ავტორი:

"ქვეყანა ორად გახლიჩეს, გრაფიკით მომუშავე სამანქანო მაგისტრალს ახლა გაჩერებული რკინიგზა დაემატა" - თაზო დათუნაშვილი

"ქვეყანა ორად გახლიჩეს, გრაფიკით მომუშავე სამანქანო მაგისტრალს ახლა გაჩერებული რკინიგზა დაემატა" - თაზო დათუნაშვილი

ქვეყანა ორად გახლიჩეს, გრაფიკით მომუშავე სამანქანო მაგისტრალს ახლა გაჩერებული რკინიგზა დაემატა, - ასე აფასებს პარტია "ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი ხარაგაულთან სამგზავრო მატარებლების გაჩერებას.

როგორც ის აღნიშნავს, საჭიროა რკინიგზის პრივატიზაცია.

"რკინიგზა ერთადერთი გზა იყო, რომელიც უწყვეტად აკავშირებდა ქვეყნის დასავლეთსა და აღმოსავლეთს. ეს არის მოშლილი ქვეყანა, კორუფციისაგან მომპალი და გადაგვარებული. შუა საუკუნეებია, ამინდია ჩვენი ბატონი და მხოლოდ განგების იმედად ვართ დარჩენილები, რკინიგზის მენეჯმენტი ამ დროს "სისხლიან ცხრა წელზე“ გვესაუბრება და პოლიტიკური გესლის ნთხევითაა დაკავებული. ამიტომაა საჭირო რკინიგზის პრივატიზაცია, ხელმოცარული და ბოღმიანი ვაი-აქტივისტების სარჩენი ნავსაყუდელი რომ არ იყოს“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა, რომლის კომენტარსაც "ლელო“ ავრცელებს.

ცნობისთვის, "საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაბის მიმდებარედ ძლიერი წვიმის გამო, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა, ასევე გამოიწვია ლიანდაგების მიმდებარედ ნიადაგის ჩამოშლა, რის გამოც, ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები გაჩერებულია.

როგორც რკინიგზის განცხადებაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით შეუძლებელია.