Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვმასპინძლობთ რაჭას – "ქართული კუთხეების ფესტივალი" წისქვილში
ვმასპინძლობთ რაჭას – "ქართული კუთხეების ფესტივალი" წისქვილში

ამ შა­ბათ-კვი­რას, 1-2 ივ­ლისს, „ქარ­თუ­ლი კუ­თხე­ე­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე“ სტუმ­რე­ბის წი­ნა­შე რა­ჭის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი წარ­დგე­ბი­ან, გა­აც­ნო­ბენ მათ თა­ვი­ან­თი კუ­თხის კულ­ტუ­რა­სა და უნი­კა­ლურ სამ­ზა­რე­უ­ლოს.

რა­ჭის ფოლკ­ლო­რი­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის ავ­თენ­ტურ ნი­მუ­შებს შე­ას­რუ­ლებს ქარ­თუ­ლი ან­სამ­ბლე­ბი „რაჭა“ და „ორბა“. გა­მორ­ჩე­ულ რა­ჭულ კერ­ძებს კი სტუმ­რე­ბის­თვის შეფ მზა­რე­უ­ლე­ბი მო­ამ­ზა­დე­ბენ. მო­ე­წყო­ბა მას­ტერკლა­სე­ბიც, რო­მელ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბაც ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­ეძ­ლე­ბა.

ეს დღე­ე­ბი არც გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვის გა­რე­შე ჩა­ივ­ლის. რაჭ­ვე­ლე­ბი და ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი სტუმ­რებს ად­გი­ლობ­რივ ნა­წარმს, ღვი­ნო­სა და მრა­ვალ სა­ინ­ტე­რე­სო ნივთს წა­რუდ­გე­ნენ, რო­მელ­თა შე­ძე­ნა­საც მსურ­ვე­ლე­ბი იქვე შეძ­ლე­ბენ. ბავ­შვებს კი შე­ეძ­ლე­ბათ დრო სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ა­ტა­რონ მათ­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბილ სა­ბავ­შვო ზო­ნა­ში.

„ქარ­თუ­ლი კუ­თხე­ე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი“ „წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ ინი­ცი­ა­ტი­ვაა, რომ­ლის მი­ზა­ნიც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის წარ­მო­ჩე­ნა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აა. სტუმ­რე­ბის წი­ნა­შე თა­ვი­ან­თი კუ­თხე უკვე წა­რად­გი­ნა იმე­რეთ­მა, სვა­ნეთ­მა, კა­ხეთ­მა და სა­მეგ­რე­ლომ. რა­ჭის შემ­დეგ კი, სტუმ­რე­ბი გუ­რი­ა­სა და აჭა­რა­ში იმოგ­ზა­უ­რე­ბენ.

რა­ჭის დღე­ებ­ზე და­სას­წრე­ბად, ეწ­ვი­ეთ წის­ქვი­ლი ეზოს, ბე­ლი­აშ­ვი­ლის 99-ში. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მეტი დე­ტა­ლის გა­სა­გე­ბად კი გა­და­დით მო­ცე­მულ ბმულ­ზე: https://www.facebook.com/events/633293815393410/?ref=newsfeed

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

ვმასპინძლობთ რაჭას – "ქართული კუთხეების ფესტივალი" წისქვილში

ვმასპინძლობთ რაჭას – "ქართული კუთხეების ფესტივალი" წისქვილში

ამ შაბათ-კვირას, 1-2 ივლისს, „ქართული კუთხეების ფესტივალზე“ სტუმრების წინაშე რაჭის წარმომადგენლები წარდგებიან, გააცნობენ მათ თავიანთი კუთხის კულტურასა და უნიკალურ სამზარეულოს.

რაჭის ფოლკლორისა და ქორეოგრაფიის ავთენტურ ნიმუშებს შეასრულებს ქართული ანსამბლები „რაჭა“ და „ორბა“. გამორჩეულ რაჭულ კერძებს კი სტუმრებისთვის შეფ მზარეულები მოამზადებენ. მოეწყობა მასტერკლასებიც, რომელში მონაწილეობის მიღებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ეს დღეები არც გამოფენა-გაყიდვის გარეშე ჩაივლის. რაჭველები და ქართული კომპანიები სტუმრებს ადგილობრივ ნაწარმს, ღვინოსა და მრავალ საინტერესო ნივთს წარუდგენენ, რომელთა შეძენასაც მსურველები იქვე შეძლებენ. ბავშვებს კი შეეძლებათ დრო საინტერესოდ გაატარონ მათთვის სპეციალურად მოწყობილ საბავშვო ზონაში.

„ქართული კუთხეების ფესტივალი“ „წისქვილი ჯგუფის“ ინიციატივაა, რომლის მიზანიც ქართული კულტურის მრავალფეროვნების წარმოჩენა და პოპულარიზაციაა. სტუმრების წინაშე თავიანთი კუთხე უკვე წარადგინა იმერეთმა, სვანეთმა, კახეთმა და სამეგრელომ. რაჭის შემდეგ კი, სტუმრები გურიასა და აჭარაში იმოგზაურებენ.

რაჭის დღეებზე დასასწრებად, ეწვიეთ წისქვილი ეზოს, ბელიაშვილის 99-ში. ღონისძიებაზე მეტი დეტალის გასაგებად კი გადადით მოცემულ ბმულზე: https://www.facebook.com/events/633293815393410/?ref=newsfeed

NS