საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოხუცმა ქალმა ითამაშა ჩემს ემოციებზე, ტყუილი იკადრა 20 თეთრისთვის..." - რას წერს ქალი, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონტროლიორმა 80 წლის მოხუცი დააჯარიმა
"მოხუცმა ქალმა ითამაშა ჩემს ემოციებზე, ტყუილი იკადრა 20 თეთრისთვის..." - რას წერს ქალი, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონტროლიორმა 80 წლის მოხუცი დააჯარიმა

27 ივ­ნისს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­ხმა­რე­ბელ­მა ნინი გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ კონ­ტრო­ლი­ო­რის­თვის გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­ავ­რცე­ლა. ქალი წერ­და, რომ ამ კონ­ტრო­ლი­ორ­მა 80 წლის მო­ხუ­ცი და­ა­ჯა­რი­მა, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, რომ "კა­თარ­ზის­ში" აგ­ვი­ან­დე­ბო­და, ბი­ლე­თის ფული არ ჰქონ­და და მში­ე­რი დარ­ჩე­ბო­და, სამ სა­ა­თამ­დე თუ ვერ მი­ვი­დო­და. ამ ამ­ბავს ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და კონ­ტრო­ლი­ო­რი ქა­ლის მი­მართ დიდი აგ­რე­სია წა­მო­ვი­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ინ­ცინ­დენ­ტში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბულ­მა ქალ­მა დი­ა­ნა კვი­ცი­ან­მა პოსტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც წერ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტყუ­ი­ლი იყო. ქალი, რო­მე­ლიც თით­ქოს 80 წლის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მო­ხუ­ცი იყო, რე­ა­ლუ­რად 72 წლის ქალი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­საც არ ჰქო­ნია სო­ცი­ა­ლუ­რი შემ­წე­ო­ბა და არც "კა­თარ­ზის­ში" ეჩ­ქა­რე­ბო­და. მი­სი­ვე თქმით, და­ჯა­რი­მე­ბამ­დე ის ერთ-ერთ კონ­ტრო­ლი­ორს ფი­ზი­კუ­რად შე­ე­ხო.

დი­ა­ნა კვი­ცი­ან­მა ასე­ვე და­წე­რა, რომ გა­და­წყვი­ტა, პოს­ტის ავ­ტორს, ნინი გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს უჩივ­ლოს, რად­გან არა­ვის აქვს ბუ­ლინ­გი­სა და ცი­ლის­წა­მე­ბის უფ­ლე­ბა, თან ქალ­მა მისი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ფოტო გა­და­უ­ღო და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­უ­სა­ბუ­თე­ბელ ბრალ­დე­ბას­თან ერ­თად გა­მო­აქ­ვეყ­ნა. დი­ა­ნას გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის დროს, ნინი გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს პოს­ტი უკვე წაშ­ლი­ლი ჰქონ­და. დღეს გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ კი­დევ ერთი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც წერს, რომ ემო­ცი­ებს აჰ­ყვა და ძა­ლი­ან გა­ნიც­დის, რომ ისიც მო­ა­ტყუ­ეს. გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ასე­ვე ნერ­ვი­უ­ლობს იმ ფაქ­ტზე, რომ დი­ა­ნა მის წი­ნა­აღ­მდეგ ჩი­ვილს აპი­რებს.

ნინი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე:

"მე­გობ­რე­ბის­თვის, ასე­ვე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც ჩემი სტა­ტუ­სის გამო ინერ­ვი­უ­ლა, გა­ნი­ცა­და ისე, რო­გორც მე გან­ვი­ცა­დე ფაქ­ტი - ასა­კო­ვა­ნი ქალი, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, რომ მგზავ­რო­ბის ფული არ ჰქონ­და და მი­დი­ო­და "კა­თარ­ზის­ში", რად­გან სოც­და­უც­ვე­ლი იყო, კონ­ტრო­ლი­ორ­მა და­ა­ჯა­რი­მა. დიახ, კა­ნო­ნი კა­ნო­ნია და ის, ნე­ბის­მი­ერ­მა, ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, უნდა და­ვიც­ვათ. დიახ, მე კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, თუმ­ცა...

იმ დღეს, გა­ჩე­რე­ბა­ზე, ჩემს ად­გილ­ზე ვინც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყა­ვით, გა­ა­კე­თებ­დით იმას, რაც მე გა­ვა­კე­თე - მი­ვე­დი კონ­ტრო­ლი­ორ­თან და ვთხო­ვე არ და­ე­ჯა­რი­მე­ბი­ნა მო­ხუ­ცი, რო­მელ­საც საჭ­მლის ფული არ ჰქონ­და და რომ ჯა­რი­მის გა­დახ­და გა­უ­ჭირ­დე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, მე არ და­მი­ნა­ხავს რო­გორ ჰკრა ხელი მგზავ­რმა კონ­ტრო­ლი­ორს და არც ის ვი­ცო­დი, რომ მგზავრს სა­ერ­თოდ არ გა­უ­ტა­რე­ბია ბა­რა­თი და რომ ზე­პი­რად (ასე ვთქვათ) ამ­ბობ­და, ფული არ მაქ­ვსო.

სამ­წუ­ხა­როდ, მე არ ვი­ცო­დი, რომ ეს ქალ­ბა­ტო­ნი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი არ იყო. ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ მას შე­ეძ­ლო სი­მარ­თლე არ ეთ­ქვა. ახლა გა­ვი­გე, რომ მან, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ ითა­მა­შა ჩემს (და იქ გარ­შე­მო მყოფ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის) ემო­ცი­ებ­ზე. გა­მო­ხატ­ვით კი ყვე­ლამ სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად გა­მოვ­ხა­ტეთ ჩვე­ნი პო­ზი­ცია.

მე მი­ვე­დი კონ­ტრო­ლი­ორ­თან და ვუ­თხა­რი, რომ ამის შე­სა­ხებ დავ­წერ­დი. მან მი­თხრა - სა­დაც გინ­და და­წე­რეო. ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს აქვს თა­ვი­სი ემო­ცია, ჩვენ ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ და ეს ბუ­ნებ­რი­ვია. მაგ­რამ ვე­რა­ნა­ი­რად ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ მო­ხუც­მა კონ­ტრო­ლი­ორს ხელი ჰკრა. რო­გორც ჩანს, სწო­რედ ამ ქმე­დე­ბამ გა­მო­იწ­ვია კონ­ტრო­ლი­ო­რის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა და სწო­რი­ცაა. მეც გავ­ბრაზ­დე­ბი, ვინ­მემ ხელი რომ მკრას, რომ­ლის შემ­დე­გაც ძნე­ლია მარ­თო ემო­ცია. კი­დევ ვი­მე­ო­რებ, მე არ ვი­ცო­დი ხელი რომ ჰკრა მგზავ­რმა კონ­ტრო­ლი­ორს და ასე­ვე, არ ვი­ცო­დი, რომ ქალ­ბა­ტო­ნი სი­ნამ­დვი­ლე­ში ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი არ იყო. ახლა, როცა ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვა, ის კი არ მა­დარ­დებს ხვალ-ზეგ კონ­ტრო­ლი­ო­რი ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნას რომ აპი­რებს, ძა­ლუ­მად მა­დარ­დებს ერთი რამ - ვის შე­იძ­ლე­ბა ვენ­დოთ? ვის შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვე­სარ­ჩლოთ? ვინ უნდა და­ვიც­ვათ? აი, ეს არის ჩემი წუ­ხი­ლი და ის, რომ ერ­თმა მო­ხუც­მა მგზავ­რო­ბა­ში 20 თეთ­რის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო, ეჭ­ვის ქვეშ და­ა­ყე­ნა ჩემი გულ­წრფე­ლი ემო­ცია.

მე­ტიც, და­მა­ფიქ­რა სხვა დროს რა გა­ვა­კე­თო, გა­მო­ვე­სარ­ჩლო ადა­მი­ანს, თუ გულ­გრი­ლად გა­ვი­ა­რო? გულ­გრი­ლო­ბა კი ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი და აუ­ტა­ნე­ლია, თუმ­ცა, აი, ცხოვ­რე­ბამ რა მძი­მე მა­გა­ლი­თის მომსწრე გამ­ხა­და - ვი­ღა­ცის ტყუ­ი­ლის გამო ვი­ტი­რე, ვი­ნერ­ვი­უ­ლე, გა­ნერ­ვი­უ­ლეთ და რაც მთა­ვა­რია, რბი­ლად რომ ვთქვა, უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვა­ყე­ნე ქალი, რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და და მგზავ­რმა, თა­ვი­სი ტყუ­ი­ლით წარ­მო­ა­ჩი­ნა ცუ­დად. რა­ტომ და რო­დემ­დე? ნუთუ არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებ­მა ადა­მი­ა­ნო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ? ნუთუ არ შე­იძ­ლე­ბა მგზავ­რო­ბის თან­ხა გა­და­ვი­ხა­დოთ, რო­მე­ლიც პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის ხუთ­ჯერ მცი­რეა, ვიდ­რე არა­პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის!?

დღეს, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, როცა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი სი­ნათ­ლის სიჩ­ქა­რით ვი­თარ­დე­ბა და არის ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო - "ფე­ის­ბუ­ქი", სა­დაც ნე­ბის­მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­ზე რე­ა­გი­რე­ბა ხდე­ბა (ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში გა­დის), რა­ტომ გახ­და ტყუ­ი­ლი ნორ­მა?დიახ, მო­ხუც­მა ქალ­მა ითა­მა­შა ჩემს ემო­ცი­ებ­ზე, ტყუ­ი­ლი იკად­რა 20 თეთ­რის­თვის და მე ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ, მაქ­ცია ია­რა­ღად! რა­ტომ? რა­ტომ? 20 თეთ­რი კი არა, ბევ­რი მი­ლი­ო­ნიც კი ღირს ამად?ჰოდა, ახლა, რა გა­ვა­კე­თო მე, ჩემ­ნა­ირ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, ვი­საც სის­ხლში გვაქვს სხვე­ბის დახ­მა­რე­ბა? ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს მომ­ხდა­რი, ძა­ლი­ან. მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ჩემი გულ­წრფე­ლი ემო­ცია და­ი­ნა­ხეთ ამ და იმ სტა­ტუს­ში, რო­მე­ლიც სი­მარ­თლის გარ­კვე­ვის­თა­ნა­ვე წავ­შა­ლე!"

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 105 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Y
0

2 ინტრიგანი

gaga
13

განსაცდელში ჩავარდნილისადმი დახმარება ყველას ევალება კანონმდებლობით. კონტროლიოლი ვალდებულია თავად წარუდგინოს მგზავრებს თავისი თავი და მისი პიროვნებისა და სურათის გამოქვეყნება არ არის აკრძალული. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მგზავრებს მოსთხოვოს ბილეთი. კონტროლიორს უფლება არ აქვს მგზავრზე იძალადოს და დააკავოს. თუ მგზავრი არ ასრულებს მის მოთხოვნებს უნდა მიმართოს სამართალდამცავებს. რადგან მგზავრმა ხელი ჰკრა, ესე იგი კონტროლიოლი ძალადობდა და მგზავრის ავტობუსიდან ფიზიკურად გადაგდებას ცდილობდა რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. ეს ქალბატონი კი მხოლოდ შექებას იმსახურებს და, საბოდიშო არაფერი ჩაუდენია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მოხუცმა ქალმა ითამაშა ჩემს ემოციებზე, ტყუილი იკადრა 20 თეთრისთვის..." - რას წერს ქალი, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონტროლიორმა 80 წლის მოხუცი დააჯარიმა

"მოხუცმა ქალმა ითამაშა ჩემს ემოციებზე, ტყუილი იკადრა 20 თეთრისთვის..." - რას წერს ქალი, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონტროლიორმა 80 წლის მოხუცი დააჯარიმა

27 ივნისს, სოციალურ ქსელში მომხმარებელმა ნინი გაჩეჩილაძემ კონტროლიორისთვის გადაღებული ფოტო გაავრცელა. ქალი წერდა, რომ ამ კონტროლიორმა 80 წლის მოხუცი დააჯარიმა, რომელიც ამბობდა, რომ "კათარზისში" აგვიანდებოდა, ბილეთის ფული არ ჰქონდა და მშიერი დარჩებოდა, სამ საათამდე თუ ვერ მივიდოდა. ამ ამბავს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და კონტროლიორი ქალის მიმართ დიდი აგრესია წამოვიდა. მოგვიანებით, ინცინდენტში დადანაშაულებულმა ქალმა დიანა კვიციანმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ აღნიშნული ტყუილი იყო. ქალი, რომელიც თითქოს 80 წლის სოციალურად დაუცველი მოხუცი იყო, რეალურად 72 წლის ქალი აღმოჩნდა, რომელსაც არ ჰქონია სოციალური შემწეობა და არც "კათარზისში" ეჩქარებოდა. მისივე თქმით, დაჯარიმებამდე ის ერთ-ერთ კონტროლიორს ფიზიკურად შეეხო.

დიანა კვიციანმა ასევე დაწერა, რომ გადაწყვიტა, პოსტის ავტორს, ნინი გაჩეჩილაძეს უჩივლოს, რადგან არავის აქვს ბულინგისა და ცილისწამების უფლება, თან ქალმა მისი ნებართვის გარეშე ფოტო გადაუღო და სოციალურ ქსელში დაუსაბუთებელ ბრალდებასთან ერთად გამოაქვეყნა. დიანას გამოქვეყნებული განცხადების დროს, ნინი გაჩეჩილაძეს პოსტი უკვე წაშლილი ჰქონდა. დღეს გაჩეჩილაძემ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ ემოციებს აჰყვა და ძალიან განიცდის, რომ ისიც მოატყუეს. გაჩეჩილაძე ასევე ნერვიულობს იმ ფაქტზე, რომ დიანა მის წინააღმდეგ ჩივილს აპირებს.

ნინი გაჩეჩილაძე:

"მეგობრებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩემი სტატუსის გამო ინერვიულა, განიცადა ისე, როგორც მე განვიცადე ფაქტი - ასაკოვანი ქალი, რომელიც ამბობდა, რომ მგზავრობის ფული არ ჰქონდა და მიდიოდა "კათარზისში", რადგან სოცდაუცველი იყო, კონტროლიორმა დააჯარიმა. დიახ, კანონი კანონია და ის, ნებისმიერმა, ასაკის მიუხედავად, უნდა დავიცვათ. დიახ, მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ, თუმცა...

იმ დღეს, გაჩერებაზე, ჩემს ადგილზე ვინც არ უნდა ყოფილიყავით, გააკეთებდით იმას, რაც მე გავაკეთე - მივედი კონტროლიორთან და ვთხოვე არ დაეჯარიმებინა მოხუცი, რომელსაც საჭმლის ფული არ ჰქონდა და რომ ჯარიმის გადახდა გაუჭირდებოდა. სამწუხაროდ, მე არ დამინახავს როგორ ჰკრა ხელი მგზავრმა კონტროლიორს და არც ის ვიცოდი, რომ მგზავრს საერთოდ არ გაუტარებია ბარათი და რომ ზეპირად (ასე ვთქვათ) ამბობდა, ფული არ მაქვსო.

სამწუხაროდ, მე არ ვიცოდი, რომ ეს ქალბატონი ბენეფიციარი არ იყო. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მას შეეძლო სიმართლე არ ეთქვა. ახლა გავიგე, რომ მან, ნებსით თუ უნებლიეთ ითამაშა ჩემს (და იქ გარშემო მყოფ სხვა ადამიანების) ემოციებზე. გამოხატვით კი ყველამ სხვადასხვაგვარად გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია.

მე მივედი კონტროლიორთან და ვუთხარი, რომ ამის შესახებ დავწერდი. მან მითხრა - სადაც გინდა დაწერეო. ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელს აქვს თავისი ემოცია, ჩვენ ადამიანები ვართ და ეს ბუნებრივია. მაგრამ ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი, რომ მოხუცმა კონტროლიორს ხელი ჰკრა. როგორც ჩანს, სწორედ ამ ქმედებამ გამოიწვია კონტროლიორის გაღიზიანება და სწორიცაა. მეც გავბრაზდები, ვინმემ ხელი რომ მკრას, რომლის შემდეგაც ძნელია მართო ემოცია. კიდევ ვიმეორებ, მე არ ვიცოდი ხელი რომ ჰკრა მგზავრმა კონტროლიორს და ასევე, არ ვიცოდი, რომ ქალბატონი სინამდვილეში ბენეფიციარი არ იყო. ახლა, როცა ყველაფერი გაირკვა, ის კი არ მადარდებს ხვალ-ზეგ კონტროლიორი ჩემს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას რომ აპირებს, ძალუმად მადარდებს ერთი რამ - ვის შეიძლება ვენდოთ? ვის შეიძლება გამოვესარჩლოთ? ვინ უნდა დავიცვათ? აი, ეს არის ჩემი წუხილი და ის, რომ ერთმა მოხუცმა მგზავრობაში 20 თეთრის გადაუხდელობის გამო, ეჭვის ქვეშ დააყენა ჩემი გულწრფელი ემოცია.

მეტიც, დამაფიქრა სხვა დროს რა გავაკეთო, გამოვესარჩლო ადამიანს, თუ გულგრილად გავიარო? გულგრილობა კი ჩემთვის მიუღებელი და აუტანელია, თუმცა, აი, ცხოვრებამ რა მძიმე მაგალითის მომსწრე გამხადა - ვიღაცის ტყუილის გამო ვიტირე, ვინერვიულე, განერვიულეთ და რაც მთავარია, რბილად რომ ვთქვა, უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენე ქალი, რომელიც სინამდვილეში თავის მოვალეობას ასრულებდა და მგზავრმა, თავისი ტყუილით წარმოაჩინა ცუდად. რატომ და როდემდე? ნუთუ არ შეიძლება ადამიანებმა ადამიანობა შევინარჩუნოთ? ნუთუ არ შეიძლება მგზავრობის თანხა გადავიხადოთ, რომელიც პენსიონერებისთვის ხუთჯერ მცირეა, ვიდრე არაპენსიონერებისთვის!?

დღეს, 21-ე საუკუნეში, როცა ტექნოლოგიები სინათლის სიჩქარით ვითარდება და არის ვირტუალური სამყარო - "ფეისბუქი", სადაც ნებისმიერ გამოქვეყნებულ სამართალდარღვევაზე რეაგირება ხდება (ოფიციალურ განცხადებაში გადის), რატომ გახდა ტყუილი ნორმა?დიახ, მოხუცმა ქალმა ითამაშა ჩემს ემოციებზე, ტყუილი იკადრა 20 თეთრისთვის და მე ნებსით თუ უნებლიედ, მაქცია იარაღად! რატომ? რატომ? 20 თეთრი კი არა, ბევრი მილიონიც კი ღირს ამად?ჰოდა, ახლა, რა გავაკეთო მე, ჩემნაირმა ადამიანებმა, ვისაც სისხლში გვაქვს სხვების დახმარება? ძალიან მაწუხებს მომხდარი, ძალიან. მადლობა ყველას, ვინც ჩემი გულწრფელი ემოცია დაინახეთ ამ და იმ სტატუსში, რომელიც სიმართლის გარკვევისთანავე წავშალე!"

წაიკითხეთ ასევე: