ნაომი კემპბელი მეორე შვილის დედა გახდა. ამის შესახებ 53 წლის სუპერმოდელმა "ინსტაგრამზე" დაწერა. როგორც ნაომი ამბობს, მას ბიჭი შეეძინა.
სუპერმოდელმა ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც შვილები და თვითონ ხელჩაკიდებულნი არიან.
"ჩემო პატარა, იცოდე, რომ უსაზღვროდ ძვირფასი ხარ. ნამდვილი ღვთის საჩუქარი ხარ", - წერს კემპბელი. მან ასევე დასძინა, რომ დედად გახდომა არასდროსაა გვიანი. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დაარქვა მოდელმა ახალშობილს.
მოდელს თაყვანისმცემლები და მეგობრები სიხარულით ულოცავდნენ ვაჟის შეძენას. კომენტარებში მისმა კოლეგამ, სინდი კროუფორდმაც მიულოცა - "გილოცავ!! ვერ ვითმენ, ისე მინდა მისი გაცნობა", - წერს სინდი.
აქვეა მარკ ჯეიკობსის კომენტარიც - "ღმერთო! ეს უკვე მეორე წყალობაა. არაჩვეულებრივია!"
ნაომის პირველი შვილი 50 წლის ასაკში შეეძინა. "ლამაზმა ღვთის საჩუქარმა დედად ამირჩია",- წერდა მოდელი.
მან 2022 წელს ბრიტანული Vogue-ის მარტის ნომრის გარეკანისთვის შვილთან ერთად იპოზიორა და თქვა, რომ ყოველთვის იცოდა, რომ ერთ დღეს დედა გახდებოდა". ინტერვიუში კემბელმა გაამხილა, რომ მისი გოგონა არ იყო ნაშვილები, რამაც ვარაუდს დაუდო საფუძველი, რომ ის სუროგატის მეშვეობით გააჩინა. ცნობილია, რომ კემბელი შვილებზე სხვადასხვა საინტერესო დეტალებს ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერს.
წყარო: independent
მოამზადა: ანა სიბოშვილმა