პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Louis Vuitton-ის მიკროსკოპული ჩანთა 60 000 დოლარად გაიყიდა - "იმდენად პატარაა, რომ თითის წვერზე დადებისასაც კი რთულია მისი დანახვა"
Louis Vuitton-ის მიკროსკოპული ჩანთა 60 000 დოლარად გაიყიდა - "იმდენად პატარაა, რომ თითის წვერზე დადებისასაც კი რთულია მისი დანახვა"

თუ ჩან­თე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ხართ, ალ­ბათ გსმე­ნი­ათ Chanel-ის კლა­სი­კუ­რი Flap bag-ის, ან Hermes Birkin-ის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ახლა გი­ამ­ბობთ მიკ­როს­კო­პულ ჩან­თა­ზე, რო­მე­ლიც სი­ახ­ლეა მო­დის სამ­ყა­რო­ში.

ის Louis Vuitton-ის­თვის MSCHF-მა შექ­მნა. 0.76 მი­ლი­მეტ­რი­ა­ნი სი­გა­ნის ჩან­თა იმ­დე­ნად პა­ტა­რაა, რომ თი­თის წვერ­ზე და­დე­ბი­სა­საც კი რთუ­ლია მისი და­ნახ­ვა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აუქ­ცი­ონ­ზე 60 000 დო­ლა­რად გა­ი­ყი­და.

მიკ­როს­კო­პით ჩან­თის დე­ტა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ ნათ­ლად ჩანს მის ზე­და­პირ­ზე "LV" მო­ნოგ­რა­მა.

მწვა­ნე ნე­ო­ნის­ფე­რი ჩან­თა 3D პრინ­ტე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით, 2-ფო­ტო­ნი­ა­ნი პო­ლი­მე­რი­ზა­ცი­ის ბეჭდ­ვის მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და­ამ­ზა­დეს. ის Louis Vuitton-ის ცნო­ბი­ლი OnTheGo ჩან­თე­ბის მი­ხედ­ვი­თაა შექ­მნი­ლი და მისი და­ნახ­ვა მიკ­როს­კო­პის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩან­თა 63 750 დო­ლა­რად გა­ი­ყი­და. ის რე­პერ ფა­რელ უი­ლი­ამ­სის მიერ და­ფუძ­ნე­ბულ­მა ონ­ლა­ინ აუქ­ცი­ო­ნის სახ­ლმა გა­ყი­და.

რე­პე­რი ამ­ჟა­მად Louis Vuitton-ის მა­მა­კა­ცის ტან­საც­მლის ხა­ზის კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი­ცაა.

2016 წელს შექ­მნი­ლი კომ­პპა­ნია MSCHF ცნო­ბი­ლი გახ­და თა­ვი­სი ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბით.

მათი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია დიდი წი­თე­ლი ფეხ­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც მულ­ტფილმში ნა­ნა­ხი ილუსტრა­ცი­ის რე­ა­ლო­ბა­ში გად­მო­ტა­ნად შე­იძ­ლე­ბა ჩავ­თვა­ლოთ.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეალისტი
0

აი რატომაა მსოფლიო შეშლილი 

ლალი
0

ეს სამოცი ათასიც ასევე უნდა დაეპატარავებინათ და ისე გადაეხადათ 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

Louis Vuitton-ის მიკროსკოპული ჩანთა 60 000 დოლარად გაიყიდა - "იმდენად პატარაა, რომ თითის წვერზე დადებისასაც კი რთულია მისი დანახვა"

Louis Vuitton-ის მიკროსკოპული ჩანთა 60 000 დოლარად გაიყიდა - "იმდენად პატარაა, რომ თითის წვერზე დადებისასაც კი რთულია მისი დანახვა"

თუ ჩანთების მოყვარული ხართ, ალბათ გსმენიათ Chanel-ის კლასიკური Flap bag-ის, ან Hermes Birkin-ის შესახებ, მაგრამ ახლა გიამბობთ მიკროსკოპულ ჩანთაზე, რომელიც სიახლეა მოდის სამყაროში.

ის Louis Vuitton-ისთვის MSCHF-მა შექმნა. 0.76 მილიმეტრიანი სიგანის ჩანთა იმდენად პატარაა, რომ თითის წვერზე დადებისასაც კი რთულია მისი დანახვა. მიუხედავად ამისა, აუქციონზე 60 000 დოლარად გაიყიდა.

მიკროსკოპით ჩანთის დეტალური დათვალიერების შემდეგ ნათლად ჩანს მის ზედაპირზე "LV" მონოგრამა.

მწვანე ნეონისფერი ჩანთა 3D პრინტერის საშუალებით, 2-ფოტონიანი პოლიმერიზაციის ბეჭდვის მეთოდების გამოყენებით დაამზადეს. ის Louis Vuitton-ის ცნობილი OnTheGo ჩანთების მიხედვითაა შექმნილი და მისი დანახვა მიკროსკოპის საშუალებითაა შესაძლებელი.

ოფიციალური ინფორმაციით, ჩანთა 63 750 დოლარად გაიყიდა. ის რეპერ ფარელ უილიამსის მიერ დაფუძნებულმა ონლაინ აუქციონის სახლმა გაყიდა.

რეპერი ამჟამად Louis Vuitton-ის მამაკაცის ტანსაცმლის ხაზის კრეატიული დირექტორიცაა.

2016 წელს შექმნილი კომპპანია MSCHF ცნობილი გახდა თავისი ინოვაციური პროექტებით.

მათი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია დიდი წითელი ფეხსაცმელი, რომელიც მულტფილმში ნანახი ილუსტრაციის რეალობაში გადმოტანად შეიძლება ჩავთვალოთ.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა