პოლიტიკა
საზოგადოება

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაბინძურება ყველაზე საშიში ჩვენთანაა, ვინაიდან აკუმულაცია, ძირითადად, ჩვენს სანაპიროზე მოხდება" - როდიდან შეიძლება ველოდოთ შავი ზღვის დაბინძურებას
"დაბინძურება ყველაზე საშიში ჩვენთანაა, ვინაიდან აკუმულაცია, ძირითადად, ჩვენს სანაპიროზე მოხდება" - როდიდან შეიძლება ველოდოთ შავი ზღვის დაბინძურებას

ხერ­სო­ნის ოლ­ქში კა­ხოვ­კის ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ ეკო­ლო­გე­ბი ში­შო­ბენ, რომ როცა შავ ზღვა­ში მდი­ნა­რის წყლის ასე­თი დიდი ნა­კა­დი ჩა­იღ­ვრე­ბა, შავი ზღვის წყა­ლი გამ­ტკნარ­დე­ბა და ზღვის ეკო­სის­ტე­მას საფრ­თხე და­ე­მუქ­რე­ბა. შე­საძ­ლოა გა­ნად­გურ­დეს მა­რი­ლი­ა­ნი წყლის თევ­ზე­ბის თუ წყალმცე­ნა­რე­ე­ბის არა­ერ­თი სა­ხე­ო­ბა. შავი ზღვა თა­ვის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში გა­ზა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მტკნა­რი წყლით რამ­დე­ნი­მე ათე­ულ კი­ლო­მეტრზე, რაც გა­მო­იწ­ვევს მისი უამ­რა­ვი ბი­ნად­რის და­ღუპ­ვას ათე­უ­ლო­ბით კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბი­თაც. ოკე­ა­ნო­ლო­გი, ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი, ნა­პირ­დაც­ვის პრობ­ლე­მე­ბის შემ­სწავ­ლე­ლი მეც­ნი­ე­რი ნო­დარ წივ­წი­ვა­ძე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ შავ ზღვა­ში მოხ­ვდე­ბა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, საწ­ვა­ვი, ზე­თე­ბი და ცხო­ველ­თა ლე­შის ბაქ­ტე­რი­ე­ბი, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მო­იწ­ვევს ინ­ფექ­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბას, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

- ჩვე­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მო­ნი­ტო­რინგს აწარ­მო­ე­ბენ და ჯერ უც­ნო­ბია, რა სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნე­ბა. გა­აჩ­ნია, ზღვა­ში დამ­ბინ­ძუ­რებ­ლე­ბის რო­გო­რი კონ­ცენ­ტრა­ცია იქ­ნე­ბა. და­ბინ­ძუ­რე­ბა არის მე­ქა­ნი­კუ­რი, ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ქი­მი­უ­რი, ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი, შე­იძ­ლე­ბა ნან­გრე­ვე­ბი­თაც იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი, ხის მერ­ქნის მა­სა­ლით, მო­ტივ­ტი­ვე საგ­ნე­ბით, სა­მე­ურ­ნეო ნაგ­ვის ნარ­ჩე­ნე­ბით, ქა­ღალ­დით და ა.შ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კაშხლის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ზღვის ყვე­ლა სა­ხის და­ბინ­ძუ­რე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი - ჩვენ არ ვი­ცით, რა რა­ო­დე­ნო­ბის პი­რუ­ტყვი, ადა­მი­ა­ნი ან ფრინ­ვე­ლია და­ხო­ცი­ლი, რომ­ლე­ბიც წყალ­ში ლპე­ბი­ან. მარ­თა­ლია, ზღვის წყა­ლი მა­რი­ლი­ა­ნია და ერ­თგვა­რი და­კონ­სერ­ვე­ბა ხდე­ბა, მაგ­რამ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რო­გორ მოქ­მე­დე­ბენ მერე წარ­მოქ­მნი­ლი ლპო­ბის პრო­დუქ­ტე­ბი მწვა­ნე მცე­ნა­რე­ებ­ზე, ცი­ა­ნო­ბაქ­ტე­რი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც ტოქ­სი­კუ­რე­ბი არი­ან - ანა­ბე­ა­ნა, მიკ­რო­ცის­ტი და ნო­დუ­ლა­რია ისე­თი სა­ში­ნე­ლი წყალმცე­ნა­რე­ე­ბი არი­ან, რო­მელ­თა წი­ნა­აღ­მდეგ ან­ტი­დო­ტიც არ არ­სე­ბობს. ამ მცე­ნა­რე­ე­ბით გაყ­ვა­ვილ­და ერის ტბა ამე­რი­კის კონ­ტი­ნენტზე ისე, რომ ხალ­ხს რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სუფ­თა წყა­ლი არ ჰქონ­და. ეს წყალმცე­ნა­რე­ე­ბი არის შავ ზღვა­შიც. ისი­ნი დუ­ნა­ის სა­ნა­პი­რო­ზე წარ­მო­იქ­მნა, ტივ­ტი­ვებს და მთელ შავ ზღვა­ში შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვხვდეს.

და­ბინ­ძუ­რე­ბა სა­ა­თის ის­რის მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მოძ­რა­ობს: გა­ივ­ლის რუ­მი­ნეთს, ბულ­გა­რეთს, თურ­ქეთს და შემ­დეგ ჩვენ­კენ წა­მო­ვა. ამას­თან, და­ბინ­ძუ­რე­ბა ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ჩვენ­თა­ნაა, ვი­ნა­ი­დან აკუ­მუ­ლა­ცია, ძი­რი­თა­დად, ჩვენს სა­ნა­პი­რო­ზე მოხ­დე­ბა. შე­საძ­ლოა და­ბინ­ძუ­რე­ბამ გა­მო­იწ­ვი­ოს ცი­ა­ნო­ბაქ­ტე­რი­ე­ბის წარ­მოქ­მნა - ეს ლურჯ-მწვა­ნე მიკ­როს­კო­პუ­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად აზო­ტი­სა და ფოს­ფო­რის გარ­კვე­უ­ლი პრო­ცენ­ტუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით წარ­მო­იქ­მნე­ბი­ან წყალ­ში, მერე ეფა­რე­ბი­ან წყლის ზე­და­პირს და, პრაქ­ტი­კუ­ლად, მზის სი­ნათ­ლე ქვე­ვით აღარ გა­დის, რის შე­დე­გა­დაც იქ თუ რო­მე­ლი­მე ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბია, ზოგი იღუ­პე­ბა, ზო­გიც იწამ­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით თევ­ზის მოხ­მა­რე­ბამ ადა­მი­ან­ში გა­მო­იწ­ვი­ოს ბაქ­ტე­რი­ე­ბის აკუ­მუ­ლა­ცია ორ­გა­ნიზ­მში და ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი დად­გეს. ერთ თევზს ბაქ­ტე­რი­ე­ბი ვერ ერე­ვა, მაგ­რამ რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში რამ­დე­ნი­მე თევ­ზის ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა მოხ­ვდე­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ძა­ლი­ან ავ­ნებს.

- რო­დი­დან უნდა ვე­ლო­დოთ ჩვენს სა­ნა­პი­რო­ზე და­ბინ­ძუ­რე­ბის ნიშ­ნებს?

- ზღვის და­ბინ­ძუ­რე­ბის გამო შე­საძ­ლოა ინ­ფექ­ცი­ე­ბიც გავ­რცელ­დეს. ჩვე­ნე­ბი აწარ­მო­ე­ბენ პერ­მა­ნენ­ტულ მო­ნი­ტო­რინგს დამ­ბინ­ძუ­რებ­ლებ­ზე - ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი იქ­ნე­ბა, მე­ქა­ნი­კუ­რი, რა­დი­აქ­ტი­უ­რი თუ სხვა. ვფიქ­რობ, ამ პრობ­ლე­მას გა­უმკლავ­დე­ბი­ან. ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ჰიდ­რო­დი­ნა­მი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე - იქ­ნე­ბა ღელ­ვა, გაძ­ლი­ერ­დე­ბა თუ არა ჩვენ­კენ მო­მა­ვა­ლი ნა­კა­დე­ბი და ა.შ. ივ­ლი­სის შუა რი­ცხვე­ბი­დან აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით სა­შიშ­რო­ე­ბა არის, შე­საძ­ლოა ეს სექ­ტემ­ბერ­შიც გაგ­რძელ­დეს და ოქ­ტომ­ბრამ­დე მი­აღ­წი­ოს. ამ ყვე­ლა­ფერს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს დამ­ბინ­ძუ­რებ­ლე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ა­ზე, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნამ­დე მო­აღ­წევს. თუ ამის ნიშ­ნებს მი­ვი­ღებთ, შე­იძ­ლე­ბა აიკ­რძა­ლოს ზღვა­ში ჩას­ვლა.

- რო­გორც ვი­ცით, ზღვას თვით­გაწ­მენ­დის უნა­რი აქვს.

- ზღვას თვით­გაწ­მენ­დის უნა­რი სწრა­ფი აქვს, მით უმე­ტეს, რო­დე­საც ჰიდ­რო­დი­ნა­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია გარ­თუ­ლე­ბუ­ლია, ანუ ტალ­ღუ­რი მოძ­რა­ო­ბაა და ტალ­ღუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბით ხდე­ბა წყლის გან­ზა­ვე­ბა - ის შლის რა­ღაც ნივ­თი­ე­რე­ბებს, ზოგ­საც ზღვა­ში არ­სე­ბუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი მო­იხ­მა­რენ და შლი­ან. სა­ჭი­როა გარ­კვე­ვა, რა და­ბინ­ძუ­რე­ბა რა რა­ო­დე­ნო­ბით მო­დის, რა ფლო­რა და ფა­უ­ნა გვაქვს, იქთი­ო­ფა­უ­ნი­დან რო­მე­ლი მო­იხ­მარს ბაქ­ტე­რი­ებს, რო­მე­ლი - არა. თურ­ქე­ბი უფრო მე­ტად არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი თევ­ზჭე­რით, მერე პრო­დუქტს ისევ ჩვენს ბა­ზარ­ზე გა­ყი­დი­ან. არა მარ­ტო თევ­ზი, სა­ში­ში ხდე­ბა და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ზღვის მცე­ნა­რე­ე­ბი და სხვა პრო­დუქ­ტე­ბიც. ამი­ტომ, სა­ნამ ზღვა და­იწ­მინ­დე­ბა, ჯო­ბია, ამ პე­რი­ოდ­ში ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნის პრო­დუქ­ტით ვი­სარ­გებ­ლოთ.თვით­გაწ­მენ­და და­მო­კი­დე­ბუ­ლია და­ბინ­ძუ­რე­ბის სა­ხე­ზე - მე­ქა­ნი­კუ­რი იქ­ნე­ბა, ქი­მი­უ­რი, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი თუ სხვა. ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რე­ბი დღე­და­ღამ თვალს ადევ­ნე­ბენ ყვე­ლა დამ­ბინ­ძუ­რე­ბელს, რომ­ლე­ბიც ნე­იტ­რა­ლუ­რი წყლე­ბი­დან ჩვენ­კენ მო­ე­მარ­თე­ბა.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ბინ­ძუ­რე­ბამ ჩვე­ნამ­დე არ მო­აღ­წი­ოს?

- შე­საძ­ლოა არც მო­აღ­წი­ოს, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია გა­რე­მო პი­რო­ბებ­ზე, ტალ­ღურ რე­ჟიმ­ზე, სა­ი­დან და რა მი­მარ­თუ­ლე­ბის ტალ­ღე­ბი წა­მო­ვა. შე­საძ­ლოა და­ბინ­ძუ­რე­ბა ჩვე­ნამ­დე სწრა­ფა­დაც მო­ვი­დეს. დიდ აფეთ­ქე­ბებს თან ახ­ლავს ხოლ­მე მი­წის ქერ­ქის ფე­ნის ძვრე­ბი და შე­საძ­ლოა სა­დღაც რა­ღაც გა­ირ­ღვა, გას­კდა, წა­მო­ვი­და წყა­ლი და წა­მო­ი­ღო სი­ბინ­ძუ­რეც. ავა­რი­ამ შე­საძ­ლოა მის სი­ახ­ლო­ვეს ეკო­კა­ტას­ტრო­ფაც გა­მო­იწ­ვი­ოს, მაგ­რამ ეს რამ­დე­ნად მოვა ჩვე­ნამ­დე, არა­ვინ იცის. გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, წყა­ლი იმ­დე­ნად და­ბინ­ძურ­დეს, შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ე­ბი და­ი­კე­ტოს. ეს ტუ­რის­ტულ სე­ზონ­საც და­ა­ზა­რა­ლებს. ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ჩვე­ნი ეკო­ლო­გი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის ოპე­რა­ტი­ულ და ეფექ­ტურ მუ­შა­ო­ბა­ზე, რამ­დე­ნად სწრა­ფად გა­ა­კე­თე­ბენ ანა­ლი­ზებს, ჩა­ა­ტა­რე­ბენ მო­ნი­ტო­რინგს და რამ­დე­ნად სწრა­ფად მი­აწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას დამ­სვე­ნებ­ლებ­საც და მო­სახ­ლე­ო­ბა­საც.

ნუგ­ზარ პა­პუ­ნი­ძე, აჭა­რის გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი მარ­თვის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი:

- გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის სამ­მარ­თვე­ლომ ზღვის წყლის ხა­რის­ხობ­რივ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე მო­ნი­ტო­რინ­გის პროგ­რა­მით სარ­ფი-ჩო­ლო­ქის მო­ნაკ­ვეთ­ზე 7 წერ­ტილ­ში (ბა­თუ­მის ცენ­ტრა­ლუ­რი პლა­ჟი, აკ­ვა­პარ­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, კვა­რი­ა­თი, სარ­ფი, ქო­ბუ­ლე­თის ცენ­ტრა­ლუ­რი პლა­ჟი, ბო­ბოყ­ვა­თის მიმ­დე­ბა­რე ტე­ი­ტო­რია და მწვა­ნე კონ­ცხი) ზღვის წყლის ბაქ­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა და ზღვის წყლის ხა­რის­ხი მთელ პე­რი­მეტრზე 7-ვე წერ­ტილ­ში და­საშ­ვე­ბი ნორ­მის ფარ­გლებ­შია და გა­სუ­ლი წლის მაჩ­ვე­ნებ­ლებ­თან შე­და­რე­ბით გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია. კვლე­ვე­ბი ტარ­დე­ბა შემ­დეგ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე: ნაწ­ლა­ვის ჩხი­რის ჯგუ­ფის ბაქ­ტე­რი­ე­ბი, ლაქ­ტო­ზა­და­დე­ბი­თი ნაწ­ლა­ვის ჩხი­რე­ბი, ენ­ტე­რო­კო­კი, კო­ლი­ფა­გე­ბი, სალ­მო­ნე­ლას ბაქ­ტე­რი­ე­ბი.

ეპი­დე­მი­ო­ლო­გი ოთარ ჩო­კოშ­ვი­ლი, ზღვის სა­ვა­რა­უ­დო და­ბინ­ძუ­რე­ბის შე­დე­გად გავ­რცე­ლე­ბად ინ­ფექ­ცი­ებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- სა­ნა­პი­როს და­ბინ­ძუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში რა სა­ხის ინ­ფექ­ცი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს, მე 2 ტი­პის საფრ­თხეს გა­მოვ­ყოფ­დი:

1. დიდ­მა წყლის ნა­კად­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ზღვის სიმ­ტკნა­რის შეც­ვლა, შე­სა­ბა­მი­სად, ზღვის ბი­ნად­რე­ბის და­ღუპ­ვა, რის გა­მოც მო­ი­მა­ტებს ზღვა­ში ორ­გა­ნუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ამან შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს სხვა­დას­ხვა მიკ­რო­ბის, მათ შო­რის პა­თო­გე­ნუ­რი მიკ­რო­ბე­ბის გამ­რავ­ლე­ბა. ყვე­ლა­ზე ცუდი ის არის, როცა ერ­თდრო­უ­ლად დიდი წყლის რა­ო­დე­ნო­ბა შე­ვარ­დე­ბა ზღვა­ში, ეს გარ­კვე­ულ უბ­ნებ­ში მის გამ­ტკნა­რე­ბას და ზღვის­თვის ძალ­ზე ცუდ ეკო­სის­ტე­მურ ცვლი­ლე­ბებს, ასე­ვე, ცხო­ვე­ლე­ბის მიგ­რა­ცი­ას, წყალმცე­ნა­რე­ე­ბის და­ღუპ­ვა­სა და ხრწნის პრო­ცე­სებს გა­მო­იწ­ვევს. ზღვის მა­რი­ლი­ა­ნი წყა­ლი სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას იწ­ვევს, მაგ­რამ მტკნარ წყალ­ში მიკ­რო­ბე­ბი მრავ­ლდე­ბი­ან, მაგ­რამ არ­სე­ბო­ბენ მლა­შე წყლის მიკ­რო­ბე­ბიც, ამი­ტომ ცვლი­ლე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია. შემ­დგომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლოა გა­მო­ი­რი­ყოს ნა­პირ­ზე, ადა­მი­ან­მა ზღვა­ში იბა­ნა­ოს და წყა­ლი ჩაყ­ლა­პოს, რაც რის­კის შემ­ცვე­ლია (შე­საძ­ლოა წყალ­ში იყოს ხრწნის პრო­დუქ­ტე­ბი, ნა­პირ­ზე გა­მო­ი­რი­ყოს ხის, ცხო­ვე­ლე­ბის ნეშ­ტე­ბი, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, გვა­მე­ბიც კი). ამი­ტომ არ­სე­ბობს და­ინ­ფი­ცი­რე­ბის, ნაწ­ლა­ვუ­რი და სხვა ინ­ფექ­ცი­ე­ბის რის­კე­ბი. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
0

ზღვა ყოველთვის საშიშია, თუ გაუთამამდი, ზღვაზე გადით დილით 11 საათამდე, საღამოს 4 საათის მერე, უთხარით ზღვას გამარჯობა ზღვაო და ის მიგიღებს, სხვა მხრივ ბათუმის ზღვა ყოველთვის იქნება მღვრიე, იმიტომ რომ ბევრი მდინარე ჩადის შიგ წვიმის დროს, და მითუმეტეს აჭარაში, მარტო მტირალას მთაც ეყოფა. 20 წელი ვიცხოვრე აჭარაში, ყოველთვის ამბობდნენ ასეთ რამეს, მითუმეტეს უკრაინაში ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ, სამი შვილი გავზარდე და არც ერთხელ ავად არ გამხდომიან ზღვით.

>
1

შესაძლოა არც არაფერია საშიში მაგრამ მე პირადად გული აღარ მიმიწევს ზღვაში ჩასასვლელეად ვიდრე მინიმუმ ერთი წელი მაინც არ გავა და არ გადაამუშავებს ზღვა ამ სიბინძურეს, თუმცა არც წინა წლებში გამოირჩეოდა სანაპირო სანიმუშო სისუფთავით, ცხიმები ფრინველების ბუმბული, პარკები და ათასი ნაგავი ტივტივებდა სეზონზე, სექტემბრის შუა რიცხვებიდან იყო ბევრად სუფთა და ესე რტომ ხდება ვერ გავგე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"დაბინძურება ყველაზე საშიში ჩვენთანაა, ვინაიდან აკუმულაცია, ძირითადად, ჩვენს სანაპიროზე მოხდება" - როდიდან შეიძლება ველოდოთ შავი ზღვის დაბინძურებას

"დაბინძურება ყველაზე საშიში ჩვენთანაა, ვინაიდან აკუმულაცია, ძირითადად, ჩვენს სანაპიროზე მოხდება" - როდიდან შეიძლება ველოდოთ შავი ზღვის დაბინძურებას

ხერსონის ოლქში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ ეკოლოგები შიშობენ, რომ როცა შავ ზღვაში მდინარის წყლის ასეთი დიდი ნაკადი ჩაიღვრება, შავი ზღვის წყალი გამტკნარდება და ზღვის ეკოსისტემას საფრთხე დაემუქრება. შესაძლოა განადგურდეს მარილიანი წყლის თევზების თუ წყალმცენარეების არაერთი სახეობა. შავი ზღვა თავის აკვატორიაში გაზავებული იქნება მტკნარი წყლით რამდენიმე ათეულ კილომეტრზე, რაც გამოიწვევს მისი უამრავი ბინადრის დაღუპვას ათეულობით კილომეტრის დაშორებითაც. ოკეანოლოგი, ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ნაპირდაცვის პრობლემების შემსწავლელი მეცნიერი ნოდარ წივწივაძე არ გამორიცხავს, რომ შავ ზღვაში მოხვდება დიდი რაოდენობით ტოქსიკური ნივთიერებები, საწვავი, ზეთები და ცხოველთა ლეშის ბაქტერიები, რაც სავარაუდოდ, გამოიწვევს ინფექციების გავრცელებას, მათ შორის საქართველოშიც.

- ჩვენი სპეციალისტები მონიტორინგს აწარმოებენ და ჯერ უცნობია, რა სიტუაცია შეიქმნება. გააჩნია, ზღვაში დამბინძურებლების როგორი კონცენტრაცია იქნება. დაბინძურება არის მექანიკური, ბიოლოგიური, ქიმიური, ბაქტერიოლოგიური, შეიძლება ნანგრევებითაც იყოს გამოწვეული, ხის მერქნის მასალით, მოტივტივე საგნებით, სამეურნეო ნაგვის ნარჩენებით, ქაღალდით და ა.შ. რასაკვირველია, კაშხლის აფეთქების შედეგად ზღვის ყველა სახის დაბინძურებაა მოსალოდნელი - ჩვენ არ ვიცით, რა რაოდენობის პირუტყვი, ადამიანი ან ფრინველია დახოცილი, რომლებიც წყალში ლპებიან. მართალია, ზღვის წყალი მარილიანია და ერთგვარი დაკონსერვება ხდება, მაგრამ გასათვალისწინებელია, როგორ მოქმედებენ მერე წარმოქმნილი ლპობის პროდუქტები მწვანე მცენარეებზე, ციანობაქტერიებზე, რომლებიც ტოქსიკურები არიან - ანაბეანა, მიკროცისტი და ნოდულარია ისეთი საშინელი წყალმცენარეები არიან, რომელთა წინააღმდეგ ანტიდოტიც არ არსებობს. ამ მცენარეებით გაყვავილდა ერის ტბა ამერიკის კონტინენტზე ისე, რომ ხალხს რამდენიმე კვირის განმავლობაში სუფთა წყალი არ ჰქონდა. ეს წყალმცენარეები არის შავ ზღვაშიც. ისინი დუნაის სანაპიროზე წარმოიქმნა, ტივტივებს და მთელ შავ ზღვაში შეიძლება შეგვხვდეს.

დაბინძურება საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ მოძრაობს: გაივლის რუმინეთს, ბულგარეთს, თურქეთს და შემდეგ ჩვენკენ წამოვა. ამასთან, დაბინძურება ყველაზე საშიში ჩვენთანაა, ვინაიდან აკუმულაცია, ძირითადად, ჩვენს სანაპიროზე მოხდება. შესაძლოა დაბინძურებამ გამოიწვიოს ციანობაქტერიების წარმოქმნა - ეს ლურჯ-მწვანე მიკროსკოპული ორგანიზმები, რომლებიც ძირითადად აზოტისა და ფოსფორის გარკვეული პროცენტული შემადგენლობით წარმოიქმნებიან წყალში, მერე ეფარებიან წყლის ზედაპირს და, პრაქტიკულად, მზის სინათლე ქვევით აღარ გადის, რის შედეგადაც იქ თუ რომელიმე ცოცხალი ორგანიზმებია, ზოგი იღუპება, ზოგიც იწამლება. შეიძლება დიდი რაოდენობით თევზის მოხმარებამ ადამიანში გამოიწვიოს ბაქტერიების აკუმულაცია ორგანიზმში და ფატალური შედეგი დადგეს. ერთ თევზს ბაქტერიები ვერ ერევა, მაგრამ როდესაც ადამიანის ორგანიზმში რამდენიმე თევზის ტოქსიკური ნივთიერება მოხვდება, რასაკვირველია, ძალიან ავნებს.

- როდიდან უნდა ველოდოთ ჩვენს სანაპიროზე დაბინძურების ნიშნებს?

- ზღვის დაბინძურების გამო შესაძლოა ინფექციებიც გავრცელდეს. ჩვენები აწარმოებენ პერმანენტულ მონიტორინგს დამბინძურებლებზე - ბაქტერიოლოგიური იქნება, მექანიკური, რადიაქტიური თუ სხვა. ვფიქრობ, ამ პრობლემას გაუმკლავდებიან. ყველაფერი დამოკიდებულია ჰიდროდინამიკურ სიტუაციაზე - იქნება ღელვა, გაძლიერდება თუ არა ჩვენკენ მომავალი ნაკადები და ა.შ. ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ჩათვლით საშიშროება არის, შესაძლოა ეს სექტემბერშიც გაგრძელდეს და ოქტომბრამდე მიაღწიოს. ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს დამბინძურებლების კონცენტრაციაზე, რომლებიც ჩვენამდე მოაღწევს. თუ ამის ნიშნებს მივიღებთ, შეიძლება აიკრძალოს ზღვაში ჩასვლა.

- როგორც ვიცით, ზღვას თვითგაწმენდის უნარი აქვს.

- ზღვას თვითგაწმენდის უნარი სწრაფი აქვს, მით უმეტეს, როდესაც ჰიდროდინამიკური სიტუაცია გართულებულია, ანუ ტალღური მოძრაობაა და ტალღური ზემოქმედებით ხდება წყლის განზავება - ის შლის რაღაც ნივთიერებებს, ზოგსაც ზღვაში არსებული ბაქტერიები მოიხმარენ და შლიან. საჭიროა გარკვევა, რა დაბინძურება რა რაოდენობით მოდის, რა ფლორა და ფაუნა გვაქვს, იქთიოფაუნიდან რომელი მოიხმარს ბაქტერიებს, რომელი - არა. თურქები უფრო მეტად არიან დაკავებული თევზჭერით, მერე პროდუქტს ისევ ჩვენს ბაზარზე გაყიდიან. არა მარტო თევზი, საშიში ხდება დაბინძურებული ზღვის მცენარეები და სხვა პროდუქტებიც. ამიტომ, სანამ ზღვა დაიწმინდება, ჯობია, ამ პერიოდში ატლანტის ოკეანის პროდუქტით ვისარგებლოთ.თვითგაწმენდა დამოკიდებულია დაბინძურების სახეზე - მექანიკური იქნება, ქიმიური, მიკრობიოლოგიური თუ სხვა. ჩვენი სამსახურები დღედაღამ თვალს ადევნებენ ყველა დამბინძურებელს, რომლებიც ნეიტრალური წყლებიდან ჩვენკენ მოემართება.

- შესაძლებელია დაბინძურებამ ჩვენამდე არ მოაღწიოს?

- შესაძლოა არც მოაღწიოს, ეს დამოკიდებულია გარემო პირობებზე, ტალღურ რეჟიმზე, საიდან და რა მიმართულების ტალღები წამოვა. შესაძლოა დაბინძურება ჩვენამდე სწრაფადაც მოვიდეს. დიდ აფეთქებებს თან ახლავს ხოლმე მიწის ქერქის ფენის ძვრები და შესაძლოა სადღაც რაღაც გაირღვა, გასკდა, წამოვიდა წყალი და წამოიღო სიბინძურეც. ავარიამ შესაძლოა მის სიახლოვეს ეკოკატასტროფაც გამოიწვიოს, მაგრამ ეს რამდენად მოვა ჩვენამდე, არავინ იცის. გამორიცხული არ არის, წყალი იმდენად დაბინძურდეს, შავი ზღვის სანაპიროები დაიკეტოს. ეს ტურისტულ სეზონსაც დააზარალებს. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენი ეკოლოგიური მონიტორინგის ჯგუფის ოპერატიულ და ეფექტურ მუშაობაზე, რამდენად სწრაფად გააკეთებენ ანალიზებს, ჩაატარებენ მონიტორინგს და რამდენად სწრაფად მიაწვდიან ინფორმაციას დამსვენებლებსაც და მოსახლეობასაც.

ნუგზარ პაპუნიძე, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსი:

- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგის პროგრამით სარფი-ჩოლოქის მონაკვეთზე 7 წერტილში (ბათუმის ცენტრალური პლაჟი, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია, კვარიათი, სარფი, ქობულეთის ცენტრალური პლაჟი, ბობოყვათის მიმდებარე ტეიტორია და მწვანე კონცხი) ზღვის წყლის ბაქტეოროლოგიური კვლევა ჩაატარა და ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე 7-ვე წერტილში დასაშვები ნორმის ფარგლებშია და გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია. კვლევები ტარდება შემდეგ მაჩვენებლებზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, ლაქტოზადადებითი ნაწლავის ჩხირები, ენტეროკოკი, კოლიფაგები, სალმონელას ბაქტერიები.

ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი, ზღვის სავარაუდო დაბინძურების შედეგად გავრცელებად ინფექციებზე გვესაუბრება:

- სანაპიროს დაბინძურების შემთხვევაში რა სახის ინფექციები შეიძლება გავრცელდეს, მე 2 ტიპის საფრთხეს გამოვყოფდი:

1. დიდმა წყლის ნაკადმა შეიძლება გამოიწვიოს ზღვის სიმტკნარის შეცვლა, შესაბამისად, ზღვის ბინადრების დაღუპვა, რის გამოც მოიმატებს ზღვაში ორგანული ნარჩენების რაოდენობა. ამან შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა მიკრობის, მათ შორის პათოგენური მიკრობების გამრავლება. ყველაზე ცუდი ის არის, როცა ერთდროულად დიდი წყლის რაოდენობა შევარდება ზღვაში, ეს გარკვეულ უბნებში მის გამტკნარებას და ზღვისთვის ძალზე ცუდ ეკოსისტემურ ცვლილებებს, ასევე, ცხოველების მიგრაციას, წყალმცენარეების დაღუპვასა და ხრწნის პროცესებს გამოიწვევს. ზღვის მარილიანი წყალი სტაბილიზაციას იწვევს, მაგრამ მტკნარ წყალში მიკრობები მრავლდებიან, მაგრამ არსებობენ მლაშე წყლის მიკრობებიც, ამიტომ ცვლილებები მოსალოდნელია. შემდგომ ეს ყველაფერი შესაძლოა გამოირიყოს ნაპირზე, ადამიანმა ზღვაში იბანაოს და წყალი ჩაყლაპოს, რაც რისკის შემცველია (შესაძლოა წყალში იყოს ხრწნის პროდუქტები, ნაპირზე გამოირიყოს ხის, ცხოველების ნეშტები, ზოგ შემთხვევაში, გვამებიც კი). ამიტომ არსებობს დაინფიცირების, ნაწლავური და სხვა ინფექციების რისკები. განაგრძეთ კითხვა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"