მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახალხო დამცველი გმობს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას
სახალხო დამცველი გმობს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნის აპა­რა­ტი "ფორ­მუ­ლას" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლის, მიშა მშვილ­და­ძის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი გმობს მიშა მშვილ­და­ძის მი­მართ დღეს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი თავ­დას­ხმის ფაქტს და მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას, საქ­მე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან, შემ­დგო­მი გა­მო­ძი­ე­ბის მიზ­ნით, გა­დას­ცეს სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს, რათა დად­გინ­დეს, ხომ არ ჰქონ­და ად­გი­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ დევ­ნას, აზ­რის გა­მო­ხატ­ვის გამო.

"სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას, გა­დად­გას შე­სა­ბა­მი­სი ნა­ბი­ჯე­ბი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მიზ­ნით; სწრა­ფად და სრულ­ფა­სოვ­ნად ჩა­ტარ­დეს ყვე­ლა სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, მო­პო­ვე­ბულ იქ­ნას ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი, გა­მო­ი­კი­თხონ მოწ­მე­ე­ბი, ჩა­ტარ­დეს სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა და სხვა",- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ტე­ლე­კომ­პა­ნია “ფორ­მუ­ლას” ერთ-ერთ დამ­ფუძ­ნე­ბელს, მიშა მშვილ­და­ძეს თავს და­ესხნენ. მშვილ­და­ძის თქმით, თავ­დას­ხმა ერთ-ერთი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის შე­სას­ვლელ­ში მოხ­და, რა დრო­საც მას ფი­ზი­კუ­რად უც­ნო­ბი პირი გა­უს­წორ­და.

თავ­დას­ხმის ფაქ­ტზე შს სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს“ უწყე­ბა­ში გა­ნუ­ცხა­დეს გა­მო­ძი­ე­ბა 126-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოთარი
2

ეს ტიპიც ნაცდამცველი გახდა?

Qeto
11

ამ ბოლოკს რაში ვუხდით ჩვენი ჯიბიდან ხელფასს? ზოგჯერ რომ შეშფოთდეს ხოლმე? 

ავტორი:

სახალხო დამცველი გმობს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას

სახალხო დამცველი გმობს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის აპარატი "ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გმობს მიშა მშვილდაძის მიმართ დღეს განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან, შემდგომი გამოძიების მიზნით, გადასცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკური ძალადობით განხორციელებულ დევნას, აზრის გამოხატვის გამო.

"სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით; სწრაფად და სრულფასოვნად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები, ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა და სხვა",- აღნიშნულია განცხადებაში.

ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ. მშვილდაძის თქმით, თავდასხმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შესასვლელში მოხდა, რა დროსაც მას ფიზიკურად უცნობი პირი გაუსწორდა.

თავდასხმის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუს“ უწყებაში განუცხადეს გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: