საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრინცი უილიამი უსახლკაროების პრობლემის მოგვარებას იწყებს, თუმცა ოპონენტები ფარისევლობაში ადანაშაულებენ: "ის 3 უშველებელი სახლის და უზარმაზარი ქონების მეპატრონეა..."
პრინცი უილიამი უსახლკაროების პრობლემის მოგვარებას იწყებს, თუმცა ოპონენტები ფარისევლობაში ადანაშაულებენ:  "ის 3 უშველებელი სახლის და უზარმაზარი ქონების მეპატრონეა..."

პრინც უი­ლი­ა­მის აზ­რით, თა­ნა­მედ­რო­ვე და პროგ­რე­სულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ უნდა არ­სე­ბობ­დეს უსახ­ლკა­რო­ბის პრობ­ლე­მა, ამი­ტომ მის გა­და­საჭ­რე­ლად ხუ­თწ­ლი­ან კამ­პა­ნი­ას იწყებს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ამ­ჟა­მად 300 000-ზე მეტი უსახ­ლკა­რო ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს.

პრინ­ცის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი 3 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტის ოდე­ნო­ბის თან­ხას გა­ი­ღებს, რათა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის უსახ­ლკა­რო­ბა "იშ­ვი­ა­თი და ხან­მოკ­ლე" გახ­დეს. პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად იდე­ე­ბის გან­ხილ­ვა და გა­მოც­და დიდი ბრი­ტა­ნე­თის მას­შტა­ბით 6 ლო­კა­ცი­ა­ზე და­ი­წყე­ბა. უი­ლი­ა­მი გეგ­მავს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­სპერ­ტე­ბი, საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და კერ­ძო ინ­დუსტრი­ე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნოს, რათა და­ბი­ნა­ვე­ბის პრო­ექ­ტე­ბი და დამ­ხმა­რე სერ­ვი­სე­ბი გა­ნა­ვი­თა­რონ. ასე­ვე ამ 6 ლო­კა­ცი­ა­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბა უსახ­ლკა­რო­ბის მი­ზე­ზე­ბი.

  • უი­ლი­ამ­მა ინ­სპი­რა­ცია ფი­ნე­თის­გან მი­ი­ღო, რო­მე­ლიც უსახ­ლკა­რო­ბის მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცი­რე­ბით არის ცნო­ბი­ლი. "ყვე­ლას უნდა ჰქონ­დეს უსაფრ­თხო, და­ცუ­ლი სახ­ლი", - ამ­ბობს პრინ­ცი.

ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა უი­ლი­ა­მის­თვის პი­რა­დუ­ლიც კია, რად­გან ის დე­დას, პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას უკავ­შირ­დე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, პრინ­ცე­სას პა­ტა­რა უი­ლი­ა­მი ხში­რად დაჰ­ყავ­და უსახ­ლკა­რო­ბის აღ­მო­ფხვრას­თან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში.

  • სულ ახ­ლა­ხან, და­საქ­მე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის, რო­მელ­თაც მა­ინც უჭირ­დათ ბი­ნის ქი­რის გა­დახ­და, პრინცმა ხელ­მი­საწ­ვდო­მი სა­ცხოვ­რებ­ლე­ბის პრო­ექ­ტიც წა­მო­ი­წყო.

მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, პრინ­ცი გარ­კვე­ულ გა­მოწ­ვე­ვებ­საც აწყდე­ბა.

"უი­ლი­ა­მის ამ სა­კი­თხში ჩა­რე­ვა ახლა ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად გვჭირ­დე­ბა. ის სამი უშ­ვე­ლე­ბე­ლი სახ­ლის და უზარ­მა­ზა­რი ქო­ნე­ბის მე­პატ­რო­ნეა, რო­მე­ლიც მას სა­ხელ­მწი­ფომ აჩუ­ქა", - ამ­ბობს გრე­ჰემ სმი­ტი, ანტი-მო­ნარ­ქი­უ­ლი ჯგუფ "რეს­პუბ­ლი­კის" წევ­რი. სმი­ტი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ უსახ­ლკა­რო­ბა სამ­თავ­რო­ბო პო­ლი­ტი­კას და ინ­ვეს­ტი­ცი­ებს შე­ე­ხე­ბა და ქველ­მოქ­მე­დე­ბით ან სა­მე­ფო მფარ­ვე­ლო­ბით, ის ვერ მოგ­ვარ­დე­ბა, ამი­ტომ პრინც უი­ლი­ამს თვალ­თმაქ­ცო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

ამ აზრს არ ეთან­ხმე­ბა მეთ და­უ­ნი, საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ Crisis -ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი:

"მე მკვეთრ გან­სხვა­ვე­ბას ვამ­ჩნევ იმ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, რო­მელ­თაც ამ სა­კი­თხთან ასო­ცი­რე­ბა პი­ა­რის მიზ­ნე­ბის­თვის სურთ და მათ შო­რის, რო­მელ­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერთი შეც­დო­მის გა­მოს­წო­რე­ბა უნ­დათ. ეს უკა­ნას­კნე­ლი ღრმად ვიგ­რძე­ნი უი­ლი­ამ­თან სა­უბ­რი­სას".

პრინ­ცი სა­კუ­თარ წა­მო­წყე­ბა­ში თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლია და სწამს, რომ ფუნ­და­მენ­ტუ­რად შე­ამ­ცი­რებს უსახ­ლკა­რო­თა რა­ო­დე­ნო­ბას:

"მინ­და, ეს რე­ა­ლო­ბად ვაქ­ციო და მომ­დევ­ნო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბრი­ტა­ნე­ლებს იმე­დი მივ­ცე, რომ თუ ერ­თმა­ნეთ­თან ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ, შეგ­ვიძ­ლია უსახ­ლკა­რო­ბის­გან თავი და­ვი­ზღვი­ოთ", - აცხა­დებს უელ­სის პრინ­ცი.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

იაგოოო
0

აფრიკა არის ამათი სახლი და იქ განვითარებაში თუ დაეხმარებიან კაია....ევროპაში ამ აფრიკელებს არაფერი ესაქმებათ....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

პრინცი უილიამი უსახლკაროების პრობლემის მოგვარებას იწყებს, თუმცა ოპონენტები ფარისევლობაში ადანაშაულებენ: "ის 3 უშველებელი სახლის და უზარმაზარი ქონების მეპატრონეა..."

პრინცი უილიამი უსახლკაროების პრობლემის მოგვარებას იწყებს, თუმცა ოპონენტები ფარისევლობაში ადანაშაულებენ:  "ის 3 უშველებელი სახლის და უზარმაზარი ქონების მეპატრონეა..."

პრინც უილიამის აზრით, თანამედროვე და პროგრესულ საზოგადოებაში არ უნდა არსებობდეს უსახლკარობის პრობლემა, ამიტომ მის გადასაჭრელად ხუთწლიან კამპანიას იწყებს. ოფიციალური მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ამჟამად 300 000-ზე მეტი უსახლკარო ადამიანი ცხოვრობს.

პრინცის საქველმოქმედო ფონდი 3 მილიონი ფუნტის ოდენობის თანხას გაიღებს, რათა ადამიანებისთვის უსახლკარობა "იშვიათი და ხანმოკლე" გახდეს. პრობლემის გადასაჭრელად იდეების განხილვა და გამოცდა დიდი ბრიტანეთის მასშტაბით 6 ლოკაციაზე დაიწყება. უილიამი გეგმავს, რომ ადგილობრივი ექსპერტები, საქველმოქმედო ორგანიზაციები და კერძო ინდუსტრიები გააერთიანოს, რათა დაბინავების პროექტები და დამხმარე სერვისები განავითარონ. ასევე ამ 6 ლოკაციაზე განიხილება უსახლკარობის მიზეზები.

  • უილიამმა ინსპირაცია ფინეთისგან მიიღო, რომელიც უსახლკარობის მინიმუმამდე შემცირებით არის ცნობილი. "ყველას უნდა ჰქონდეს უსაფრთხო, დაცული სახლი", - ამბობს პრინცი.

ეს ინიციატივა უილიამისთვის პირადულიც კია, რადგან ის დედას, პრინცესა დაიანას უკავშირდება. როგორც ცნობილია, პრინცესას პატარა უილიამი ხშირად დაჰყავდა უსახლკარობის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ საქველმოქმედო ორგანიზაციებში.

  • სულ ახლახან, დასაქმებული ახალგაზრდებისთვის, რომელთაც მაინც უჭირდათ ბინის ქირის გადახდა, პრინცმა ხელმისაწვდომი საცხოვრებლების პროექტიც წამოიწყო.

მიუხედავად ყველაფრისა, პრინცი გარკვეულ გამოწვევებსაც აწყდება.

"უილიამის ამ საკითხში ჩარევა ახლა ყველაზე ნაკლებად გვჭირდება. ის სამი უშველებელი სახლის და უზარმაზარი ქონების მეპატრონეა, რომელიც მას სახელმწიფომ აჩუქა", - ამბობს გრეჰემ სმიტი, ანტი-მონარქიული ჯგუფ "რესპუბლიკის" წევრი. სმიტი ირწმუნება, რომ უსახლკარობა სამთავრობო პოლიტიკას და ინვესტიციებს შეეხება და ქველმოქმედებით ან სამეფო მფარველობით, ის ვერ მოგვარდება, ამიტომ პრინც უილიამს თვალთმაქცობაში ადანაშაულებს.

ამ აზრს არ ეთანხმება მეთ დაუნი, საქველმოქმედო ფონდ Crisis -ის აღმასრულებელი დირექტორი:

"მე მკვეთრ განსხვავებას ვამჩნევ იმ ადამიანებს შორის, რომელთაც ამ საკითხთან ასოცირება პიარის მიზნებისთვის სურთ და მათ შორის, რომელთაც საზოგადოების ერთ-ერთი შეცდომის გამოსწორება უნდათ. ეს უკანასკნელი ღრმად ვიგრძენი უილიამთან საუბრისას".

პრინცი საკუთარ წამოწყებაში თავდაჯერებულია და სწამს, რომ ფუნდამენტურად შეამცირებს უსახლკაროთა რაოდენობას:

"მინდა, ეს რეალობად ვაქციო და მომდევნო 5 წლის განმავლობაში ბრიტანელებს იმედი მივცე, რომ თუ ერთმანეთთან ვითანამშრომლებთ, შეგვიძლია უსახლკარობისგან თავი დავიზღვიოთ", - აცხადებს უელსის პრინცი.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა