სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოგმართავთ ყველას, ვინც მხარი დამიჭირეთ და ვინც მლანძღეთ... 80 წლის პირი არ დამიჯარიმებია" - რა მიმართვას ავრცელებს კონტროლიორი, რომლის ფოტო სოცქსელში გავრცელდა?
"მოგმართავთ ყველას, ვინც მხარი დამიჭირეთ და ვინც მლანძღეთ... 80 წლის პირი არ დამიჯარიმებია" - რა მიმართვას ავრცელებს კონტროლიორი, რომლის ფოტო სოცქსელში გავრცელდა?

კონ­ტრო­ლი­ო­რი, რომ­ლის ფოტო და ის­ტო­რია დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და, მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს. გავ­რცე­ლე­ბულ პოს­ტში სა­უ­ბა­რი იყო 80 წლის ქა­ლის და­ჯა­რი­მე­ბის ფაქ­ტზე. კონ­ტრო­ლი­ო­რი დი­ა­ნა კვი­ცი­ა­ნი ამ­ბობს, რომ მო­ქა­ლა­ქემ გავ­რცე­ლე­ბულ პოს­ტში ცილი დას­წა­მა.

"ჩემო მე­გობ­რე­ბო, მტრე­ბო და მოყ­ვა­რე­ე­ბო. მოგ­მარ­თავთ ყვე­ლას, ვინც დღეს მხა­რი და­მი­ჭი­რეთ და ვინც მლან­ძღეთ.

ვინ­მე ნინი გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ დადო პოს­ტი და და­ურ­თო ჩემი ფოტო, თით­ქოს გუ­შინ მე და­ვა­ჯა­რი­მე 80 წლის ქალ­ბა­ტო­ნი, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი, რო­მე­ლიც მი­დი­ო­და კა­თარ­ზის­ში საკ­ვე­ბის ასა­ღე­ბად.

პოს­ტის ავ­ტო­რი იმ დროს იმ­ყო­ფე­ბო­და ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე და მო­ა­ხერ­ხა ჩემ­თვის ფო­ტოს გა­და­ღე­ბა და შემ­დეგ მზაკ­ვრუ­ლი ტექ­სტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ჩემ­მა სამ­სა­ხურ­მა დღეს ჩა­ა­ტა­რა მოკ­ვლე­ვა, შე­ის­წავ­ლა გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მელ­შიც გა­და­ღე­ბუ­ლია მო­ქა­ლა­ქის და­ჯა­რი­მე­ბის ფაქ­ტი და სრუ­ლი­ად და­დას­ტურ­და ის, რომ ქალ­ბა­ტო­ნი ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ბინ­ძუ­რად მწა­მებს ცილს და „ფე­ის­ბუ­ქის“ ქსელ­ში ჩემი ფო­ტოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით, მოხ­და რა ჩემი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა ყვე­ლას, ვი­საც მო­ე­სურ­ვე­ბა, მლან­ძღონ და მო­მა­ყე­ნონ შე­უ­რა­ცხყო­ფა.

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ შემ­დეგს:

მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­ზეც არის სა­უ­ბა­რი, მე არ და­მი­ჯა­რი­მე­ბია.

მო­ქა­ლა­ქე იყო არა 80 - ის, არა­მედ 72 წლის.

მო­ქა­ლა­ქემ წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა არა სო­ცი­ა­ლუ­რი, არა­მედ სა­პენ­სიო სამ­გზავ­რო ბა­რა­თი, რი­თაც ვე­რა­ნა­ი­რად ვერ და­ა­დას­ტუ­რებ­და თა­ვის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლო­ბას.

მო­ქა­ლა­ქემ იმ კონ­ტრო­ლი­ორს, რო­მე­ლიც მას აჯა­რი­მებ­და, და­არ­ტყა მუშ­ტე­ბი და ხე­ლი­დან წა­არ­თვა ფურ­ცლე­ბი, რო­მელ­ზეც ჩვე­ნი შიდა გა­ნა­წე­სის მუხ­ლე­ბი გვქონ­და და­ტა­ნი­ლი.

არა­სო­დეს და არც გუ­შინ, მე 80 წლის პირი არ და­მი­ჯა­რი­მე­ბია, თუმ­ცა ამას კა­ნო­ნი არც კრძა­ლავს.

მოგ­მარ­თავთ ყვე­ლას, ვი­საც შე­გიძ­ლი­ათ და მე­ტიც, გა­ბედ­ნი­ე­რებთ, ერთი ხე­ლის მოს­მით ადა­მი­ა­ნის გა­ლან­ძღვა, მი­წას­თან გას­წო­რე­ბა და ჩა­სა­მა­რე­ბა, რა­ტომ არა­სო­დეს ინ­ტე­რეს­დე­ბით მე­ო­რე მხა­რე­საც მო­უს­მი­ნოთ?

რა­ტომ არ გა­და­ი­ღო ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნომ და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი პი­რის აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვა?

ყვე­ლა, ვინც გა­და­მი­ღებს ფო­ტოს და და­ურ­თავს და­უ­სა­ბუ­თე­ბელ, ბინ­ძურ ტექსტს, უნდა აი­ტა­ცოთ და მლან­ძღოთ????ჩემი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ შე­ის­წავ­ლა ფაქ­ტი, ვი­დეო მა­სა­ლა, მო­ახ­დი­ნეს და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი, რაც ზე­მოთ დავ­წე­რე, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია.

მე მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ პოს­ტის ავ­ტორს ვუ­ჩივ­ლო და და­ვა­ყე­ნო მისი სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, რად­გან არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა ცი­ლის­წა­მე­ბის, ჩემი და­ბუ­ლინ­გე­ბის.

ჩემი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ფო­ტოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­სა ასეთ და­უ­სა­ბუ­თე­ბელ და ბინ­ძურ ტექ­სტთან ერ­თად.

პ.ს. ავ­ტორ­მა ტექ­სტი წა­შა­ლა, თუმ­ცა ეს მას არ ათა­ვი­სუფ­ლებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან, რო­მელ­საც მე აუ­ცი­ლებ­ლად და­ვა­ყე­ნებ!“, - წერს დი­ა­ნა კვი­ცი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Edinio
13

ახლობელი მიყვებოდა გუშინ ერთი კვირაა რაც ჩამოსულია მოსკოვიდან წლებია იქ ცხოვრობს და მეუბნება ასეთ რამეს. უნამუსო ვიყო თავი ისევ რუსეთში მგონიაო. ბევრი ანალოგიები მითხრა აქაური და იქაური და მეკითხება ეს არისო ბიჭო ევროპისკენ სვლაო რომ იძახდი ხოლმეო მესინჯერზე ვურეკავთ ხოლმე ერთმანეთს და იქიდან ახსოვს ხანდახან რომ დავცინი იქ ლენინს მიმიხედე მეთქი ვეღადავები ხოლმე. ამ კონტროლიორებზე სულ გაგიჟებულია იქაც ეგრეაო ბონჟებს ნახულობენო აი უგულო სტარიკებსო და მილიციამ შეიძლება იქ უფრო დაგინდოსო ვიდრე კაციჭამია კონტროლიორმაო. მტერს არ ვურჩევ მაგათ ვინმე რომ ჩაუვარდეთ ხელშიო. გაგიჟებულია კაცი და მალე აპირებს წასვლას პოლონეთში მოსკოვში უკვე გაყიდა ყველაფერი. აქ ცოცხალი თავით არ უნდა ცხოვრება. ბიზნესი აქვს და ამიტომაც აირჩია ეხლა პოლონეთი. ეხლა რაც შეეხება კონტროლიორებს. ყველა ვინც დედისგან დაწყევლილია აქ მუშაობს. თან დააკვირდით ყველას პათოლოგიური სახეები აქვთ აი დაგეშილებს რომ გვანან აი ეგ არის.

ადამიანი
0

ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბი არ გაჰყავსო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"მოგმართავთ ყველას, ვინც მხარი დამიჭირეთ და ვინც მლანძღეთ... 80 წლის პირი არ დამიჯარიმებია" - რა მიმართვას ავრცელებს კონტროლიორი, რომლის ფოტო სოცქსელში გავრცელდა?

"მოგმართავთ ყველას, ვინც მხარი დამიჭირეთ და ვინც მლანძღეთ... 80 წლის პირი არ დამიჯარიმებია" - რა მიმართვას ავრცელებს კონტროლიორი, რომლის ფოტო სოცქსელში გავრცელდა?

კონტროლიორი, რომლის ფოტო და ისტორია დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა, მიმართვას ავრცელებს. გავრცელებულ პოსტში საუბარი იყო 80 წლის ქალის დაჯარიმების ფაქტზე. კონტროლიორი დიანა კვიციანი ამბობს, რომ მოქალაქემ გავრცელებულ პოსტში ცილი დასწამა.

"ჩემო მეგობრებო, მტრებო და მოყვარეებო. მოგმართავთ ყველას, ვინც დღეს მხარი დამიჭირეთ და ვინც მლანძღეთ.

ვინმე ნინი გაჩეჩილაძემ დადო პოსტი და დაურთო ჩემი ფოტო, თითქოს გუშინ მე დავაჯარიმე 80 წლის ქალბატონი, სოციალურად დაუცველი, რომელიც მიდიოდა კათარზისში საკვების ასაღებად.

პოსტის ავტორი იმ დროს იმყოფებოდა ავტობუსის გაჩერებაზე და მოახერხა ჩემთვის ფოტოს გადაღება და შემდეგ მზაკვრული ტექსტი გამოაქვეყნა.

ჩემმა სამსახურმა დღეს ჩაატარა მოკვლევა, შეისწავლა გადაღებული ვიდეომასალა, რომელშიც გადაღებულია მოქალაქის დაჯარიმების ფაქტი და სრულიად დადასტურდა ის, რომ ქალბატონი ნინო გაჩეჩილაძე ბინძურად მწამებს ცილს და „ფეისბუქის“ ქსელში ჩემი ფოტოს გამოქვეყნებით, მოხდა რა ჩემი იდენტიფიცირება, მისცა საშუალება ყველას, ვისაც მოესურვება, მლანძღონ და მომაყენონ შეურაცხყოფა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ შემდეგს:

მოქალაქე, რომელზეც არის საუბარი, მე არ დამიჯარიმებია.

მოქალაქე იყო არა 80 - ის, არამედ 72 წლის.

მოქალაქემ წარმოგვიდგინა არა სოციალური, არამედ საპენსიო სამგზავრო ბარათი, რითაც ვერანაირად ვერ დაადასტურებდა თავის სოციალურად დაუცველობას.

მოქალაქემ იმ კონტროლიორს, რომელიც მას აჯარიმებდა, დაარტყა მუშტები და ხელიდან წაართვა ფურცლები, რომელზეც ჩვენი შიდა განაწესის მუხლები გვქონდა დატანილი.

არასოდეს და არც გუშინ, მე 80 წლის პირი არ დამიჯარიმებია, თუმცა ამას კანონი არც კრძალავს.

მოგმართავთ ყველას, ვისაც შეგიძლიათ და მეტიც, გაბედნიერებთ, ერთი ხელის მოსმით ადამიანის გალანძღვა, მიწასთან გასწორება და ჩასამარება, რატომ არასოდეს ინტერესდებით მეორე მხარესაც მოუსმინოთ?

რატომ არ გადაიღო ქალბატონმა ნინომ დაჯარიმებული პირის აგრესიული ქცევა?

ყველა, ვინც გადამიღებს ფოტოს და დაურთავს დაუსაბუთებელ, ბინძურ ტექსტს, უნდა აიტაცოთ და მლანძღოთ????ჩემი სამსახურის ხელმძღვანელობამ შეისწავლა ფაქტი, ვიდეო მასალა, მოახდინეს დაჯარიმებული პირის იდენტიფიცირება და ყველაფერი, რაც ზემოთ დავწერე, დადასტურებულია.

მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ პოსტის ავტორს ვუჩივლო და დავაყენო მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან არავის აქვს უფლება ცილისწამების, ჩემი დაბულინგების.

ჩემი ნებართვის გარეშე ფოტოს გამოქვეყნებისა ასეთ დაუსაბუთებელ და ბინძურ ტექსტთან ერთად.

პ.ს. ავტორმა ტექსტი წაშალა, თუმცა ეს მას არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, რომელსაც მე აუცილებლად დავაყენებ!“, - წერს დიანა კვიციანი.