საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი... ძალადობა მარტო ფიზიკური არ არის, ძალადობა არის ვერბალურიც, ტელევიზიების საშუალებით" - რას ამბობს კალაძე მშვილდაძეზე თავდასხმის თაობაზე?
"ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი... ძალადობა მარტო ფიზიკური არ არის, ძალადობა არის ვერბალურიც, ტელევიზიების საშუალებით" - რას ამბობს კალაძე მშვილდაძეზე თავდასხმის თაობაზე?

კახა კა­ლა­ძე ჟურ­ნა­ლის­ტებს - ვის­გა­ნაც არ უნდა მო­დი­ო­დეს, ძა­ლა­დო­ბა არის მი­უ­ღე­ბე­ლი - ძა­ლა­დო­ბაა ადა­მი­ა­ნის და­ბუ­ლინ­გე­ბაც, ტა­ლა­ხის სრო­ლა, ეთე­რე­ბი­დან გი­ნე­ბა, შე­უ­რა­ცხყო­ფა - ორ­მა­გი სტან­დარ­ტი გაქვთ, ეს არის ფა­რი­სევ­ლო­ბა.

ვის­გა­ნაც არ უნდა მო­დი­ო­დეს, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ძა­ლა­დო­ბა არის მი­უ­ღე­ბე­ლი, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას“ ერთ-ერთ დამ­ფუძ­ნე­ბელ­ზე, მიშა მშვილ­და­ძე­ზე თავ­დას­ხმის ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორ კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ძა­ლა­დო­ბა მარ­ტო ფი­ზი­კუ­რი არ არის, ძა­ლა­დო­ბა არის ვერ­ბა­ლუ­რიც.

"ძა­ლა­დო­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის უნდა იყოს მი­უ­ღე­ბე­ლი, ყვე­ლა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბა. ძა­ლა­დო­ბა მარ­ტო ფი­ზი­კუ­რი არ არის, ძა­ლა­დო­ბა არის ვერ­ბა­ლუ­რი, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, რაც სამ­წუ­ხა­როა. სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში ადა­მი­ა­ნე­ბის და­ბუ­ლინ­გე­ბა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მი­უ­ღებ­ლო­ბა, ეს რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან ცუ­დია და ყვე­ლა უნდა ვებ­რძო­ლოთ ამ ყვე­ლა­ფერს. არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ხდე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­შა­ვე­ბა, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, ტა­ლა­ხის სრო­ლა და ეს ძა­ლი­ან ცუ­დია, ვის­გა­ნაც არ უნდა იყოს. ვის­გა­ნაც არ უნდა მო­დი­ო­დეს, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ძა­ლა­დო­ბა არის მი­უ­ღე­ბე­ლი. ბევ­რი ფაქ­ტი შე­მიძ­ლია მო­გიყ­ვა­ნოთ, იგი­ვე პირ­და­პი­რი ეთე­რით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, გი­ნე­ბა, შე­უ­რა­ცხყო­ფა, თუნ­დაც პრე­ზი­დენ­ტთან მი­მარ­თე­ბით ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი. ორ­მა­გი სტან­დარ­ტია. თქვენ რე­ა­ლუ­რად არ გა­ინ­ტე­რე­სებთ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბის აღ­მო­ფხვრა, თქვენ გინ­დათ, ეს გა­მო­ი­ყე­ნოთ პო­ლი­ტი­კუ­რად, ეს ორ­მა­გი სტან­დარ­ტი ყვე­ლა­ფერ­ში გა­ხა­სი­ა­თებთ და ვფიქ­რობ, ეს არის ფა­რი­სევ­ლო­ბა. როცა ხდე­ბა ამ­გვა­რი ფაქ­ტე­ბი, უნდა გა­მოხ­ვი­დეთ და და­ა­ფიქ­სი­როთ თქვე­ნი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი და პრო­ტეს­ტი ასე­თი ფაქ­ტე­ბის მი­მართ. არ მახ­სოვს გა­მო­სუ­ლი­ყა­ვით და გა­გეპ­რო­ტეს­ტე­ბი­ნათ ასე­თი ქმე­დე­ბე­ბი. თუნ­დაც ერთ-ერთი აქ­ცი­ის დროს, რო­დე­საც იყო მცდე­ლო­ბა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ცო­ცხლად დაწ­ვის, არ მახ­სოვს, გა­გეპ­რო­ტეს­ტე­ბი­ნათ, პი­რი­ქით, მცდე­ლო­ბა გაქვთ, რომ წა­ა­ხა­ლი­სოთ ეს ყვე­ლა­ფე­რი და გმი­რე­ბად გა­მო­ა­ცხა­დოთ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ეს ძა­ლი­ან და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი და ცუ­დია. ჩემი კო­ლე­გე­ბის, პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის მი­მართ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის­გან იგი­ვე ძა­ლა­დო­ბაა. ძა­ლა­დო­ბა მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი არ არ­სე­ბობს. სი­ტყვი­ე­რი ძა­ლა­დო­ბაა რა­საც აკე­თებთ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ოჯა­ხე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, როცა უვარ­დე­ბით ოჯა­ხებ­ში. როცა კონ­კრე­ტულ შე­კი­თხვა­ზე არ მაქვს სურ­ვი­ლი, რომ გაგ­ცეთ პა­სუ­ხი, ამ დროს რო­გორ იქ­ცე­ვი­ან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი? ესეც ძა­ლა­დო­ბაა. ის, რა­საც თქვენ, თქვე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით აკე­თებთ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ძა­ლა­დო­ბაა, რა­საც ვგმობ და მი­უ­ღე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ტე­ლე­კომ­პა­ნია “ფორ­მუ­ლას” ერთ-ერთ დამ­ფუძ­ნე­ბელს, მიშა მშვილ­და­ძეს თავს და­ესხნენ. მშვილ­და­ძის თქმით, თავ­დას­ხმა ერთ-ერთი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის შე­სას­ვლელ­ში მოხ­და, რა დრო­საც მას ფი­ზი­კუ­რად უც­ნო­ბი პირი გა­უს­წორ­და. თავ­დას­ხმის ფაქ­ტზე შს სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს“ უწყე­ბა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა 126-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ექიმი ჰაუსი-ს
1

ყოველ შემთხვევაში თქვენს პარტ-აქტივს და კოორდინატორებს არ გულისხმობენ,საუბარი რიგით მოსახლეობაზე,ვინც ვერ მოასწრო გაქცევა ევროპაში.

ციცი
33

დამარცხებულია ქართული ოცნება. უკვე ხალხის ცემაზე გადავიდნენ. 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი... ძალადობა მარტო ფიზიკური არ არის, ძალადობა არის ვერბალურიც, ტელევიზიების საშუალებით" - რას ამბობს კალაძე მშვილდაძეზე თავდასხმის თაობაზე?

"ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი... ძალადობა მარტო ფიზიკური არ არის, ძალადობა არის ვერბალურიც, ტელევიზიების საშუალებით" - რას ამბობს კალაძე მშვილდაძეზე თავდასხმის თაობაზე?

კახა კალაძე ჟურნალისტებს - ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ძალადობა არის მიუღებელი - ძალადობაა ადამიანის დაბულინგებაც, ტალახის სროლა, ეთერებიდან გინება, შეურაცხყოფა - ორმაგი სტანდარტი გაქვთ, ეს არის ფარისევლობა.

ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, არ აქვს მნიშვნელობა, ძალადობა არის მიუღებელი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ტელეკომპანია "ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

როგორ კალაძემ აღნიშნა, ძალადობა მარტო ფიზიკური არ არის, ძალადობა არის ვერბალურიც.

"ძალადობა, ნებისმიერი ადამიანისთვის უნდა იყოს მიუღებელი, ყველანაირი ძალადობა. ძალადობა მარტო ფიზიკური არ არის, ძალადობა არის ვერბალური, ტელევიზიების საშუალებით, რაც სამწუხაროა. სოციალურ სივრცეში ადამიანების დაბულინგება, განსხვავებული აზრის მიუღებლობა, ეს რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და ყველა უნდა ვებრძოლოთ ამ ყველაფერს. არის შემთხვევები, როცა ხდება კონკრეტული ადამიანების გაშავება, მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციების გავრცელება, ტალახის სროლა და ეს ძალიან ცუდია, ვისგანაც არ უნდა იყოს. ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, არ აქვს მნიშვნელობა, ძალადობა არის მიუღებელი. ბევრი ფაქტი შემიძლია მოგიყვანოთ, იგივე პირდაპირი ეთერით გაკეთებული განცხადებები, გინება, შეურაცხყოფა, თუნდაც პრეზიდენტთან მიმართებით ერთ-ერთი ტელევიზიის დამფუძნებლის განცხადებები. ორმაგი სტანდარტია. თქვენ რეალურად არ გაინტერესებთ ძალადობის ფაქტების აღმოფხვრა, თქვენ გინდათ, ეს გამოიყენოთ პოლიტიკურად, ეს ორმაგი სტანდარტი ყველაფერში გახასიათებთ და ვფიქრობ, ეს არის ფარისევლობა. როცა ხდება ამგვარი ფაქტები, უნდა გამოხვიდეთ და დააფიქსიროთ თქვენი გულისტკივილი და პროტესტი ასეთი ფაქტების მიმართ. არ მახსოვს გამოსულიყავით და გაგეპროტესტებინათ ასეთი ქმედებები. თუნდაც ერთ-ერთი აქციის დროს, როდესაც იყო მცდელობა პოლიციელების ცოცხლად დაწვის, არ მახსოვს, გაგეპროტესტებინათ, პირიქით, მცდელობა გაქვთ, რომ წაახალისოთ ეს ყველაფერი და გმირებად გამოაცხადოთ ასეთი ადამიანები, ეს ძალიან დამაზიანებელი და ცუდია. ჩემი კოლეგების, პარლამენტარების მიმართ გაკეთებული განცხადებები ტელევიზიებისგან იგივე ძალადობაა. ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არსებობს. სიტყვიერი ძალადობაა რასაც აკეთებთ პოლიტიკოსების ოჯახების წინააღმდეგ, როცა უვარდებით ოჯახებში. როცა კონკრეტულ შეკითხვაზე არ მაქვს სურვილი, რომ გაგცეთ პასუხი, ამ დროს როგორ იქცევიან ჟურნალისტები? ესეც ძალადობაა. ის, რასაც თქვენ, თქვენი ტელევიზიების საშუალებით აკეთებთ, ჩვეულებრივი ძალადობაა, რასაც ვგმობ და მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ. მშვილდაძის თქმით, თავდასხმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შესასვლელში მოხდა, რა დროსაც მას ფიზიკურად უცნობი პირი გაუსწორდა. თავდასხმის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: