სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მესათბურეობა ბოსტნეულ კულტურებში – "აგროსფერომ" ქართველი ფერმერებისთვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა
მესათბურეობა ბოსტნეულ კულტურებში – "აგროსფერომ" ქართველი ფერმერებისთვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა

„აგ­როს­ფე­როს“ ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ორ­გა­ნი­ზე­ბით ქარ­თველ ფერ­მე­რებ­სა და აგ­რო­ნო­მებს ორ­დღი­ა­ნი ტრე­ნინ­გი ჩა­უ­ტარ­დათ, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­ეცვნენ სათ­ბუ­რებ­ში ბოსტნე­უ­ლი კულ­ტუ­რე­ბის მოყ­ვა­ნი­სა და მოვ­ლის მო­წი­ნა­ვე მიდ­გო­მებ­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს.

ტრე­ნინ­გი ჰო­ლან­დი­ურ კომ­პა­ნი­ას­თან, HollandDoor-თან პარტნი­ო­რო­ბით ჩა­ტარ­და. ის აერ­თი­ა­ნებს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტებს და უზ­რუნ­ველ­ყოფს ტრე­ნინ­გებს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის აგ­რო­ნო­მე­ბი­სა და ფერ­მე­რე­ბის­თვის.

„ქვე­ყა­ნა­ში სა­სათ­ბუ­რე მე­ურ­ნე­ო­ბა ახლა გან­სა­კუთ­რე­ბით ვი­თარ­დე­ბა და სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯვას. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, HollandDoor-ის ექ­სპერ­ტე­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა და ცოდ­ნა ქარ­თველ ფერ­მე­რებს დიდ დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს. იმე­დი გვაქვს, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ამ ტრე­ნინ­გის დახ­მა­რე­ბით, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სე­ბენ მო­სავ­ლის ხა­რისხსა და რა­ო­დე­ნო­ბას“, – ამ­ბობს „აგ­როს­ფე­როს“ ტრე­ნინგ ცენ­ტრ „აგ­რა­რი­უ­მის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი, მა­რი­ამ მე­რა­ბიშ­ვი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ტრე­ნინ­გის და­გეგ­მვა­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში, „აგ­რა­რი­უმ­თან“ ერ­თად, აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი HollandDoor-ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბაც.

„მა­ხა­რებს ის ფაქ­ტი, რომ „აგ­როს­ფე­როს­თვის“ პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბა და ამ­გვა­რი ტრე­ნინ­გე­ბით ფერ­მე­რე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­სათ­ბუ­რე მე­ურ­ნე­ო­ბას დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს, თუმ­ცა ამის­თვის სა­ჭი­როა ძვე­ლი­დან ახალ პრაქ­ტი­კებ­ზე გა­დას­ვლა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ფერ­მე­რებს უნდა სჯე­რო­დეთ, რომ მათ მიერ გა­ღე­ბუ­ლი თავ­და­პირ­ვე­ლი ხარ­ჯე­ბი, სა­ბო­ლო­ოდ, ფი­ნან­სურ მო­გე­ბა­ში აი­სა­ხე­ბა.

მარ­თა­ლია HollandDoor სა­ქარ­თვე­ლოს­გან მო­შო­რე­ბი­თაა, თუმ­ცა ჩვე­ნი კომ­პა­ნია ყო­ველ­თვის მზა­დაა, თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში“, – ამ­ბობს იოშ ლი­ი­თერ­სი, HollandDoor-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის წარ­მო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი.

მიკ­რო-კლი­მა­ტის შექ­მნა და მარ­თვა სათ­ბუ­რებ­ში და სა­სუ­ქე­ბის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა – ტრე­ნინ­გი ამ ორ ძი­რი­თად თე­მას მო­ი­ცავ­და. ერთი დღე თე­ო­რი­ულ სწავ­ლე­ბას და­ეთ­მო, მე­ო­რე დღე კი მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ამას­თან, ტრე­ნე­რებ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს მო­ნა­წი­ლე ფერ­მე­რე­ბის სათ­ბუ­რე­ბი და გას­ცეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

„სა­სურ­ვე­ლია, ქარ­თველ­მა ფერ­მე­რებ­მა მე­ტად გა­ი­აზ­რონ მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა. მათი გა­მო­ყე­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც კლი­მა­ტის რე­გუ­ლი­რე­ბის, ისე სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბის და­გეგ­მვი­სათ­ვის. მო­ნა­ცე­მე­ბის დახ­მა­რე­ბით, ფერ­მე­რებს შე­ეძ­ლე­ბათ არა მხო­ლოდ უხვი მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღონ, არა­მედ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ მისი ხა­რის­ხი“, – ამ­ბობს მარკ ვან სტო­კუ­მი, HollandDoor-ის ტრე­ნე­რი მიკ­როკ­ლი­მა­ტი­სა და მავ­ნებ­ლე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი მარ­თვის სა­კი­თხებ­ში.

მოწ­ვე­ულ­მა ტრე­ნე­რებ­მა აღ­ნიშ­ნეს ისიც, რომ ქარ­თველ ფერ­მე­რებს აქვთ პო­ტენ­ცი­ა­ლი ქვე­ყა­ნა სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყონ ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის პრო­დუქ­ცი­ით, თუ ისი­ნი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან ახა­ლი მიდ­გო­მე­ბის და­ნერგვა­ზე.

„ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო­ში აგ­რო­მე­ურ­ნე­ო­ბის მო­მა­ვა­ლი ძა­ლი­ან და­მა­ი­მე­დე­ბე­ლია, თუ ის სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თარ­დე­ბა. ქარ­თველ ფერ­მე­რებს აქვთ დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ მო­სა­ვა­ლი, გა­ზარ­დონ თა­ვი­ან­თი სარ­გე­ბე­ლი და ქვე­ყა­ნა სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყონ ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის ბოსტნე­უ­ლით. შე­საძ­ლოა, სა­მო­მავ­ლოდ სა­ქარ­თვე­ლომ არა მხო­ლოდ თვითკმა­რი პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა, არა­მედ რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნებ­ში ექ­სპორ­ტიც შეძ­ლოს“, – ამ­ბობს გირ­თენ ვან დერ ლუ­ჰტი, კონ­სულ­ტან­ტი მცე­ნა­რის კვე­ბი­სა და ირი­გა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მეტი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის­თვის ტრე­ნინ­გი „მე­სათ­ბუ­რე­ო­ბა ბოსტნე­ულ კულ­ტუ­რებ­ში“ ორ­ჯერ ჩა­ტარ­და – 30-31 მა­ისს ლა­გო­დეხ­ში, 1-2 ივ­ნისს კი მარ­ნე­ულ­ში.

„სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტრე­ნინგ ცენ­ტრი „აგ­რა­რი­უ­მი“, რო­მე­ლიც „აგ­როს­ფე­როს“ ინი­ცი­ა­ტი­ვით არც თუ ისე დიდი ხა­ნია შე­იქ­მნა, ფერ­მე­რებს კი­დევ მრა­ვალ პრაქ­ტი­კულ ტრე­ნინგს შეს­თა­ვა­ზებს. ჩვე­ნი პრო­ექ­ტე­ბი გათ­ვლი­ლი იქ­ნე­ბა არა მხო­ლოდ პარტნი­ორ ფერ­მე­რებ­ზე, არა­მედ ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირ­ზე, რო­მელ­საც სურს შე­ი­ძი­ნოს პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნა და გა­მო­ი­ყე­ნოს ის სა­კუ­თარ მე­ურ­ნე­ო­ბა­ში“, – ამ­ბობს მა­რი­ამ მე­რა­ბიშ­ვი­ლი.

NS

ავტორი:

მესათბურეობა ბოსტნეულ კულტურებში – "აგროსფერომ" ქართველი ფერმერებისთვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა

მესათბურეობა ბოსტნეულ კულტურებში – "აგროსფერომ" ქართველი ფერმერებისთვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა

„აგროსფეროს“ ინიციატივითა და ორგანიზებით ქართველ ფერმერებსა და აგრონომებს ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაეცვნენ სათბურებში ბოსტნეული კულტურების მოყვანისა და მოვლის მოწინავე მიდგომებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს.

ტრენინგი ჰოლანდიურ კომპანიასთან, HollandDoor-თან პარტნიორობით ჩატარდა. ის აერთიანებს სოფლის მეურნეობის დარგის საერთაშორისო ექსპერტებს და უზრუნველყოფს ტრენინგებს სხვადასხვა ქვეყნის აგრონომებისა და ფერმერებისთვის.

„ქვეყანაში სასათბურე მეურნეობა ახლა განსაკუთრებით ვითარდება და სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს ამ მიმართულებით ძალების მოსინჯვას. ამიტომ, ვფიქრობ, HollandDoor-ის ექსპერტების მრავალწლიანი გამოცდილება და ცოდნა ქართველ ფერმერებს დიდ დახმარებას გაუწევს. იმედი გვაქვს, მონაწილეები ამ ტრენინგის დახმარებით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებენ მოსავლის ხარისხსა და რაოდენობას“, – ამბობს „აგროსფეროს“ ტრენინგ ცენტრ „აგრარიუმის“ ხელმძღვანელი, მარიამ მერაბიშვილი.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/zEa0qERgZtY" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

საქართველოში ტრენინგის დაგეგმვასა და ორგანიზებაში, „აგრარიუმთან“ ერთად, აქტიურად იყო ჩართული HollandDoor-ის წარმომადგენლობაც.

„მახარებს ის ფაქტი, რომ „აგროსფეროსთვის“ პრიორიტეტულია ცოდნის გაზიარება და ამგვარი ტრენინგებით ფერმერების უნარების განვითარების ხელშეწყობა. საქართველოში სასათბურე მეურნეობას დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ამისთვის საჭიროა ძველიდან ახალ პრაქტიკებზე გადასვლა და თანამედროვე ტექნოლოგიებში ინვესტიციის განხორციელება. ფერმერებს უნდა სჯეროდეთ, რომ მათ მიერ გაღებული თავდაპირველი ხარჯები, საბოლოოდ, ფინანსურ მოგებაში აისახება.

მართალია HollandDoor საქართველოსგან მოშორებითაა, თუმცა ჩვენი კომპანია ყოველთვის მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში“, – ამბობს იოშ ლიითერსი, HollandDoor-ის წარმომადგენელი და ხილისა და ბოსტნეულის წარმოების სპეციალისტი.

მიკრო-კლიმატის შექმნა და მართვა სათბურებში და სასუქების სწორად გამოყენება – ტრენინგი ამ ორ ძირითად თემას მოიცავდა. ერთი დღე თეორიულ სწავლებას დაეთმო, მეორე დღე კი მიღებული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებას. ამასთან, ტრენერებმა დაათვალიერეს მონაწილე ფერმერების სათბურები და გასცეს რეკომენდაციები.

„სასურველია, ქართველმა ფერმერებმა მეტად გაიაზრონ მონაცემების შეგროვებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობა. მათი გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც კლიმატის რეგულირების, ისე სხვა ღონისძიების დაგეგმვისათვის. მონაცემების დახმარებით, ფერმერებს შეეძლებათ არა მხოლოდ უხვი მოსავალი მიიღონ, არამედ გააუმჯობესონ მისი ხარისხი“, – ამბობს მარკ ვან სტოკუმი, HollandDoor-ის ტრენერი მიკროკლიმატისა და მავნებლების ინტეგრირებული მართვის საკითხებში.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/931T-NiqKGQ" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

მოწვეულმა ტრენერებმა აღნიშნეს ისიც, რომ ქართველ ფერმერებს აქვთ პოტენციალი ქვეყანა სრულად უზრუნველყონ ადგილობრივი წარმოების პროდუქციით, თუ ისინი ორიენტირებული იქნებიან ახალი მიდგომების დანერგვაზე.

„ვფიქრობ, საქართველოში აგრომეურნეობის მომავალი ძალიან დამაიმედებელია, თუ ის სწორი მიმართულებით განვითარდება. ქართველ ფერმერებს აქვთ დიდი პოტენციალი, გააუმჯობესონ მოსავალი, გაზარდონ თავიანთი სარგებელი და ქვეყანა სრულად უზრუნველყონ ადგილობრივი წარმოების ბოსტნეულით. შესაძლოა, სამომავლოდ საქართველომ არა მხოლოდ თვითკმარი პროდუქტების წარმოება, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებში ექსპორტიც შეძლოს“, – ამბობს გირთენ ვან დერ ლუჰტი, კონსულტანტი მცენარის კვებისა და ირიგაციის მიმართულებით.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/duQPwP5aEtQ" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

მეტი ხელმისაწვდომობისთვის ტრენინგი „მესათბურეობა ბოსტნეულ კულტურებში“ ორჯერ ჩატარდა – 30-31 მაისს ლაგოდეხში, 1-2 ივნისს კი მარნეულში.

„სასოფლო-სამეურნეო ტრენინგ ცენტრი „აგრარიუმი“, რომელიც „აგროსფეროს“ ინიციატივით არც თუ ისე დიდი ხანია შეიქმნა, ფერმერებს კიდევ მრავალ პრაქტიკულ ტრენინგს შესთავაზებს. ჩვენი პროექტები გათვლილი იქნება არა მხოლოდ პარტნიორ ფერმერებზე, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირზე, რომელსაც სურს შეიძინოს პრაქტიკული ცოდნა და გამოიყენოს ის საკუთარ მეურნეობაში“, – ამბობს მარიამ მერაბიშვილი.

NS