მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იცვლება კლიმატი, ჩნდება ახალი გამოწვევები, რომელთა გადაჭრაც ახალი ცოდნის გარეშე შეუძლებელია" – "აგროსფეროს" სტიპენდიატი, თინათინ ივანიშვილი
"იცვლება კლიმატი, ჩნდება ახალი გამოწვევები, რომელთა გადაჭრაც ახალი ცოდნის გარეშე შეუძლებელია" – "აგროსფეროს" სტიპენდიატი, თინათინ ივანიშვილი

აგ­რო­მე­ურ­ნე­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, დარ­გით მეტი ახალ­გაზ­რდის და­ინ­ტე­რე­სე­ბა და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა – ასე­თია ინო­ვა­ცი­უ­რი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ი­სა და აგ­რო­ტექ­ნი­კის იმ­პორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნი­ის, „აგ­როს­ფე­როს“ ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტი. სწო­რედ ამ მიზ­ნით, მან გა­სულ წელს „აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან“ ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ა­ფორ­მა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც „აგ­როს­ფე­რო“ ყო­ველ­წლი­უ­რად აგრო-მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის 3 სტუ­დენტს სტი­პენ­დი­ას გა­დას­ცემს. ამას­თან, მათ და კი­დევ 7 სტუ­დენტს აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­ი­ა­რონ სტა­ჟი­რე­ბა კომ­პა­ნი­ის სერ­ვის­ცენ­ტრებ­ში, პარტნი­ო­რი ფერ­მე­რე­ბის ნაკ­ვე­თებ­ში, სა­დე­მონ­სტრა­ციო ვე­ნა­ხებ­სა და სათ­ბუ­რებ­ში.

ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით წლე­ვან­დელ სტი­პენ­დი­ა­ტებს და მათ „აგ­როს­ფე­როს“ პროგ­რა­მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, პრო­ფე­სი­ულ ინ­ტე­რე­სებ­ზე, სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში აგ­რო­მე­ურ­ნე­ო­ბის გა­მოწ­ვე­ვებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

პირ­ველს „აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის პროგ­რა­მის IV კურ­სის სტუ­დენტს, თი­ნა­თინ ივა­ნიშ­ვილს გა­გაც­ნობთ.

თი­ნა­თინ, პირ­ველ რიგ­ში, გვი­თხა­რით, რა­ტომ აირ­ჩი­ეთ მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა?

მე კა­ხე­თი­დან ვარ და ჩემს ოჯახს ვე­ნა­ხე­ბი აქვს. ვაზ­თან და მისი მოვ­ლის თით­ქმის ყვე­ლა ოპე­რა­ცი­ას­თან მეც ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და შე­ხე­ბა. მინ­დო­და, ჩემი პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნა თე­ო­რი­უ­ლით გა­მემ­ყა­რე­ბი­ნა, გა­მე­აზ­რე­ბი­ნა რას, რა­ტომ ვა­კე­თებ­დი. ვფიქ­რობ, სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე, რად­გან სწავ­ლის პრო­ცეს­ში და­ვი­ნა­ხე, რამ­დენ რა­მეს აკე­თე­ბენ მეღ­ვი­ნე­ე­ბი არას­წო­რად.

რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­გაჩ­ნი­ათ „აგ­როს­ფე­როს“ სტი­პენ­დია და, ზო­გა­დად, მსგავ­სი ტი­პის ხელ­შემ­წყო­ბი პროგ­რა­მე­ბი?

ჩემ­თვის სტი­პენ­დია, პირ­ველ რიგ­ში, იმ შრო­მის და­ფა­სე­ბაა, რაც მე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლი­სას ჩავ­დე. სა­სი­ა­მოვ­ნოა იმის და­ნახ­ვა, რომ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც შენს მონ­დო­მე­ბას ხე­და­ვენ და ამას აფა­სე­ბენ. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მაც, რად­გან ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მომ­ცემს თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა პრაქ­ტი­კა­ში გა­და­ვი­ტა­ნო და კი­დევ უფრო სიღ­რმი­სე­უ­ლი ცოდ­ნა მი­ვი­ღო მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის დარ­გში.

ახლა დამ­წყე­ბი კურ­სის სტუ­დენ­ტებს სულ ვე­უბ­ნე­ბი, რომ GPA-ს მი­ხე­დონ, რად­გან „აგ­როს­ფე­როს“ პროგ­რა­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის მეტი შან­სი ჰქონ­დეთ.

რას მი­იჩ­ნევთ აგ­რო­მე­ურ­ნე­ო­ბის მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად სა­ქარ­თვე­ლო­ში?

დღეს მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის და, ზო­გა­დად, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გის მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა მგო­ნია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ფერ­მე­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი დროს ვერ ეწე­ვა. მათ მხო­ლოდ პრაქ­ტი­კუ­ლი, გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ცოდ­ნა აქვთ. არა­და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში იც­ვლე­ბა კლი­მა­ტი, ჩნდე­ბა ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რო­მელ­თა გა­დაჭ­რაც ახა­ლი ცოდ­ნის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია.

მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მაა სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა. ჩვენ­თან ხელ­მი­საწ­ვდო­მი მა­სა­ლე­ბი გა­კე­თე­ბუ­ლია ფრან­გულ, გერ­მა­ნულ და სხვა ქვეყ­ნის ყუ­რძნის ჯი­შებ­ზე, მორ­გე­ბუ­ლია მათ კლი­მატ­სა და გა­რე­მო­ე­ბებ­ზე. ამ კვლე­ვებ­ში არ­სე­ბუ­ლი მიგ­ნე­ბე­ბის ჩვენ­თან სრუ­ლად გად­მო­ტა­ნა კი არას­წო­რია, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს კლი­მა­ტი და პი­რო­ბე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სურ­ვი­ლი ბევ­რს აქვს, მათ შო­რის მეც, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ეს დიდ ფი­ნან­სებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

თი­ნა­თინ, რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი გზა?

ვგეგ­მავ, სწავ­ლა მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე გა­ვაგ­რძე­ლო და გა­ვიღ­რმაო აქამ­დე მი­ღე­ბუ­ლი თე­ო­რი­უ­ლი თუ პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნა. ასე­ვე, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, კვლე­ვით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­ვერ­თო. თუმ­ცა არ ვიცი ეს რამ­დე­ნად მო­ხერ­ხდე­ბა, რად­გან ელე­მენ­ტა­რუ­ლი კვლე­ვაც კი დიდი თან­ხე­ბი ჯდე­ბა.

მაქვს კი­დევ ორი დიდი სურ­ვი­ლი – შევ­ქმნა წიგ­ნი, რო­მე­ლიც თავს მო­უყ­რის ყვე­ლა­ფერს ვა­ზის ქარ­თულ ჯი­შებ­ზე და მქონ­დეს ჩემი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­ნერ­გე.

NS

Murada
2

Ძალიან გთხოვთ ამოგვასუნთქეთ! Ივანიშვილების სიკეთე ყელს ზემოთა გვაქვს, ნუ დაგვახრჩობთ!!! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

"იცვლება კლიმატი, ჩნდება ახალი გამოწვევები, რომელთა გადაჭრაც ახალი ცოდნის გარეშე შეუძლებელია" – "აგროსფეროს" სტიპენდიატი, თინათინ ივანიშვილი

"იცვლება კლიმატი, ჩნდება ახალი გამოწვევები, რომელთა გადაჭრაც ახალი ცოდნის გარეშე შეუძლებელია" – "აგროსფეროს" სტიპენდიატი, თინათინ ივანიშვილი

აგრომეურნეობის პოპულარიზაცია, დარგით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და კვალიფიციური კადრების მომზადება – ასეთია ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანიის, „აგროსფეროს“ ერთ-ერთი პრიორიტეტი. სწორედ ამ მიზნით, მან გასულ წელს „აგრარულ უნივერსიტეტთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც „აგროსფერო“ ყოველწლიურად აგრო-მიმართულებების 3 სტუდენტს სტიპენდიას გადასცემს. ამასთან, მათ და კიდევ 7 სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას გაიარონ სტაჟირება კომპანიის სერვისცენტრებში, პარტნიორი ფერმერების ნაკვეთებში, სადემონსტრაციო ვენახებსა და სათბურებში.

ჩვენ დავუკავშირდით წლევანდელ სტიპენდიატებს და მათ „აგროსფეროს“ პროგრამის მნიშვნელობაზე, პროფესიულ ინტერესებზე, სამომავლო გეგმებსა და საქართველოში აგრომეურნეობის გამოწვევებზე ვესაუბრეთ.

პირველს „აგრარული უნივერსიტეტის“ მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის IV კურსის სტუდენტს, თინათინ ივანიშვილს გაგაცნობთ.

თინათინ, პირველ რიგში, გვითხარით, რატომ აირჩიეთ მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულება?

მე კახეთიდან ვარ და ჩემს ოჯახს ვენახები აქვს. ვაზთან და მისი მოვლის თითქმის ყველა ოპერაციასთან მეც ბავშვობიდან მქონდა შეხება. მინდოდა, ჩემი პრაქტიკული ცოდნა თეორიულით გამემყარებინა, გამეაზრებინა რას, რატომ ვაკეთებდი. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე, რადგან სწავლის პროცესში დავინახე, რამდენ რამეს აკეთებენ მეღვინეები არასწორად.

რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ „აგროსფეროს“ სტიპენდია და, ზოგადად, მსგავსი ტიპის ხელშემწყობი პროგრამები?

ჩემთვის სტიპენდია, პირველ რიგში, იმ შრომის დაფასებაა, რაც მე უნივერსიტეტში სწავლისას ჩავდე. სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ არიან ადამიანები, ვინც შენს მონდომებას ხედავენ და ამას აფასებენ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის სტაჟირების პროგრამაც, რადგან ის შესაძლებლობას მომცემს თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადავიტანო და კიდევ უფრო სიღრმისეული ცოდნა მივიღო მევენახეობა-მეღვინეობის დარგში.

ახლა დამწყები კურსის სტუდენტებს სულ ვეუბნები, რომ GPA-ს მიხედონ, რადგან „აგროსფეროს“ პროგრამებში მონაწილეობის მიღების მეტი შანსი ჰქონდეთ.

რას მიიჩნევთ აგრომეურნეობის მთავარ გამოწვევად საქართველოში?

დღეს მევენახეობის და, ზოგადად, სოფლის მეურნეობის დარგის მთავარ გამოწვევად კვალიფიციური კადრების ნაკლებობა მგონია. საქართველოში ფერმერების დიდი ნაწილი დროს ვერ ეწევა. მათ მხოლოდ პრაქტიკული, გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა აქვთ. არადა დროთა განმავლობაში იცვლება კლიმატი, ჩნდება ახალი გამოწვევები, რომელთა გადაჭრაც ახალი ცოდნის გარეშე შეუძლებელია.

მევენახეობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა სამეცნიერო კვლევების ნაკლებობა. ჩვენთან ხელმისაწვდომი მასალები გაკეთებულია ფრანგულ, გერმანულ და სხვა ქვეყნის ყურძნის ჯიშებზე, მორგებულია მათ კლიმატსა და გარემოებებზე. ამ კვლევებში არსებული მიგნებების ჩვენთან სრულად გადმოტანა კი არასწორია, რადგან საქართველოს კლიმატი და პირობები განსხვავებულია. სამეცნიერო კვლევების ჩატარების სურვილი ბევრს აქვს, მათ შორის მეც, თუმცა, სამწუხაროდ, ეს დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული.

თინათინ, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი პროფესიული გზა?

ვგეგმავ, სწავლა მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამაზე გავაგრძელო და გავიღრმაო აქამდე მიღებული თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა. ასევე, როგორც აღვნიშნე, დიდი სურვილი მაქვს, კვლევით საქმიანობაში ჩავერთო. თუმცა არ ვიცი ეს რამდენად მოხერხდება, რადგან ელემენტარული კვლევაც კი დიდი თანხები ჯდება.

მაქვს კიდევ ორი დიდი სურვილი – შევქმნა წიგნი, რომელიც თავს მოუყრის ყველაფერს ვაზის ქართულ ჯიშებზე და მქონდეს ჩემი სერტიფიცირებული სანერგე.

NS