ავტორი:

ტყვიის ლეგენდარული მსროლელი ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს

ტყვიის ლეგენდარული მსროლელი ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს

ლეგენდარული ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

"პარიზი 2024" ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია! სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, ლეგენდარული ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს.

მესამე ევროპულ თამაშებზე ტყვიის მსროლელმა ქალებმა სპორტული პისტოლეტიდან სროლაში (25მ) დღეს მედლებისთვის ბრძოლა განაახლეს. ნინო სალუქვაძემ ამ დისციპლინაში მეოთხე ადგილი დაიკავა და კარიერაში მეათედ მოიპოვა ოლიმპიური თამაშების ლიცენზია!

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ათ ოლიმპიადაზე ქალ სპორტსმენს ჯერ არ უასპარეზია. ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქალია, რომელმაც ცხრა ოლიმპიურ თამაშში მიიღო მონაწილეობა. მესამე ევროპულ თამაშებზე გუშინ დაწყებული საკვალიფიკაციო ეტაპი სპორტული პისტოლეტით მსროლელმა ქალებმა დღეს დაასრულეს.

სალუქვაძე საუკეთესო რვა მსროლელს შორის მე-8 შედეგით მოხვდა - 579 ქულა. ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი ქართველი სპორტსმენი მეორე ნახევარფინალურ ოთხეულში შევიდა, სადაც გერმანელი დორინ ვენეკამპის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა და ფინალურ ოთხეულში გადავიდა. და "კრაკოვი-მალოპოლსკა 2023" მე-4 ადგილზე დაასრულა. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ნინო სალუქვაძეს მიღწეულ წარმატებას, მეათე ლიცენზიის მოპოვებას ოლიმპიურ თამაშებზე და უსურვებს შემდგომ წარმატებებს." - ნათქვამია განცხადებაში.