უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებამ გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, არ გაიმეოროს ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის შეცდომები უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ შეაფერხოს.
"არ გაიმეოროთ ის შეცდომა, რომელიც კანცლერმა მერკელმა დაუშვა ბუქარესტში 2008 წელს, როდესაც მან სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერ პროგრესს“, - აღნიშნა კულებამ.
მისი თქმით, ალიანსის მაშინდელმა გადაწყვეტილებამ „გააღო კარი პუტინის საქართველოში შეჭრისა და ყირიმის უკანონო ანექსიისთვის“.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რომ კიევი ომის დროს ნატო-ში მიღებას არ ელის.
"მაგრამ ომის შემდეგ უკრაინის არმიღება ევროპისთვის თვითმკვლელობა იქნება. ევროპისა და მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის წინააღმდეგ რუსული აგრესიის კარის დახურვისთვის ერთადერთი გზა უკრაინის ნატო-ში მიღებაა“, - აღნიშნა მინისტრმა.
მერკელს ეკიდა ჩვენი და უკრაინის ნატოში მიღება. მან გერმანიის საქმე გააკეთა. ჩვენი უბედურება ისაა, რომ ბევრი ქართველი საქართველოს საქმეს არ აკეთებს.
რაც უკრაინამ თავგანწირული წინააღმდეგობა გაუწია რუსეთს! ევროპელები გაყოყოჩდნენ! და რაც მთავარია მომავალში! არ გაყეყეჩდნენ!!!!