საბერძნეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ახალი დემოკრატია“ ლიდერობს.
მედიის ინფორმაციით, ხმების 95%-ის დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის პარტიამ ხმების 40.5% მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიას 300-ადგილიან პარლამენტში დაახლოებით 157 მანდატი ექნება.
რაც შეეხება ოპოზიციურ მემარცხენე პარტია „სირიზას“, ის ხმების 18%-ით მეორე ადგილზე გავიდა.
არჩევნებში მონაწილეობისთვის 9.8 მილიონი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად 32 პარტია იბრძოდა.
პრემიერ-მინისტრ მიცოტაკისის პარტიამ მაისში გამართულ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ერთპარტიული მთავრობის ჩამოსაყალიბებლად 300-ადგილიან პარლამენტში ხუთი მანდატი დააკლდა. ამის შემდეგ მიცოტიაკისმა არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. საბერძნეთში მოქმედი საარჩევნო რეგულაციების მიხედვით, მეორე ტურში გამარჯვებული პარლამენტში დამატებით 50 ადგილს მიიღებს.
Კარგად აყალბებენ. Აბა სხვა რაში გამოიხატება, რომ მმართველი პარტიაა.