მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტამბოლის აეროპორტში ინალ არძინბას დაკავება სცადეს - რისთვის ჩავიდა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში?
სტამბოლის აეროპორტში ინალ არძინბას დაკავება სცადეს - რისთვის ჩავიდა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში?

თურ­ქეთ­ში ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის და­კა­ვე­ბა სცა­დეს. ამის შე­სა­ხებ აფხა­ზუ­რი მე­დია წერს. მა­თი­ვე ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, ინალ არ­ძინ­ბა, სტამ­ბო­ლის აე­რო­პორ­ტში თურ­ქე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს.

"ჯერ­ჯე­რო­ბით, სხვა დე­ტა­ლე­ბი უც­ნო­ბია, თუმ­ცა ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა და ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა­საც მი­ვი­ღებთ... აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე არა­ფერს წერს აფხა­ზე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო. თუმ­ცა, იმა­ზე გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ სტამ­ბო­ლის აე­რო­პორ­ტში, მას თურ­ქეთ­ში აფხა­ზუ­რი დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, იბ­რა­ჰიმ ავი­ძ­ბა დახ­ვდა" - წერს ტე­ლეგ­რამ არხი Легитимный.

მი­სი­ვე ცნო­ბით, ინალ არ­ძინ­ბა პარ­ტია სამ­შობ­ლოს ლი­დერს, დოგუ პე­რინ­ჩეკს, თურ­ქე­თის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტატს თა­ლიხ ხვა­ტიშს (ოზჯანს) და თურ­ქეთ­ში რუ­სე­თის ელჩს ალექ­სეი ერ­ხო­ვის შეხ­ვდა.

"აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­ძინ­ბამ თურ­ქეთ­ში მცხოვ­რებ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე და რუსი კო­ლე­გე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით აფხა­ზე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტაქ­ტე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა" - წერს გა­მო­ცე­მა

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, პარ­ტია, რო­მელ­საც ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი შეხ­ვდა, მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ანტი-ამე­რი­კუ­ლი პო­ზი­ცი­ის მქო­ნე პარ­ტი­აა. მან და მის­მა ლი­დერ­მა, პე­რინ­ჩეკ­მა თურ­ქე­თის მიერ აფხა­ზე­თის ე.წ. სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის აღი­ა­რე­ბას და­უ­ჭი­რეს მხა­რი.

ინალ არ­ძინ­ბა და დოგუ პე­რინ­ჩე­კი

მი­სი­ვე თქმით, თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 90% მხარს უჭერს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას“. მას­თან სა­უ­ბარ­ში, არ­ძინ­ბამ აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სე­თის "უკ­რა­ი­ნა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია, ახა­ლი, უფრო სა­მარ­თლი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­კენ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია“.

უკ­რა­ი­ნამ ინალ არ­ძინ­ბა­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა 2015 წელს გა­მო­ა­ცხა­და, მა­შინ ის სურ­კოვ­თან ერ­თად, უკ­რა­ი­ნის მტრე­ბის სი­ა­ში მოხ­ვდა. მას სამ­ხრეთ უკ­რა­ი­ნა­ში ვი­თა­რე­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ში დას­დეს ბრა­ლი...

არ­ძინ­ბას თურ­ქეთ­ში ვი­ზიტს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ. ნა­წი­ლის თქმით, აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რო­დე­საც სხვა ქვეყ­ნის აე­რო­პორ­ტში შენი ქვეყ­ნის მა­ღალ­ჩი­ნო­სანს აკა­ვე­ბენ.

"ეს უფრო რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მგო­ნია, ვიდ­რე თურ­ქე­თის, რად­გან ამ ქვე­ყა­ნას აფხა­ზე­თი არ უღი­ა­რე­ბია, იქ მას­პინ­ძე­ლი რუ­სე­თის ელჩი იყო და ღირ­სე­უ­ლი დახ­ვედ­რაც მას ევა­ლე­ბო­და, მაგ­რამ რო­გორც წესი, ისი­ნი მე­გობ­რო­ბას ჩვენს სახ­ლში გვე­ფი­ცე­ბი­ან, სხვა­გან - არა, დის­კომ­ფორ­ტს არ იქ­მნი­ან" - მი­აჩ­ნია თენ­გიზ აგრბას.

"ნე­ტავ და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ პრო-რუ­სებს არ­ძინ­ბა თა­ვის­თან, იქ უფრო გა­მო­ად­გე­ბათ, ვიდ­რე აქ ჩვენ... იმათ­თან უფრო გა­მოს­დის კო­მუ­ნი­კა­ცია, ვიდ­რე ჩვენ­თან. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, თურ­ქულ სა­ვაჭ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ებ­რძო­და, იქი­დან შე­მო­სულ ინ­ვეს­ტო­რებს ომი გა­მო­უ­ცხა­და და ახლა ეტყო­ბა, კუ­თხე­ში მი­იმ­წყვდი­ეს. რუ­სე­თის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის ფონ­ზე, აფხა­ზეთ­ში ყვე­ლა­ფე­რი გაძ­ვირ­და, უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა და არ­ძინ­ბა­მაც - თურ­ქეთ­თან სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სა­აქ­ტი­უ­რებ­ლად, დიპ­ლო­მა­ტია ჩარ­თო, იქ­ნებ რა­მე­ში შეგ­ვეშ­ვე­ლო­თო და კი­ნა­ღამ და­ა­კა­ვეს. ეს აბ­სურ­დის თე­ატ­რი, უბ­რა­ლოდ, ამაზ­რზენ სა­ხეს იღებს, მაგ­რამ ოპო­ზი­ცი­ას სძი­ნავს ღრმა ძი­ლით. აქ­ცი­ე­ბი ჩა­ვარ­და, ისე­ვე, რო­გორც ბჟა­ნი­ას წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მი", - წერს ლა­რი­სა ჩა­მა­გუა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შიში ოხერია
27

ჩვენი (კაი ბიჭები) კი ამასობაში ოპოზიციას არბევენ და აგინებენ / სანარცხვინოების დაკვეთა/

ლაშა
11

და ჩვენმა "სახელმწიფომ" რაო?!??

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სტამბოლის აეროპორტში ინალ არძინბას დაკავება სცადეს - რისთვის ჩავიდა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში?

სტამბოლის აეროპორტში ინალ არძინბას დაკავება სცადეს - რისთვის ჩავიდა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში?

თურქეთში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის დაკავება სცადეს. ამის შესახებ აფხაზური მედია წერს. მათივე ცნობით, უკრაინის მოთხოვნის შესაბამისად, ინალ არძინბა, სტამბოლის აეროპორტში თურქეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა დააკავეს.

"ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყველაფერი გაირკვევა და ახსნა-განმარტებასაც მივიღებთ... აღნიშნულ ინფორმაციაზე არაფერს წერს აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. თუმცა, იმაზე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სტამბოლის აეროპორტში, მას თურქეთში აფხაზური დიასპორის წარმომადგენელი, იბრაჰიმ ავიძბა დახვდა" - წერს ტელეგრამ არხი Легитимный.

მისივე ცნობით, ინალ არძინბა პარტია სამშობლოს ლიდერს, დოგუ პერინჩეკს, თურქეთის პარლამენტის დეპუტატს თალიხ ხვატიშს (ოზჯანს) და თურქეთში რუსეთის ელჩს ალექსეი ერხოვის შეხვდა.

"აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების ინფორმაციით, არძინბამ თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე და რუსი კოლეგების ჩართულობით აფხაზეთის საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებისა და საინფორმაციო პოლიტიკის გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრა" - წერს გამოცემა

ადგილობრივების თქმით, პარტია, რომელსაც ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა, მკვეთრად გამოხატული ანტი-ამერიკული პოზიციის მქონე პარტიაა. მან და მისმა ლიდერმა, პერინჩეკმა თურქეთის მიერ აფხაზეთის ე.წ. სუვერენიტეტის აღიარებას დაუჭირეს მხარი.

ინალ არძინბა და დოგუ პერინჩეკი

მისივე თქმით, თურქეთის მოქალაქეების 90% მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკას“. მასთან საუბარში, არძინბამ აღნიშნა, რომ რუსეთის "უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია, ახალი, უფრო სამართლიანი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული ნაბიჯია“.

უკრაინამ ინალ არძინბაზე საერთაშორისო ძებნა 2015 წელს გამოაცხადა, მაშინ ის სურკოვთან ერთად, უკრაინის მტრების სიაში მოხვდა. მას სამხრეთ უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციაში დასდეს ბრალი...

არძინბას თურქეთში ვიზიტს ადგილობრივები გამოეხმაურნენ. ნაწილის თქმით, აღმაშფოთებელია, როდესაც სხვა ქვეყნის აეროპორტში შენი ქვეყნის მაღალჩინოსანს აკავებენ.

"ეს უფრო რუსეთის საელჩოს პასუხისმგებლობა მგონია, ვიდრე თურქეთის, რადგან ამ ქვეყანას აფხაზეთი არ უღიარებია, იქ მასპინძელი რუსეთის ელჩი იყო და ღირსეული დახვედრაც მას ევალებოდა, მაგრამ როგორც წესი, ისინი მეგობრობას ჩვენს სახლში გვეფიცებიან, სხვაგან - არა, დისკომფორტს არ იქმნიან" - მიაჩნია თენგიზ აგრბას.

"ნეტავ დაეტოვებინათ პრო-რუსებს არძინბა თავისთან, იქ უფრო გამოადგებათ, ვიდრე აქ ჩვენ... იმათთან უფრო გამოსდის კომუნიკაცია, ვიდრე ჩვენთან. რამდენიმე წლის წინ, თურქულ სავაჭრო ორგანიზაციებს ებრძოდა, იქიდან შემოსულ ინვესტორებს ომი გამოუცხადა და ახლა ეტყობა, კუთხეში მიიმწყვდიეს. რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, აფხაზეთში ყველაფერი გაძვირდა, უმძიმესი მდგომარეობაა და არძინბამაც - თურქეთთან სავაჭრო ურთიერთობის გასააქტიურებლად, დიპლომატია ჩართო, იქნებ რამეში შეგვეშველოთო და კინაღამ დააკავეს. ეს აბსურდის თეატრი, უბრალოდ, ამაზრზენ სახეს იღებს, მაგრამ ოპოზიციას სძინავს ღრმა ძილით. აქციები ჩავარდა, ისევე, როგორც ბჟანიას წინააღმდეგ მიმართული რეფერენდუმი", - წერს ლარისა ჩამაგუა.