ავტორი:

"თამაშის განმავლობაში ყველაფერი დავდეთ, ღმერთის წყალობით, დაგვიფასდა" - ოქროს გოლის ავტორის ზურიკო დავითაშვილის პირველი კომენტარი მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ

"თამაშის განმავლობაში ყველაფერი დავდეთ, ღმერთის წყალობით, დაგვიფასდა" - ოქროს გოლის ავტორის ზურიკო დავითაშვილის პირველი კომენტარი მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ

საქართველოს ნაკრებისა და საფრანგეთის "ბორდოს" ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში ნიდერლანდებს უმნიშვნელოვანესი და ულამაზესი გოლი გაუტანა. მან საოცარი დრიბლინგით მეტოქის 5 ფეხბურთელს აუარა გვერდი და მეტოქის კარისკენ აუღებელი ბურთი დაარტყა. მატჩი ფრედ, ანგარიშით: 1:1. დასრულდა. რაც ნიშნავს, რომ ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და ისტორიაში პირველად, მეოთხედფინალში გავიდა.

მატჩის შემდეგ ზურიკო დავითაშვილის პირველი კომენტარი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველმა არხმა გაავრცელა.

ზურიკო დავითაშვილი:

"არ ვიცი, არ ვთქვა, ცოტა დაბნეული ვარ. ასეთ ემოციებს არც ველოდი. გვჯეროდა, რომ ამას შევძლებდით. ეს არა მარტო მე, არამედ მთელმა გუნდმა ერთად შევძელით. მთელი თამაშის განმავლობაში ყველაფერი დავდეთ, ყველაფერი გავაკეთეთ, ღმერთი წყალობით, ეს ყველაფერი დაგვიფასდა, გავედით მეოთხედფინალში, ისტორიული შედეგი დავაფიქსირეთ. ეს საოცარი გრძნობაა. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს მობრძანებისა და ასეთი მხარდაჭერისთვის. გავაგრძელებთ წარმატებას, ეჭვი არ მეპარება ამაში".

ბურთი გატანის შემდეგ კარგა ხნის განმავლობაში "დინამო არენა" ზურიკოს სახელს სკანდირებდა. ამის თაობაზე დავითაშვილმა განაცხადა:

"ეს ენითაღუწერელი გრძნობაა, ამ დროს ისე იმუხტები, არავის შეუძლია შენი გაჩერება".

იხილეთ ასევე: