ავტორი:

უმძიმესი შემთხვევა ტაილანდში - ესკალატორში ფეხის გაჭედვის გამო ქალს ამპუტაცია დასჭირდა

უმძიმესი შემთხვევა ტაილანდში - ესკალატორში ფეხის გაჭედვის გამო ქალს ამპუტაცია დასჭირდა

ხუთშაბათს, ბანგკოკის საერთაშორისო აეროპორტის მოძრავ ბილიკზე მომხდარი საშინელი შემთხვევის შემდეგ, 57 წლის ტაილანდელ ქალს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

დონ მუანგის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორის, კარანტ ტანაკულჯიერაპატის თქმით, ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 8:27 საათზე მოხდა.

მისივე თქმით, ქალს, რომელიც ქალაქ ნახონ სი ტამარატში მიემგზავრებოდა, მარცხენა ფეხი მოძრავ ბილიკზე, სავალი ნაწილის ბოლოში გაეჭედა.

მედიკოსებმა ქალი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა დაზიანებების სიმძიმის გამო, ფეხის მუხლამდე ამპუტაცია გახდა საჭირო.

აეროპორტის დირექტორის თქმით, ქალი ჟამად ბუმრუნგრადის საერთაშორისო ჰოსპიტალში, ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. მისი ვინაობა ხელისუფლებას ჯერ არ დაუსახელებია.

მაგრამ მისმა შვილმა, კრიტ კიტირატანამ, ფეისბუქზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ დედამისს ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ პოტენციური გართულებების რისკი მაინც არსებობს, ამიტომ ექიმები ყურადღებით აკვირდებოდნენ ინფექციის ნებისმიერ ნიშანს. მისივე თქმით, ოჯახმა შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა მოითხოვა.

კარანტმა, აეროპორტის დირექტორმა, განაცხადა, რომ Airports Of Thailand (AOT), სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია, რომელიც მართავს აეროპორტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, იზრუნებს ყველა სამედიცინო ხარჯზე და უზრუნველყოფს კომპენსაციას.

მომხდარის გამო აეროპორტის ყველა მოძრავი ბილიკი შეჩერებული იყო და მათი უსაფრთხოების შემოწმება მიმდინარეობდა. დირექტორის განცხადებით ბილიკი 39 წლის განმავლობაში უპრობლემოდ მუშაობდა.