მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უფრო დიდი საცოდაობა ადამიანის შესრულებით, რომელიც პრეზიდენტს ჰგავს, დიდი ხანია არ მინახავს" - გამოხმაურება "ისტორიული მიმართვის" შემდგომ და დიქტატორის სხეულის ენა
"უფრო დიდი საცოდაობა ადამიანის შესრულებით, რომელიც პრეზიდენტს ჰგავს, დიდი ხანია არ მინახავს" -  გამოხმაურება "ისტორიული მიმართვის" შემდგომ და დიქტატორის სხეულის ენა

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის 26 ივ­ნი­სის მი­მარ­თვამ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი "აა­ფეთ­ქა". პუ­ტი­ნის გა­მოს­ვლამ­დე სამ­თავ­რო­ბო მე­დია, მათ შო­რის კრემ­ლის პრეს­სამ­სა­ხუ­რი და რაღა თქმა უნდა, პრო­პა­გან­დის­ტე­ბი აა­ნონ­სებ­დნენ, რომ "დიდი სტრა­ტე­გის“ გა­მოს­ვლა რუ­სე­თის მო­მა­ვალს შეც­ვლი­და.

თუმ­ცა პუ­ტი­ნის გა­მოს­ვლა 5 წუთ­ზე ცოტა მეტ­ხანს გაგ­რძელ­და, ჯერ "ვაგ­ნე­რის“ ამ­ბო­ხის ამ­ბავს მიედ-მო­ე­დო, მერე ულ­ვა­ში­ან დიქ­ტა­ტორ ლუ­კა­შენ­კოს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და მი­მარ­თვაც და­ას­რუ­ლა...

მა­ყუ­რე­ბე­ლი სახ­ტად დარ­ჩა, გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი კი­თხუ­ლობ­დნენ, - ამ მი­მარ­თვას რო­გორ უნდა შე­ეც­ვა­ლა რუ­სე­თის მო­მა­ვა­ლი?.. არა­და, და­წყე­ბამ­დე "ტე­ლეგ­რა­მარ­ხე­ბი“ ის­ტო­რი­კო­სებს მო­უ­წო­დებ­დნენ, რომ 26 ივ­ნი­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი რუ­სე­თის ის­ტო­რი­ა­ში ახალ თა­ვად გა­ეხ­სნათ და პრე­ზი­დენ­ტის­თვის ყუ­რა­დღე­ბით მო­ეს­მი­ნათ.

კრემ­ლის პრესმდი­ვან დმიტ­რი პეს­კო­ვის ცი­ტა­ტას: "პრე­ზი­დენ­ტის მი­მარ­თვა რუ­სე­თის ბედს გან­სა­ზღვრავს“ ყვე­ლა აზი­ა­რებ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბევ­რმა წა­შა­ლა.

უშუ­ა­ლოდ მი­მარ­თვაც ბევრ კი­თხვის ნი­შანს აჩენ­და, მა­გა­ლი­თად, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის შე­სა­ვა­ლი სი­ტყვა:

"დღეს კი­დევ ერთხელ მოგ­მარ­თავთ“, - თქვა დიქ­ტა­ტორ­მა, არა­და, 26 ივ­ნისს ეს მისი პირ­ვე­ლი გა­მოს­ვლა იყო.

უკ­რა­ი­ნულ­მა "ტე­ლეგ­რა­მარ­ხებ­მა" პუ­ტი­ნის სა­ხის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლეს ყუ­რა­დღე­ბა. მათი თქმით, მისი დგო­მი­სა და სა­უბ­რის მა­ნე­რა, კა­მე­რა­ზე ჩაშ­ტე­რე­ბა უფრო დად­გმულს და კარ­გად ნა­მე­ცა­დი­ნებს ჰგავ­და. პუ­ტი­ნი ვი­დე­ო­ში სრუ­ლად არ გა­მო­ჩე­ნი­ლა, თუმ­ცა აშ­კა­რა იყო, რო­გორ ინაც­ვლებ­და ფე­ხი­დან ფეხ­ზე და ირ­წე­ო­და, რაც დრო­დად­რო უფრო შე­სამ­ჩნე­ვი იყო.

"ამ­გვა­რი რწე­ვა ჩვე­უ­ლებ­რივ, ღელ­ვის ან თვითრწმე­ნის არ­ქო­ნის ნი­შა­ნია", - ამ­ბობს სხე­უ­ლის ენის ექ­სპერ­ტი მაიკ კარ­ტე­რი.

პუ­ტინს ამ მი­მარ­თვი­სას არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია ჟეს­ტი­კუ­ლა­ცია, არა­და, სხვა გა­მოს­ვლე­ბი­დან გვახ­სოვს, რომ ის საკ­მა­ოდ თა­ვი­სუფ­ლად ხმა­რობს ხოლ­მე სა­უბ­რი­სას ხე­ლებს.

ექ­სპერტთა თქმით, ამ­ჯე­რად ჟეს­ტი­კუ­ლა­ცი­ის არ­ქო­ნა მის შე­ბო­ჭილ და შე­ზღუ­დულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს.

რუსი სამ­ხედ­რო პირი და ომის მი­მომ­ხილ­ველი იგორ სტრელ­კოვ-გირ­კი­ნი მყი­სი­ე­რად გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლას:

"უფრო დიდი სა­ცო­და­ო­ბა ადა­მი­ა­ნის შეს­რუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენტს ჰგავს, დიდი ხა­ნია არ მი­ნა­ხავს. ყვე­ლა - მაგ­რე­ბი ხართ. ყვე­ლამ მაგ­რად იმუ­შა­ვეთ, დროა შო­ი­გუს ორ­დე­ნიც და­ვა­წე­სოთ, თვი­თონ შო­ი­გუ მარ­შა­ლად დავ­ნიშ­ნოთ“, - ირო­ნი­უ­ლად და­წე­რა სტრელ­კოვ­მა.

ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი რუ­სუ­ლი "ტე­ლეგ­რა­მარ­ხე­ბიც" მსუ­ბუქ შოკ­ში იყ­ვნენ:

"გა­უკრვე­ვე­ლი ვი­დეო, გა­ურ­კვე­ვე­ლი და­სას­რუ­ლით. ეს რა იყო სა­ერ­თოდ?“ - წერს ერთ-ერთი მათ­გა­ნი.

"მოკ­ლედ რომ შე­ვა­ფა­სო პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლა, გა­მო­დის, რომ ჯერ "ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი“ კი­თხუ­ლობს მრის­ხა­ნე სი­ტყვას, რომ ყვე­ლა ცუ­დია, უნ­დო­დათ გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მო­წყო­ბა, თუმ­ცა შემ­დეგ ამა­ვე ხალ­ხს აქებს და ნე­ბას რთავს ბე­ლა­რუს­ში გა­და­ვიდ­ნენ. ამით ამ­თავ­რებს გა­მოს­ვლას... სის­ტე­მა ამოლ­პა“, - აგ­რძე­ლებს მე­ო­რე.

სხვა­თა შო­რის, ხუმ­რო­ბით ვი­კი­პე­დი­ა­ში სტა­ტი­აც გაჩ­ნდა - "პუ­ტი­ნის 26 ივ­ნი­სის ის­ტო­რი­უ­ლი მი­მარ­თვა".

"მი­ზე­ზი, რის გა­მოც ეს გა­მოს­ვლა ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და, თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბის­თვი­საც უც­ნო­ბია. გა­მოს­ვლის აზრი და ში­ნა­არ­სი - დღემ­დე გა­მო­ცა­ნა რჩე­ბა. ამ მი­მარ­თვის შე­დე­გად, ქვეყ­ნის ბედი არა­ნა­ი­რად არ შეც­ვლი­ლა“, - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­დე­რა­ტო­რებ­მა ვი­კი­პე­დი­ის ეს სტა­ტია წა­შა­ლეს.

თუმ­ცა ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო პუ­ტი­ნის გა­მოს­ვლის შემ­დეგ და­ი­წყო:

გვი­ან ღა­მით მან ძა­ლოვ­ნე­ბის საბ­ჭო მო­იწ­ვია. გა­მოჩ­ნდა პრი­გო­ჟი­ნის "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მარ­შის“ მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი სერ­გეი შო­ი­გუც. თუ კი პრი­გო­ჟი­ნი ამ შეხ­ვედ­რის კად­რებს უყუ­რებ­და, ცო­ტა­თი მა­ინც ია­მა­ყებ­და იმით, მის­მა ამ­ბოხ­მა შო­ი­გუს სა­ხე­ზე რო­გორ იმოქ­მე­და.

არა მხო­ლოდ შო­ი­გუს, და­აკ­ვირ­დით, და­ნარ­ჩე­ნე­ბიც რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ.

აშ­კა­რაა, რომ პუ­ტი­ნის­გან "აღ­მზრდე­ლო­ბით“ სა­უ­ბარს ის­მენ­დნენ...

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 67 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუკა
47

მართლა სრულიად უსუსური ადამიანები ვითომ "ჟესტების ენით" რომ აფასებენ, იმას მაინც თუ იაზრებენ, რომ ეგ "საცოდავი დიქტატორი" მსოფლიო პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა და ეგ ვითომ ამბოხების მცდელობაც უკვე სათავისოდ გამოიყენა. 

ნოვი
22

ექსპერტი რად უნდა ამას. 2022 წლის 24 თებერვალს კიევს 3 დღეში იღებდა. მერე დაისტრესა და ბუნკერიდან ვერ გამოყავდათ. ერთი წლის მერე ყველა მოლაპარაკებაზე თანახმა იყო. ამ დღეებში კი უკვე აჯანყებულებს მადლობა გადაუხადა რუსეთის არმიის 7 საფრენი აპარატის ჩამოგდებისთვის და რუსი 13 პილოტის მკვლელობისთვის. არც ექიმთან მიყვანა აღარაა საჭირო, უკვე ნათელია რომ ვერაა კარგად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"უფრო დიდი საცოდაობა ადამიანის შესრულებით, რომელიც პრეზიდენტს ჰგავს, დიდი ხანია არ მინახავს" - გამოხმაურება "ისტორიული მიმართვის" შემდგომ და დიქტატორის სხეულის ენა

"უფრო დიდი საცოდაობა ადამიანის შესრულებით, რომელიც პრეზიდენტს ჰგავს, დიდი ხანია არ მინახავს" -  გამოხმაურება "ისტორიული მიმართვის" შემდგომ და დიქტატორის სხეულის ენა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის 26 ივნისის მიმართვამ, შეიძლება ითქვას, რომ სოციალური ქსელები "ააფეთქა". პუტინის გამოსვლამდე სამთავრობო მედია, მათ შორის კრემლის პრესსამსახური და რაღა თქმა უნდა, პროპაგანდისტები აანონსებდნენ, რომ "დიდი სტრატეგის“ გამოსვლა რუსეთის მომავალს შეცვლიდა.

თუმცა პუტინის გამოსვლა 5 წუთზე ცოტა მეტხანს გაგრძელდა, ჯერ "ვაგნერის“ ამბოხის ამბავს მიედ-მოედო, მერე ულვაშიან დიქტატორ ლუკაშენკოს მადლობა გადაუხადა და მიმართვაც დაასრულა...

მაყურებელი სახტად დარჩა, გაოცებულები კითხულობდნენ, - ამ მიმართვას როგორ უნდა შეეცვალა რუსეთის მომავალი?.. არადა, დაწყებამდე "ტელეგრამარხები“ ისტორიკოსებს მოუწოდებდნენ, რომ 26 ივნისის გადაწყვეტილებები რუსეთის ისტორიაში ახალ თავად გაეხსნათ და პრეზიდენტისთვის ყურადღებით მოესმინათ.

კრემლის პრესმდივან დმიტრი პესკოვის ციტატას: "პრეზიდენტის მიმართვა რუსეთის ბედს განსაზღვრავს“ ყველა აზიარებდა, თუმცა მოგვიანებით ბევრმა წაშალა.

უშუალოდ მიმართვაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენდა, მაგალითად, ვლადიმირ პუტინის შესავალი სიტყვა:

"დღეს კიდევ ერთხელ მოგმართავთ“, - თქვა დიქტატორმა, არადა, 26 ივნისს ეს მისი პირველი გამოსვლა იყო.

უკრაინულმა "ტელეგრამარხებმა" პუტინის სახის გამომეტყველებაზე გაამახვილეს ყურადღება. მათი თქმით, მისი დგომისა და საუბრის მანერა, კამერაზე ჩაშტერება უფრო დადგმულს და კარგად ნამეცადინებს ჰგავდა. პუტინი ვიდეოში სრულად არ გამოჩენილა, თუმცა აშკარა იყო, როგორ ინაცვლებდა ფეხიდან ფეხზე და ირწეოდა, რაც დროდადრო უფრო შესამჩნევი იყო.

"ამგვარი რწევა ჩვეულებრივ, ღელვის ან თვითრწმენის არქონის ნიშანია", - ამბობს სხეულის ენის ექსპერტი მაიკ კარტერი.

პუტინს ამ მიმართვისას არ გამოუყენებია ჟესტიკულაცია, არადა, სხვა გამოსვლებიდან გვახსოვს, რომ ის საკმაოდ თავისუფლად ხმარობს ხოლმე საუბრისას ხელებს.

ექსპერტთა თქმით, ამჯერად ჟესტიკულაციის არქონა მის შებოჭილ და შეზღუდულ მდგომარეობაზე მეტყველებს.

რუსი სამხედრო პირი და ომის მიმომხილველი იგორ სტრელკოვ-გირკინი მყისიერად გამოეხმაურა პრეზიდენტის გამოსვლას:

"უფრო დიდი საცოდაობა ადამიანის შესრულებით, რომელიც პრეზიდენტს ჰგავს, დიდი ხანია არ მინახავს. ყველა - მაგრები ხართ. ყველამ მაგრად იმუშავეთ, დროა შოიგუს ორდენიც დავაწესოთ, თვითონ შოიგუ მარშალად დავნიშნოთ“, - ირონიულად დაწერა სტრელკოვმა.

ავტორიტეტული რუსული "ტელეგრამარხებიც" მსუბუქ შოკში იყვნენ:

"გაუკრვეველი ვიდეო, გაურკვეველი დასასრულით. ეს რა იყო საერთოდ?“ - წერს ერთ-ერთი მათგანი.

"მოკლედ რომ შევაფასო პრეზიდენტის გამოსვლა, გამოდის, რომ ჯერ "ქვეყნის პირველი პირი“ კითხულობს მრისხანე სიტყვას, რომ ყველა ცუდია, უნდოდათ გადატრიალების მოწყობა, თუმცა შემდეგ ამავე ხალხს აქებს და ნებას რთავს ბელარუსში გადავიდნენ. ამით ამთავრებს გამოსვლას... სისტემა ამოლპა“, - აგრძელებს მეორე.

სხვათა შორის, ხუმრობით ვიკიპედიაში სტატიაც გაჩნდა - "პუტინის 26 ივნისის ისტორიული მიმართვა".

"მიზეზი, რის გამოც ეს გამოსვლა ისტორიაში შევიდა, თანამედროვე მეცნიერებისთვისაც უცნობია. გამოსვლის აზრი და შინაარსი - დღემდე გამოცანა რჩება. ამ მიმართვის შედეგად, ქვეყნის ბედი არანაირად არ შეცვლილა“, - ვკითხულობთ სტატიაში.

მოგვიანებით მოდერატორებმა ვიკიპედიის ეს სტატია წაშალეს.

თუმცა ყველაზე საინტერესო პუტინის გამოსვლის შემდეგ დაიწყო:

გვიან ღამით მან ძალოვნების საბჭო მოიწვია. გამოჩნდა პრიგოჟინის "სამართლიანობის მარშის“ მთავარი სამიზნე, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუც. თუ კი პრიგოჟინი ამ შეხვედრის კადრებს უყურებდა, ცოტათი მაინც იამაყებდა იმით, მისმა ამბოხმა შოიგუს სახეზე როგორ იმოქმედა.

არა მხოლოდ შოიგუს, დააკვირდით, დანარჩენებიც როგორ გამოიყურებოდნენ.

აშკარაა, რომ პუტინისგან "აღმზრდელობით“ საუბარს ისმენდნენ...

  • ავტორი: ანრი კურტანიძე