პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთი ვერსიით, უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას შესაძლოა იმ შემთხვევაში დაუჭიროს მხარი, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება - ექსპერტის შეფასება
ერთი ვერსიით, უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას შესაძლოა იმ შემთხვევაში დაუჭიროს მხარი, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება - ექსპერტის შეფასება

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ევ­რო­პის ბი­უ­როს რე­დაქ­ტო­რის, რი­კარდ იოზ­ვი­ა­კის თქმით, უნ­გრეთ­მა შე­საძ­ლოა ვეტო და­ა­დოს უკ­რა­ი­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბას და მო­ი­თხო­ვოს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი.

მი­სი­ვე ცნო­ბით, ბრი­უ­სელ­ში მოხ­სე­ნე­ბის წარ­დგე­ნის შემ­დეგ გა­მარ­თულ დის­კუ­სი­ა­ში უნ­გრე­თი ძა­ლი­ან აკ­რი­ტი­კებ­და კი­ევს.

"ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ უნ­გრე­თი უკ­რა­ი­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბას ხელს იმ შემ­თხვე­ვა­ში მო­ა­წერს, თუ ევ­რო­კავ­ში­რის სხვა ქვეყ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას და­თან­ხმდე­ბი­ან. სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი შარ­შან უარ­ყვეს მას შემ­დეგ, რაც ქვე­ყა­ნა­ში რე­ფორ­მე­ბის ნა­წი­ლი გა­უქ­მდა", - წერს გა­მო­ცე­მა pravda.com.ua.

"ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ უფრო მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა და­ამ­ყა­რა ბუ­და­პეშტთან“, - გან­მარ­ტავს იოზ­ვი­ა­კი. მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტუს­ზე კონ­სენ­სუ­სის მიღ­წე­ვა "რბი­ლად რომ ვთქვათ, რთუ­ლი იქ­ნე­ბა“.

ამ სა­კი­თხებ­ზე Ambebi.ge-სთან სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ჯიპა-ს პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე სა­უბ­რობს:

"და­ვი­წყებ იმით, რომ უკ­რა­ი­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი ჯერ ნა­ად­რე­ვია - ჯერ­ჯე­რო­ბით ეს მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი სა­უ­ბა­რია და სხვა არა­ფე­რი, რად­გან უკ­რა­ი­ნის გა­წევ­რე­ბის­თვის არა­ერ­თი სა­ფე­ხუ­რია გა­სავ­ლე­ლი - სულ ცოტა, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბაა სა­ჭი­რო. ეს კი საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია და ასე ნაჩ­ქა­რე­ვად არ ხდე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, პრე­ცე­დენ­ტი, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნას ვი­ღაც მხარს უჭერს, თუნ­დაც ეს იყოს უნ­გრე­თი, ყო­ველ­თვის მი­სა­სალ­მე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. მარ­თა­ლია, უნ­გრე­თი ცდი­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს გა­მო­ყე­ნე­ბას. ამით ის სა­კუ­თარ თავს ობი­ექ­ტურ მსა­ჯუ­ლად წარ­მო­ა­ჩენს, - თუ უკ­რა­ი­ნას შე­უძ­ლია ჰქონ­დეს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, რა­ტომ არ შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­სო. ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხა­და­ვად, ეს ჩვენ­თვის ნამ­დვი­ლად პო­ზი­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნაა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ევ­რო­კავ­შირს არა­ფე­რი აქვს, შე­სა­ბა­მი­სად, მის­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ნი­ხი­ლავს.

ერ­თა­დერ­თი ცუდი, რაც ამ ყვე­ლა­ფერ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს არის ის, რომ ევ­რო­კავ­ში­რის ზო­გი­ერ­თმა ქვე­ყა­ნამ ეს მხარ­და­ჭე­რა უნ­გრე­თის მხრი­დან ერ­თგვარ "შუ­რის­ძი­ე­ბად“ არ აღიქ­ვას.

საქ­მე ისაა, რომ უნ­გრე­თი ან­ტი­უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო უფ­როა, ვიდ­რე პრო­რუ­სუ­ლი. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მას­თან აქვს, რო­გორც ტე­რი­ტო­რი­უ­ლი დავა, ასე­ვე ეთ­ნი­კურ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ss
2

სამართლიანი მოდგომაა და ზუსტი აბა უკრაინის მთავრობაა სწორი ჩვენ რო არ შემოგვიტიონ და სახლეწიფო დაასუსტონ ზელიოკის მთავრობამ ხო არ შეიძლება ნუ პრინციპში გამოიკვეთა რომ უკრაინის მთავრობას სხვის ზურგზე ცხოვრება უყვარს აბა სხვა რაარი აქედან გაქცეული ნაძირლების დანიშვნა ხელმძღვანელ პოსტებზე რო არაფერი ვთქვათ ამავე ნაძირლების გამოგზავნა არაჟნის კონტეინერით არა რაა საცოდავი უკრაინა ღმერთო გააძლებინე და გადაარჩინე საწყალი ხალხი 

ნანიკო
2

არსად არავინ გვიღებს პუტინის შიშით, ეგ "მაპზე" უკეთესი ფარატინა ქაღალდი თურქეთს 30 წელია აქვს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ერთი ვერსიით, უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას შესაძლოა იმ შემთხვევაში დაუჭიროს მხარი, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება - ექსპერტის შეფასება

ერთი ვერსიით, უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას შესაძლოა იმ შემთხვევაში დაუჭიროს მხარი, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება - ექსპერტის შეფასება

"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის თქმით, უნგრეთმა შესაძლოა ვეტო დაადოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას და მოითხოვოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი.

მისივე ცნობით, ბრიუსელში მოხსენების წარდგენის შემდეგ გამართულ დისკუსიაში უნგრეთი ძალიან აკრიტიკებდა კიევს.

"ვარაუდობენ, რომ უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ხელს იმ შემთხვევაში მოაწერს, თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდებიან. საქართველოს კანდიდატის სტატუსი შარშან უარყვეს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში რეფორმების ნაწილი გაუქმდა", - წერს გამოცემა pravda.com.ua.

"ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა ბუდაპეშტთან“, - განმარტავს იოზვიაკი. მისივე თქმით, საქართველოს სტატუსზე კონსენსუსის მიღწევა "რბილად რომ ვთქვათ, რთული იქნება“.

ამ საკითხებზე Ambebi.ge-სთან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპა-ს პროფესორი გიორგი კობერიძე საუბრობს:

"დავიწყებ იმით, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრებაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია - ჯერჯერობით ეს მხოლოდ პოლიტიკური საუბარია და სხვა არაფერი, რადგან უკრაინის გაწევრებისთვის არაერთი საფეხურია გასავლელი - სულ ცოტა, მოლაპარაკებების დაწყებაა საჭირო. ეს კი საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და ასე ნაჩქარევად არ ხდება.

რაც შეეხება საქართველოს, პრეცედენტი, რომ ჩვენს ქვეყანას ვიღაც მხარს უჭერს, თუნდაც ეს იყოს უნგრეთი, ყოველთვის მისასალმებელი იქნება. მართალია, უნგრეთი ცდილობს საქართველოს გამოყენებას. ამით ის საკუთარ თავს ობიექტურ მსაჯულად წარმოაჩენს, - თუ უკრაინას შეუძლია ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი, რატომ არ შეუძლია საქართველოსო. ყველაფრის მიუხადავად, ეს ჩვენთვის ნამდვილად პოზიტიური მოვლენაა.

საქართველოს საწინააღმდეგო ევროკავშირს არაფერი აქვს, შესაბამისად, მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას აუცილებლად განიხილავს.

ერთადერთი ცუდი, რაც ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს არის ის, რომ ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ ეს მხარდაჭერა უნგრეთის მხრიდან ერთგვარ "შურისძიებად“ არ აღიქვას.

საქმე ისაა, რომ უნგრეთი ანტიუკრაინული სახელმწიფო უფროა, ვიდრე პრორუსული. იმის გათვალისწინებით, რომ მასთან აქვს, როგორც ტერიტორიული დავა, ასევე ეთნიკურ მოსახლეობასთან დაკავშირებული პრობლემები“.

იხილეთ ასევე: