თბილისის საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მოსამართლე ნანა შამათავა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
პროკურორის ინფორმაციით, ბრალდების მხარე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
მისი თქმით, გამოძიებით დადასტურდა, რომ თითოეული ის ინფორმაცია, რაც ბრალდებულმა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, სიცრუე იყო.
როგორც ბრალდებულის ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებს განაცხადა, დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიან გირაოს მოითხოვს. ამასთან, როგორც ცნობილია, დაცვის მხარეც აღნიშნავს, რომ სერგო შუბითიძე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
შუბითიძე 25 ივნისს ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს.
ცნობისთვის, ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. შუბითიძის განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა. თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ხაბეს არ აინტერესებს))კეზერვიზიამ რაც თქვა წყალი აღარ გაუვა))