მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურიკო დავითაშვილის საოცარი დრიბლინგი და ულამაზესი გოლი - საქართველო-ნიდერლანდები: ფრე პირველ ტაიმის შემდეგ
ზურიკო დავითაშვილის საოცარი დრიბლინგი და ულამაზესი გოლი - საქართველო-ნიდერლანდები: ფრე პირველ ტაიმის შემდეგ

ევ­რო­პის 21-წლამ­დელ­თა ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­სა­მე ტურ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ნი­დერ­ლან­დებს მას­პინ­ძლობს და პირ­ვე­ლი ტა­ი­მი დას­რულ­და ან­გა­რი­შით 1:1.

ჩვე­ნი გუნ­დის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა რა­მაზ სვა­ნა­ძემ შემ­დე­გი სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბით გა­იყ­ვა­ნა ახალ­გაზ­რდა "ჯვა­როს­ნე­ბი" სტა­დი­ონ­ზე:

მა­მარ­დაშ­ვი­ლი, გო­ჩო­ლე­იშ­ვი­ლი, კა­ლან­და­ძე, გე­ლაშ­ვი­ლი, სა­ზო­ნო­ვი, ლო­მი­ნა­ძე, მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი, და­ვი­თაშ­ვი­ლი, წი­ტა­იშ­ვი­ლი, აზა­რო­ვი, გა­გუა.

მატ­ჩი ნი­დერ­ლან­დელ­თა აქ­ტი­უ­რი თა­მა­შით და­ი­წყო, "ნა­რინ­ჯის­ფრებს" არა­ერ­თი შან­სი ჰქონ­დათ ან­გა­რი­შის გახ­სნის, თუმ­ცა ბურ­თი გა­ტა­ნა ვე­რაფ­რით მო­ა­ხერ­ხეს. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი მთე­ლი ძა­ლით იცავ­და თავს, თუმ­ცა 41-ე წუთ­ზე ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვილ­მა სა­ო­ცა­რი დრიბ­ლინ­გით მე­ტო­ქის 5 ფეხ­ბურ­თელს აუ­ა­რა გვერ­დი და ულა­მა­ზე­სი გოლი გა­ი­ტა­ნა. და­მა­ტე­ბით დრო­ში გი­ორ­გი გა­გუ­ას ან­გა­რი­შის გაზ­რდის შან­სი ჰქონ­და, თუმ­ცა მე­ტო­ქის სა­ჯა­რი­მო­ში წა­იქ­ცა და კა­რის­კენ დარ­ტყმა ვერ შეძ­ლო. ბურ­თი ტე­ი­ლორ­მა გა­ი­ტა­ნა.

მატ­ჩის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სტა­დი­ონ­ზე ერთი სა­ხა­ლი­სო ამ­ბა­ვიც მოხ­და, მე-10 წუთ­ზე "23-ე მო­თა­მა­შე" გა­მოჩ­ნდა უსაყ­ვა­რე­ლეს­მა ძაღ­ლუ­კამ კარ­გა ხანს ირ­ბი­ნა, ბო­ლოს კი სტა­დი­ო­ნის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ხელ­ში ატა­ტე­ბუ­ლი გა­იყ­ვა­ნეს მო­ედ­ნი­დან.

მო­გეხ­სნე­ბათ, 21 ივ­ნისს გახ­სნა 21 წლამ­დელ­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ფეხ­ბურთში, რომ­ლის მას­პინ­ძე­ლიც, რუ­მი­ნეთ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოც არის. ჩვე­ნი ქვეყ­ნის ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბი სწო­რედ მას­პინ­ძლის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ის წყა­ლო­ბით მოხ­ვდა ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, თუმ­ცა პირ­ვე­ლი­ვე თა­მაშ­ში გა­მოჩ­ნდა, რომ ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად ას­პა­რე­ზო­ბენ ევ­რო­პა­ში რან­გით მე­ო­რე სა­ნაკ­რე­ბო ტურ­ნირ­ზე. ქარ­თვე­ლე­ბი ერთ-ერთ ურ­თუ­ლეს A ჯგუფ­ში მოხ­ვდნენ, ჩვენ­თან ერ­თად არი­ან: ბელ­გია, ნი­დერ­ლან­დე­ბი და პორ­ტუ­გა­ლია. სწო­რედ პორ­ტუ­გა­ლი­ის უძ­ლი­ე­რეს ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­და სა­ქარ­თვე­ლო პირ­ველ ტურ­ში და ან­გა­რი­შით 2:0 სძლია. მე­ო­რე ტურ­ში ბელ­გი­ას­თან პირ­ვე­ლი ტა­ი­მის 0:2 წა­გე­ბის შემ­დეგ, ჩვე­ნე­ბუ­რებ­მა მე­ო­რე ტა­იმ­ში მატ­ჩის ბე­დის შე­მობ­რუ­ნე­ბა შეძ­ლეს და სა­ბო­ლოო ან­გა­რი­ში 2:2 და­ა­ფიქ­სი­რეს. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს ჯგუ­ფი­დან გას­ვლის­თვის ფრეც ყოფ­ნის.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ზურიკო დავითაშვილის საოცარი დრიბლინგი და ულამაზესი გოლი - საქართველო-ნიდერლანდები: ფრე პირველ ტაიმის შემდეგ

ზურიკო დავითაშვილის საოცარი დრიბლინგი და ულამაზესი გოლი - საქართველო-ნიდერლანდები: ფრე პირველ ტაიმის შემდეგ

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს მასპინძლობს და პირველი ტაიმი დასრულდა ანგარიშით 1:1.

ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შემდეგი სასტარტო შემადგენლობით გაიყვანა ახალგაზრდა "ჯვაროსნები" სტადიონზე:

მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კალანდაძე, გელაშვილი, საზონოვი, ლომინაძე, მექვაბიშვილი, დავითაშვილი, წიტაიშვილი, აზაროვი, გაგუა.

მატჩი ნიდერლანდელთა აქტიური თამაშით დაიწყო, "ნარინჯისფრებს" არაერთი შანსი ჰქონდათ ანგარიშის გახსნის, თუმცა ბურთი გატანა ვერაფრით მოახერხეს. საქართველოს ნაკრები მთელი ძალით იცავდა თავს, თუმცა 41-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა საოცარი დრიბლინგით მეტოქის 5 ფეხბურთელს აუარა გვერდი და ულამაზესი გოლი გაიტანა. დამატებით დროში გიორგი გაგუას ანგარიშის გაზრდის შანსი ჰქონდა, თუმცა მეტოქის საჯარიმოში წაიქცა და კარისკენ დარტყმა ვერ შეძლო. ბურთი ტეილორმა გაიტანა.

მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე ერთი სახალისო ამბავიც მოხდა, მე-10 წუთზე "23-ე მოთამაშე" გამოჩნდა უსაყვარელესმა ძაღლუკამ კარგა ხანს ირბინა, ბოლოს კი სტადიონის თანამშრომლებმა ხელში ატატებული გაიყვანეს მოედნიდან.

მოგეხსნებათ, 21 ივნისს გახსნა 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში, რომლის მასპინძელიც, რუმინეთთან ერთად საქართველოც არის. ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები სწორედ მასპინძლისთვის მინიჭებული პრივილეგიის წყალობით მოხვდა ჩემპიონატზე, თუმცა პირველივე თამაშში გამოჩნდა, რომ ქართველი ფეხბურთელები დამსახურებულად ასპარეზობენ ევროპაში რანგით მეორე სანაკრებო ტურნირზე. ქართველები ერთ-ერთ ურთულეს A ჯგუფში მოხვდნენ, ჩვენთან ერთად არიან: ბელგია, ნიდერლანდები და პორტუგალია. სწორედ პორტუგალიის უძლიერეს ნაკრებს დაუპირისპირდა საქართველო პირველ ტურში და ანგარიშით 2:0 სძლია. მეორე ტურში ბელგიასთან პირველი ტაიმის 0:2 წაგების შემდეგ, ჩვენებურებმა მეორე ტაიმში მატჩის ბედის შემობრუნება შეძლეს და საბოლოო ანგარიში 2:2 დააფიქსირეს. საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლისთვის ფრეც ყოფნის.