საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავიაკომპანია "WizzAir" -ის საბორტო ჟურნალში ბათუმზე სტატია გამოქვეყნდა
ავიაკომპანია "WizzAir" -ის საბორტო ჟურნალში ბათუმზე სტატია გამოქვეყნდა

ავი­ა­კომ­პა­ნია "WizzAir” მგზავ­რებს აჭა­რა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის მი­ზე­ზებს აც­ნობს. „ბა­თუმ­ში სტუმ­რო­ბის 10 მი­ზე­ზი“ ამ სა­ხელ­წო­დე­ბით სტა­ტი­ას ვი­ზე­ა­რის მი­ლი­ო­ნო­ბით მგზავ­რი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ეც­ნო­ბა. სტა­ტია ავი­ა­კომ­პა­ნი­ის სა­ბორ­ტო ჟურ­ნა­ლის "Wizz” ივ­ნი­სი, ივ­ლი­სი, აგ­ვის­ტოს გა­მო­ცე­მებ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. სტა­ტი­ა­ში წა­მორ­ჩე­ნი­ლია აჭა­რის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი და სამ­ზა­რე­უ­ლო, მათ შო­რი­საა აჭა­რუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო, ქარ­თუ­ლი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა, მთი­სა და ზღვის ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი. კომ­პა­ნია "WizzAir” ფრე­ნებს მსოფ­ლი­ოს 51 ქვეყ­ნის 190-ზე მეტ ქა­ლაქ­ში ან­ხორ­ცი­ე­ლებს. მის სა­ბორ­ტო ჟურ­ნალს კი ყო­ველ­თვი­უ­რად 10 მი­ლი­ონ­ზე მეტი მგზავ­რი ეც­ნო­ბა.

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი რე­გი­ონ­ში ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვის მიზ­ნით სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ებ­სა და პრეს-ინფო ტუ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას აგ­რძე­ლებს. ამ­ჯე­რად, აჭა­რის სა­ი­მი­ჯო კამ­პა­ნი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში Euronews, Deutsche Welle, BBC.

რე­გი­ო­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვის მიზ­ნით აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს უცხო­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ვი­ზი­ტი აჭა­რა­ში. მიმ­დი­ნა­რე წელს, აჭა­რას უკვე სტუმ­რობ­და სერ­ბი, კო­რე­ე­ლი, არა­ბი, უზ­ბე­კი, ყა­ზა­ხი, პო­ლო­ნე­ლი, ებ­რა­ე­ლი და თურ­ქი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. 2022 წელს, ბა­თუმ­მა 500-მდე ჟურ­ნა­ლისტს, ბლო­გერ­სა და ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გე­ნელს მას­პინ­ძლობ­და.

სტა­ტი­ის ბმუ­ლი: https://lxm-group.aflip.in/wizz_June_July23_No_Cafe.html#page/100

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ავიაკომპანია "WizzAir" -ის საბორტო ჟურნალში ბათუმზე სტატია გამოქვეყნდა

ავიაკომპანია "WizzAir" -ის საბორტო ჟურნალში ბათუმზე სტატია გამოქვეყნდა

ავიაკომპანია ,,WizzAir” მგზავრებს აჭარაში მოგზაურობის მიზეზებს აცნობს. „ბათუმში სტუმრობის 10 მიზეზი“ ამ სახელწოდებით სტატიას ვიზეარის მილიონობით მგზავრი ზაფხულის განმავლობაში გაეცნობა. სტატია ავიაკომპანიის საბორტო ჟურნალის ,,Wizz” ივნისი, ივლისი, აგვისტოს გამოცემებშია განთავსებული. სტატიაში წამორჩენილია აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, ქართული ტრადიციები და სამზარეულო, მათ შორისაა აჭარული სამზარეულო, ქართული სტუმართმოყვარეობა, მთისა და ზღვის ტურისტული მიმართულებები. კომპანია ,,WizzAir” ფრენებს მსოფლიოს 51 ქვეყნის 190-ზე მეტ ქალაქში ანხორციელებს. მის საბორტო ჟურნალს კი ყოველთვიურად 10 მილიონზე მეტი მგზავრი ეცნობა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით სარეკლამო კამპანიებსა და პრეს-ინფო ტურების ორგანიზებას აგრძელებს. ამჯერად, აჭარის საიმიჯო კამპანიები მიმდინარეობს საერთაშორისო ტელევიზიებში Euronews, Deutsche Welle, BBC.

რეგიონის პოპულარიზაციისა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს უცხოელი ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების ვიზიტი აჭარაში. მიმდინარე წელს, აჭარას უკვე სტუმრობდა სერბი, კორეელი, არაბი, უზბეკი, ყაზახი, პოლონელი, ებრაელი და თურქი ჟურნალისტები. 2022 წელს, ბათუმმა 500-მდე ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს მასპინძლობდა.

სტატიის ბმული: https://lxm-group.aflip.in/wizz_June_July23_No_Cafe.html#page/100

NS