განახლებადი ელექტროენერგიის ყოველდღიურ ცხოვრებაში მოხმარება ახალ ეტაპზე გადადის. მოწინავე ეკომეგობრულმა კომპანია EcoFlow-მ მომხმარებელს სრულიად ახალი, ინოვაციური პროდუქტი შესთავაზა. ეს გახლავთ მზის ენერგიაზე მომუშავე PowerStream Balcony Solar System, რომლებიც აივნებსა თუ ეზოებში მონტაჟდება და მომხმარებლებს განახლებად ენერგიას უწყვეტ რეჟიმში სთავაზობს. უახლესი სისტემა უზრუნველყოფს ელექტროენერგიაზე წვდომას, მნიშვნელოვნად ამცირებს კომუნალურ გადასახადს და ამავდროულად, მომხმარებელს ელექტროენერგიის სარეზერვო მარაგის შექმნის შესაძლებლობასაც აძლევს.
EcoFlow-მ, რომელიც მომხმარებელს უკვე სთავაზობს პორტატულ ელექტროსადგურებსა და სხვა ინოვაციურ ეკომეგობრულ პროდუქციას, ახალი პროდუქტის პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გამართა. ღონისძიება ევროკავშირის შტაბ-ბინის გახსნას დაემთხვა და კომპანიამ მომხმარებელს პირველი ევროპული შოურუმიც წარუდგინა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ PowerStream Balcony Solar System სხვადასხვა ტიპის ენერგეტიკული კრიზისების დროს ოჯახების საჭიროებებს მაქსიმალურად დააკმაყოფილებს. ის სტანდარტული ელექტროენერგიის იდეალურ ალტერნატივას ქმნის ბუნებრივი კატასტროფების დროს, ამავდროულად ელექტროენერგიის მზარდი გადასახადის მნიშვნელოვნად შემცირების საუკეთესო საშუალებაა. „ნაბიჯი მომავლისკენ“ - სწორედ ასე ახასიათებენ პროდუქტს თავად კომპანიაში.
PowerStream Balcony Solar System საკმაოდ მარტივი კონსტრუქცია, რომელიც მოიცავს მიკროინვენტორს, მზის პანელებს, კაბელებსა და აპლიკაციით იმართება. აპლიკაციას ენერგიის მოხმარების მონიტორინგისა და ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა. ახალი პროდუქტი თავსებადია EcoFlow-ს უკვე კარგად ცნობილ პორტატულ ელექტროსადგურთან. შესაბამისად, ენერგია, რომელიც გამომუშავდება და არ დაიხარჯება, პორტატულ ელექტროსადგურში დარეზერვდება. აღნიშნული დაგროვებული ენერგიის ათვისება შესაძლებელია ღამით, როდესაც მზის ნათება აღარ არის.
PowerStream Balcony Solar System, ისევე როგორც პორტატული ელექტროსადგური შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მსხვილი ტექნიკის ფუნქციონირებისთვის, როგორიცაა მაცივარი და სარეცხის მანქანა, ისე ტელეფონებისა თუ სხვა პატარა გაჯეტების დასამუხტად.
ბაზარზე არსებული აივნის სხვა სისტემებისგან განსხვავებით PowerStream Balcony Solar System თავად არ მოიხმარს დამატებით ენერგიას და ამით მოხმარების, ისევე როგორც ხარჯის მაქსიმალურ ოპტიმიზაციას ახდენს.
მოწყობილობის კიდევ ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ მისი ჭკვიან შტეფსელში შეერთების შემთხვევაში ის ოპტიმალურად გადაანაწილებს ელექტროენერგია დაერთებულ ტექნიკას შორის. ეს კი ელექტროენერგიის ნულოვან დანაკარგს უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ PowerStream Balcony Solar System-ის ინსტალაცია საკმაოდ მარტივია და მომხმარებლებს მისი ჩართვა ინსტრუქციის მიხედვით თავადაც შეუძლიათ. კომპაქტური დიზაინიდან გამომდინარე PowerStream მარტივად დამონტაჟდება ნებისმიერ ადგილზე, მაგალითად, თქვენი სახლის აივანსა თუ ბაღში.
პროდუქტი უკვე ხელმისაწვდომია EcoFlow-ს ოფიციალურ ვებგვერდზე. საქართველოში მის მიღებას წინასწარი შეკვეთის საფუძველზე შეძლებთ.
PowerStream Balcony Solar System-ის შემქმნელი კომპანია EcoFlow 2017 წელს დაარსდა და მოკლე პერიოდში მოახერხა, ბაზრის მოწინავე პოზიცია დაეკავებინა მძაფრი კონკურენციის მიუხედავად. კომპანია გახლავთ ამერიკულ-ჩინური და ის DJI-ს ყოფილი ინჟინრების გუნდმა ჩამოაყალიბა. EcoFlow-ს მისიაა, შექმნას ელექტროენერგიის მიღების ინოვაციური საშუალება, რომელიც იქნება პატარა და მსუბუქი, თუმცა ეკოლოგიურად სუფთა, უხმო და მისი გამოყენება ხანგრძლივად იქნება შესაძლებელი.
EcoFlow-მ ძალიან დიდი გადატრიალება მოახდინა პორტატული ელექტროსადგურების მიმართულებით, რადგან ბაზარზე კონკურენტებზე უკეთესი პროდუქტით გამოჩნდა. ეს შეფასება სრულიად ობიექტურია და ის სხვადასხვა კრიტერიუმით განისაზღვრება. მათ შორისაა: ეფექტურობა, გამძლეობა, მოსახერხებლობა.ამჟამად კომპანიას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 2,5 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.
EcoFlow-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში კომპანია coptertech.
R