სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ძაღლის ღია სივრცეში საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლაზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას  - რამდენი ლარია ჯარიმა კანონის დარღვევისთვის
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ძაღლის ღია სივრცეში საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლაზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას  - რამდენი ლარია ჯარიმა კანონის დარღვევისთვის

პარ­ლა­მენ­ტმა სა­მი­ვე მოს­მე­ნით მხა­რი და­უ­ჭი­რა “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებს, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ძაღ­ლის ღია სივ­რცე­ში - მათ შო­რის ბულ­ვარ­ში, პარ­კებ­სა და სკვე­რებ­ში სა­ბე­ლის ან ალი­კა­პის გა­რე­შე ყო­ლა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მკაცრ­დე­ბა.

შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტებ­მა მო­ამ­ზა­დეს, 76-ხმით, ერ­თხმად მე­სა­მე მოს­მე­ნით და­ამ­ტკი­ცეს.

მი­ღე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, ძაღ­ლის სა­ბე­ლის ან ალი­კა­პის გა­რე­შე ქა­ლა­ქის ბულ­ვარ­ში, პარკში ან სკვერ­ში ყოლა (გარ­და სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფი­ლი ად­გი­ლე­ბი­სა), გაფრ­თხი­ლე­ბის ან 20-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის ნაც­ვლად, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 150 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იგი­ვე ქმე­დე­ბა ჩა­დე­ნი­ლი გან­მე­ო­რე­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­მო­იწ­ვევს მო­ქა­ლა­ქის და­ჯა­რი­მე­ბას 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით (ნაც­ვლად 50 ლა­რი­სა).

ამა­ვე ცვლი­ლე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თვით­მმარ­თვე­ლი ორ­გა­ნოს მიერ დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით წვრილ­ფე­ხა და მსხვილ­ფე­ხა პი­რუ­ტყვის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ან მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის გა­რე­შე ყოფ­ნა, გა­მო­იწ­ვევს მე­სა­კუთ­რის და­ჯა­რი­მე­ბას 50 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ნაც­ვლად 20 ლა­რი­სა.

ბულ­ვარ­ში, პარკში, სკვერ­ში ან პლაჟ­ზე წვრილ­ფე­ხა ან/და მსხვილ­ფე­ხა პი­რუ­ტყვის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ან მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის გა­რე­შე ყოფ­ნა – გა­მო­იწ­ვევს მე­სა­კუთ­რის და­ჯა­რი­მე­ბას 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ნაც­ვლად არ­სე­ბუ­ლი 50 ლა­რი­სა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მწარე
1

პატრონიან ძაღლებს შემდეგ ეტაპზე მიზედეთ. ჯერ მაწანწალებს მოუხერხეთ რამე. ქუჩაში გადაადგილება შეუძლებელია ჯერ იმიტომ, რომ სახიფათოა, ჯგროდ არიან ყველგან. მერეც მაგათმა ფეკალიებმა ააქოთა მთელი ქალაქი. ორ ნაბიჯს ვერ გადადგამ, რომ არ შეგხვდეს. ანტისანიტარია და სიცოცხლის საფრთხე!

....
1

კიდევ ერთი კანონი ქაღალდზე, რომელსაც პოლიცია არ შეასრულებს. ან მხოლოდ ცენტრალურ უბნებში იმოქმედებს, როგორც ყველა კანონი ამ ქალაქში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ძაღლის ღია სივრცეში საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლაზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას  - რამდენი ლარია ჯარიმა კანონის დარღვევისთვის

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ძაღლის ღია სივრცეში საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლაზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას  - რამდენი ლარია ჯარიმა კანონის დარღვევისთვის

პარლამენტმა სამივე მოსმენით მხარი დაუჭირა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც ძაღლის ღია სივრცეში - მათ შორის ბულვარში, პარკებსა და სკვერებში საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს, 76-ხმით, ერთხმად მესამე მოსმენით დაამტკიცეს.

მიღებული ცვლილებების თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ქალაქის ბულვარში, პარკში ან სკვერში ყოლა (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), გაფრთხილების ან 20-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა).

ამავე ცვლილებების გათვალისწინებით, თვითმმართველი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ნაცვლად 20 ლარისა.

ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა – გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ნაცვლად არსებული 50 ლარისა.