რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის გადაწყვეტილებით, უკრაინაში მებრძოლი 160 დაქირავებული სამხედროს წინააღმდეგ, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან არიან, სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, - ინფორმაციას რუსულ მედიაზე დაყრდნობით The Guardian-ი ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან და სხვა ოპერატიულ სამსახურებთან ურთიერთმოქმედების შედეგად, ჩვენს მიერ შეგროვებულია მტკიცებულებები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში საქართველოდან, აშშ-დან, ლატვიიდან, შვედეთიდან და სხვა სახელმწიფოებიდან დაქირავებული სამხედროების მონაწილეობის შესახებ. ამჟამად საუბარია 160 დაქირავებულ სამხედროზე მსოფლიოს 33 ქვეყნიდან“, - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ანგარიშში.
წერონ და იკითხონ.....
რას არ გაიგებ კაცი სუვერენული ქვეყნის საზღვარი თვითონ დაარღვიეს თავს დაესხნენ, ბომბავენ სამოქალაქო იმფრასტრუქტურას, ხოცავენ მოქალაქეებს ქალებს, ბავშვებს ათასნაირ სისაძაგლეს ჩადიან და საქმესაც თვითონ აღძრავენ სამართალიც ამას ქვია. ღმერთო