პოლიტიკა
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექსპედიციაში მე უნდა წავსულიყავი, მაგრამ ადგილი სულემანს დავუთმე" - რას ამბობს "ტიტანის" კატასტროფისას დაღუპული 19 წლის ბიჭის დედა
"ექსპედიციაში მე უნდა წავსულიყავი, მაგრამ ადგილი სულემანს დავუთმე"  - რას ამბობს "ტიტანის"  კატასტროფისას დაღუპული 19 წლის ბიჭის დედა

აშშ-ის სა­ნა­პი­რო დაც­ვის სამ­სა­ხურ­მა 22 ივ­ნისს და­ა­დას­ტუ­რა, რომ წყალ­ქვე­შა ნავ­მა "ტი­ტან­მა" კა­ტას­ტრო­ფა გა­ნი­ცა­და და და­ი­ღუ­პა ბორტზე მყო­ფი ხუ­თი­ვე ადა­მი­ა­ნი.

ად­მი­რალ ჯონ მა­უ­გე­რის გან­ცხა­დე­ბით, შე­საძ­ლოა, ცხედ­რე­ბი ვერ იპო­ვონ, რად­გან ოკე­ა­ნე­ში, კა­ტას­ტრო­ფის ად­გი­ლას, "წარ­მო­უდ­გენ­ლად მკაც­რი გა­რე­მოა".

ბორტზე მყო­ფი ხუთი მგზავ­რი­დან ერთ-ერთი 19 წლის სუ­ლე­მან და­ვუ­დი იყო, რო­მე­ლიც "ტი­ტან­ზე“ მა­მას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სუ­ლე­მა­ნის დე­დამ, კრის­ტინ­მა ისა­უბ­რა.

კრის­ტინ და­ვუდ­მა BBC-ის გა­ნუ­ცხა­და, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბა პან­დე­მი­ამ­დე და­ი­გეგ­მა და ექ­სპე­დი­ცი­ა­ში სუ­ლე­მა­ნის მა­გივ­რად ის უნდა წა­სუ­ლი­ყო.

"თავ­და­პირ­ვე­ლად მე და შაჰზა­და უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ უკან და­ვი­ხიე და ად­გი­ლი სუ­ლე­მანს და­ვუთ­მე, რად­გან მას წას­ვლა ძა­ლი­ან უნ­დო­და", - ამ­ბობს ქალი.

კი­თხვა­ზე, რო­გორ გრძნობს თავს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო, კრის­ტინ­მა უპა­სუ­ხა: "მო­დით, ეს შე­კი­თხვა გა­მოვ­ტო­ვოთ“.

ოჯა­ხი 18 ივ­ნისს, მა­მის დღეს, Polar Prince-ზე, "ტი­ტა­ნის" დამ­ხმა­რე ხო­მალ­დზე იმ­ყო­ფე­ბო­და. კრის­ტი­ნი და თა­ვი­სი 17 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ალი­ნა ჯერ კი­დევ ბორტზე იყ­ვნენ, როცა გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ "ტი­ტან­თან“ კავ­ში­რი და­ი­კარ­გა.

”ყვე­ლას გვე­გო­ნა, რომ უკან დაბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ. იმე­დი გვქონ­და", - ამ­ბობს ქალი.

მი­სი­ვე თქმით, იმე­დი 96 სა­ა­თის გას­ვლის შემ­დეგ და­კარ­გეს, რად­გან სი­ახ­ლე არა­ფე­რი იყო და ეს იმა­ზე მე­ტყვე­ლებ­და, რომ ნავ­ზე ჟანგბა­დის მა­რა­გი ამო­ი­წუ­რა. ყვე­ლა­ფე­რი კი მა­შინ დამ­თავ­რდა, როცა აშშ-ის სა­ნა­პი­რო დაც­ვამ ოჯახს აც­ნო­ბა, რომ ოკე­ა­ნე­ში "ტი­ტა­ნის“ ნამ­სხვრე­ვე­ბი იპო­ვეს.

კრის­ტი­ნი ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად კა­ნა­და­ში დაბ­რუნ­და. შა­ბათს და კვი­რას შაჰზა­და­სა და სუ­ლე­მა­ნის პა­ნაშ­ვი­დი გა­ი­მარ­თა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ წყალ­ქვე­შა ნავი “ტი­ტა­ნი“, რო­მელ­საც ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნის ფსკერ­ზე, "ტი­ტა­ნი­კის" სა­ნა­ხა­ვად, ხუთი ადა­მი­ა­ნი გა­დაჰ­ყავ­და, უგზო-უკვლოდ და­ი­კარ­გა. მისი ნამ­სხვრე­ვე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ოკე­ა­ნე­ში იპო­ვეს.

ეკი­პა­ჟის გარ­დაც­ვლი­ლი წევ­რე­ბი არი­ან: ბრი­ტა­ნე­ლი მი­ლი­არ­დე­რი ჰა­მიშ ჰარ­დინ­გი, პა­კის­ტა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი შაჰზა­და და­ვუ­დი და მისი ვაჟი, OceanGate Expeditions-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი სტო­კტონ რაში, და ფრან­გი წყალ­ქვე­შა პი­ლო­ტი პოლ-ანრი ნარ­გე­ო­ლე.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Akaki
9

ტიტანიკზე იყო ძვირფასი ქონება! განძი! ამიტო მაინც და მაინც ნუ ჩააბჟირდებიან კატასტროფას! არ არის გამორიცხული "" კატასტროფა""" მომხდარიყო!!!

!!!???
1

სტოკტონ რაშს შეუთავაზებია სამოგზაუროდ წასვლა თავისი მეგობრისათვის ლას ვეგასელი მილიარდერი ჯეი ბლუმის და მისი ვაჟი შონისათვის, თანაც ფასდაკლებით ორ ადგილზე 200 000$, მაგრამ მათ უარი უთქვიათ უსაფრთხოების გამო. ამის შემდეგ კი მათი ადგილი დაიკავეს მამა-შვილმა დავუდებმა, რომლებისთვისაც ტური საბედისწერო აღმოჩნდა!

ავტორი:

"ექსპედიციაში მე უნდა წავსულიყავი, მაგრამ ადგილი სულემანს დავუთმე" - რას ამბობს "ტიტანის" კატასტროფისას დაღუპული 19 წლის ბიჭის დედა

"ექსპედიციაში მე უნდა წავსულიყავი, მაგრამ ადგილი სულემანს დავუთმე"  - რას ამბობს "ტიტანის"  კატასტროფისას დაღუპული 19 წლის ბიჭის დედა

აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურმა 22 ივნისს დაადასტურა, რომ წყალქვეშა ნავმა "ტიტანმა" კატასტროფა განიცადა და დაიღუპა ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი.

ადმირალ ჯონ მაუგერის განცხადებით, შესაძლოა, ცხედრები ვერ იპოვონ, რადგან ოკეანეში, კატასტროფის ადგილას, "წარმოუდგენლად მკაცრი გარემოა".

ბორტზე მყოფი ხუთი მგზავრიდან ერთ-ერთი 19 წლის სულემან დავუდი იყო, რომელიც "ტიტანზე“ მამასთან ერთად იმყოფებოდა.

მომხდარის შესახებ სულემანის დედამ, კრისტინმა ისაუბრა.

კრისტინ დავუდმა BBC-ის განუცხადა, რომ მოგზაურობა პანდემიამდე დაიგეგმა და ექსპედიციაში სულემანის მაგივრად ის უნდა წასულიყო.

"თავდაპირველად მე და შაჰზადა უნდა წავსულიყავით, მაგრამ უკან დავიხიე და ადგილი სულემანს დავუთმე, რადგან მას წასვლა ძალიან უნდოდა", - ამბობს ქალი.

კითხვაზე, როგორ გრძნობს თავს ამ გადაწყვეტილების გამო, კრისტინმა უპასუხა: "მოდით, ეს შეკითხვა გამოვტოვოთ“.

ოჯახი 18 ივნისს, მამის დღეს, Polar Prince-ზე, "ტიტანის" დამხმარე ხომალდზე იმყოფებოდა. კრისტინი და თავისი 17 წლის ქალიშვილი ალინა ჯერ კიდევ ბორტზე იყვნენ, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ტიტანთან“ კავშირი დაიკარგა.

”ყველას გვეგონა, რომ უკან დაბრუნდებოდნენ. იმედი გვქონდა", - ამბობს ქალი.

მისივე თქმით, იმედი 96 საათის გასვლის შემდეგ დაკარგეს, რადგან სიახლე არაფერი იყო და ეს იმაზე მეტყველებდა, რომ ნავზე ჟანგბადის მარაგი ამოიწურა. ყველაფერი კი მაშინ დამთავრდა, როცა აშშ-ის სანაპირო დაცვამ ოჯახს აცნობა, რომ ოკეანეში "ტიტანის“ ნამსხვრევები იპოვეს.

კრისტინი ქალიშვილთან ერთად კანადაში დაბრუნდა. შაბათს და კვირას შაჰზადასა და სულემანის პანაშვიდი გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ წყალქვეშა ნავი “ტიტანი“, რომელსაც ატლანტის ოკეანის ფსკერზე, "ტიტანიკის" სანახავად, ხუთი ადამიანი გადაჰყავდა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მისი ნამსხვრევები მოგვიანებით ოკეანეში იპოვეს.

ეკიპაჟის გარდაცვლილი წევრები არიან: ბრიტანელი მილიარდერი ჰამიშ ჰარდინგი, პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი და მისი ვაჟი, OceanGate Expeditions-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში, და ფრანგი წყალქვეშა პილოტი პოლ-ანრი ნარგეოლე.

ნახეთ ასევე: