ავტორი:

"ჩვენ ერთმანეთის სიყვარული და მხარდაჭერა გვჭირდება..." - ნუცა ბუზალაძე კომოს ტბაზე იმყოფება და გულშემატკივრებს მიმართავს

"ჩვენ ერთმანეთის სიყვარული და მხარდაჭერა გვჭირდება..." - ნუცა ბუზალაძე კომოს ტბაზე იმყოფება და გულშემატკივრებს მიმართავს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც ბოლო დღეებში, მოსკოვში ერთ-ერთ წვეულებაზე სიმღერის გამო საზოგადოების ნაწილი აკრიტიკებს, იტალიაში, კომოს ტბაზე იმყოფება. ამის შესახებ "ფეისბუქში" მისი ოფიციალური გვერდიდან ხდება ცნობილი. ნუცა კომოს ტბიდან ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ რთული პერიოდი დიდხანს არ გრძელდება.

"ყოველთვის გაიღიმეთ და იზეიმეთ, რომ ცოცხლები ხართ, გაქვთ შანსი, რომ სხვები შთააგონოთ.

ჩვენ ერთმანეთის სიყვარული და მხარდაჭერა გვჭირდება, გვჭირდება რომ ვიყოთ კეთილები და არ განვსაჯოთ სხვები ასე სწრაფად", - წერს ნუცა ბუზალაძე.

ნუცამ იგივე პოსტი ინსტაგრამზეც გამოაქვყნა. პოსტს არაერთი კომენტარი მოჰყვა. სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა კი დაუწერა - "ნუცა, რუსეთში რომ იყავი, რატომ არ მოთაგე?", კომენტარის ავტორს ნუცამ ასე უპასუხა: - "არ მუშაობდა" ინსტაგრამი".

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ მოსკოვში ქართველმა მომღერლებმა, ერთ-ერთ რესტორანში იმღერეს. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოში მცხოვრები ქართველი შემსრულებლები. სოსო პავლიაშვილთან ერთად, "სამშობლო" შეასრულეს ნუცა ბუზალაძემ, დათო ხუჯაძემ, ხვიჩა მაღლაკელიძემ და მიშო სულუხიამ.

საზოგადოებაში ქართველების მოსკოვურ წვეულებაზე სიმღერამ კრიტიკა დაიმსახურა. განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტი კი ნუცა ბუზალაძე იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ, ამერიკულ "აიდოლში" გამოდიოდა და მთელი საქართველო გულშემატკივროდა.

მოგვიანებით, კრიტიკას ნუცამ პოსტით უპასუხა და ბოდიში მოიხადა. მომღერლის თქმით, ის მოსკოვში უახლოესი მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა.