლოვან შვილს ეძინათ”, - განაცხადა პარიზის სამხრეთ გარეუბანში მდებარე კომუნის L'Haÿ-les-Roses-ის მერმა, ვინსენტ ჟანბრუნმა.

"ბავშვების დაცვისას და თავდამსხმელებისგან თავის დაღწევის მცდელობისას, დაშავდა ჩემი მეუღლე და შვილი“.

ჟანბრუნმა დაამატა, რომ ამ საშინელი ტრაგედიის აღსაწერად სიტყვები არ ჰყოფნის და პოლიციას და სამაშველო სამსახურებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

კრეტეილის პროკურატურამ ინციდენტი "მკვლელობის მცდელობად" შეაფასა. პროკურორ სტეფან ჰარდუინის თქმით, ცეცხლმოკიდებული მანქანა ჟანბრუნის საკუთრებაში ადგილობრივი დროით დაახლოებით 1:30 საათზე შეიჭრა.

მერის მეუღლე და ორი შვილი - 5 და 7 წლის, უკანა ბაღში გაიქცნენ. პროკურორის თქმით, გაქცევისას მერის მეუღლემ წვივი დაიზიანა.

"ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ“, - განაცხადა პროკურორმა.

  • ასობით დაკავებული

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის მთავრობამ უსაფრთხოების ძალები და სპეცრაზმი მთელი ქვეყნის მასშტაბით განათავსა, არეულობა კვლავ გაგრძელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საფრანგეთში 3 ივლისის ღამით 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ დაშავდა 45 პოლიციელი და ჟანდარმი, დაზიანდა 74 შენობა, მათ შორის 26 პოლიციისა და ჟანდარმის განყოფილება, დაიწვა 577 მანქანა.

ამავდროულად, ჩინეთმა საფრანგეთში მცხოვრებ თავის მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც ქალაქ მარსელში ჩინური ტურისტული ჯგუფის ავტობუსის მინები ჩაამტვრიეს, შედეგად რამდენიმე ტურისტი მსუბუქად დაშავდა.

მარსელში ჩინეთის გენერალურმა საკონსულომ ოფიციალური საჩივარი შეიტანა და საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს ჩინეთის მოქალაქეებისა და მათი ქონების უსაფრთხოება არეულობის ფონზე.

სამინისტროში არ აკონკრეტებენ, როდის მოხდა ინციდენტი და რამდენი ადამიანი დაშავდა. ნათქვამია, რომ შემთხვევის შემდეგ ტურისტული ჯგუფის ყველა წევრმა საფრანგეთი დატოვა.

შეგახსენებთ, საფრანგეთში საპროტესტო აქციები გასულ კვირას მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელმა 17 წლის ახალგაზრდა, ნაჰელ მერზუკი საგზაო წესების დარღვევის გამო გააჩერა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა. ლოზუნგით - "სამართალი ნაჰელისთვის“ დაწყებული საპროტესტო მსვლელობები არეულობასა და ძალადობაში გადაიზარდა. დემონსტრანტების ნაწილი ანადგურებს მაღაზიებსა და სხვა შენობებს, ავტომობილებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

ახალგაზრდის სიკვდილმა გააჩინა კითხვები იმის შესახებ, იყო თუ არა მისი მკვლელობა რასობრივად მოტივირებული.

პოლიციის ოფიცერს ბრალი წაუყენეს ნებაყოფლობით მკვლელობაში და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.