ავტორი:

"FSB - ს ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაცია დაევალა" - კირილ ბუდანოვი

"FSB - ს ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაცია დაევალა" - კირილ ბუდანოვი

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს (FSB ) "ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაცია აქვს დავალებული.

"ჩვენთვის ცნობილია, რომ FSB - ს მისი მკვლელობის დავალება მისცეს. წარმატებით განახორციელებენ ამას? დრო გვიჩვენებს“, - აღნიშნა ბუდანოვმა ონლაინ გამოცემა The War Zone-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი მკვლელობის მცდელობა სწრაფად ვერ განხორციელდება.

"ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ასეთი პოტენციური მკვლელობის მცდელობა არ იქნება სწრაფი. მათ გარკვეული დრო დასჭირდებათ. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს დიდი ღია კითხვაა. იქნებიან თუ არა ისინი წარმატებულები ამ საქმეში. შეასრულებენ ამას? გაბედავენ ამ ბრძანების შესრულებას?"- აღნიშნა ბუდანოვმა.

შეგახსენებთ, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი, რომელმაც, რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანაში ამბოხება სცადა, ამჟამად ბელარუსში იმყოფება.

იხილეთ ასევე: