საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
MAN-ის უახლესი ავტობუსებით დედაქალაქს "თეგეტა ჰოლდინგი" მოამარაგებს
MAN-ის უახლესი ავტობუსებით დედაქალაქს "თეგეტა ჰოლდინგი" მოამარაგებს
  • „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი“ თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ტენ­დე­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია
  • კომ­პა­ნია დე­და­ქა­ლაქს 160 ერ­თე­უ­ლი ევ­რო­პუ­ლი წარ­მო­ე­ბის MAN-ის უახ­ლე­სი 18-მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სით მო­ა­მა­რა­გებს
  • თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი პარ­კის­თვის MAN Lion’s City 18C-ის მი­წო­დე­ბა 2024 წლის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რი­დან და­ი­წყე­ბა

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი“ დე­და­ქა­ლაქს ევ­რო­პუ­ლი წარ­მო­ე­ბის MAN-ის უახ­ლე­სი 18-მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სე­ბით მო­ა­მა­რა­გებს. კომ­პა­ნი­ამ თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერ­ში გა­ი­მარ­ჯვა. ტენ­დე­რის პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი პარ­კის­თვის ავ­ტო­ბუ­სე­ბის მი­წო­დე­ბა 2024 წლის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რი­დან და­ი­წყე­ბა. პირ­ველ ეტაპ­ზე, 2024 წლის 1 აპ­რი­ლამ­დე, კომ­პა­ნია 50 ერ­თე­ულ ავ­ტო­ბუსს შე­მო­იყ­ვანს, დარ­ჩე­ნი­ლი რა­ო­დე­ნო­ბა კი 2024 წლის ბო­ლომ­დე და­ი­ფა­რე­ბა. ჯამ­ში, დე­და­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ავ­ტო­პარ­კი 160 ერ­თე­უ­ლი უახ­ლე­სი, თა­ნა­მედ­რო­ვე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ნახ­ლდე­ბა.

ავ­ტო­ბუ­სე­ბის შე­მოყ­ვა­ნა­ზე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას „თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­სა“ და „თე­გე­ტას“ შო­რის 15 ივ­ნისს მო­ე­წე­რა ხელი. შე­დე­გად, დე­და­ქა­ლაქს ევ­როს­ტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა, კომ­პრე­სი­რე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ძრა­ვა­ზე (CNG) მო­მუ­შა­ვე ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი შე­ე­მა­ტე­ბა.

ვახ­ტანგ კა­ჭა­რა­ვა, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი: „ჩვენ­თვის, რო­გორც რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რი კომ­პა­ნი­ის­თვის, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, კი­დევ ერთხელ მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თბი­ლი­სის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სატ­რან­სპორ­ტო ქსე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბა­ში. ვა­მა­ყობთ, რომ მოგ­ვე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, დე­და­ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­ლებს თა­ნა­მედ­რო­ვე, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ავ­ტო­ბუ­სე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ. MAN-ის 18-მეტ­რი­ა­ნი, ევრო 6 ემი­სი­ის მქო­ნე ავ­ტო­ბუ­სე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით და უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბით. MAN Lion’s City 18C წლე­ბია, რაც ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში და­დის და მი­ხა­რია, რომ მალე ისი­ნი თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­შიც გა­მოჩ­ნდე­ბი­ან.

„თე­გე­ტა“ უკვე 17 წე­ლია, გერ­მა­ნუ­ლი ავ­ტო­გი­გან­ტის MAN-ის პარტნი­ო­რი და რე­გი­ონ­ში მისი ექ­სკლუ­ზი­უ­რი დი­ლე­რია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ქვეყ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის გა­ნახ­ლე­ბის პრო­ცეს­ში 2016 წლი­დან ვმო­ნა­წი­ლე­ობთ და ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა რე­გი­ონს მი­ვა­წო­დეთ თა­ნა­მედ­რო­ვე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

„თე­გე­ტას“ ენ­დო­ბი­ან არა მხო­ლოდ ქვეყ­ნის, არა­მედ რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით. 2023 წელს ჩა­ვერ­თეთ სომ­ხე­თის დე­და­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის რე­ფორ­მა­ში და ერე­ვანს 100-ამდე ერ­თე­უ­ლი MAN-ის ბრენ­დის ავ­ტო­ბუ­სი მი­ვა­წო­დეთ“.

MAN Lion’s City 18C სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს და აღ­ჭურ­ვი­ლია უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით. ავ­ტო­ბუსს 4 ასას­ვლე­ლი კარი აქვს და 162 მგზავრზეა გათ­ვლი­ლი. და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტის გათ­ბო­ბის, კონ­დი­ცი­რე­ბი­სა და ვენ­ტი­ლა­ცი­ის სის­ტე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა თბი­ლი­სის კლი­მა­ტურ პი­რო­ბებს. ავ­ტო­ბუ­სი აღ­ჭურ­ვი­ლია Wi-Fi სის­ტე­მე­ბით და 8 USB და­ტე­ნის წერ­ტი­ლით, რომ­ლე­ბიც თა­ნაბ­რად ნა­წილ­დე­ბა სამ­გზავ­რო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.

MAN Lion’s City 18C-ის შე­მოყ­ვა­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­რე­მოს­დაც­ვი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, რად­გან ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა, კომ­პრე­სი­რე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის CNG ძრა­ვა­ზე მო­მუ­შა­ვე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, სხვა მო­დე­ლებ­თან შე­და­რე­ბით, გა­ცი­ლე­ბით უსაფრ­თხოა გა­რე­მოს­თვის და ხელს უწყობს CO2-ის ემი­სი­ის შემ­ცი­რე­ბას.

თე­გე­ტას 28-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე, რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. 2016 წლი­დან კომ­პა­ნი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს თა­ნა­მედ­რო­ვე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, MAN-ისა და სხვა ევ­რო­პუ­ლი ბრენ­დე­ბის 500-ამდე ავ­ტო­ბუ­სი მი­ა­წო­და. მათ შო­რის, უახ­ლე­სი თა­ო­ბის, ევრო 6 სტან­დარ­ტის, დი­ზე­ლი­სა და CNG ძრა­ვა­ზე მო­მუ­შა­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტი.

ასე­ვე 2022 წელს EBRD-ის მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი“ ერევ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის რე­ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თო და სომ­ხე­თის დე­და­ქა­ლაქს 100-ამდე ერ­თე­უ­ლი MAN-ის ბრენ­დის ავ­ტო­ბუ­სი მი­ა­წო­და.

„თე­გე­ტა“ 2006 წლი­დან გერ­მა­ნუ­ლი უმ­სხვი­ლე­სი ბრენ­დის MAN TRUCK & BUS-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში. ცენ­ტრა­ლუ­რი ფი­ლი­ა­ლის ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სერ­ვის­ცენ­ტრი, MAN-ის მიერ არის ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი და სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა გერ­მა­ნუ­ლი ავ­ტო­გი­გან­ტის სტან­დარ­ტებს. გარ­და ამი­სა, მიმ­დი­ნა­რე წელს, ჰოლ­დინ­გი გეგ­მავს MAN-ის სტან­დარ­ტე­ბით ახა­ლი, უპ­რე­ცენ­დენ­ტო მას­შტა­ბის სერ­ვის­ცენ­ტრის მშე­ნებ­ლო­ბას, რო­მელ­შიც გან­თავ­სდე­ბა რე­გი­ო­ნუ­ლი ჰაბი, ყვე­ლა იმ სერ­ვი­სით, რა­საც კომ­პა­ნია სთა­ვა­ზობს მომ­ხმა­რე­ბელს.

--

თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის შე­სა­ხებ: უმ­სხვი­ლე­სი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პა­ნია კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში მომ­ხმა­რე­ბელს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ეკო­სის­ტე­მის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რაც მსუ­ბუქ, სატ­ვირ­თო და სამ­შე­ნებ­ლო, ასე­ვე კო­მერ­ცი­ულ, სამ­გზავ­რო და ინ­დუსტრი­ულ ტრან­სპორ­ტს მო­ი­ცავს. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით თე­გე­ტას 28 სერ­ვის­ცენ­ტრი აქვს, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბას ჰოლ­დინ­გი ოთხ კონ­ტი­ნენტზე ახორ­ცი­ე­ლებს. თე­გე­ტა ექ­სკლუ­ზი­უ­რად წარ­მო­ად­გენს ცნო­ბილ ბრენ­დებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატ­ვირ­თო და სპე­ცტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰოლ­დინ­გის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ისე­თი დიდი ბრენ­დე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვე­ბი. თე­გე­ტა მსოფ­ლი­ოს 300-ზე მეტი წამ­ყვა­ნი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დის უმ­სხვი­ლე­სი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი, 3000-მდე თა­ნამ­შრომ­ლით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი დამ­საქ­მე­ბე­ლია.

NS

(რეფორმატორი)
0

მეტი შკოდა-ლაინი,მეტი საცობი,მეტი გადაჭედილი ტრანსპორტი და კილომეტრიანი რიგები გაჩარებებზე,,,ეს ხალხი მეტს არ იმსახურებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

MAN-ის უახლესი ავტობუსებით დედაქალაქს "თეგეტა ჰოლდინგი" მოამარაგებს

MAN-ის უახლესი ავტობუსებით დედაქალაქს "თეგეტა ჰოლდინგი" მოამარაგებს
  • „თეგეტა ჰოლდინგი“ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებულია
  • კომპანია დედაქალაქს 160 ერთეული ევროპული წარმოების MAN-ის უახლესი 18-მეტრიანი ავტობუსით მოამარაგებს
  • თბილისის მუნიციპალური პარკისთვის MAN Lion’s City 18C-ის მიწოდება 2024 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყება

„თეგეტა ჰოლდინგი“ დედაქალაქს ევროპული წარმოების MAN-ის უახლესი 18-მეტრიანი ავტობუსებით მოამარაგებს. კომპანიამ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ტენდერის პირობების თანახმად, თბილისის მუნიციპალური პარკისთვის ავტობუსების მიწოდება 2024 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე, 2024 წლის 1 აპრილამდე, კომპანია 50 ერთეულ ავტობუსს შემოიყვანს, დარჩენილი რაოდენობა კი 2024 წლის ბოლომდე დაიფარება. ჯამში, დედაქალაქის მუნიციპალური ავტოპარკი 160 ერთეული უახლესი, თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებით განახლდება.

ავტობუსების შემოყვანაზე ხელშეკრულებას „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტას“ შორის 15 ივნისს მოეწერა ხელი. შედეგად, დედაქალაქს ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა, კომპრესირებული ბუნებრივი აირის ძრავაზე (CNG) მომუშავე ახალი ავტობუსები შეემატება.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენთვის, როგორც რეგიონის მასშტაბით ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიისთვის, დიდი პასუხისმგებლობაა, კიდევ ერთხელ მივიღოთ მონაწილეობა თბილისის საზოგადოებრივი სატრანსპორტო ქსელის გაფართოებაში. ვამაყობთ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, დედაქალაქის მცხოვრებლებს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტობუსები შევთავაზოთ. MAN-ის 18-მეტრიანი, ევრო 6 ემისიის მქონე ავტობუსები გამორჩეულია თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლებით და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით. MAN Lion’s City 18C წლებია, რაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დადის და მიხარია, რომ მალე ისინი თბილისის ქუჩებშიც გამოჩნდებიან.

„თეგეტა“ უკვე 17 წელია, გერმანული ავტოგიგანტის MAN-ის პარტნიორი და რეგიონში მისი ექსკლუზიური დილერია. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის მუნიციპალური ტრანსპორტის განახლების პროცესში 2016 წლიდან ვმონაწილეობთ და ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონს მივაწოდეთ თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები.

„თეგეტას“ ენდობიან არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის მასშტაბით. 2023 წელს ჩავერთეთ სომხეთის დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმაში და ერევანს 100-ამდე ერთეული MAN-ის ბრენდის ავტობუსი მივაწოდეთ“.

MAN Lion’s City 18C სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. ავტობუსს 4 ასასვლელი კარი აქვს და 162 მგზავრზეა გათვლილი. დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები, რომლებიც სრულად შეესაბამება თბილისის კლიმატურ პირობებს. ავტობუსი აღჭურვილია Wi-Fi სისტემებით და 8 USB დატენის წერტილით, რომლებიც თანაბრად ნაწილდება სამგზავრო განყოფილებაში.

MAN Lion’s City 18C-ის შემოყვანა მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი მიმართულებითაც, რადგან ეკოლოგიურად სუფთა, კომპრესირებული ბუნებრივი აირის CNG ძრავაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები, სხვა მოდელებთან შედარებით, გაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის და ხელს უწყობს CO2-ის ემისიის შემცირებას.

თეგეტას 28-წლიანი ისტორიის მანძილზე, რეგიონის მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს. 2016 წლიდან კომპანიამ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტს თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები, MAN-ისა და სხვა ევროპული ბრენდების 500-ამდე ავტობუსი მიაწოდა. მათ შორის, უახლესი თაობის, ევრო 6 სტანდარტის, დიზელისა და CNG ძრავაზე მომუშავე მუნიციპალური ტრანსპორტი.

ასევე 2022 წელს EBRD-ის მხარდაჭერით განხორციელებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შემდეგ, „თეგეტა ჰოლდინგი“ ერევნის მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმირების პროცესში ჩაერთო და სომხეთის დედაქალაქს 100-ამდე ერთეული MAN-ის ბრენდის ავტობუსი მიაწოდა.

„თეგეტა“ 2006 წლიდან გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. ცენტრალური ფილიალის ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილების სერვისცენტრი, MAN-ის მიერ არის ავტორიზებული და სრულად შეესაბამება გერმანული ავტოგიგანტის სტანდარტებს. გარდა ამისა, მიმდინარე წელს, ჰოლდინგი გეგმავს MAN-ის სტანდარტებით ახალი, უპრეცენდენტო მასშტაბის სერვისცენტრის მშენებლობას, რომელშიც განთავსდება რეგიონული ჰაბი, ყველა იმ სერვისით, რასაც კომპანია სთავაზობს მომხმარებელს.

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

NS