"საქართველო და ქართველი ხალხი დაიჩაგრა უსამართლო გადაწყვეტილებით. ამ უსამართლობას რაც უფრო მეტი ქვეყანა შეეწინააღმდეგება და მოითხოვს, რომ აღმოიფხვრას, მით უფრო კარგი, ამას ყველა მიესალმება", - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომლის მიხედვითაც, "რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის აზრით, უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდებიან.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ყველა იმ ქვეყანას მიესალმება, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს.
"მივესალმებით ყველა იმ ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ვინაიდან საქართველო უკვე ერთი წელია იჩაგრება იმით, რომ არ აქვს კანდიდატის სტატუსი. საქართველო მოწინავეა ასოცირების "ტრიოში". ამ "ტრიოს" ორ წევრს აქვს კანდიდატის სტატუსი. საქართველო და ქართველი ხალხი დაიჩაგრა უსამართლო გადაწყვეტილებით. ამ უსამართლობას რაც უფრო მეტი ქვეყანა შეეწინააღმდეგება და მოითხოვს, რომ აღმოიფხვრას, მით უფრო კარგი, ამას ყველა მიესალმება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.