საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში პირველი სილამაზის ფესტივალი ჩატარდა, რომელმაც ათასობით ადამიანი გააერთიანა - რა გამოცდილების მიღება შეგეძლოთ ღონისძიებაზე?
საქართველოში პირველი სილამაზის ფესტივალი ჩატარდა, რომელმაც ათასობით ადამიანი გააერთიანა - რა გამოცდილების მიღება შეგეძლოთ ღონისძიებაზე?

სი­ლა­მა­ზის დღე­სას­წა­უ­ლი, რო­მელ­ზეც PSP-მ ყვე­ლას­თვის ნაც­ნო­ბი ბრენ­დე­ბი, Make up არ­ტის­ტე­ბი, უცხო­ე­ლი და ქარ­თვე­ლი სტი­ლის­ტე­ბი, დერ­მა­ტო­ლო­გე­ბი, კოს­მე­ტო­ლო­გე­ბი, ინფლუ­ენ­სე­რე­ბი და ათა­სო­ბით სტუ­მა­რი გა­ა­ერ­თი­ა­ნა, ქარ­თულ სი­ლა­მა­ზის ინ­დუსტრი­ა­ში სრუ­ლი­ად ახა­ლი სი­ტყვა აღ­მოჩ­ნდა.

ფეს­ტი­ვალ­ზე მი­სულ სტუმ­რებს შე­ეძ­ლოთ, სხვა­დას­ხვა სივ­რცე­ში სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ე­ღოთ და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი ერ­თმა­ნე­თის­თვის გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნათ. მარ­თლაც, აქ ნა­ხავ­დით უამ­რავ ერ­თმა­ნე­თის­თვის უცხო ადა­მი­ანს, რო­მელ­თაც სი­ლა­მა­ზი­სა და თა­ვის მოვ­ლის ენ­თუ­ზი­აზ­მი აერ­თი­ა­ნებ­დათ. ეს ხა­ლი­სი­ა­ნი აურა და აზ­რთა-გაც­ვლა გა­მოც­ვლა კი მთელს დარ­ბაზ­ში ამაღ­ლე­ბულ გან­წყო­ბას ქმნი­და.

ფეს­ტი­ვა­ლის შე­სას­ვლელ­ში­ვე თქვენს ყუ­რა­დღე­ბას მი­იქ­ცევ­და ყვა­ვი­ლე­ბით მორ­თუ­ლი ვარ­დის­ფე­რი ვინ­ტა­ჟუ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც ფო­ტო­ე­ბის გა­და­სა­ღე­ბად სტუმ­რე­ბის რიგი იდგა. მო­პირ­და­პი­რედ შე­გეძ­ლოთ, „კოკა-კო­ლას“ უგემ­რი­ე­ლე­სი კოქ­ტე­ი­ლით გაგ­რი­ლე­ბუ­ლი­ყა­ვით და სი­ლა­მა­ზის ფეს­ტი­ვალ­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბა და­გე­წყოთ.

შე­სას­ვლელ­ში მი­ღე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის შემ­დეგ ავ­ტო­მო­ბილ­თან ფო­ტოს გა­და­სა­ღებ რიგ­ში ჩავ­დე­ქი, თუმ­ცა ვე­ღარ მო­ვით­მი­ნე და მა­შინ­ვე მთა­ვა­რი დარ­ბა­ზის­კენ გა­ვე­შუ­რე, სა­დაც ყვა­ვი­ლე­ბით მორ­თუ­ლი სივ­რცე­ე­ბი, ფე­რა­დი სტენ­დე­ბი და ბედ­ნი­ე­რი სა­ხე­ე­ბი ნამ­დვილ დღე­სას­წა­ულს ქმნი­და. რად­გა­ნაც ფეს­ტი­ვალს სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ ვეს­ტუმ­რე და ენერ­გია მჭირ­დე­ბო­და, სივ­რცე­ე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას „პური გუ­ლი­ა­ნის“ კა­პუ­ჩი­ნოს თან­ხლე­ბით შე­ვუ­დე­ქი.

რთუ­ლი იყო, არ შე­გემ­ჩნია ია­სამ­ნის­ფერ­ში გა­და­წყვე­ტი­ლი „კო­და­ლის“ მას­შტა­ბუ­რი სივ­რცე, სა­დაც უამ­რა­ვი სტუ­მა­რი იყ­რი­და თავს. მეც მათ შე­ვე­რიე და ბრენ­დის წარ­მო­მად­გენ­ლის დახ­მა­რე­ბით ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო პრო­დუქ­ტი აღ­მო­ვა­ჩი­ნე - სხე­უ­ლის გა­მამ­კვრი­ვე­ბე­ლი ლო­სი­ო­ნი, რო­მე­ლიც და­მე­თან­ხმე­ბით, ზა­ფხუ­ლის­თვის მარ­თლაც სა­სურ­ვე­ლი პრო­დუქ­ტია. ფეს­ტი­ვა­ლის ერთ-ერ­თმა სტუ­მარ­მა თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბაც გა­მი­ზი­ა­რა და მი­თხრა, რომ ლო­სი­ონ­მა ვარ­ჯიშ­თან და კვე­ბის რე­ჟი­მის მო­წეს­რი­გე­ბას­თან სინ­თეზ­ში მარ­თლაც აჩ­ვე­ნა შე­დე­გი. სა­სი­ა­მოვ­ნო იყო უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან რე­ა­ლუ­რი რჩე­ვე­ბის მი­ღე­ბა და როცა სივ­რცეს თვა­ლი გა­და­ვავ­ლე, სხვა სტუმ­რებს შო­რი­საც ასე­თი­ვე ინ­ტე­რაქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თით­ქოს სი­ლა­მა­ზის სიყ­ვა­რულ­მა ყვე­ლა გა­ა­ერ­თი­ა­ნა და ამის მიღ­მა არ­სე­ბუ­ლი ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბი და­ა­ვი­წყა. შე­ნა­ძენ­ზე „კო­და­ლის“ სივ­რცე­ში PSP-ს სა­სა­ჩუქ­რე ჩან­თა გად­მომ­ცეს, სა­დაც სხვა­დას­ხვა პრე­მი­უმ ბრენ­დის ხუთი ტეს­ტე­რი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, შემ­დეგ კი და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად ღვი­ნო და ყვე­ლი შე­მომ­თა­ვა­ზეს.

„კო­და­ლის“ სივ­რცე­ში არ­სე­ბუ­ლი აურა იმ­დე­ნად სა­სი­ა­მოვ­ნო იყო, რომ კი­დევ დიდ­ხანს დავ­რჩე­ბო­დი, თუმ­ცა მიმ­დე­ბა­რედ კე­რა­მი­კის გაკ­ვე­თი­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, უფრო ქვე­მოთ კი Make up არ­ტის­ტე­ბი გო­გო­ნებს თვა­ლის სა­დღე­სას­წა­უ­ლო მა­კი­აჟს უკე­თებ­დნენ, რა­მაც მა­შინ­ვე და­მა­ინ­ტე­რე­სა და სწო­რედ იქით ავი­ღე გეზი. კე­რა­მი­კის სივ­რცე­ში სა­ნამ პა­ტა­რა სტუმ­რე­ბი ჭურ­ჭელ­ზე ხა­ტავ­დნენ, უფ­რო­სე­ბი სა­სურ­ველ ნივ­თებს არ­ჩევ­დნენ; Make up სივ­რცე­ში კი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გვას­წავ­ლიდ­ნენ, რო­გორ შეგ­ვექ­მნა ეფექ­ტუ­რი მა­კი­ა­ჟი. ცოტა ხანს დავ­რჩი და სხვე­ბის ულა­მა­ზე­სი მა­კი­ა­ჟით ვტკბე­ბო­დი, შემ­დეგ კი ჩემი ყუ­რა­დღე­ბა რო­ბოტ­მა Neo-მ მი­იქ­ცია, რო­მე­ლიც სტუმ­რებს სა­სურ­ვე­ლი სტენ­დე­ბის პოვ­ნა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. მის გარ­შე­მო უამ­რა­ვი ხალ­ხი ირე­ო­და და რო­გორც მივ­ხვდი, Neo ფეს­ტი­ვა­ლის ვარ­სკვლა­ვად იქცა.

ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი იყო ბრენდ Payot-ის სივ­რცე, სა­დაც ელე­გან­ტუ­რო­ბა, დახ­ვე­წი­ლო­ბა და სი­სა­და­ვე ერ­თმა­ნეთს ერ­წყმო­და. გე­მოვ­ნე­ბით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ყვა­ვი­ლე­ბის შად­რევ­ნე­ბის უკან, რომ­ლე­ბიც შე­ფუთ­ვი­დან გად­მო­სუ­ლი სა­ხის შრა­ტის ინ­სტა­ლა­ცი­ას წარ­მო­ად­გენ­და, მო­წყო­ბი­ლი იყო პრო­დუქ­ცი­ის სტენ­დი, სა­დაც არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი - ბა­ლე­რი­ნა გი­მას­პინ­ძლებ­დათ და სა­სურ­ვე­ლი პრო­დუქ­ტის შერ­ჩე­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბო­დათ.

ეს სივ­რცე რამ­დე­ნი­მე რა­კურ­სით გა­და­ვი­ღე, შემ­დეგ ცოტა ხანს მისი დი­ზა­ი­ნით ვტკბე­ბო­დი და სა­ბო­ლო­ოდ Kaypro-ს, Echosline-ისა და Bevisible-ის თმის მოვ­ლის სივ­რცე­ებ­ში გა­და­ვი­ნაც­ვლე, სა­დაც ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი სტი­ლის­ტე­ბის მას­ტერკლა­სი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ისი­ნი სტუმ­რებს თმის შეჭ­რი­სა და შე­ღებ­ვის ტექ­ნი­კას უზი­ა­რებ­დნენ.

გა­დავ­წყვი­ტე, კი­დევ ერთი შე­ნა­ძე­ნი გა­მე­კე­თე­ბი­ნა და ამ­ჯე­რად არ­ჩე­ვა­ნი შე­მე­ჩე­რე­ბი­ნა ისეთ ბრენ­დზე, რო­მე­ლიც აქამ­დე არ გა­მო­მი­ყე­ნე­ბია. რად­გა­ნაც ფრან­გუ­ლი კოს­მე­ტი­კა ჩემ­თვის შე­უც­ვლე­ლია, PSP-ს წარ­მო­მად­გენ­ლი­სა და სხვა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით არ­ჩე­ვა­ნი Algologie-ს ნაკ­რებ­ზე შე­ვა­ჩე­რე, რო­მელ­ზეც სხვა პრო­დუქ­ცი­ის მსგავ­სად 50%-იანი ფას­დაკ­ლე­ბა ვრცელ­დე­ბო­და და არც ამ სივ­რცე­ში გტო­ვებ­დნენ უსა­ჩუქ­როდ.

გარ­და ფრან­გუ­ლი­სა, კო­რე­უ­ლი ბრენ­დე­ბი და მათი კა­ნის მოვ­ლის ფი­ლო­სო­ფია ჩემ­თვის აღ­მო­ჩე­ნაა, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, Mizon-ისა და Missha-ს სივ­რცე­ე­ბის­თვი­საც შე­მევ­ლო თვა­ლი, მით უფრო რომ ვი­ცო­დი, აქ კი­დევ ერთი ახა­ლი ბრენ­დი Village 11 Factory და მისი კო­რე­ე­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დამ­ხვდე­ბოდ­ნენ. ისი­ნი პი­რა­დად ის­მენ­დნენ სტუმ­რე­ბის მო­საზ­რე­ბებს და რჩე­ვებ­საც უზი­ა­რებ­დნენ. აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ კო­რე­ულ კოს­მე­ტი­კას სა­ქარ­თვე­ლო­ში იმა­ზე მეტი მოყ­ვა­რუ­ლი ჰყავს, ვიდ­რე მე­გო­ნა, რად­გან სივ­რცე­ში შე­სას­ვლე­ლად რიგ­ში დგო­მა დამ­ჭირ­და. Village 11 Factory სა­ინ­ტე­რე­სო შე­მად­გენ­ლო­ბის გამო ჩემს სი­ა­ში ჩა­ვი­ნიშ­ნე და სა­მო­მავ­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლად და­ვუბ­რუნ­დე­ბი.

პირ­ვე­ლი დღის სა­ზე­ი­მოდ და­ხურ­ვა ფე­რა­დი ფე­ი­ერ­ვერ­კით შედ­გა, რო­მელ­საც „კოკა-კო­ლას“ ცივი კოქ­ტე­ი­ლით სა­სი­ა­მოვ­ნოდ გაბ­რუ­ე­ბუ­ლი ვა­დევ­ნებ­დი თვალს. სახ­ლში კი ამაღ­ლე­ბუ­ლი გან­წყო­ბი­თა და უამ­რა­ვი სა­ჩუქ­რით დავ­ბრუნ­დი, რომ­ლებ­საც ამ ზა­ფხულს ხმელ­თა­შუა ზღვა­ზე სა­მოგ­ზა­უ­როდ გა­მო­ვი­ყე­ნებ.

რა­ტომ უნდა მო­სუ­ლი­ყა­ვით სი­ლა­მა­ზის ფეს­ტი­ვალ­ზე? - გარ­და იმი­სა, რომ აქ ფას­დაკ­ლე­ბე­ბი, სა­ჩუქ­რე­ბი, ექი­მებ­თან უფა­სო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი თუ პრო­ცე­დუ­რე­ბი დაგ­ხვდე­ბო­დათ, მოხ­ვდე­ბო­დით გა­რე­მო­ში, სა­დაც თავს რა­ღაც დი­დი­სა და პო­ზი­ტი­უ­რის ნა­წი­ლად იგ­რძნობ­დით, სა­დაც მხო­ლოდ სი­ლა­მა­ზი­სა და ხა­ლი­სი­ა­ნი გან­წყო­ბის ად­გი­ლი იყო, 25 ივ­ნისს, და­ხურ­ვის დღეს კი და­ეს­წრე­ბო­დით ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის - სტე­ფა­ნეს კონ­ცერტს და გექ­ნე­ბო­დათ შან­სი, მო­გე­გოთ ბრუ­ნო მარ­სის კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბი.

აქ შექ­მნილ­მა ატ­მოს­ფე­რომ და­მარ­წმუ­ნა, რომ არა­ფე­რია იმა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო, ვიდ­რე სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ასე­თი სა­ო­ცა­რი გან­წყო­ბის შექ­მნა, მათ­ზე ზრუნ­ვა და მათი მად­ლი­ე­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა, რისი მიღ­წე­ვაც PSP-მ პირ­ვე­ლი Beauty Fair-ით ნამ­დვი­ლად შეძ­ლო.

R

ლია
0

ასე ადამიანებო, რაღაცა პოზიტიური გააკეთეთ და მიუგდეთ ეს პოლიტიკა ნამდვილ პოლიტიკოსებს.

ავტორი:

საქართველოში პირველი სილამაზის ფესტივალი ჩატარდა, რომელმაც ათასობით ადამიანი გააერთიანა - რა გამოცდილების მიღება შეგეძლოთ ღონისძიებაზე?

საქართველოში პირველი სილამაზის ფესტივალი ჩატარდა, რომელმაც ათასობით ადამიანი გააერთიანა - რა გამოცდილების მიღება შეგეძლოთ ღონისძიებაზე?

სილამაზის დღესასწაული, რომელზეც PSP-მ ყველასთვის ნაცნობი ბრენდები, Make up არტისტები, უცხოელი და ქართველი სტილისტები, დერმატოლოგები, კოსმეტოლოგები, ინფლუენსერები და ათასობით სტუმარი გააერთიანა, ქართულ სილამაზის ინდუსტრიაში სრულიად ახალი სიტყვა აღმოჩნდა.

ფესტივალზე მისულ სტუმრებს შეეძლოთ, სხვადასხვა სივრცეში სრულიად განსხვავებული გამოცდილება მიეღოთ და შთაბეჭდილებები ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ. მართლაც, აქ ნახავდით უამრავ ერთმანეთისთვის უცხო ადამიანს, რომელთაც სილამაზისა და თავის მოვლის ენთუზიაზმი აერთიანებდათ. ეს ხალისიანი აურა და აზრთა-გაცვლა გამოცვლა კი მთელს დარბაზში ამაღლებულ განწყობას ქმნიდა.

ფესტივალის შესასვლელშივე თქვენს ყურადღებას მიიქცევდა ყვავილებით მორთული ვარდისფერი ვინტაჟური ავტომობილი, სადაც ფოტოების გადასაღებად სტუმრების რიგი იდგა. მოპირდაპირედ შეგეძლოთ, „კოკა-კოლას“ უგემრიელესი კოქტეილით გაგრილებულიყავით და სილამაზის ფესტივალზე მოგზაურობა დაგეწყოთ.

შესასვლელში მიღებული პირველი შთაბეჭდილების შემდეგ ავტომობილთან ფოტოს გადასაღებ რიგში ჩავდექი, თუმცა ვეღარ მოვითმინე და მაშინვე მთავარი დარბაზისკენ გავეშურე, სადაც ყვავილებით მორთული სივრცეები, ფერადი სტენდები და ბედნიერი სახეები ნამდვილ დღესასწაულს ქმნიდა. რადგანაც ფესტივალს სამსახურის შემდეგ ვესტუმრე და ენერგია მჭირდებოდა, სივრცეების დათვალიერებას „პური გულიანის“ კაპუჩინოს თანხლებით შევუდექი.

რთული იყო, არ შეგემჩნია იასამნისფერში გადაწყვეტილი „კოდალის“ მასშტაბური სივრცე, სადაც უამრავი სტუმარი იყრიდა თავს. მეც მათ შევერიე და ბრენდის წარმომადგენლის დახმარებით ჩემთვის საინტერესო პროდუქტი აღმოვაჩინე - სხეულის გამამკვრივებელი ლოსიონი, რომელიც დამეთანხმებით, ზაფხულისთვის მართლაც სასურველი პროდუქტია. ფესტივალის ერთ-ერთმა სტუმარმა თავისი გამოცდილებაც გამიზიარა და მითხრა, რომ ლოსიონმა ვარჯიშთან და კვების რეჟიმის მოწესრიგებასთან სინთეზში მართლაც აჩვენა შედეგი. სასიამოვნო იყო უცნობი ადამიანებისგან რეალური რჩევების მიღება და როცა სივრცეს თვალი გადავავლე, სხვა სტუმრებს შორისაც ასეთივე ინტერაქცია მიმდინარეობდა, თითქოს სილამაზის სიყვარულმა ყველა გააერთიანა და ამის მიღმა არსებული ყოფითი პრობლემები დაავიწყა. შენაძენზე „კოდალის“ სივრცეში PSP-ს სასაჩუქრე ჩანთა გადმომცეს, სადაც სხვადასხვა პრემიუმ ბრენდის ხუთი ტესტერი აღმოვაჩინე, შემდეგ კი დასაგემოვნებლად ღვინო და ყველი შემომთავაზეს.

„კოდალის“ სივრცეში არსებული აურა იმდენად სასიამოვნო იყო, რომ კიდევ დიდხანს დავრჩებოდი, თუმცა მიმდებარედ კერამიკის გაკვეთილები მიმდინარეობდა, უფრო ქვემოთ კი Make up არტისტები გოგონებს თვალის სადღესასწაულო მაკიაჟს უკეთებდნენ, რამაც მაშინვე დამაინტერესა და სწორედ იქით ავიღე გეზი. კერამიკის სივრცეში სანამ პატარა სტუმრები ჭურჭელზე ხატავდნენ, უფროსები სასურველ ნივთებს არჩევდნენ; Make up სივრცეში კი სპეციალისტები გვასწავლიდნენ, როგორ შეგვექმნა ეფექტური მაკიაჟი. ცოტა ხანს დავრჩი და სხვების ულამაზესი მაკიაჟით ვტკბებოდი, შემდეგ კი ჩემი ყურადღება რობოტმა Neo-მ მიიქცია, რომელიც სტუმრებს სასურველი სტენდების პოვნაში ეხმარებოდა. მის გარშემო უამრავი ხალხი ირეოდა და როგორც მივხვდი, Neo ფესტივალის ვარსკვლავად იქცა.

ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი იყო ბრენდ Payot-ის სივრცე, სადაც ელეგანტურობა, დახვეწილობა და სისადავე ერთმანეთს ერწყმოდა. გემოვნებით შესრულებული ყვავილების შადრევნების უკან, რომლებიც შეფუთვიდან გადმოსული სახის შრატის ინსტალაციას წარმოადგენდა, მოწყობილი იყო პროდუქციის სტენდი, სადაც არც მეტი, არც ნაკლები - ბალერინა გიმასპინძლებდათ და სასურველი პროდუქტის შერჩევაში დაგეხმარებოდათ.

ეს სივრცე რამდენიმე რაკურსით გადავიღე, შემდეგ ცოტა ხანს მისი დიზაინით ვტკბებოდი და საბოლოოდ Kaypro-ს, Echosline-ისა და Bevisible-ის თმის მოვლის სივრცეებში გადავინაცვლე, სადაც ცნობილი იტალიელი სტილისტების მასტერკლასი მიმდინარეობდა. ისინი სტუმრებს თმის შეჭრისა და შეღებვის ტექნიკას უზიარებდნენ.

გადავწყვიტე, კიდევ ერთი შენაძენი გამეკეთებინა და ამჯერად არჩევანი შემეჩერებინა ისეთ ბრენდზე, რომელიც აქამდე არ გამომიყენებია. რადგანაც ფრანგული კოსმეტიკა ჩემთვის შეუცვლელია, PSP-ს წარმომადგენლისა და სხვა მომხმარებლების დახმარებით არჩევანი Algologie-ს ნაკრებზე შევაჩერე, რომელზეც სხვა პროდუქციის მსგავსად 50%-იანი ფასდაკლება ვრცელდებოდა და არც ამ სივრცეში გტოვებდნენ უსაჩუქროდ.

გარდა ფრანგულისა, კორეული ბრენდები და მათი კანის მოვლის ფილოსოფია ჩემთვის აღმოჩენაა, ამიტომ გადავწყვიტე, Mizon-ისა და Missha-ს სივრცეებისთვისაც შემევლო თვალი, მით უფრო რომ ვიცოდი, აქ კიდევ ერთი ახალი ბრენდი Village 11 Factory და მისი კორეელი წარმომადგენლები დამხვდებოდნენ. ისინი პირადად ისმენდნენ სტუმრების მოსაზრებებს და რჩევებსაც უზიარებდნენ. აღმოვაჩინე, რომ კორეულ კოსმეტიკას საქართველოში იმაზე მეტი მოყვარული ჰყავს, ვიდრე მეგონა, რადგან სივრცეში შესასვლელად რიგში დგომა დამჭირდა. Village 11 Factory საინტერესო შემადგენლობის გამო ჩემს სიაში ჩავინიშნე და სამომავლოდ აუცილებლად დავუბრუნდები.

პირველი დღის საზეიმოდ დახურვა ფერადი ფეიერვერკით შედგა, რომელსაც „კოკა-კოლას“ ცივი კოქტეილით სასიამოვნოდ გაბრუებული ვადევნებდი თვალს. სახლში კი ამაღლებული განწყობითა და უამრავი საჩუქრით დავბრუნდი, რომლებსაც ამ ზაფხულს ხმელთაშუა ზღვაზე სამოგზაუროდ გამოვიყენებ.

რატომ უნდა მოსულიყავით სილამაზის ფესტივალზე? - გარდა იმისა, რომ აქ ფასდაკლებები, საჩუქრები, ექიმებთან უფასო კონსულტაციები თუ პროცედურები დაგხვდებოდათ, მოხვდებოდით გარემოში, სადაც თავს რაღაც დიდისა და პოზიტიურის ნაწილად იგრძნობდით, სადაც მხოლოდ სილამაზისა და ხალისიანი განწყობის ადგილი იყო, 25 ივნისს, დახურვის დღეს კი დაესწრებოდით ცნობილი ქართველი მომღერლის - სტეფანეს კონცერტს და გექნებოდათ შანსი, მოგეგოთ ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები ბილეთები.

აქ შექმნილმა ატმოსფერომ დამარწმუნა, რომ არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე სრულიად უცნობი ადამიანებისთვის ასეთი საოცარი განწყობის შექმნა, მათზე ზრუნვა და მათი მადლიერების დამსახურება, რისი მიღწევაც PSP-მ პირველი Beauty Fair-ით ნამდვილად შეძლო.

R